პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით წარმატებული ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ს პრესტიჟული უნივერსიტეტის დეკანია
გაიცანით წარმატებული ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ს პრესტიჟული უნივერსიტეტის დეკანია

ქე­თე­ვან მა­მი­სე­იშ­ვი­ლი ახლა 43 წლი­საა, აშშ-ში, არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აკა­დე­მი­უ­რი და სტუ­დენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს და წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, თუმ­ცა 18 წლის წინ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ასე­თი იქ­ნე­ბო­და.

ქე­თე­ვან­მა, რო­გორც სას­კო­ლო, ისე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ქუ­თა­ის­ში მი­ი­ღო, 2001 წელს კი, 25 წლის ასაკ­ში, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით აშშ-ში წა­ვი­და. მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად სწო­რედ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ შეც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბო, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას გეგ­მავ­და, თუმ­ცა სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა და აშშ-ში დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ქე­თე­ვან­მა მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის სფე­რო­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა, 2008 წლი­დან კი სა­მუ­შა­ოდ არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­და­ვი­და. რამ­დე­ნი­მე პო­ზი­ცი­ის შეც­ვლის შემ­დეგ, ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე აირ­ჩი­ეს.

ქე­თე­ვა­ნი იხ­სე­ნებს, რომ ყველ­გან, სა­დაც მუ­შა­ობ­და, მხარ­და­ჭე­რა­სა და ხელ­შე­წყო­ბას გრძნობ­და, რის გა­რე­შეც ალ­ბათ, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ეგო­ნა, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ერთხელ ამ მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმი­სას არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­რექ­ტორ­მა უპა­სუ­ხა, რომ "იღ­ბლი­ა­ნი კი არ არის, ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს". სწო­რედ ამის შემ­დეგ უკეთ გა­ი­აზ­რა და და­ი­ჯე­რა, რომ წარ­მა­ტე­ბა რე­ა­ლუ­რად, ბევ­რი შრო­მი­თა და მო­ტი­ვა­ცი­ით მო­დის.

2016 წელს ქე­თე­ვან­მა მი­ი­ღო ფა­კულ­ტე­ტის ჯილ­დო S.T.A.R. (service, teaching, advising, research), რო­გორც ფა­კულ­ტე­ტის გა­მორ­ჩე­ულ­მა წევ­რმა. გარ­და ამი­სა, ის წამ­ყვან რე­ცენ­ზი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს, რამ­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ "ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით არ უცხოვ­რია, მას­ზე რომ და­წე­რონ".

აშშ-ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის სფე­რო აგერ­ჩი­ათ?

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. ინ­გლი­სუ­რად ვსწავ­ლობ­დი და სა­ერ­თოდ არც ვი­ცო­დი ასე­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა თუ არ­სე­ბობ­და. როცა ჩა­ვე­დი, იქ ერთი ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი დამ­ხვდა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრს საგ­ნე­ბის აღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, მსურ­და, აშშ-ს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მე­ტად შე­მეს­წავ­ლა, მან კი აშშ-ს გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა მირ­ჩია. ეს სა­გა­ნი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ვინც ამას მას­წავ­ლი­და, შემ­დეგ სწო­რედ ის გახ­და ჩემი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც. შემ­დეგ და­ვა­ნე­ბე თავი ინ­გლი­სურ ენას და გა­და­ვე­დი ამ სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე.

2013 წელს ერთ-ერთი კა­თედ­რის გამ­გე გავ­ხდი. კა­თედ­რა შედ­გე­ბო­და 6 საგ­ნობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლო­ბის­გან, ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვაა. ამ კა­თედ­რა­ზე 40 პრო­ფე­სო­რი და 800-ზე მეტი სტუ­დენ­ტია. 4 წელი კა­თედ­რის გამ­გედ ვი­მუ­შა­ვე, 2017 წელს კი ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნის პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვე. დე­კანს სულ 3 მო­ად­გი­ლე ჰყავს, მე პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ვარ, აკა­დე­მი­ურ და სტუ­დენ­ტურ დარ­გში.

ჩემი მე­უღ­ლე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი, ისიც პრო­ფე­სო­რია. სულ 2 წე­ლია, დავ­ქორ­წინ­დით. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, ამ ქვე­ყა­ნა­ზე ჩემ­ზე მე­ტა­დაა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სულ კი­თხუ­ლობს ქარ­თულ ახალ ამ­ბებს და მიყ­ვე­ბა, აქ რა მოხ­და. ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით იყო ჩა­მო­სუ­ლი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი იმი­ტომ მი­ი­ღო, რომ აქ ეცხოვ­რა და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი გა­ეც­ნო. მგო­ნი, ხალ­ხის­გან ძა­ლი­ან დიდი სით­ბო იგ­რძნო.

- 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც სა­ქარ­თვე­ლო­დან წახ­ვე­დით, ალ­ბათ, ბევ­რი შრო­მა და ბრძო­ლა მო­გიხ­დათ, რომ მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს და უძ­ლი­ე­რეს სა­ხელ­მწი­ფო­ში წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­გეღ­წი­ათ. რამ­დე­ნად რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რეთ?

- შრო­მაა სა­ჭი­რო. მე ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ­დი. თა­ვი­დან უფრო რთუ­ლი იყო. მე ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით წა­ვე­დი, ენა ასე თუ ისე კარ­გად მეს­მო­და, მაგ­რამ მა­ინც რთუ­ლი იყო ჯერ ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა, შემ­დეგ სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მის გა­კე­თე­ბა.

სულ ვამ­ბობ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ისე­თი გა­რე­მოა, ადა­მი­ან­მა რომ არ ის­წავ­ლოს, ტრა­გი­კუ­ლი იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოა, რა რე­სურ­სიც გჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მია და თუ მონ­დო­მე­ბუ­ლი ხარ, გა­მო­გი­ვა. არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­ვი­დო­დი, რად­გან ისიც მი­უღ­წევ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, პრო­ფე­სო­რის ად­გი­ლი რომ მი­მე­ღო.

რაც პრო­ფე­სო­რი გავ­ხდი, ხან­და­ხან მე­ცი­ნე­ბა, როცა ჩემს სა­ხელ­სა და გვარს ვერც კი­თხუ­ლო­ბენ და ვერც ამ­ბო­ბენ. ზოგი ვერც იმას ხვდე­ბა, ქალი ვარ თუ კაცი. წე­რი­ლე­ბი მომ­სვლია, სა­დაც ეწე­რა - Mr Ketevan. სულ ვამ­ბობ, რომ არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რა­მის გა­კე­თე­ბა თუ გინ­და, თუ შრო­მობ და რა­ღა­ცებ­ში თავს გა­მო­ი­ჩენ, შე­გამ­ჩნე­ვენ და "და­გა­ჯილ­დო­ვე­ბენ".

სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა. მის შე­სა­ხებ აშშ-ში ბევ­რმა არა­ფე­რი არ იცის. როცა ვამ­ბობ-ხოლ­მე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ, რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე შტა­ტი ახ­სენ­დე­ბათ; ბევ­რს კი სი­ტყვა Georgia ეს­მის, რო­გორც Jordan (იორ­და­ნია), არ ვიცი, რა­ტომ.

ამ არ­ცოდ­ნის ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი არის ის, რომ როცა ქვე­ყა­ნა­ზე არა­ფე­რი იცი­ან, შან­სი გაქვს, შენ გა­აც­ნო პო­ზი­ტი­უ­რად. ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ზე, უკვე აქვთ სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ჩემ­ზე ვერ ექ­ნე­ბათ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არ იცი­ან.

- რო­გორ აგირ­ჩი­ეს ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნის პო­ზი­ცი­ა­ზე?

- როცა ჩემი კა­თედ­რის გამ­გე სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე გა­და­დი­ო­და, ხალ­ხმა და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, მის ად­გილ­ზე ვინ და­ი­ნიშ­ნე­ბო­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, ერთ-ერ­თმა პრო­ფე­სორ­მა მი­თხრა, რომ მე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კარ­გი ვიქ­ნე­ბო­დი და მკი­თხა, მი­ფიქ­რია თუ არა ამა­ზე.

ჩემ­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, არც არა­სო­დეს მე­ფიქ­რა და არც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ასე მოხ­დე­ბო­და. ჯერ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, სულ 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ნა­მუ­შე­ვა­რი, როცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბევ­რი პრო­ფე­სო­რი წლო­ბით ას­წავ­ლი­და და ჩემ­ზე მა­ღა­ლი სტა­ტუ­სიც ჰქონ­დათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს თქვენ, რა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი და­ი­ნა­ხეს თქვენ­ში?

- საქ­მეს არ ვუ­შინ­დე­ბი, უბ­რა­ლოდ, ვა­კე­თებ. როცა ისეთ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნე­ბო­დი, რომ თუნ­დაც საქ­მე, რო­მე­ლიც მე არ მე­ხე­ბო­და, თა­ვად უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, აუ­ცი­ლებ­ლად ვას­რუ­ლებ­დი, ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას ვი­ჩენ­დი.

საქ­მე არ მე­ზა­რე­ბო­და და ყო­ველ­თვის იმა­ზე მეტს ვა­კე­თებ­დი, რაც მე­ვა­ლე­ბო­და. ასე­ვე, ყვე­ლას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, მე­გობ­რუ­ლიც, ზო­გი­ერ­თის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა მქონ­და, სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა ყვე­ლას­თან შევ­ძე­ლი. მგო­ნი ამა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე დამ­ნიშ­ნეს.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ფე­სო­რი­სა, სხვებ­მაც მი­თხრეს და შე­მომ­თა­ვა­ზეს ამ პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა, შემ­დეგ, რა თქმა უნდა, ჩემ­მა ყო­ფილ­მა დე­კან­მა დამ­ნიშ­ნა ამ პო­ზი­ცი­ა­ზე. ეს ჩემ მი­მართ ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა იყო.

სა­კუ­თარ თავს ყო­ველ­თვის იღ­ბლი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ­დი. ერთხელ ჩემს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვთქვი, რომ ძა­ლი­ან იღ­ბლი­ა­ნი ვარ და პრო­რექ­ტორ­მა მი­თხრა, რომ „იღ­ბლი­ა­ნი კი არ ხარ, ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ო­ბო“. ამ ფრა­ზის შემ­დეგ შევ­ცვა­ლე ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სულ რომ მე­გო­ნა, რომ მი­მარ­თლებ­და. ვფიქ­რობ, კი არ გა­მი­მარ­თლა, ამის­თვის მე ბევ­რი ვიშ­რო­მე და იმა­ზე მეტი გა­ვა­კე­თე, ვიდ­რე სხვამ.

- რაც აშშ-ში ას­წავ­ლით, თუ შე­გი­და­რე­ბი­ათ ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის და რო­გორ ფიქ­რობთ, რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის?

- მე თვი­თონ ვას­წავ­ლი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ნამ აშშ-ში წა­ვი­დო­დი. შარ­შან კი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­მა მე­უღ­ლე­მაც მი­ი­ღო - ჩა­ა­ტა­რა ლექ­ცი­ე­ბი და ამ­ბობ­და, რომ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებ­ში ინ­ტე­რე­სი თით­ქოს ცოტა და­ბა­ლია, ვიდ­რე აშშ-ში. აშშ-ში ლექ­ცი­ა­ზე რომ შე­დი­ხარ, სტუ­დენტს შენ­თან ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნა აქვს და შენც მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხარ. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თვის ძა­ლი­ან დიდი თან­ხაა გა­და­სახ­დე­ლი. ბევ­რი მუ­შა­ობს და თვი­თონ იხ­დის, ბევ­რს მშობ­ლე­ბი უხ­დი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ შეგ­რძნე­ბა, რომ თუ ლექ­ცი­ა­ზე სხე­დან, დრო ტყუ­ი­ლად არ უნდა და­კარ­გონ.

აშშ-ში, თვი­თონ სტუ­დენ­ტე­ბი ისეთ საგ­ნებს ირ­ჩე­ვენ, რა­საც სამ­სა­ხურს და­უ­კავ­ში­რე­ბენ, ამი­ტომ რო­გორც პრო­ფე­სო­რი, შენც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ. ცდი­ლობ, დრო ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნო, რომ 20-30 ადა­მი­ა­ნის­თვის მი­ძღვნი­ლი 1 სა­ა­თი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყოს. თვი­თონ სტუ­დენ­ტე­ბიც ამას ცდი­ლო­ბენ, მი­აჩ­ნი­ათ, რომ დრო ფუ­ჭად არ უნდა გაფ­ლან­გონ. აქ თით­ქოს არ იჩე­ნენ ასე­თი ინ­ტე­რესს.

ალ­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტე­რე­სის ნაკ­ლე­ბო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის ბრა­ლიც არ არის, შე­იძ­ლე­ბა, მი­მარ­თუ­ლე­ბებ­საც ვერ ვარ­ჩევთ ისე, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ი­ნა­ხონ და იფიქ­რონ, რომ რა­საც სწავ­ლო­ბენ, სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ად­გე­ბათ. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლას არ ეხე­ბა და ნაკ­ლე­ბად­და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ყველ­გან არი­ან, მაგ­რამ მგო­ნი, სა­ერ­თო მიდ­გო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ინც ასე­თია.

- რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან კავ­შირს არ წყვეტთ. ძი­რი­თა­დად, რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მყავს მე­გობ­რე­ბი, რო­გორც სკო­ლი­დან, ისე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. ძა­ლი­ან კარ­გი სა­მე­გობ­რო წრე მყავს. ამე­რი­კა­ში ხან­და­ხან შურთ ხოლ­მე ჩემი.

18 წე­ლია, წა­სუ­ლი ვარ, ჩვე­ნი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ წელს, ჩვენს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მე­გობ­რე­ბი ჩვენ­თან სახ­ლებ­ში ოჯა­ხის წევ­რებ­თან მი­დი­ან. ყო­ველ წელს მგო­ნია, რომ აღარ მივ­ლენ, ამი­ტომ ვუ­რე­კავ ხოლ­მე დე­და­ჩემს და როცა ვე­კი­თხე­ბი, რა ხდე­ბა, მპა­სუ­ხობს „ვემ­ზა­დე­ბი და მოვ­ლენ ალ­ბათ“. მერე კი ვარ­კვევ, რომ მარ­თლაც მი­დი­ან. ჯერ არ­ცერ­თი წელი არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

- აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით გაქვთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­ხე­ბა?

- ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მაქვს კავ­ში­რი. ლექ­ცი­ე­ბი არ წა­მი­კი­თხავს, თუმ­ცა დი­სერ­ტა­ცი­ის ნაშ­რო­მებს რე­ცენ­ზი­ე­ბის­თვის მიგ­ზავ­ნი­ან ხოლ­მე, როცა ექ­სპერ­ტის დას­კვნა სჭირ­დე­ბათ.

ასე­ვე, „შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან კა­თედ­რას­თა­ნაც მი­თა­ნამ­შრომ­ლია. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნალს გა­მოს­ცე­მენ და მისი რე­ცენ­ზენ­ტი ვარ. ამით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

ვამ­ბობ, რომ როცა პენ­სი­ა­ზე გა­ვალ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, მაგ­რამ ჯერ არ ვიცი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გაიცანით წარმატებული ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ს პრესტიჟული უნივერსიტეტის დეკანია

გაიცანით წარმატებული ქართველი მეცნიერი, რომელიც აშშ-ს პრესტიჟული უნივერსიტეტის დეკანია

ქეთევან მამისეიშვილი ახლა 43 წლისაა, აშშ-ში, არკანზასის უნივერსიტეტში აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანის პოზიციას იკავებს და წარმატებულ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, თუმცა 18 წლის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი იქნებოდა.

ქეთევანმა, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლება, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მიმართულებით, ქუთაისში მიიღო, 2001 წელს კი, 25 წლის ასაკში, გაცვლითი პროგრამით აშშ-ში წავიდა. მისი ცხოვრება რადიკალურად სწორედ ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს თავად უამბო, გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ, ისევ საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა სადოქტორო ნაშრომის დაცვის საშუალება მიეცა და აშშ-ში დარჩენა გადაწყვიტა.

თავდაპირველად, ქეთევანმა მისურის უნივერსიტეტში, საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, 2008 წლიდან კი სამუშაოდ არკანზასის უნივერსიტეტში გადავიდა. რამდენიმე პოზიციის შეცვლის შემდეგ, ასოცირებული დეკანის პოზიციაზე აირჩიეს.

ქეთევანი იხსენებს, რომ ყველგან, სადაც მუშაობდა, მხარდაჭერასა და ხელშეწყობას გრძნობდა, რის გარეშეც ალბათ, წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა. როგორც თავად ამბობს, ეგონა, რომ ძალიან იღბლიანი იყო, თუმცა ერთხელ ამ მოსაზრების გამოთქმისას არკანზასის უნივერსიტეტის პრორექტორმა უპასუხა, რომ "იღბლიანი კი არ არის, ძალიან ბევრს მუშაობს". სწორედ ამის შემდეგ უკეთ გაიაზრა და დაიჯერა, რომ წარმატება რეალურად, ბევრი შრომითა და მოტივაციით მოდის.

2016 წელს ქეთევანმა მიიღო ფაკულტეტის ჯილდო S.T.A.R. (service, teaching, advising, research), როგორც ფაკულტეტის გამორჩეულმა წევრმა. გარდა ამისა, ის წამყვან რეცენზირებად ჟურნალებთან თანამშრომლობს, რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, თუმცა აღნიშნავს, რომ "ისეთი საინტერესო ცხოვრებით არ უცხოვრია, მასზე რომ დაწერონ".

აშშ-ში წარმატებული ქართველი მეცნიერი, საკუთარი ცხოვრების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს.

- რატომ გადაწყვიტეთ, საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფერო აგერჩიათ?

- ამ მიმართულებაზე შემთხვევით მოვხვდი. ინგლისურად ვსწავლობდი და საერთოდ არც ვიცოდი ასეთი სპეციალობა თუ არსებობდა. როცა ჩავედი, იქ ერთი ქართველი მეგობარი დამხვდა. საერთაშორისო ცენტრს საგნების აღებასთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი, მსურდა, აშშ-ს განათლების სისტემა მეტად შემესწავლა, მან კი აშშ-ს განათლების ისტორიის მიმართულება მირჩია. ეს საგანი ძალიან მომეწონა. ვინც ამას მასწავლიდა, შემდეგ სწორედ ის გახდა ჩემი სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელიც. შემდეგ დავანებე თავი ინგლისურ ენას და გადავედი ამ სპეციალობაზე.

2013 წელს ერთ-ერთი კათედრის გამგე გავხდი. კათედრა შედგებოდა 6 საგნობრივი სპეციალობისგან, ჩემი მიმართულება უმაღლესი განათლების მართვაა. ამ კათედრაზე 40 პროფესორი და 800-ზე მეტი სტუდენტია. 4 წელი კათედრის გამგედ ვიმუშავე, 2017 წელს კი ასოცირებული დეკანის პოზიცია დავიკავე. დეკანს სულ 3 მოადგილე ჰყავს, მე პირველი მოადგილე ვარ, აკადემიურ და სტუდენტურ დარგში.

ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, ისიც პროფესორია. სულ 2 წელია, დავქორწინდით. საქართველოს შესახებ ბევრი რამ ისწავლა, ამ ქვეყანაზე ჩემზე მეტადაა შეყვარებული. სულ კითხულობს ქართულ ახალ ამბებს და მიყვება, აქ რა მოხდა. ქუთაისის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული, მონაწილეობა კი იმიტომ მიიღო, რომ აქ ეცხოვრა და ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები გაეცნო. მგონი, ხალხისგან ძალიან დიდი სითბო იგრძნო.

- 18 წლის განმავლობაში, რაც საქართველოდან წახვედით, ალბათ, ბევრი შრომა და ბრძოლა მოგიხდათ, რომ მსოფლიოში უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოში წარმატებისთვის მიგეღწიათ. რამდენად რთული გზა გაიარეთ?

- შრომაა საჭირო. მე ძალიან ბევრს ვშრომობდი. თავიდან უფრო რთული იყო. მე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით წავედი, ენა ასე თუ ისე კარგად მესმოდა, მაგრამ მაინც რთული იყო ჯერ ინგლისურის სწავლა, შემდეგ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომის გაკეთება.

სულ ვამბობ, რომ უნივერსიტეტში ისეთი გარემოა, ადამიანმა რომ არ ისწავლოს, ტრაგიკული იქნება. ძალიან ხელშემწყობი გარემოა, რა რესურსიც გჭირდება, ყველაფერი ხელმისაწვდომია და თუ მონდომებული ხარ, გამოგივა. არასდროს მიფიქრია, რომ უნივერსიტეტში ლიდერის პოზიციაზე გადავიდოდი, რადგან ისიც მიუღწევლად მეჩვენებოდა, უბრალოდ, პროფესორის ადგილი რომ მიმეღო.

რაც პროფესორი გავხდი, ხანდახან მეცინება, როცა ჩემს სახელსა და გვარს ვერც კითხულობენ და ვერც ამბობენ. ზოგი ვერც იმას ხვდება, ქალი ვარ თუ კაცი. წერილები მომსვლია, სადაც ეწერა - Mr Ketevan. სულ ვამბობ, რომ არკანზასის უნივერსიტეტში ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, რამის გაკეთება თუ გინდა, თუ შრომობ და რაღაცებში თავს გამოიჩენ, შეგამჩნევენ და "დაგაჯილდოვებენ".

საქართველო პატარა ქვეყანაა. მის შესახებ აშშ-ში ბევრმა არაფერი არ იცის. როცა ვამბობ-ხოლმე, რომ საქართველოდან ვარ, რა თქმა უნდა, მაშინვე შტატი ახსენდებათ; ბევრს კი სიტყვა Georgia ესმის, როგორც Jordan (იორდანია), არ ვიცი, რატომ.

ამ არცოდნის ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ როცა ქვეყანაზე არაფერი იციან, შანსი გაქვს, შენ გააცნო პოზიტიურად. ზოგიერთ ქვეყანაზე, უკვე აქვთ სტერეოტიპები ჩამოყალიბებული, ჩემზე ვერ ექნებათ, რადგან საქართველოს შესახებ არ იციან.

- როგორ აგირჩიეს ასოცირებული დეკანის პოზიციაზე?

- როცა ჩემი კათედრის გამგე სხვა პოზიციაზე გადადიოდა, ხალხმა დაიწყო საუბარი, მის ადგილზე ვინ დაინიშნებოდა. თავდაპირველად, ერთ-ერთმა პროფესორმა მითხრა, რომ მე ამ თანამდებობაზე კარგი ვიქნებოდი და მკითხა, მიფიქრია თუ არა ამაზე.

ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, არც არასოდეს მეფიქრა და არც წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჯერ ახალგაზრდა ვიყავი, სულ 5 წლის განმავლობაში მქონდა ნამუშევარი, როცა უნივერსიტეტში ბევრი პროფესორი წლობით ასწავლიდა და ჩემზე მაღალი სტატუსიც ჰქონდათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიეს თქვენ, რა დადებითი თვისებები დაინახეს თქვენში?

- საქმეს არ ვუშინდები, უბრალოდ, ვაკეთებ. როცა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნებოდი, რომ თუნდაც საქმე, რომელიც მე არ მეხებოდა, თავად უნდა გამეკეთებინა, აუცილებლად ვასრულებდი, ლიდერის პოზიციას ვიჩენდი.

საქმე არ მეზარებოდა და ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებდი, რაც მევალებოდა. ასევე, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მეგობრულიც, ზოგიერთის მიმართ პატივისცემა მქონდა, საერთო ენის გამონახვა ყველასთან შევძელი. მგონი ამანაც შეუწყო ხელი, რომ ამ პოზიციაზე დამნიშნეს.

გარდა აღნიშნული პროფესორისა, სხვებმაც მითხრეს და შემომთავაზეს ამ პოზიციის დაკავება, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემმა ყოფილმა დეკანმა დამნიშნა ამ პოზიციაზე. ეს ჩემ მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო.

საკუთარ თავს ყოველთვის იღბლიანად მივიჩნევდი. ერთხელ ჩემს უნივერსიტეტში ვთქვი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და პრორექტორმა მითხრა, რომ „იღბლიანი კი არ ხარ, ძალიან ბევრს მუშაობო“. ამ ფრაზის შემდეგ შევცვალე ჩემი დამოკიდებულება, სულ რომ მეგონა, რომ მიმართლებდა. ვფიქრობ, კი არ გამიმართლა, ამისთვის მე ბევრი ვიშრომე და იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე სხვამ.

- რაც აშშ-ში ასწავლით, თუ შეგიდარებიათ ქართველი და ამერიკელი სტუდენტები ერთმანეთისთვის და როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა მათ შორის?

- მე თვითონ ვასწავლიდი საქართველოში, სანამ აშშ-ში წავიდოდი. შარშან კი საქართველოში გამოცდილება ჩემმა მეუღლემაც მიიღო - ჩაატარა ლექციები და ამბობდა, რომ ქართველ სტუდენტებში ინტერესი თითქოს ცოტა დაბალია, ვიდრე აშშ-ში. აშშ-ში ლექციაზე რომ შედიხარ, სტუდენტს შენთან ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს და შენც მომზადებული ხარ. ამის მიზეზი არის ის, რომ უნივერსიტეტში სწავლისთვის ძალიან დიდი თანხაა გადასახდელი. ბევრი მუშაობს და თვითონ იხდის, ბევრს მშობლები უხდიან და, შესაბამისად, აქვთ შეგრძნება, რომ თუ ლექციაზე სხედან, დრო ტყუილად არ უნდა დაკარგონ.

აშშ-ში, თვითონ სტუდენტები ისეთ საგნებს ირჩევენ, რასაც სამსახურს დაუკავშირებენ, ამიტომ როგორც პროფესორი, შენც პასუხისმგებლობას გრძნობ. ცდილობ, დრო ნაყოფიერად გამოიყენო, რომ 20-30 ადამიანისთვის მიძღვნილი 1 საათი ძალიან სასარგებლო იყოს. თვითონ სტუდენტებიც ამას ცდილობენ, მიაჩნიათ, რომ დრო ფუჭად არ უნდა გაფლანგონ. აქ თითქოს არ იჩენენ ასეთი ინტერესს.

ალბათ, საქართველოში ინტერესის ნაკლებობა სტუდენტების ბრალიც არ არის, შეიძლება, მიმართულებებსაც ვერ ვარჩევთ ისე, რომ მათი გამოყენების შესაძლებლობა დაინახონ და იფიქრონ, რომ რასაც სწავლობენ, სამსახურში გამოადგებათ. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და ნაკლებადდაინტერესებული სტუდენტები ყველგან არიან, მაგრამ მგონი, საერთო მიდგომა საქართველოში მაინც ასეთია.

- როგორც აღნიშნეთ, საქართველოსთან კავშირს არ წყვეტთ. ძირითადად, რაში გამოიხატება ეს?

- საქართველოში მყავს მეგობრები, როგორც სკოლიდან, ისე უნივერსიტეტიდან. ძალიან კარგი სამეგობრო წრე მყავს. ამერიკაში ხანდახან შურთ ხოლმე ჩემი.

18 წელია, წასული ვარ, ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი ესპანეთში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ყოველ წელს, ჩვენს დაბადების დღეზე მეგობრები ჩვენთან სახლებში ოჯახის წევრებთან მიდიან. ყოველ წელს მგონია, რომ აღარ მივლენ, ამიტომ ვურეკავ ხოლმე დედაჩემს და როცა ვეკითხები, რა ხდება, მპასუხობს „ვემზადები და მოვლენ ალბათ“. მერე კი ვარკვევ, რომ მართლაც მიდიან. ჯერ არცერთი წელი არ გამოუტოვებიათ.

- აკადემიური მიმართულებით გაქვთ საქართველოსთან შეხება?

- ქუთაისის უნივერსიტეტთან მაქვს კავშირი. ლექციები არ წამიკითხავს, თუმცა დისერტაციის ნაშრომებს რეცენზიებისთვის მიგზავნიან ხოლმე, როცა ექსპერტის დასკვნა სჭირდებათ.

ასევე, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ინგლისურენოვან კათედრასთანაც მითანამშრომლია. მაგალითად, ჟურნალს გამოსცემენ და მისი რეცენზენტი ვარ. ამით შემოიფარგლება ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან.

ვამბობ, რომ როცა პენსიაზე გავალ, საქართველოში დავბრუნდები, მაგრამ ჯერ არ ვიცი.

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"შემოტანილი პროდუქტი შხამითაა გაჟღენთილი, უცხოეთიდან "შეღებილი ტომატი" არ უნდა შემოგვქონდეს" - წყალტუბოელი ფერმერის 15-წლიანი სასათბურე მეურნეობა

"ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს... ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან" - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე