პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი
ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი

ქუ­თა­ი­სი­დან „თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ში“, შემ­დეგ კი პირ­და­პირ აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდსა და კო­ლე­ჯში მი­იწ­ვი­ეს, სწავ­ლა 100%-ით და­უ­ფი­ნან­სეს და ახლა უკვე, მი­ჩი­გა­ნის შტატ­ში Aquinas College-ში სწავ­ლობს და უნი­ვერ­სი­ტე­ტის გუნ­დის კა­პი­ტა­ნია. ეს 23 წლის ზეზ­ვა ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც მე-5 წე­ლია, აშშ-ს ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სპორ­ტის მე­ნე­ჯმენ­ტსა და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე სწავ­ლობს, კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობს და ცოტა ხნის წინ ამე­რი­კის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ლი­გა­ში უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის­თვის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო - All-American Scholar Athlete Reward-იც მი­ი­ღო.

რო­გორც ზეზ­ვა AMBEBI.GE-სთან იხ­სე­ნებს, მისი ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სი­დან იწყე­ბა, როცა 6 წლის ასაკ­ში კა­ლათ­ბურთზე მი­იყ­ვა­ნეს და ამის შემ­დეგ დღე არ გა­სუ­ლა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა სპორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. ყო­ველ დი­ლით, სკო­ლა­ში წას­ვლამ­დე მა­მას­თან ვარ­ჯი­შობ­და, შემ­დეგ კი მისი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბი იყ­ვნენ, კა­ლათ­ბურთში თავ­და­უ­ზო­გა­ვად ავარ­ჯი­შებ­დნენ.

"ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი შე­ვი­და კა­ლათ­ბურთზე და მეც გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი. ჩემი ოჯა­ხის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია იყო - „სი­მაღ­ლე­ში გა­იზ­რდე­ბი, შვი­ლო“, „რა­ტო­მაც არა, სპორ­ტი კარ­გია“. წლე­ბი რომ გა­ვი­და, როცა განვვი­თარ­დი და ტი­ტუ­ლე­ბის მო­გე­ბა და­ვი­წყე, კა­ლათ­ბურთს სე­რი­ო­ზუ­ლად შევ­ხე­დეთ. ჩემ­თვის რო­გორც სპორ­ტი, ისე სწავ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მამა პრო­ფე­სო­რია და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ყვე­ლა აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი. სწავ­ლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია“, - იხ­სე­ნებს ის.

14 წლის ასაკ­ში აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც მისი ნიჭი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ამ­ჩნი­ეს და მომ­დევ­ნო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზეზ­ვას­თან მუდ­მი­ვად ჰქონ­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია. მას შემ­დეგ, რაც 17 წლის ასაკ­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გა­და­ვი­და და თა­მა­შიც „თბი­ლი­სის დი­ნა­მო­ში“ და­ი­წყო, მისი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. სწო­რედ მა­შინ და­უ­კავ­შირ­და აშშ-დან ერთ-ერთი მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში სწავ­ლა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გუნდში თა­მა­ში შეს­თა­ვა­ზა. ზეზ­ვა ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და ოკე­ა­ნის გა­დაღ­მა გამ­გზავ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

"რო­დე­საც ჩრდი­ლო კა­რო­ლი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, სხვას არა­ვის შევ­ხვედ­რი­ვარ. ახლა, მი­ჩი­გან­ში სა­ათ­ნა­ხევ­რის სა­ვალ გზა­ზეა დეტ­რო­ი­ტის შტა­ტი, ამი­ტომ რამ­დენ­ჯერ­მე ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას შე­ვეხ­მი­ა­ნე და მის თა­მაშ­ზე ჩა­ვე­დი. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი, ვის­თა­ნაც ახლა აქ კონ­ტაქ­ტი მაქვს, ზაზა ფა­ჩუ­ლი­აა. ის ამ ეტა­პის­თვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვს და ყვე­ლას­თვის სა­ა­მა­ყოა. შე­ვეხ­მი­ა­ნე, რომ თა­მაშ­ზე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, რა თქმა უნდა, მან მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხა და მი­თხრა, რომ შე­მეძ­ლო, ერ­თმა­ნეთს უკეთ გავ­ცნო­ბო­დით. ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და" - აღ­ნიშ­ნავს ზეზ­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა Aquinas College-ს, ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი იქ აშშ-ში ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლის მიკა ლან­კას­ტე­რის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდა. მას­თან ზეზ­ვა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი უკვე მე-5 წე­ლია თა­ნამ­შრომ­ლობს. ლან­კას­ტე­რის ორ­გა­ნი­ზა­ცია I’mPossible Training ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლია.

"მწვრთნე­ლი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს ჩემს ლი­დე­რულ ხა­სი­ათ­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­და და გუნ­დის სა­თა­ვე­ში ჩა­მა­ყე­ნა, იმი­ტომ რომ თვლის, შე­უძ­ლი­ათ მო­თა­მა­შე­ებს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან კარ­გი მა­გა­ლი­თი აი­ღონ. რა თქმა უნდა, ეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ჩემ­თვის და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ასე მენ­დო­ბა" - აღ­ნიშ­ნავს ზეზ­ვა.

ყო­ველ­წლი­უ­რად, ზეზ­ვას Aquinas College 42 500 დო­ლარს სრუ­ლად უფი­ნან­სებს. ცოტა ხნის წინ მან ამე­რი­კის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ლი­გა­ში უმაღ­ლე­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის­თვის ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა:

"ჩემი ჯილ­დო ნიშ­ნავს იმას, რომ 4,0 GPA-დან (აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის ქულა) უნდა გყავ­დეს 3,5 ან უფრო მა­ღა­ლი. ამ ეტაპ­ზე, ჩემი GPA 3,8-ზე მა­ღა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჯილ­დო მი­ვი­ღე. მისი მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ვე­წე­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ა­ში. ერ­თე­უ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი ახერ­ხე­ბენ, რომ სპორ­ტი და სწავ­ლა შე­ა­თავ­სონ ისე, რომ ასე­თი ჯილ­დო მი­ი­ღონ. მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის წყა­ლო­ბით, ჩემი ფო­ტო­სუ­რა­თი ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა­ში სა­დაც ვსწავ­ლობ­დი და მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც გა­მოკ­რუ­ლია, რაც ძა­ლი­ან სა­პა­ტი­ოა ჩემ­თვის" - გან­მარ­ტავს ზეზ­ვა.

შე­კი­თხვა­ზე, რო­გორ შეძ­ლო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბი­სა და სპორ­ტის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა, გვპა­სუ­ხობს, რომ ეს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

"ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თია: 08:00 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, რამ­დე­ნი­მე ლექ­ცი­ას ვეს­წრე­ბი და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ, შემ­დეგ ვმე­ცა­დი­ნე­ობ. დღის ბო­ლოს ძი­რი­თა­დად, ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ვა­ტა­რებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით მო­ვა­წეს­რი­გო. ზო­გა­დად, გვი­ან ღა­მით დარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­ში მიყ­ვარს, ამი­ტომ ღა­მეს აქ ვა­ტა­რებ ხოლ­მე. დროს თუ ჭკვი­ა­ნუ­რად გა­ა­ნა­წი­ლებ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მა­ღალ დო­ნე­ზე ის­წავ­ლო კი­დეც და ითა­მა­შო“ - აღ­ნიშ­ნავს ის.

აშშ-ში ჩას­ვლის დღი­დან, ზეზ­ვა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ცდი­ლობს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ცნო­ბი­ლი არ არის, ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლი ცდი­ლობს, ეს რე­ა­ლო­ბა თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვით შეც­ვა­ლოს.

„ვე­ცა­დე, სა­ქარ­თვე­ლო გა­ეც­ნოთ, რად­გან როცა ამ­ბობ, რომ I am from Georgia, ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ ჯორ­ჯი­ის შტა­ტი­დან ხარ და უნდა აუხ­სნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ქვე­ყა­ნაა. ამავდრო­უ­ლად, როცა შენს აქ­ცენტს გა­ი­გე­ბენ, ყვე­ლა ხვდე­ბა, ამე­რი­კე­ლი არ ხარ. ჩას­ვლის პირ­ვე­ლი წლი­დან­ვე მი­ვეჩ­ვიე იმას, რომ ხალ­ხის­თვის ჩემი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა შე­მექ­მნა" - გვი­თხრა ზეზ­ვამ. ახალ­გაზ­რდა კა­ლათ­ბურ­თე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი წვლი­ლი ოჯახ­საც მი­უ­ძღვის. ზეზ­ვას სამი და ჰყავს, მისი მშობ­ლე­ბი კი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ.

შე­კი­თხვა­ზე, კმა­ყო­ფი­ლია თუ არა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით და მი­აღ­წია თუ არა მი­ზანს, ზეზ­ვა გვპა­სუ­ხობს:

„მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ და კმა­ყო­ფი­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე ვერ გა­მოვ­თქვამ, რად­გან კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზა­ნი მაქვს და­სა­ხუ­ლი, რო­მელ­საც მინ­და, მი­ვაღ­წიო. თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბა არ მა­ხა­სი­ა­თებს და უფრო მეტი მინ­და, ამი­ტომ ამ ეტაპ­ზე რთუ­ლია ვთქვა, რომ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, რომ ჯერ არაფ­რის­თვის არ მი­მიღ­წე­ვია, ამ ეტაპ­ზე ასე მგო­ნია. შემ­დეგ კი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რომ მე­ყო­ლე­ბა და რომ გა­დავ­ხე­დავ, რა და რო­გორ გა­მი­კე­თე­ბია, დავ­ფიქ­რდე­ბი, რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს 23 წლის ზეზ­ვა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი

ქართველი ბიჭი, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაეწერა - 23 წლის კალათბურთელის და სტუდენტის წარმატების ამბავი

ქუთაისიდან „თბილისის დინამოში“, შემდეგ კი პირდაპირ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო გუნდსა და კოლეჯში მიიწვიეს, სწავლა 100%-ით დაუფინანსეს და ახლა უკვე, მიჩიგანის შტატში Aquinas College-ში სწავლობს და უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანია. ეს 23 წლის ზეზვა ლილუაშვილის ისტორიაა, რომელიც მე-5 წელია, აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტსა და ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობს, კალათბურთს თამაშობს და ცოტა ხნის წინ ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის პრესტიჟული ჯილდო - All-American Scholar Athlete Reward-იც მიიღო.

როგორც ზეზვა AMBEBI.GE-სთან იხსენებს, მისი ისტორია ქუთაისიდან იწყება, როცა 6 წლის ასაკში კალათბურთზე მიიყვანეს და ამის შემდეგ დღე არ გასულა, რომ მისი ცხოვრება სპორტთან დაკავშირებული არ ყოფილიყო. ყოველ დილით, სკოლაში წასვლამდე მამასთან ვარჯიშობდა, შემდეგ კი მისი პირველი მწვრთნელები, რომლებიც ქალები იყვნენ, კალათბურთში თავდაუზოგავად ავარჯიშებდნენ.

"ჩემი საუკეთესო მეგობარი შევიდა კალათბურთზე და მეც გამიჩნდა სურვილი. ჩემი ოჯახის პირველი რეაქცია იყო - „სიმაღლეში გაიზრდები, შვილო“, „რატომაც არა, სპორტი კარგია“. წლები რომ გავიდა, როცა განვვითარდი და ტიტულების მოგება დავიწყე, კალათბურთს სერიოზულად შევხედეთ. ჩემთვის როგორც სპორტი, ისე სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. მამა პროფესორია და განათლების მიღების პროცესში ყველა აქტიურად ვართ ჩართულები. სწავლა პრიორიტეტულია“, - იხსენებს ის.

14 წლის ასაკში აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა შეამჩნიეს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ზეზვასთან მუდმივად ჰქონდათ კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც 17 წლის ასაკში, საცხოვრებლად ქუთაისიდან თბილისში გადავიდა და თამაშიც „თბილისის დინამოში“ დაიწყო, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სწორედ მაშინ დაუკავშირდა აშშ-დან ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელმაც სრული დაფინანსებით ჩრდილოეთ კაროლინაში სწავლა და საუნივერსიტეტო გუნდში თამაში შესთავაზა. ზეზვა ამ შემოთავაზებას დათანხმდა და ოკეანის გადაღმა გამგზავრება გადაწყვიტა.

"როდესაც ჩრდილო კაროლინაში ვცხოვრობდი, ერთადერთი ქართველი ვიყავი, სხვას არავის შევხვედრივარ. ახლა, მიჩიგანში საათნახევრის სავალ გზაზეა დეტროიტის შტატი, ამიტომ რამდენჯერმე ზაზა ფაჩულიას შევეხმიანე და მის თამაშზე ჩავედი. ერთადერთი ქართველი, ვისთანაც ახლა აქ კონტაქტი მაქვს, ზაზა ფაჩულიაა. ის ამ ეტაპისთვის ყველაზე წარმატებული სპორტსმენია, ძალიან დიდი მიღწევები აქვს და ყველასთვის საამაყოა. შევეხმიანე, რომ თამაშზე ჩავსულიყავი, რა თქმა უნდა, მან მაშინვე მიპასუხა და მითხრა, რომ შემეძლო, ერთმანეთს უკეთ გავცნობოდით. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა" - აღნიშნავს ზეზვა.

რაც შეეხება Aquinas College-ს, ქართველი სპორტსმენი იქ აშშ-ში ცნობილი და წარმატებული მწვრთნელის მიკა ლანკასტერის დახმარებით მოხვდა. მასთან ზეზვა ლილუაშვილი უკვე მე-5 წელია თანამშრომლობს. ლანკასტერის ორგანიზაცია I’mPossible Training ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარულია.

"მწვრთნელი ყოველთვის აღნიშნავს ჩემს ლიდერულ ხასიათსა და შრომისმოყვარეობას. შესაბამისად, ნდობა გამომიცხადა და გუნდის სათავეში ჩამაყენა, იმიტომ რომ თვლის, შეუძლიათ მოთამაშეებს ჩემი გამოცდილებიდან კარგი მაგალითი აიღონ. რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ასე მენდობა" - აღნიშნავს ზეზვა.

ყოველწლიურად, ზეზვას Aquinas College 42 500 დოლარს სრულად უფინანსებს. ცოტა ხნის წინ მან ამერიკის საუნივერსიტეტო ლიგაში უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის ჯილდოც დაიმსახურა:

"ჩემი ჯილდო ნიშნავს იმას, რომ 4,0 GPA-დან (აკადემიური მოსწრების ქულა) უნდა გყავდეს 3,5 ან უფრო მაღალი. ამ ეტაპზე, ჩემი GPA 3,8-ზე მაღალია და შესაბამისად, ეს ჯილდო მივიღე. მისი მეშვეობით ჩავეწერე უნივერსიტეტის ისტორიაში. ერთეული სპორტსმენები ახერხებენ, რომ სპორტი და სწავლა შეათავსონ ისე, რომ ასეთი ჯილდო მიიღონ. მაღალი აკადემიური მოსწრების წყალობით, ჩემი ფოტოსურათი ჩრდილოეთ კაროლინაში სადაც ვსწავლობდი და მიჩიგანის უნივერსიტეტშიც გამოკრულია, რაც ძალიან საპატიოა ჩემთვის" - განმარტავს ზეზვა.

შეკითხვაზე, როგორ შეძლო საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და სპორტის ერთმანეთთან შეთავსება, გვპასუხობს, რომ ეს შრომისმოყვარეობის დამსახურებაა.

"ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემს ცხოვრებაში ასეთია: 08:00 საათზე ვიღვიძებ, რამდენიმე ლექციას ვესწრები და რამდენიმე საათი ვვარჯიშობ, შემდეგ ვმეცადინეობ. დღის ბოლოს ძირითადად, ბიბლიოთეკაში ვატარებ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოვაწესრიგო. ზოგადად, გვიან ღამით დარბაზში ვარჯიში მიყვარს, ამიტომ ღამეს აქ ვატარებ ხოლმე. დროს თუ ჭკვიანურად გაანაწილებ, შესაძლებელია, რომ მაღალ დონეზე ისწავლო კიდეც და ითამაშო“ - აღნიშნავს ის.

აშშ-ში ჩასვლის დღიდან, ზეზვა ლილუაშვილი საქართველოს პოპულარიზაციას ცდილობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ ცნობილი არ არის, ახალგაზრდა კალათბურთელი ცდილობს, ეს რეალობა თავისი ძალისხმევით შეცვალოს.

„ვეცადე, საქართველო გაეცნოთ, რადგან როცა ამბობ, რომ I am from Georgia, ყველა ფიქრობს, რომ ჯორჯიის შტატიდან ხარ და უნდა აუხსნა, რომ საქართველო ქვეყანაა. ამავდროულად, როცა შენს აქცენტს გაიგებენ, ყველა ხვდება, ამერიკელი არ ხარ. ჩასვლის პირველი წლიდანვე მივეჩვიე იმას, რომ ხალხისთვის ჩემი ქვეყნის შესახებ წარმოდგენა შემექმნა" - გვითხრა ზეზვამ. ახალგაზრდა კალათბურთელი აღნიშნავს, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი ოჯახსაც მიუძღვის. ზეზვას სამი და ჰყავს, მისი მშობლები კი ქუთაისში ცხოვრობენ.

შეკითხვაზე, კმაყოფილია თუ არა საკუთარი ცხოვრებით და მიაღწია თუ არა მიზანს, ზეზვა გვპასუხობს:

„მაქსიმალისტი ვარ და კმაყოფილებას ამ ეტაპზე ვერ გამოვთქვამ, რადგან კიდევ ძალიან ბევრი მიზანი მაქვს დასახული, რომელსაც მინდა, მივაღწიო. თვითკმაყოფილება არ მახასიათებს და უფრო მეტი მინდა, ამიტომ ამ ეტაპზე რთულია ვთქვა, რომ საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, რომ ჯერ არაფრისთვის არ მიმიღწევია, ამ ეტაპზე ასე მგონია. შემდეგ კი შვილიშვილები რომ მეყოლება და რომ გადავხედავ, რა და როგორ გამიკეთებია, დავფიქრდები, რამდენად წარმატებული ვიყავი“, - ამბობს 23 წლის ზეზვა ლილუაშვილი.

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში