მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს
შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს

აშშ-ში სკან­და­ლუ­რი საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. „ინ­დე­ფენ­დენ­თის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი - ნიუ-იორ­კის სექ­სუ­ა­ლუ­რი კულ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლექ­ცი­ა­ზე ჩაც­მუ­ლი იჯდა ხოლ­მე, ხოლო შიშ­ველ ქალ „მო­ნებს“, რომ­ლე­ბიც ია­ტაკ­ზე ის­ხდნენ, ფი­ლო­სო­ფი­ის ლექ­ცი­ებს უკი­თხავ­და.

სა­ი­დუმ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მარ­კე­ტინ­გუ­ლი კომ­პა­ნია Nxivm მარ­თავ­და. კულ­ტის წევ­რებს შო­რის იყო სე­რი­ა­ლის Smallville ვარ­სკვლა­ვი, ელი­სონ მეკი.

ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, ლო­რენ სალზ­მან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სხვა ქა­ლებ­თან ერ­თად კიტ რა­ნი­ე­რის წინ სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი იჯდა ია­ტაკ­ზე. თუ კულ­ტის ლი­დე­რი შეხ­ვედ­რა­ზე მის­ვლას ვერ ახერ­ხებ­და, ქა­ლე­ბი სა­მო­სის გა­რე­შე იღებ­დნენ სუ­რა­თებს და მას უგ­ზავ­ნიდ­ნენ. ფო­ტო­ზე ყვე­ლა მათ­გა­ნი „ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლით“ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

რა­ნი­ერს ბრა­ლად ლექ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის და ქა­ლე­ბის „სექს-მო­ნე­ბად“ ქცე­ვა ედე­ბა.

ლო­რენ სალზ­მა­ნი

სალზ­მა­ნი ახლა 42 წლი­საა. პირ­ვე­ლად რა­ნი­ე­რი 21 წლის ასაკ­ში დე­დამ გა­აც­ნო, გო­გო­ნამ კიტ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა. ლო­რე­ნის თქმით, რა­ი­ნე­რი უამ­რა­ვი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დობ­და მას­ზე.

ქა­ლე­ბი კიტს მი­მარ­თავ­დნენ სა­ხე­ლით „ავან­გარ­დი“, მისი ბრძა­ნე­ბე­ბის­თვის ნე­ბის­მი­ერ შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კი „ეთი­კურ დარ­ღვე­ვად“ მი­იჩ­ნე­ო­და და "დამ­ნა­შა­ვე" ის­ჯე­ბო­და. პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნას კულ­ტში „პი­როვ­ნულ ზრდის შანსს“ უწო­დებ­დნენ.

კიტ რა­ნი­ე­რი

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მსა­ჯუ­ლებს აჩ­ვე­ნეს ჩე­კე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ რა­ნი­ერ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წრემ ათა­სო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სექს-სა­თა­მა­შო­ე­ბი იყი­და. მათ შო­რის - ცი­ხის სა­კა­ნი, რო­მელ­საც აღ­წე­რი­ლო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ რე­ა­ლუ­რი სა­პყრო­ბი­ლის ნა­წი­ლი იყო.

სალზ­მა­ნის დედა, ნენ­სი კომ­პა­ნი­ის Nxivm პრე­ზი­დენ­ტი იყო და „პირ­ვე­ლი ხა­ზის მონა“, რაც, მისი შვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ნიშ­ნავ­და, რომ პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ჰქონ­და რა­ნი­ერ­თან და თა­ვა­დაც ჰყავ­და „მო­ნე­ბი“.

რა­ნი­ერს არა­ერ­თი ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა, მათ შო­რის იძუ­ლე­ბი­თი შრო­მა, ქრთა­მის გა­მო­ძალ­ვა, სექს-ტრე­ფი­კინ­გი. კულ­ტის ლი­დე­რი თავს ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს

შიშველი "სექსმონები" იატაკზე ისხდნენ და ლექციას ისმენდნენ - სკანდალური კულტის საქმეს აშშ-ში სასამართლო განიხილავს

აშშ-ში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე გამაოგნებელი დეტალების შესახებ გახდა ცნობილი - ნიუ-იორკის სექსუალური კულტის დამფუძნებელი ლექციაზე ჩაცმული იჯდა ხოლმე, ხოლო შიშველ ქალ „მონებს“, რომლებიც იატაკზე ისხდნენ, ფილოსოფიის ლექციებს უკითხავდა.

საიდუმლო ორგანიზაციას მარკეტინგული კომპანია Nxivm მართავდა. კულტის წევრებს შორის იყო სერიალის Smallville ვარსკვლავი, ელისონ მეკი.

ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ლორენ სალზმანმა განაცხადა, რომ სხვა ქალებთან ერთად კიტ რანიერის წინ სრულიად შიშველი იჯდა იატაკზე. თუ კულტის ლიდერი შეხვედრაზე მისვლას ვერ ახერხებდა, ქალები სამოსის გარეშე იღებდნენ სურათებს და მას უგზავნიდნენ. ფოტოზე ყველა მათგანი „ბედნიერი ღიმილით“ უნდა გამოჩენილიყო.

რანიერს ბრალად ლექციების გამოყენება მანიპულაციებისთვის და ქალების „სექს-მონებად“ ქცევა ედება.

ლორენ სალზმანი

სალზმანი ახლა 42 წლისაა. პირველად რანიერი 21 წლის ასაკში დედამ გააცნო, გოგონამ კიტთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ლორენის თქმით, რაინერი უამრავი წლის განმავლობაში ძალადობდა მასზე.

ქალები კიტს მიმართავდნენ სახელით „ავანგარდი“, მისი ბრძანებებისთვის ნებისმიერ შეწინააღმდეგება კი „ეთიკურ დარღვევად“ მიიჩნეოდა და "დამნაშავე" ისჯებოდა. პატიების თხოვნას კულტში „პიროვნულ ზრდის შანსს“ უწოდებდნენ.

კიტ რანიერი

სასამართლო სხდომაზე მსაჯულებს აჩვენეს ჩეკები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რანიერთან დაახლოებულმა წრემ ათასობით დოლარის ღირებულების სექს-სათამაშოები იყიდა. მათ შორის - ციხის საკანი, რომელსაც აღწერილობაში მითითებული აქვს, რომ რეალური საპყრობილის ნაწილი იყო.

სალზმანის დედა, ნენსი კომპანიის Nxivm პრეზიდენტი იყო და „პირველი ხაზის მონა“, რაც, მისი შვილის განმარტებით, ნიშნავდა, რომ პირდაპირი კავშირი ჰქონდა რანიერთან და თავადაც ჰყავდა „მონები“.

რანიერს არაერთი ბრალდება წარედგინა, მათ შორის იძულებითი შრომა, ქრთამის გამოძალვა, სექს-ტრეფიკინგი. კულტის ლიდერი თავს ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ მიიჩნევს.

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა

თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ერთი თვე პირად ცხოვრებაში