კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს
უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს

გა­სუ­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ, თუ რო­გორ და­ი­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ირან­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ასე­ვე რე­გი­ონ­ში მის მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის. ეს, რა თქმა უნდა, გა­მოწ­ვე­უ­ლია ზო­გა­დი და­ძა­ბუ­ლო­ბით, თუმ­ცა 20 ივ­ნისს ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის (IRGC-ის) სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა ამე­რი­კუ­ლი დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი ირან­ზე შე­ტე­ვამ­დე 10 წუ­თით ადრე გა­ა­უქ­მა, ამის მი­ზე­ზად კი არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი პა­სუ­ხი და­ა­სა­ხე­ლა - ირან­მა ამე­რი­კის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დო, ანუ ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლი ინ­ცი­დენტს არ მოჰ­ყო­ლია, ამე­რი­კუ­ლი დარ­ტყმე­ბის შე­დე­გად კი ირა­ნის მხრი­დან 150 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და.

ამას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა. 4 ივ­ლისს გიბ­რალ­ტა­რის სრუ­ტე­ში და­ა­კა­ვეს ირა­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნავ­თო­ბის ტან­კე­რი Grace 1, რა­საც მა­ლე­ვე მოჰ­ყვა ირა­ნის მხრი­დან სპარ­სე­თი ყუ­რე­ში უკვე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტან­კე­რის Stena Impero და­კა­ვე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Grace 1, რო­მელ­საც შემ­დეგ Adrian Darya 1 უწო­დეს, უკვე გა­ან­თა­ვი­სუფ­ლეს, ბრი­ტა­ნუ­ლი ტან­კე­რი კი ჯერ კი­დევ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

ამის შემ­დეგ ვნა­ხეთ, რომ უკვე ამე­რი­კე­ლებ­მა ჩა­მო­აგ­დეს ირა­ნუ­ლი დრო­ნი სპარ­სე­თის ყუ­რე­ში, სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, თუმ­ცა ამას რა­ი­მე ძლი­ე­რი პა­სუ­ხი ირა­ნის მხრი­დან არ მოჰ­ყო­ლია.

ეს შე­სა­ვა­ლი იმის­თვის გა­ვა­კე­თეთ, რომ ბო­ლოს მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმა სა­უ­დის არა­ბეთ­ში არ­სე­ბულ ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლებ­ზე აბკა­იკ­სა და ჰუ­რა­ის­ში ამ მოვ­ლე­ნებ­თან კავ­შირ­ში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ. ეს არის ირა­ნი-შე­ერ­თბულ შტა­ტებ­სა და მის მო­კავ­ში­რე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, რაც ფაქ­ტია, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო და უფრო სა­ხი­ფა­თო ხდე­ბა.მარ­თა­ლია თავ­დას­ხმა­ზე იე­მენ­ში არ­სე­ბულ­მა ჰუ­სი­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბამ აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს და­ახ­ლო­ვე­ბით იმ სცე­ნარს ჰგავს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი დე-ფაქ­ტო მთავ­რო­ბა სა­ზღვარს გად­მო­წევს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვი კი გა­ნა­ცხა­დებს ხოლ­მე, რომ მათ ამას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ.

იგი­ვე ვი­თა­რე­ბა გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­შიც - ჰუ­სი­ტე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბას ზურგს უმაგ­რებს ირა­ნი. თე­ი­რა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარ­ყოფს, რომ არა­თუ თავ­დას­ხმა­ში არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­მედ ამას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ, თუმ­ცა მარ­ტი­ვი მი­სახ­ვედ­რია, რომ რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ამ მას­შტა­ბის შე­ტე­ვას, ეს ირა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

გარ­და ამი­სა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთა­ვო­ბამ უკვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა სა­ტე­ლი­ტი­დან გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც ამ­ბო­ბენ, რომ შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და ერა­ყის მხრი­დან. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მაიკ პომ­პე­ომ ირა­ნი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მო­უ­წო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავ­დას­ხმე­ბის დაგ­მო­ბის­კენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ცნო­ბე­ბი, რაც მე­დი­ა­ში (New York Times, ABC და Reuters) ვრცელ­დე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს

უკიდურესი დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში - შესაძლოა თუ არა, ომი დაიწყოს

გასული ზაფხულის განმავლობაში არაერთხელ ვნახეთ, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა სპარსეთის ყურეში ირანსა და შეერთებულ შტატებს, ასევე რეგიონში მის მოკავშირეებს შორის. ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ზოგადი დაძაბულობით, თუმცა 20 ივნისს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC-ის) საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები ირანზე შეტევამდე 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ანუ ადამიანური მსხვერპლი ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა.

ამას მალევე მოჰყვა დაპირისპირების ახალი ტალღა. 4 ივლისს გიბრალტარის სრუტეში დააკავეს ირანის მფლობელობაში არსებული ნავთობის ტანკერი Grace 1, რასაც მალევე მოჰყვა ირანის მხრიდან სპარსეთი ყურეში უკვე დიდი ბრიტანეთის მფლობელობაში არსებული ტანკერის Stena Impero დაკავება. აღსანიშნავია, რომ Grace 1, რომელსაც შემდეგ Adrian Darya 1 უწოდეს, უკვე გაანთავისუფლეს, ბრიტანული ტანკერი კი ჯერ კიდევ პატიმრობაში რჩება.

ამის შემდეგ ვნახეთ, რომ უკვე ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული დრონი სპარსეთის ყურეში, საკუთარი სამხედრო ხომალდების დაცვის მიზნით, თუმცა ამას რაიმე ძლიერი პასუხი ირანის მხრიდან არ მოჰყოლია.

ეს შესავალი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ბოლოს მომხდარი თავდასხმა საუდის არაბეთში არსებულ ნავთობტერმინალებზე აბკაიკსა და ჰურაისში ამ მოვლენებთან კავშირში უნდა განვიხილოთ. ეს არის ირანი-შეერთბულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის დაპირისპირების გაგრძელება, რაც ფაქტია, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სახიფათო ხდება.მართალია თავდასხმაზე იემენში არსებულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ეს დაახლოვებით იმ სცენარს ჰგავს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში არსებული დე-ფაქტო მთავრობა საზღვარს გადმოწევს, ოფიციალური მოსკოვი კი განაცხადებს ხოლმე, რომ მათ ამასთან საერთო არაფერი აქვთ.

იგივე ვითარება გვაქვს ამ შემთხვევაშიც - ჰუსიტების დაჯგუფებას ზურგს უმაგრებს ირანი. თეირანი ოფიციალურად უარყოფს, რომ არათუ თავდასხმაში არ მიუღია მონაწილეობა, არამედ ამასთან საერთო არაფერი აქვთ, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ როდესაც საქმე ეხება ამ მასშტაბის შეტევას, ეს ირანის ჩარევის გარეშე ვერ განხორციელდება.

გარდა ამისა, შეერთებული შტატების მთავობამ უკვე გაასაჯაროვა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ შეტევა განხორციელდა ერაყის მხრიდან. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ ირანი დაადანაშაულა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას თავდასხმების დაგმობისკენ.

საინტერესოა ის ცნობები, რაც მედიაში (New York Times, ABC და Reuters) ვრცელდება არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით. განაგრძეთ კითხვა

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე