კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან
მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან

ოდე­სა­ში სა­ზა­ფხუ­ლო თე­ატრ Морвокзал-ში ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ეს­წრო.

კონ­ცერ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - "სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან" 11 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე შედ­გა და ათა­სო­ბით ოდე­სე­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

თუმ­ცა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ვარ­სკვლა­ვად, ბუბა კი­კა­ბი­ძის გარ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც იქცა, რო­მელ­საც გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე შე­მო­ეხ­ვივ­ნენ გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და მას­თან ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს.

კი­კა­ბი­ძემ კონ­ცერ­ტზე რო­გორც ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი სიმ­ღე­რე­ბი, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე შლა­გე­რე­ბი შე­ას­რუ­ლა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მომ­ღე­რალ­მა და ექს-პრე­ზი­დენ­ტმა რეს­ტო­რან­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და იქ აღ­ნიშ­ნეს შეხ­ვედ­რა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს თეთ­რი მა­ი­სუ­რი ეცვა ბუბა კი­კა­ბი­ძი­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით.

ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა, ასე და­ა­სა­თა­უ­რა: "მე, ორი ბუბა და პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სი ოდე­სა­ში".

Морской вокзал ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მელ­საც ოდე­სა­ში ყო­ველ წელს ათი­ა­თა­სო­ბით ტუ­რის­ტი და ად­გი­ლობ­რი­ვი სტუმ­რობს. ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს კონ­ცერ­ტებ­ზე, ფეს­ტი­ვა­ლებ­სა და სპექ­ტაკ­ლებ­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან

მიშა, ბუბა და ზელენსკი მაისურზე - რა ფოტოებს ავრცელებს სააკაშვილი ოდესიდან

ოდესაში საზაფხულო თეატრ Морвокзал-ში ვახტანგ კიკაბიძის კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

კონცერტი სახელწოდებით - "სიყვარულით საქართველოდან" 11 აგვისტოს, საღამოს რვა საათზე შედგა და ათასობით ოდესელის ყურადღება მიიპყრო.

თუმცა, ღონისძიების ვარსკვლავად, ბუბა კიკაბიძის გარდა, მიხეილ სააკაშვილიც იქცა, რომელსაც გამოჩენისთანავე შემოეხვივნენ გულშემატკივრები და მასთან ფოტოები გადაიღეს.

კიკაბიძემ კონცერტზე როგორც ძველი თბილისური სიმღერები, ისე თანამედროვე შლაგერები შეასრულა.

მოგვიანებით, მომღერალმა და ექს-პრეზიდენტმა რესტორანში გადაინაცვლეს და იქ აღნიშნეს შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილს თეთრი მაისური ეცვა ბუბა კიკაბიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გამოსახულებით.

ფოტოები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა, ასე დაასათაურა: "მე, ორი ბუბა და პრეზიდენტი ზელენსი ოდესაში".

Морской вокзал ყოველწლიური საზაფხულო ღონისძიებაა, რომელსაც ოდესაში ყოველ წელს ათიათასობით ტურისტი და ადგილობრივი სტუმრობს. ღონისძიების სტუმრებს კონცერტებზე, ფესტივალებსა და სპექტაკლებზე დასწრების საშუალება ეძლევათ.

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია" - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე