სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ გერეტი - სუპერვარსკვლავი მევიოლინე პირველად საქართველოში!
დევიდ გერეტი - სუპერვარსკვლავი მევიოლინე პირველად საქართველოში!

დე­ვიდ გე­რე­ტი - ახა­ლი ალ­ბო­მით "UNLIMITED - LIVE 2019" - თა­ვის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის 10 წელს 2019 წლის 13 სექ­ტემ­ბერს თბი­ლის­ში. "UNLIMITED" - დე­ვიდ გე­რე­ტის ახა­ლი ტურ­ნე ეძღვნე­ბა მუ­სი­კას და მუ­სი­კის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის მოწ­ვე­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით 2019 წლის 13 სექ­ტემ­ბერს დე­ვიდ გა­რე­ტი და მისი ბენ­დი ახა­ლი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი "ქრო­სო­ვე­რის" პროგ­რა­მით ეს­ტუმ­რე­ბა თბი­ლისს, სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში.

კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში­ვე დე­ვიდ გე­რე­ტის შე­მოქ­მე­დე­ბას სა­ზღვრე­ბი არ გა­აჩ­ნდა, ამი­ტო­მაც "UNLIMITED" არის არა მარ­ტო სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს და­სა­ხე­ლე­ბა, არა­მედ მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბის ფი­ლო­სო­ფი­აა.

ყვე­ლა, ვინც იც­ნობს დე­ვიდ გე­რეტს, იცის, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კრე­ა­ტი­ვი უსა­ზღვროა და სწო­რედ ამით აო­ცებს უკა­ნას­კნე­ლი ათი წე­ლი­წა­დია მი­ლი­ო­ნო­ბით მსმე­ნელს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მისი თავ­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კი­სად­მი აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, სულ ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი „ქრო­სო­ვე­რი“ შეს­თა­ვა­ზოს მსმე­ნელს და ამას­თა­ნა­ვე, შე­ას­რუ­ლოს კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის შე­დევ­რე­ბი.

ძნე­ლად თუ მო­ი­ძებ­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში სხვა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, გარ­და დე­ვიდ გე­რე­ტი­სა, რო­მელ­მაც ჟან­რობ­რი­ვი ბა­რი­ე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­კუ­თა­რი თავი სრუ­ლად და უკომ­პრო­მი­სო პერ­ფექ­ცი­ო­ნიზ­მით მი­უ­ძღვნა დიად მუ­სი­კას - და მისი მსოფ­ლიო წარ­მა­ტე­ბა ამარ­თლებს მის არ­ჩე­ვანს. მის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი მის­წრა­ფე­ბით, მუდ­მი­ვად შექ­მნას ახალ-ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, დე­ვიდ გე­რეტ­მა მი­აღ­წია იმას, რომ სა­კუ­თა­რი შთა­გო­ნე­ბა გა­დას­ცა ყვე­ლა თა­ო­ბის მსმე­ნელს.

„მე დიდი სი­ხა­რუ­ლით ვე­ლო­დე­ბი სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს "UNLIMITED –LIVE 2019". ეხლა, ისე რო­გორც არას­დროს, მსურს ჩემი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გა­და­ვიყ­ვა­ნო მომ­ხიბ­ლავ მუ­სი­კა­ლურ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში და ჩემს ჯგუფ­თან, ჩემს მე­გობ­რებ­თან და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ერ­თად სა­ზე­ი­მოდ აღ­ვნიშ­ნო ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბის ათი წელი.“

10 წელ­ზე მე­ტია, რაც დე­ვიდ გე­რე­ტი სა­კუ­თა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რით წლი­დან წლამ­დე ქრო­სო­ვე­რის შე­დე­გებს აუმ­ჯო­ბე­სებ­და და სჯობ­ნი­და სა­კუ­თარ თავს. მისი უკა­ნას­კნე­ლი და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსოფ­ლიო ტურ­ნე "EXPLOSIVE LIVE" გა­ი­მარ­თა 20 ქვე­ყა­ნა­ში და გა­ი­ყი­და 400,000-ზე მეტი ბი­ლე­თი.

ტურ­ნე "UNLIMITED" - მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვაა დე­ვიდ გე­რე­ტის­გან, არა მარ­ტო მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი­სათ­ვის, არა­მედ მისი გუნ­დის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და მის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში და გვერ­დში ედგა მას უკა­ნას­კნე­ლი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, და­მა­ტე­ბით, თა­ვის სრუ­ლი­ად ახალ კომ­პო­ზი­ცი­ებ­თან ერ­თად, ის შე­ას­რუ­ლებს უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის თა­ვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კომ­პო­ზი­ცი­ებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა მისი სა­უ­კე­თე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი ელექტრო­ქ­სელ­ში და შექ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მო­მენ­ტებს პროგ­რა­მის მსვლე­ლო­ბის დროს.

"UNLIMITED" აგ­რეთ­ვე იქ­ნე­ბა არ­ტის­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი რეტ­როს­პექ­ტი­ვა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ტო­ვა ის­ტო­რი­ა­ში სა­კუ­თა­რი ქრო­სო­ვე­რუ­ლი მუ­სი­კით და რო­მელ­მაც ვი­ო­ლი­ნოს რე­პერ­ტუ­არ­ში მო­ახ­დი­ნა რე­ვო­ლუ­ცია.

მის ახალ სა­უ­კე­თე­სო ალ­ბომ­ში "Unlimited - Greatest Hits", რო­მე­ლიც გა­მოს­ცა ლე­იბლმა Universal Music 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, შე­სუ­ლია ამ ცოტა ხნის წინ არან­ჟი­რე­ბუ­ლი და ახა­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

გა­სულ წელს დე­ვიდ გე­რე­ტის მე-10 ალ­ბომ­მა "Rock Revolution" და­ი­კა­ვა მე-8 ად­გი­ლი გერ­მა­ნი­ის ტოპ-ათე­ულ­ში. პოპ-ვარ­სკვლა­ვებს შო­რის პა­გა­ნი­ნად, ხოლო მე­ვი­ო­ლი­ნე­ებს შო­რის ჯიმი ჰენ­დრიქ­სად აღი­ა­რე­ბუ­ლი დე­ვიდ გე­რე­ტი ფლობს, რო­გორც როკ-ვარ­სკვლა­ვის ქა­რიზ­მას, ასე­ვე ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის უნარს, რო­მე­ლიც ხე­ლე­წი­ფე­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტებს. მას 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი ალ­ბო­მი აქვს გა­ყი­დუ­ლი, 24 ოქ­როს და 16 პლა­ტი­ნის ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა: გერ­მა­ნია, ჰონგკონ­გი, მექ­სი­კა, სინ­გა­პუ­რი, ტა­ი­ვა­ნი და ბრა­ზი­ლია. მის პერ­ფორ­მან­სებ­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ბი­ლე­თია გა­ყი­დუ­ლი. დე­ვიდ გე­რე­ტი არის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვი მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლურ სამ­ყა­რო­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია: სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო; ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი მზღვე­ვე­ლია სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „არდი“. ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა Cheсk in Georgia-ს ფარ­გლებ­ში.

"UNLIMITED - LIVE 2019" კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო 2019 წლის 23 მა­ი­სი­დან WWW.TKT.GE ვებ-გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

დევიდ გერეტი - სუპერვარსკვლავი მევიოლინე პირველად საქართველოში!

დევიდ გერეტი - სუპერვარსკვლავი მევიოლინე პირველად საქართველოში!

დევიდ გერეტი - ახალი ალბომით "UNLIMITED - LIVE 2019" - თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს 2019 წლის 13 სექტემბერს თბილისში. "UNLIMITED" - დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს.

საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით 2019 წლის 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი განუმეორებელი და შთამბეჭდავი "ქროსოვერის" პროგრამით ესტუმრება თბილისს, სპორტის სასახლეში.

კარიერის დასაწყისშივე დევიდ გერეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდა, ამიტომაც "UNLIMITED" არის არა მარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფიაა.

ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს, იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას, სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე, შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.

ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით მიუძღვნა დიად მუსიკას - და მისი მსოფლიო წარმატება ამართლებს მის არჩევანს. მისთვის შეზღუდვები მიუღებელია. საკუთარი მისწრაფებით, მუდმივად შექმნას ახალ-ახალი მუსიკალური შესაძლებლობები, დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ საკუთარი შთაგონება გადასცა ყველა თაობის მსმენელს.

„მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს "UNLIMITED –LIVE 2019". ეხლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, ჩემს მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ აღვნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“

10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებდა და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიო ტურნე "EXPLOSIVE LIVE" გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი.

ტურნე "UNLIMITED" - მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არა მარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან ერთად, ის შეასრულებს უკანასკნელი ათწლეულის თავის ყველაზე პოპულარულ კომპოზიციებს, როგორებიცაა: “Smooth Criminal”, “Nothing Else Matters”, “He’s a Pirate”, “Viva la Viva”,“Thunderstrck”. განსაკუთრებული სიურპრიზი იქნება მისი საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც არ იქნება ჩართული ელექტროქსელში და შექმნის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მომენტებს პროგრამის მსვლელობის დროს.

"UNLIMITED" აგრეთვე იქნება არტისტის პერსონალური რეტროსპექტივა, რომელმაც თავისი სახელი დატოვა ისტორიაში საკუთარი ქროსოვერული მუსიკით და რომელმაც ვიოლინოს რეპერტუარში მოახდინა რევოლუცია.

მის ახალ საუკეთესო ალბომში "Unlimited - Greatest Hits", რომელიც გამოსცა ლეიბლმა Universal Music 2018 წლის ოქტომბერში, შესულია ამ ცოტა ხნის წინ არანჟირებული და ახალი ნაწარმოებები.

გასულ წელს დევიდ გერეტის მე-10 ალბომმა "Rock Revolution" დაიკავა მე-8 ადგილი გერმანიის ტოპ-ათეულში. პოპ-ვარსკვლავებს შორის პაგანინად, ხოლო მევიოლინეებს შორის ჯიმი ჰენდრიქსად აღიარებული დევიდ გერეტი ფლობს, როგორც როკ-ვარსკვლავის ქარიზმას, ასევე ვირტუოზული შესრულების უნარს, რომელიც ხელეწიფება მხოლოდ ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტებს. მას 3 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო აქვს მიღებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული. დევიდ გერეტი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">New work with <a href="https://twitter.com/studioignatov?ref_src=twsrc%5Etfw">@studioignatov</a> Hope you enjoy! <a href="https://t.co/D3VH2fswxj">pic.twitter.com/D3VH2fswxj</a></p>&mdash; David Garrett (@david_garrett) <a href="https://twitter.com/david_garrett/status/1161368418085494786?ref_src=twsrc%5Etfw">August 13, 2019</a></blockquote>

ღონისძიების მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ღონისძიების მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიება ტარდება Cheсk in Georgia-ს ფარგლებში.

"UNLIMITED - LIVE 2019" კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო 2019 წლის 23 მაისიდან WWW.TKT.GE ვებ-გვერდის მეშვეობით.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს