პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება - "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"
კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება - "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"

რა თქმა უნდა, ახლა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ საქ­მის რა­კურ­სი­დან თუ შევ­ხე­დავთ, სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დროს, - ამის შე­სა­ხებ კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას.

კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბის მხრი­დან დღეს სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლოა, პო­პუ­ლის­ტუ­რი ნა­ბი­ჯი იყოს, გა­მო­ძი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მა­ინც კარ­გია.

"უც­ნა­უ­რია, რომ 7 წე­ლია არ ახ­სენ­დე­ბათ ეს საქ­მე, რო­მე­ლიც ბე­დის ანა­ბა­რა არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იყო, ეს საქ­მე წლე­ბის მან­ძილ­ზე თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი რჩე­ბო­და. შემ­დეგ დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ნა­ი­რი სე­რი­ო­ზუ­ლი, აღ­ნიშნვნის ღირ­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მხო­ლოდ ჩვე­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ბერ­ტყა ყუ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და გა­აგ­რძე­ლა გა­მო­ძი­ე­ბა ერთი მხრივ და მე­ო­რე მხრივ, და­ა­ა­ნონ­სეს შე­და­რე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა გა­მო­ძი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა თქმა უნდა, ახლა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯია, მაგ­რამ საქ­მის რა­კურ­სი­დან თუ შევ­ხე­დავთ, სჯობს გვი­ან ვიდ­რე არას­დროს. რო­დე­საც ამ­ხე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­ე­ხე­ბა ამ საქ­მეს, რა თქმა უნდა ეს საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის კარ­გია.

კი­დე­ვაც რომ ჰქონ­დეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას პო­პუ­ლის­ტუ­რი მხა­რე, ეს მა­ინც კარ­გია. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფი­გუ­რა დღეს მა­ინც რა­ღაც­ნა­ი­რად კრავს ამ დაგ­ლე­ჯილ ქვე­ყა­ნას, სა­დაც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა და­ყო­ფი­ლი და ერ­თმა­ნეთს წა­კი­დე­ბუ­ლია. ამ მხრივ არის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ფი­გუ­რა სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია" - გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ.

"ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის და­ღუპ­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბი დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი სირ­ცხვი­ლია", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბი­დან 80 წლის­თავს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე დრო­უ­ლად უნდა მი­ვი­დეს ბო­ლომ­დე და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქა­ვას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება - "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"

კონსტანტინე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება - "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"

რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე მმართველი გუნდის წევრების მხრიდან დღეს საუბარი შესაძლოა, პოპულისტური ნაბიჯი იყოს, გამოძიების თვალსაზრისით მაინც კარგია.

"უცნაურია, რომ 7 წელია არ ახსენდებათ ეს საქმე, რომელიც ბედის ანაბარა არის მიტოვებული. სანამ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილი იყო, ეს საქმე წლების მანძილზე თაროზე შემოდებული რჩებოდა. შემდეგ დაკვალიფიცირდა, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი სერიოზული, აღნიშნვნის ღირსი საგამოძიებო ქმედება არ ჩატარებულა. მხოლოდ ჩვენი შიმშილობის შემდეგ გამოიბერტყა ყურები ხელისუფლებამ და გააგრძელა გამოძიება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, დააანონსეს შედარებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გამოძიების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ საქმის რაკურსიდან თუ შევხედავთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. როდესაც ამხელა პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანი შეეხება ამ საქმეს, რა თქმა უნდა ეს საქმის გამოძიებისთვის კარგია.

კიდევაც რომ ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოპულისტური მხარე, ეს მაინც კარგია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა დღეს მაინც რაღაცნაირად კრავს ამ დაგლეჯილ ქვეყანას, სადაც ქვეყნის პოლიტიკური სისტემა დაყოფილი და ერთმანეთს წაკიდებულია. ამ მხრივ არის ზვიად გამსახურდიას ფიგურა სრულიად უნიკალურია" - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

"ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია", - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების საქმე დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს თავისი სახელი დაერქავას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები