პოლიტიკა
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
Faceამბები
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით სწავლობს
23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით სწავლობს

23 წლის ნინო კო­დუა კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც აშშ-ს პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობს. ქარ­თველ სტუ­დენტს Johns Hopkins-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სწავ­ლა სრუ­ლად, 87 200 აშშ დო­ლა­რით და­უ­ფი­ნან­სა! გრან­ტის გარ­და, გო­გო­ნამ სტი­პენ­დი­აც მი­ი­ღო.

ნი­ნოს მა­თე­მა­ტი­კა ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და. პირ­ვე­ლი ცხრა კლა­სი სკო­ლა „ლო­მის­ში“ გა­ა­ტა­რა, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის 42-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, მე-12 კლა­სი კი სკო­ლა „ლო­გოს­ში“ გა­ა­ტა­რა.

სურ­და, სწავ­ლა უცხო­ეთ­ში, კერ­ძოდ აშშ-ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად კი ბევ­რი შრო­მა დას­ჭირ­და. მას შემ­დეგ, რაც სკო­ლა ვერ­ცხლის მე­დალ­ზე და­ას­რუ­ლა, ნინო 2015 წელს, სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა­ზე ჩა­ი­რი­ცხა.

Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში რე­ი­ტინ­გით პირ­ველ ად­გილ­ზეა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი 1826 წელს სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა რი­ჩარდ ფურ­მან­მა და­ა­არ­სა და სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნას უძ­ვე­ლე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. მი­უ­ხე­და­ვად სა­სუ­ლი­ე­რო სა­ფუძ­ვლე­ბი­სა, 1992 წლი­დან Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი სე­კუ­ლა­რუ­ლი სას­წავ­ლო სივ­რცე გახ­და.

Furman-ში სტუ­დენ­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს 53 ქვეყ­ნი­დან და აშშ-ს 46 შტა­ტი­დან ირი­ცხე­ბი­ან. სწავ­ლის უმაღ­ლეს სტან­დარტთან ერ­თად, მათ გა­რე­მოც იზი­დავთ - უნი­ვერ­სი­ტე­ტი 304 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, მისი უდი­დე­სი ნა­წი­ლი კი გამ­წვა­ნე­ბუ­ლია. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სა­მე­ცა­დი­ნო გა­რე­მო ნამ­დვილ ტყე­ში "მო­ი­წყონ".

ამ პო­პუ­ლა­რულ და უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლი ნინო კო­დუა ერ­თდრო­უ­ლად, ორ ფა­კულ­ტეტს "შე­ე­ჭი­და": ეკო­ნო­მი­კა-მა­თე­მა­ტი­კა და ბუ­ღალ­ტე­რია.

"მარ­თა­ლია, თვი­თონ უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ძა­ლი­ან უკ­ვირ­დათ, რომ ამ ორ ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ 2019 წელს ორი­ვე, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­ვამ­თავ­რე", - აღ­ნიშ­ნა ნი­ნომ.

Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მონ­დო­მე­ბუ­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ყვე­ლა კარს ფარ­თოდ ხსნის. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ნი­ნომ არა­ერ­თი ჯილ­დო მი­ი­ღო. 2018 წლის მა­ის­ში, გა­მორ­ჩე­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის­თვის Arthur Magill-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დამ­თავ­რე­ბის ბოლო წელს კი გა­მორ­ჩე­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის J. Carlyle Ellet-ის ეკო­ნო­მი­კის პრი­ზი მი­ი­ღო.

ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არც ბუ­ღალ­ტე­რია „და­ჩაგ­რუ­ლა“. ქარ­თველ სტუ­დენტს ბუ­ღალ­ტე­რი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის­თვის Lawrence Kessler-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა. ბო­ლოს კი მა­თე­მა­ტი­კა-ეკო­ნო­მი­კის ჯილ­დო მი­ი­ღო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი GPA-სთვის ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში. ეს ჯილ­დო­ე­ბი ნი­ნოს ბე­ბი­ას თბი­ლის­ში, სახ­ლში აქვს შე­ნა­ხუ­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბით ძა­ლი­ან ამა­ყობს.

23 წლის ნინო კო­დუა დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო რე­ჟი­მი­სა და გა­მოც­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში კვლე­ვებ­საც ატა­რებ­და. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო პრო­ექ­ტში - „ქა­ლე­ბი ეკო­ნო­მი­კურ კვლე­ვა­ში“. ჩარ­თუ­ლი იყო აღ­მო­სავ­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ნიუ იორკში ტარ­დე­ბო­და.

ქარ­თველ სტუ­დენტს შრო­მა და­უ­ფას­და და რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟულ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზა, რაც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში რო­გორც წესი, იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

"ჩემი ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლის კრე­დი­ტე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რის გა­რე­შე პირ­და­პირ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე. 8 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­მი­ვი­და დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე მი­ღე­ბა (ყვე­ლა სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით). არ­ჩე­ვა­ნი შე­ვა­ჩე­რე Johns Hopkins უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე, რო­მელ­მაც სრუ­ლად და­მი­ფი­ნან­სა სწავ­ლა ($87,200). ასე­ვე, მომ­ცა ყო­ველ­წლი­უ­რი სტი­პენ­დია და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა“, - გან­მარ­ტა ნი­ნომ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Furman-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დიდი ცოდ­ნა და­აგ­რო­ვა, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ Johns Hopkins-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლა მის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა.

„მო­მი­წევს სწავ­ლა ისე­თი დოქ­ტო­რან­ტუ­რის კან­დი­და­ტებ­თან, რო­მელ­თაც აქვთ მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და არა­ერ­თი მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. რა თქმა უნდა, მათ­თან ერ­თად სწავ­ლა ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ის.

Johns Hopkins-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტიც კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ბალ­ტი­მორ­ში, მე­რი­ლენდში მდე­ბა­რე­ობს. Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მსგავ­სად, მა­საც დიდი ის­ტო­რია აქვს. ის 1876 წელს და­არ­სდა.

John Hopkins-ის უნი­ვერ­სი­ტეტს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ წამ­ყვანს კვლე­ვით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. ამას­თან, ის აშშ-ში ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ათე­ულ­ში შე­დის. Furman-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მსგავ­სად, ისიც უდი­დეს გამ­წვა­ნე­ბულ სივ­რცე­სა და მშვიდ აკა­დე­მი­ურ გა­რე­მოს მო­ი­ცავს.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამე­რი­კელ­მა ან­რეპ­რე­ნერ­მა, მო­ნო­ბი­სა და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბის მომ­ხრე პი­როვ­ნე­ბამ, ფი­ლანტროპ­მა ჯონ ჰო­პ­კინსმა და­არ­სა.

დღეს ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა, ცოდ­ნის მი­ღე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია და ეს დღე­სას­წა­უ­ლი ნი­ნოს­თვი­საც დად­გა - სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, რათა სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დოს.

მისი წარ­მა­ტე­ბა ამით არ მთავ­რდე­ბა. 23 წლის ნინო კო­დუა მო­მა­ვა­ლი წლი­დან დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ლექ­ცი­ებს ჩა­ა­ტა­რებს.

"ასე­ვე, მსურს ჩა­ვა­ტა­რო სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მი­ვი­ღო სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა აშშ-ში", - აღ­ნიშ­ნავს ის.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ში დიდი მო­მა­ვა­ლი ელო­დე­ბა, სურს მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით, მიღ­წე­ვე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კას „გა­მო­ად­გეს“. ამ­ბობს, რომ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა და სწავ­ლის წყურ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა.

„მი­უ­ხე­და­ვად შორი მან­ძი­ლი­სა, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემი ოჯა­ხის მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უდი­დე­სი სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბით გა­ვა­ხა­რო, ყვე­ლა ჯილ­დო მი­ვუ­ძღვნა ჩემს გამ­ზრდელ ბე­ბოს“, - გან­გვი­მარ­ტა ნინო კო­დუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით სწავლობს

23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით სწავლობს

23 წლის ნინო კოდუა კიდევ ერთი ქართველია, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ეკონომიკის მიმართულებით სწავლობს. ქართველ სტუდენტს Johns Hopkins-ის უნივერსიტეტმა სწავლა სრულად, 87 200 აშშ დოლარით დაუფინანსა! გრანტის გარდა, გოგონამ სტიპენდიაც მიიღო.

ნინოს მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა. პირველი ცხრა კლასი სკოლა „ლომისში“ გაატარა, 2 წლის განმავლობაში კი ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-12 კლასი კი სკოლა „ლოგოსში“ გაატარა.

სურდა, სწავლა უცხოეთში, კერძოდ აშშ-ში გაეგრძელებინა, ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომა დასჭირდა. მას შემდეგ, რაც სკოლა ვერცხლის მედალზე დაასრულა, ნინო 2015 წელს, სრული დაფინანსებით Furman-ის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

Furman-ის უნივერსიტეტი სამხრეთ კაროლინაში რეიტინგით პირველ ადგილზეა. უნივერსიტეტი 1826 წელს სასულიერო პირმა რიჩარდ ფურმანმა დააარსა და სამხრეთ კაროლინას უძველესი უნივერსიტეტია. მიუხედავად სასულიერო საფუძვლებისა, 1992 წლიდან Furman-ის უნივერსიტეტი სეკულარული სასწავლო სივრცე გახდა.

Furman-ში სტუდენტები მსოფლიოს 53 ქვეყნიდან და აშშ-ს 46 შტატიდან ირიცხებიან. სწავლის უმაღლეს სტანდარტთან ერთად, მათ გარემოც იზიდავთ - უნივერსიტეტი 304 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, მისი უდიდესი ნაწილი კი გამწვანებულია. სტუდენტებს საშუალება აქვთ, სამეცადინო გარემო ნამდვილ ტყეში "მოიწყონ".

ამ პოპულარულ და უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტში ქართველი ნინო კოდუა ერთდროულად, ორ ფაკულტეტს "შეეჭიდა": ეკონომიკა-მათემატიკა და ბუღალტერია.

"მართალია, თვითონ უნივერსიტეტშიც ძალიან უკვირდათ, რომ ამ ორ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 2019 წელს ორივე, უმაღლესი შეფასებით დავამთავრე", - აღნიშნა ნინომ.

Furman-ის უნივერსიტეტი მონდომებული და მოტივირებული სტუდენტებისთვის ყველა კარს ფართოდ ხსნის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნინომ არაერთი ჯილდო მიიღო. 2018 წლის მაისში, გამორჩეული აკადემიური პოტენციალისა და ინტელექტუალური მონაცემებისთვის Arthur Magill-ის ჯილდო გადაეცა. ბაკალავრიატის დამთავრების ბოლო წელს კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და უნივერსიტეტში შეტანილი წვლილისთვის J. Carlyle Ellet-ის ეკონომიკის პრიზი მიიღო.

ეკონომიკური მიმართულებით წარმატების მიუხედავად, არც ბუღალტერია „დაჩაგრულა“. ქართველ სტუდენტს ბუღალტერიაში წარმატებისთვის Lawrence Kessler-ის ჯილდო გადაეცა. ბოლოს კი მათემატიკა-ეკონომიკის ჯილდო მიიღო ყველაზე მაღალი GPA-სთვის ამ სპეციალობაში. ეს ჯილდოები ნინოს ბებიას თბილისში, სახლში აქვს შენახული და შვილიშვილის წარმატებით ძალიან ამაყობს.

23 წლის ნინო კოდუა დატვირთული სასწავლო რეჟიმისა და გამოცდების მიუხედავად, ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კვლევებსაც ატარებდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „ქალები ეკონომიკურ კვლევაში“. ჩართული იყო აღმოსავლური ეკონომიკური ასოციაციის კონფერენციაში, რომელიც ნიუ იორკში ტარდებოდა.

ქართველ სტუდენტს შრომა დაუფასდა და რამდენიმე პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით მიღება შესთავაზა, რაც ჩვენს რეალობაში როგორც წესი, იშვიათად ხდება.

"ჩემი ბაკალავრიატზე სწავლის კრედიტები და მიღწევები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაგისტრატურის გარეშე პირდაპირ ჩამებარებინა ეკონომიკის დოქტორანტურაზე. 8 უნივერსიტეტიდან მომივიდა დოქტორანტურაზე მიღება (ყველა სრული დაფინანსებით). არჩევანი შევაჩერე Johns Hopkins უნივერსიტეტზე, რომელმაც სრულად დამიფინანსა სწავლა ($87,200). ასევე, მომცა ყოველწლიური სტიპენდია და ჯანმრთელობის დაზღვევა“, - განმარტა ნინომ.

მიუხედავად იმისა, რომ Furman-ის უნივერსიტეტში დიდი ცოდნა დააგროვა, AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურაზე სწავლა მისთვის დიდი გამოწვევაა.

„მომიწევს სწავლა ისეთი დოქტორანტურის კანდიდატებთან, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და არაერთი მაგისტრის ხარისხი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად სწავლა ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება“, - აღნიშნავს ის.

Johns Hopkins-ის უნივერსიტეტიც კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ბალტიმორში, მერილენდში მდებარეობს. Furman-ის უნივერსიტეტის მსგავსად, მასაც დიდი ისტორია აქვს. ის 1876 წელს დაარსდა.

John Hopkins-ის უნივერსიტეტს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანს კვლევით საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევენ. ამასთან, ის აშშ-ში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტების ათეულში შედის. Furman-ის უნივერსიტეტის მსგავსად, ისიც უდიდეს გამწვანებულ სივრცესა და მშვიდ აკადემიურ გარემოს მოიცავს.

უნივერსიტეტი ამერიკელმა ანრეპრენერმა, მონობისა და სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრე პიროვნებამ, ფილანტროპმა ჯონ ჰოპკინსმა დაარსა.

დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლა, ცოდნის მიღების მსურველთათვის ნამდვილი დღესასწაულია და ეს დღესასწაული ნინოსთვისაც დადგა - საკუთარ დაბადების დღეზე ქართველი გოგონა აშშ-ში გაემგზავრა, რათა სწავლის დაწყებისთვის მოემზადოს.

მისი წარმატება ამით არ მთავრდება. 23 წლის ნინო კოდუა მომავალი წლიდან დოქტორანტურაზე სწავლის პარალელურად, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს.

"ასევე, მსურს ჩავატარო საინტერესო კვლევები ეკონომიკის მიმართულებით და მივიღო სამუშაო გამოცდილება აშშ-ში", - აღნიშნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დიდი მომავალი ელოდება, სურს მიღებული ცოდნით, მიღწევებითა და გამოცდილებით საქართველოს ეკონომიკას „გამოადგეს“. ამბობს, რომ დასახული მიზნების მიღწევაში დაუღალავი შრომა და სწავლის წყურვილი ეხმარება.

„მიუხედავად შორი მანძილისა, ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახის მორალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი უდიდესი სურვილი იმისა, რომ ყოველდღიური ჩემი წარმატებებით გავახარო, ყველა ჯილდო მივუძღვნა ჩემს გამზრდელ ბებოს“, - განგვიმარტა ნინო კოდუამ.

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)