პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ვიამაყებ, რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც მონსერატ კაბალიე აატირა" - ქართველი ბარიტონის მსოფლიო აღიარება და სამშობლოს მონატრება
"სულ ვიამაყებ, რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც მონსერატ კაბალიე აატირა" - ქართველი ბარიტონის მსოფლიო აღიარება და სამშობლოს მონატრება

"მი­ხა­რია ყვე­ლა სით­ბო და პა­ტი­ვის­ცე­მა, რა­საც ჩემი სიმ­ღე­რით და ადა­მი­ა­ნო­ბით ვიმ­სა­ხუ­რებ! სა­ერ­თოდ რა­საც გას­ცემ და რო­გო­რი გუ­ლი­თაც ჩუქ­ნი სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნებს, იგი­ვე გიბ­რუნ­დე­ბა უკან!" - გვე­უბ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი გოჩა აბუ­ლა­ძე, რომ­ლის ყო­ვე­ლი ნამ­ღე­რის გა­მო­ჩე­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოს­დევს...

kvirispalitra.ge-მ ცნო­ბილ ბა­რი­ტონ­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, სა­ი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

- გვი­ამ­ბეთ ბავ­შვო­ბა­ზე, რო­მე­ლიც რთულ 90-იან წლებს და­ემ­თხვა და დაძ­ლე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­ზე...

- დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რის, სწო­რედ მან ჩაგ­ვი­ნერ­გა მე და ჩემს ძმას სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი. როცა გა­ვი­ზარ­დეთ, სიმ­ღე­რის გა­რე­შე სუნ­თქვა გვი­ჭირ­და... სულ ვამ­ბობ, რომ სიმ­ღე­რა პრო­ფე­სი­ად არ ამირ­ჩე­ვია, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა! ბავ­შვო­ბა იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, მი­უ­ხე­და­ვად დიდი გა­ჭირ­ვე­ბი­სა და რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა. დღე არ გა­ვი­დო­და სტუ­მა­რი არ გვყო­ლო­და...

მამა სულ გვე­ნატ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც ჩვე­ნი გუ­ლის­თვის შორს იყო სახ­ლი­დან წა­სუ­ლი და ბევ­რს შრო­მობ­და. ჩვე­ნი კარ­გად ყოფ­ნის­თვის არა­ფერს იშუ­რებ­და. მის მო­ნატ­რე­ბას სიმ­ღე­რით ვუმკლავ­დე­ბო­დით და როცა ჩა­მო­ვი­დო­და ბედ­ნი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­საც ვი­გებ­დით... ჩემი ძმა უჩა ბრწყინ­ვა­ლე მომ­ღე­რა­ლია! თა­ვი­დან ის სულ მე­ო­რე ხმას მღე­რო­და, მე კი - პირ­ველს, 16 წლის ასა­კი­დან უჩა პირ­ველ­ზე ავი­და და მე ქვე­მოთ ჩა­მო­ვე­დი... მას დიდი მო­მა­ვა­ლი აქვს, ამა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა!

- რო­დის და­ი­წყო წარ­მა­ტე­ბე­ბი?

- მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში როცა ჩა­ვა­ბა­რე, ჩემ­მა პირ­ველ­მა პე­და­გოგ­მა ლუბა ლო­მა­კი­ნამ თბი­ლის­ში წა­მიყ­ვა­ნა, - ნო­დარ ან­დღუ­ლა­ძეს უნდა მო­ვას­მე­ნი­ნო შენი ნამ­ღე­რიო. აი ის დღე, ის გა­რე­მო, მა­ესტროს სათ­ნო და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა! მის­მა შე­ქე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ "მომ­წამ­ლა" სიმ­ღე­რით. იქე­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, მე­გო­ნა მოვფრი­ნავ­დი, სურ­ნე­ლიც კი მახ­სოვს იმ დღის...

მერე იყო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის წლე­ბი, სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში ნამ­ღე­რი რო­ლე­ბი და უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბა. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი და გე­ნი­ო­სი ვა­ჟი­კო ჩა­ჩა­ვა დაბ­რუნ­და თბი­ლის­ში. მა­ესტრომ, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­და­წყვი­ტა ჩემ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა, გავ­მარ­თეთ 5 სო­ლო­კონ­ცერ­ტი. ყო­ველ­დღე ვხე­დავ­დი ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში და­მა­ნა­ხა მუ­სი­კა, მუ­სი­კი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და სა­ერ­თოდ თუ რას ნიშ­ნავს იყო ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი... მიყ­ვარს და მე­ნატ­რე­ბა ჩემი უდი­დე­სი მე­გო­ბა­რი და გე­ნი­ო­სი პი­ა­ნის­ტი...

- რო­გორ მოხ­და დიდ მუ­სი­კა­ლურ სარ­ბი­ელ­ზე გას­ვლა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა?

- იტა­ლი­ა­ში იყო პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა, სა­ი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო! ფერ­ა­რას კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა და ფერ­ა­რას კო­მუ­ნა­ლეს თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჟერ­მო­ნის პარ­ტია, ვერ­დის "ტრა­ვი­ა­ტა­ში". სა­ო­ცა­რი რე­ცენ­ზია და­ი­წე­რა ჩემ­ზე, თვა­ლებს ვერ ვუ­ჯე­რებ­დი...

იტა­ლი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 3 წელი სავ­სე იყო ბევ­რი სას­წა­უ­ლით - კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა, მა­ესტრო ძე­ფი­რე­ლის გაც­ნო­ბა და მას­თან მუ­შა­ო­ბა ვე­რო­ნის ფი­ლარ­მო­ნი­კოს თე­ატ­რში, სა­დაც ტო­ნიო ვიმ­ღე­რე... ბას­ტი­ა­ნი­ნის პრე­მი­ით და­ჯილ­დო­ვე­ბა, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რულ­მა მაგ­და ოლი­ვე­რომ პი­რა­დად გად­მომ­ცა...

ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის­თან ერ­თად

ალ­ბათ შორს წა­მიყ­ვანს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­მოვ­თვა­ლო. არ მინ­და, გა­მომ­რჩეს მონ­სე­რატ კა­ბა­ლი­ეს მას­ტერკლა­სე­ბი სა­რა­გო­სა­ში და ორი კონ­ცერ­ტი მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ჩემი ძმის, უჩას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფე­დე­რი­კოს გო­დე­ბა და ატი­რე­ბუ­ლი ლე­გენ­და მონ­სე­რატ კა­ბა­ლიე... მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც მუ­დამ მე­მახ­სოვ­რე­ბა და სულ ვი­ა­მა­ყებ რომ ჩემი ძმა იყო ის პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­მაც ქალღმერ­თი აა­ტი­რა...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვე­ნი ყო­ვე­ლი ნამ­ღე­რი რომ უზარ­მა­ზა­რი რე­ი­ტინ­გით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ამა­ზე რას იტყო­დით?

- მი­ხა­რია ყვე­ლა სით­ბო და პა­ტი­ვის­ცე­მა, რა­საც ჩემი სიმ­ღე­რით და ადა­მი­ა­ნო­ბით ვიმ­სა­ხუ­რებ! სა­ერ­თოდ რა­საც გას­ცემ და რო­გო­რი გუ­ლი­თაც ჩუქ­ნი სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნებს, იგი­ვე გიბ­რუნ­დე­ბა უკან წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სულ ვიამაყებ, რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც მონსერატ კაბალიე აატირა" - ქართველი ბარიტონის მსოფლიო აღიარება და სამშობლოს მონატრება

"სულ ვიამაყებ, რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც მონსერატ კაბალიე აატირა" - ქართველი ბარიტონის მსოფლიო აღიარება და სამშობლოს მონატრება

"მიხარია ყველა სითბო და პატივისცემა, რასაც ჩემი სიმღერით და ადამიანობით ვიმსახურებ! საერთოდ რასაც გასცემ და როგორი გულითაც ჩუქნი სიყვარულს ადამიანებს, იგივე გიბრუნდება უკან!" - გვეუბნება ცნობილი საოპერო მომღერალი გოჩა აბულაძე, რომლის ყოველი ნამღერის გამოჩენას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოსდევს...

kvirispalitra.ge-მ ცნობილ ბარიტონთან ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

- გვიამბეთ ბავშვობაზე, რომელიც რთულ 90-იან წლებს დაემთხვა და დაძლეულ სირთულეებზე...

- დედაჩემი ძალიან კარგად მღერის, სწორედ მან ჩაგვინერგა მე და ჩემს ძმას სიმღერის სიყვარული. როცა გავიზარდეთ, სიმღერის გარეშე სუნთქვა გვიჭირდა... სულ ვამბობ, რომ სიმღერა პროფესიად არ ამირჩევია, ეს ჩემი ცხოვრებაა! ბავშვობა იყო ძალიან ლამაზი, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და რთული პერიოდისა. დღე არ გავიდოდა სტუმარი არ გვყოლოდა...

მამა სულ გვენატრებოდა, რომელიც ჩვენი გულისთვის შორს იყო სახლიდან წასული და ბევრს შრომობდა. ჩვენი კარგად ყოფნისთვის არაფერს იშურებდა. მის მონატრებას სიმღერით ვუმკლავდებოდით და როცა ჩამოვიდოდა ბედნიერების მნიშვნელობასაც ვიგებდით... ჩემი ძმა უჩა ბრწყინვალე მომღერალია! თავიდან ის სულ მეორე ხმას მღეროდა, მე კი - პირველს, 16 წლის ასაკიდან უჩა პირველზე ავიდა და მე ქვემოთ ჩამოვედი... მას დიდი მომავალი აქვს, ამაში ეჭვიც არ მეპარება!

- როდის დაიწყო წარმატებები?

- მუსიკალურ ტექნიკუმში როცა ჩავაბარე, ჩემმა პირველმა პედაგოგმა ლუბა ლომაკინამ თბილისში წამიყვანა, - ნოდარ ანდღულაძეს უნდა მოვასმენინო შენი ნამღერიო. აი ის დღე, ის გარემო, მაესტროს სათნო და სიყვარულით სავსე თვალები არასოდეს დამავიწყდება! მისმა შექებამ საბოლოოდ "მომწამლა" სიმღერით. იქედან რომ ვბრუნდებოდი, მეგონა მოვფრინავდი, სურნელიც კი მახსოვს იმ დღის...

მერე იყო კონსერვატორიის წლები, საოპერო სტუდიაში ნამღერი როლები და უამრავი წარმატება. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ჩვენი სახელოვანი და გენიოსი ვაჟიკო ჩაჩავა დაბრუნდა თბილისში. მაესტრომ, ჩემდა საბედნიეროდ, გადაწყვიტა ჩემთან ერთად მუშაობა, გავმართეთ 5 სოლოკონცერტი. ყოველდღე ვხედავდი ადამიანს, რომელმაც სრულიად სხვა განზომილებაში დამანახა მუსიკა, მუსიკისადმი სიყვარული და საერთოდ თუ რას ნიშნავს იყო ხელოვანი ადამიანი... მიყვარს და მენატრება ჩემი უდიდესი მეგობარი და გენიოსი პიანისტი...

- როგორ მოხდა დიდ მუსიკალურ სარბიელზე გასვლა და საერთაშორისო აღიარება?

- იტალიაში იყო პირველი წარმატება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო! ფერარას კონკურსში გამარჯვება და ფერარას კომუნალეს თეატრში შესრულებული ჟერმონის პარტია, ვერდის "ტრავიატაში". საოცარი რეცენზია დაიწერა ჩემზე, თვალებს ვერ ვუჯერებდი...

იტალიაში გატარებული 3 წელი სავსე იყო ბევრი სასწაულით - კონკურსებში გამარჯვება, მაესტრო ძეფირელის გაცნობა და მასთან მუშაობა ვერონის ფილარმონიკოს თეატრში, სადაც ტონიო ვიმღერე... ბასტიანინის პრემიით დაჯილდოვება, რომელიც ლეგენდარულმა მაგდა ოლივერომ პირადად გადმომცა...

ფრანკო ძეფირელისთან ერთად

ალბათ შორს წამიყვანს ყველაფერი რომ ჩამოვთვალო. არ მინდა, გამომრჩეს მონსერატ კაბალიეს მასტერკლასები სარაგოსაში და ორი კონცერტი მისი ხელმძღვანელობით. ჩემი ძმის, უჩას შესრულებული ფედერიკოს გოდება და ატირებული ლეგენდა მონსერატ კაბალიე... მომენტი, რომელიც მუდამ მემახსოვრება და სულ ვიამაყებ რომ ჩემი ძმა იყო ის პატარა ბიჭი, რომელმაც ქალღმერთი აატირა...

- სოციალურ ქსელში თქვენი ყოველი ნამღერი რომ უზარმაზარი რეიტინგით გამოირჩევა, ამაზე რას იტყოდით?

- მიხარია ყველა სითბო და პატივისცემა, რასაც ჩემი სიმღერით და ადამიანობით ვიმსახურებ! საერთოდ რასაც გასცემ და როგორი გულითაც ჩუქნი სიყვარულს ადამიანებს, იგივე გიბრუნდება უკან წაიკითხეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება