სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები - კახა კალაძე
ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები - კახა კალაძე

ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი კეთ­დე­ბა, სა­დაც მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­ღონ სეს­ხი და თან­ხა იმის­თვის, რომ ჩა­ა­ნაც­ვლონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, იქ­ნე­ბა იაფი კრე­დი­ტე­ბი, ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბა მოხ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა სწო­რედ ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მაა. კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, მათ ბევ­რი რამ დათ­მეს და ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ტაქ­სის მძღო­ლებს ხელი შე­უ­წყონ.

„ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მა ჩვე­ნი სატ­რან­სპორ­ტო პი­ო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და მნიშ­ვნელ­ვა­ნი რე­ფორ­მაა. ჩვენ ძა­ლი­ან ბევრ შეხ­ვედ­რას ვმარ­თავთ ტაქ­სის მძღო­ლებ­თან, სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან, რო­მე­ლიც არის შექ­მნი­ლი. ჩვენ ბევ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, რა­ღა­ცე­ბი დავ­თმეთ... ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ხელი შე­ვუ­წყოთ ამ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ სერ­ვისს ახორ­ცი­ე­ლებს. მე­ო­რე მხრივ, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი უნდა იყოს ტაქ­სე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში, ვინც ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლობს, კმა­ყო­ფი­ლი იყოს, იყოს გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, სუფ­თა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ზო­გა­დად, ტაქ­სი არის ქა­ლა­ქის სახე, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქა­ლაქ­ში არის ეს მიდ­გო­მა, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ჩვე­ნი მხრი­და­ნაც, რე­ფორ­მას, რო­მე­ლიც წა­მო­ვი­წყეთ, პირ­ვე­ლი ეტა­პე­ბი აქვს და მომ­დევ­ნო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო და­იხ­ვე­წე­ბა, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო მო­თხოვ­ნე­ბი იქ­ნე­ბა და იქ­ნე­ბა ხელ­შე­წყო­ბა, რომ ეს სფე­რო იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლი.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­მა დას­ვა სა­კი­თხი, რომ ყვე­ლა ტაქ­სის მძღოლს აქვთ პრობ­ლე­მა, რომ მათი შე­მო­სა­ვა­ლი არ­სად არის აღ­რი­ცხუ­ლი და ამის გამო მათ უჭირთ ბან­კში სეს­ხის აღე­ბა, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და ა.შ. ეს მათ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ჩვენ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ბან­კო სექ­ტორ­თან, ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას და მომ­დევ­ნო 3-4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ ბან­კე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ ამა­ზე გან­ცხა­დე­ბას. იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბი კეთ­დე­ბა, ეს არის მხო­ლოდ ტაქ­სის მძღო­ლე­ბის­თვის, სა­დაც მათ ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აი­ღონ სეს­ხი და თან­ხა იმის­თვის, რომ ჩა­ა­ნაც­ვლონ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, იქ­ნე­ბა იაფი კრე­დი­ტე­ბი, იქ­ნე­ბა ხელ­შე­წყო­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს ხელ­შე­წყო­ბა ტა­ქის მძღო­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები - კახა კალაძე

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები - კახა კალაძე

ტაქსის მძღოლებისთვის იქნება კონკრეტული შეთავაზებები, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, ტაქსის მძღოლებისთვის ხელშეწყობა მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა სწორედ ტაქსების რეფორმაა. კალაძის განმარტებით, მათ ბევრი რამ დათმეს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტაქსის მძღოლებს ხელი შეუწყონ.

„ტაქსების რეფორმა ჩვენი სატრანსპორტო პიოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელვანი რეფორმაა. ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრას ვმართავთ ტაქსის მძღოლებთან, საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც არის შექმნილი. ჩვენ ბევრი ცვლილებები განვახორციელეთ, რაღაცები დავთმეთ... ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს, ვინც ამ სერვისს ახორციელებს. მეორე მხრივ, მოწესრიგებული უნდა იყოს ტაქსები დედაქალაქში, ვინც ამ სერვისით სარგებლობს, კმაყოფილი იყოს, იყოს გამართული ავტომობილები, სუფთა ავტომობილები. ზოგადად, ტაქსი არის ქალაქის სახე, ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება და ჩვენი მხრიდანაც, რეფორმას, რომელიც წამოვიწყეთ, პირველი ეტაპები აქვს და მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, კიდევ უფრო საინტერესო მოთხოვნები იქნება და იქნება ხელშეწყობა, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული და დალაგებული.

შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა დასვა საკითხი, რომ ყველა ტაქსის მძღოლს აქვთ პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არის აღრიცხული და ამის გამო მათ უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა და ა.შ. ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მივაღწიეთ შეთანხმებას და მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში თვითონ ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას. იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, ეს არის მხოლოდ ტაქსის მძღოლებისთვის, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ ავტომობილები, იქნება იაფი კრედიტები, იქნება ხელშეწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები