სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში
5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

8 მარტს მსოფ­ლიო ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვინ­და გა­გაც­ნოთ და გა­გახ­სე­ნოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა უცხო­ეთ­ში შეძ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბენ და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კა­რი­ე­რას ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­საც წარ­მა­ტე­ბით უთავ­სე­ბენ.



30 წლის თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძე, სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა საფ­რან­გეთ­ში

თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძემ 22 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, ასე­ვე, ქარ­თველ ემიგ­რან­ტთან ოჯა­ხი რომ შე­ექ­მნა. ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის, რო­მე­ლიც სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას იწყებ­და, რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და ეს ცვლი­ლე­ბაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო.


თა­მარ­მა უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა და ახლა 30 წლის მსა­ხი­ო­ბი, პა­რიზ­ში 4 თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის წევ­რია, ხში­რად თა­მა­შობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­შიც.



თა­მა­რი მომ­ღე­რალ გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. "ქარ­თველ­მა ჯო კო­კერ­მა" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას პირ­ვე­ლი ნო­მე­რი სწო­რედ მის ქა­ლიშ­ვილს - თა­მარს მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე ემიგ­რან­ტი იყო.


"პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში ჩემი ძვე­ლი პრო­ფე­სი­ით, მო­ცეკ­ვა­ვედ ვმუ­შა­ობ­დი. ინ­ტეგ­რა­ცია საკ­მა­ოდ მალე მო­ვა­ხერ­ხე, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილს. უკვე შვი­ლიც გვყავს...


ჩემი სა­მუ­შა­ოს 90% უკავ­შირ­დე­ბა თე­ატრს, ვთა­მა­შობ 4 თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ა­ში და, ასე­ვე, თე­ატ­რის პე­და­გო­გად, მაგ­რამ თავს მხო­ლოდ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად არ მო­ვი­საზ­რებ. გავ­დი­ვარ ბევრ კი­ნო­კას­ტინგს და უკვე მქონ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბე­ბი პა­ტა­რა რო­ლე­ბით. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ისეთ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ალან შაბა, ნი­კო­ლა ვა­ნიე, ზიად დუ­ე­ი­რი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ რეკ­ლა­მებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში.



რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, საფ­რან­გეთ­ში არ არის ცნე­ბა "თე­ატ­რი თა­ვი­სი და­სით". აქ თე­ატ­რი არის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სცე­ნას უთ­მობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ას. ამი­ტომ დღეს "ჩემი თე­ატ­რი" არის მუდ­მი­ვი ცვლა თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, მუდ­მი­ვი ცვლა რე­ჟი­სო­რე­ბის და მუდ­მი­ვი კას­ტინ­გე­ბი და ძი­ე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არა­ნორ­მა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. სხვა­დას­ხვა ხედ­ვი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი კომ­პა­ნია კი­დევ სხვა, ახა­ლი თე­ატ­რის კარს მიხ­სნის.



- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ?


- ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი, გა­ბე­დუ­ლე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იმოგ­ზა­უ­რონ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი, ნა­ხონ სხვა კულ­ტუ­რა, სხვა ხალ­ხი, და­ინ­ტე­რეს­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბით და მათი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოკ­ვე­ბონ ხა­რის­ხი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, რათა მათ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი. არას­დროს შე­წყვი­ტონ სწავ­ლა. აქ 60 წლის მსა­ხი­ო­ბე­ბიც კი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დი­ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დნენ. და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­დროს არ და­ნებ­დნენ! წა­ი­კი­თხეთ ვრცლად თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ



31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძე, მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე

31 წლის ანა ტრა­პა­ი­ძის წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას, ბავ­შვო­ბი­დან დე­დის გავ­ლე­ბით ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ახლა ახალ­გაზ­რდა დედა გერ­მა­ნი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობს.


"ე.წ "კო­მა­რო­ვის" ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში სწავ­ლა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩემი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნი­სა­კენ. მას­წავ­ლებ­ლის, ბა­ტონ რა­მინ ჭე­ლი­ძის წყა­ლო­ბით ფი­ზი­კა ჩემი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნი გახ­და და ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ვაგ­რძე სწავ­ლა იმ იმე­დით, რომ თუკი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, ყო­ველ­თვის შე­მეძ­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­სურ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის არ­ჩე­ვა. თა­ვი­დან კოს­მო­ლო­გი­ამ გა­მი­ტა­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ისევ სი­ცო­ცხლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ და ექ­სპე­რი­მე­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სიყ­ვა­რულ­მა გა­დას­ძა­ლა და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით წას­ვლა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა.



...ბი­ო­მა­სა­ლე­ბის სფე­რომ დოქ­ტო­რან­ტუ­რის შემ­დეგ და­მინ­ტე­რე­სა - თუ რა გა­სა­ო­ცა­რი მა­სა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ცო­ცხა­ლი სამ­ყა­რო და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბის მი­ბაძ­ვით უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ახა­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი მა­სა­ლა შე­იქ­მნას. ჩემი პოსტ დოქ­ტო­რან­ტუ­ლი კვლე­ვა, პოც­და­მის კო­ლო­ი­დე­ბის და ზე­და­პი­რე­ბის კვლე­ვის მაქს პლან­კის ინ­ტი­ტუ­ტში (MPIKG), ბი­ო­მა­სა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პრო­ფე­სორ პი­ტერ ფრაცლ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.


მთა­ვარ სა­წყის კომ­პო­ნენ­ტად ვი­ყე­ნებ ცი­ლე­ბის მიმ­დევ­რო­ბას, გა­მო­ყო­ფილს ზღვის მი­დი­ე­ბის ძა­ფე­ბის­გან, რომ­ლე­ბი­თაც მი­დია სხვა­დას­ხვა ზე­და­პირ­ზე და­სა­მაგ­რებ­ლად იყე­ნებს. ცი­ლის ამ სა­ო­ცარ მიმ­დევ­რო­ბას შე­უძ­ლია გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­სა­ტყვი­სად გა­და­ე­წყოს მო­წეს­რი­გე­ბულ სტრუქ­ტუ­რად, რო­მელ­საც თვი­თაღ­დგე­ნა­დი მე­ქა­ნი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. სწო­რედ ამ მიმ­დევ­რო­ბას და ბიო-შე­თავ­სე­ბად პო­ლი­მე­რულ ბლო­კებს ვი­ყე­ნებთ, რომ შევ­ქმნათ ისე­თი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ პი­რო­ბებ­ში სი­თხეა, მაგ­რამ პა­ტა­რა ქი­მი­უ­რი ბიძ­გით მყარ ჟე­ლედ გა­და­იქ­ცე­ვა, სა­დაც უჯრე­დე­ბის და­ნერგვა და სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უჯრე­დუ­ლი ქსო­ვი­ლე­ბის გაზ­რდა შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხრტი­ლის, ძვლის აღ­დგე­ნა, ან­დაც 3-გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ბიო-ბეჭდ­ვა...


...მე, რო­გორც დედა, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, ჩემს პრო­ფე­სი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნი მრა­ვა­ლი ინ­ტე­რე­სით, ვცდი­ლობ ოპ­ტი­მა­ლუ­რად გა­ვა­ნა­წი­ლო დრო ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის­თვის, რომ ჰარ­მო­ნი­უ­ლად მო­ვა­ხერ­ხო ყვე­ლა მო­ვა­ლე­ო­ბის და ფუნ­ქცი­ის შეს­რუ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა და ამას­თან დავ­ტკბე სი­ცო­ცხლით "აქ და ახლა". თა­ვი­სუ­ფალ დროს მიყ­ვარს ცეკ­ვა, ცურ­ვა, და ბუ­ნე­ბა­ში ხე­ტი­ა­ლი. დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, არ მე­ნა­ნე­ბა დრო­ის გა­ნა­წი­ლე­ბა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ანა ტრა­პა­ი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ



28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი

ევ­რო­კო­მი­სი­ას, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყავს - პო­ლი­ტი­კის ოფი­ცე­რი 28 წლის თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის სა­კი­თხებს კუ­რი­რებს. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ბევ­რს მუ­შა­ობს, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ხში­რად იღ­ლე­ბა კი­დეც, თუმ­ცა არას­დროს ნებ­დე­ბა.


ევ­რო­კო­მი­სი­ამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა არც მოკ­ლე ყო­ფი­ლა და არც იოლი - ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ბელ­გი­ა­ში, ევ­რო­პის კო­ლე­ჯში მე­ო­რე სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა გა­და­წყვი­ტა. სა­ქარ­თვე­ლოს თუნ­დაც ერთი წლით და­ტო­ვე­ბა უჭირ­და, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი და ქვეყ­ნი­დან წას­ვლა და მა­ლე­ვე დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა...



"სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ბრი­უ­სელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­მეძ­ლო. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტში და­ვი­წყე სტა­ჟი­რე­ბა, შემ­დეგ ევ­რო­დე­პუ­ტა­ტის ასის­ტენ­ტი გავ­ხდი, ახლა კი ევ­რო­კო­მი­სი­ის სა­მე­ზობ­ლო­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რატ­ში ვარ. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და პი­რა­დად მი­ნის­ტრი­დან მქონ­და მხარ­და­ჭე­რა, ბრი­უ­სელ­შიც ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი თუ სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წე და­მეხ­მა­რა, რი­სიც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ...


კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ვუ­წევ ჩვე­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის ურ­თი­ერ­თო­ბებს და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის და თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ევ­რო­კავ­ში­რის რამ­დე­ნი­მე ინ­სტრუ­მენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­სავ­ლეთ ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნებ­ში, ძი­რი­თა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში. მაქვს ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ფარ­თო­ე­ბის ევ­რო­კო­მი­სარ ჰა­ნის კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­თან და ერ­თობ­ლი­ვად ვგეგ­მავთ საქ­მი­ა­ნო­ბას წა­ი­კი­თხეთ ვრცლად თე­ო­ნა ლავ­რე­ლაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ



28 წლის ანა ყა­ლი­ჩა­ვა, მუ­შა­ობს ჰო­ლან­დი­ა­ში, დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

28 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მი­ა­ნობს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც ანა ჰო­ლან­დი­ა­ში, დელფ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცესს - უჯრე­დე­ბის გა­ყო­ფის ციკლს შე­ის­წავ­ლის.


"თა­ვი­დან თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კით ვი­ყა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი უფრო მი­ზი­დავ­და. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ბოლო კურ­სზე შვე­ცი­ა­რი­ა­ში, ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ა­რე პრაქ­ტი­კე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა კი გა­ვი­გე, რომ დე­დას სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კვლე­ვა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, თუ რას­თან გვქონ­და საქ­მე. დე­და­ჩე­მის იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­ურ ანა­ლი­ზებ­ში თვალ­ში სა­ცე­მი იყო ცილა - HER2. ზოგი ექი­მი ამ ცი­ლის და­დე­ბი­თო­ბას გვი­ლო­ცავ­და. მე კი ვე­რა­ფერს ვი­გებ­დი გარ­და ერ­თი­სა - დე­და­ჩემს სიმ­სივ­ნე ქონ­და...



გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი, თუ რის­გან შევ­დგე­ბო­დით, რა მარ­თავ­და ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის ფორ­მას? რის­გან შედ­გე­ბო­და სამ­ყა­რო და ვინ ვი­ყა­ვით ამ სამ­ყა­რო­ში ჩვენ? ამ კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ, ფი­ზი­კა აღარ იყო საკ­მა­რი­სი, და­ვი­წყე ბი­ო­ლო­გი­ის, ბი­ო­ქი­მი­ის სწავ­ლა. მინ­დო­და უფრო ფუნ­და­მენ­ტუ­რად გა­მე­გო და შე­მესწვა­ლა უჯრე­დე­ბი, ცი­ლე­ბი, დნმ, მათი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, მუ­ტა­ცი­ე­ბი და ბი­ო­ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.


...ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მი­ვიჩ­ნევ ქეის დე­კე­რის (2017 წლის ნო­ბე­ლის პრე­მი­ა­ზე წარ­დგე­ნილ - Dr. Cees Dekker) ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მოხ­ვედ­რას. დღეს ვმუ­შა­ობ მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო თუ არა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე კარგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც გას­ხვა­ვე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­რე­მო სა­ოც­რად ამ­ბი­ცი­უ­რია და იდე­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვთა­ვა­ზობს. ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტის გარ­და, ვმუ­შა­ობ სა­მეც­ნი­ე­რო სტარ­ტაპ­ზე, რო­მე­ლიც ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის გა­მოხ­დის ახალ მე­თოდს გვთა­ვა­ზობს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ანა ყა­ლი­ჩა­ვას­თან ინ­ტერ­ვიუ



33 წლის მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, მუ­შა­ობს გერ­მა­ნი­ა­ში, გო­თინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ზე

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის წარ­მოქ­მნა­სა და გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო. ამ სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი გერ­მა­ნი­ა­ში, ბრე­მე­ნის ია­კობ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მისი სა­მა­გის­ტრო თე­მის მი­ზა­ნი იყო მე­დი­ცი­ნა­ში ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სა­ხის ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ბაქ­ტე­რი­ულ უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვის მე­ქანზმე­ბის ბი­ო­ფი­ზი­კუ­რი მე­თო­დე­ბით შეს­წავ­ლა.



33 წლის მა­რი­ა­მის ფი­ზი­კას­თან კავ­ში­რი ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო.


"სამ­ყა­რო, ფი­ზი­კა, ბუ­ნე­ბის კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა - ეს ის სი­ტყვე­ბია, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მეს­მო­და, მა­მა­ჩე­მის, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, პრო­ფე­სორ ჯიმ­შერ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის კა­თედ­რა­ზე. სწო­რედ მან შე­მაყ­ვა­რა სამ­ყა­როს წარ­მო­შო­ბა­სა და ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის აგე­ბუ­ლე­ბა­ზე ფიქ­რი და ამ სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა სა­ბო­ლო­ოდ და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ჩემი ბედი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­თან...


მგო­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ია­რა­ღი არის ინ­ტე­რე­სი და და­უშ­რე­ტე­ლი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა იმ სფე­რო­სი, რო­მელ­შიც ვმოღ­ვა­წე­ობთ. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ახალ­გაზ­რდებ­მა პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლონ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა სურს და აინ­ტე­რე­სებს ჭეშ­მა­რი­და­ტად. ამით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­კენ უკვე გა­დად­გმუ­ლია. ასე­ვე, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მა­ღა­ლი გრძნო­ბა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა და სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბია შემ­დგო­მი კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვი­სა და სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის­თვის... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად მა­რი­ამ ბარ­ბო-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ



ავტორი:

5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

5 ქართველი ქალის წარმატებული კარიერა უცხოეთში

8 მარტს მსოფლიო ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გვინდა გაგაცნოთ და გაგახსენოთ წარმატებული ახალგაზრდა ქართველი ქალები, რომლებმაც კარიერული წინსვლა უცხოეთში შეძლეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ და ხშირ შემთხვევაში კარიერას ოჯახურ ცხოვრებასაც წარმატებით უთავსებენ.



30 წლის თამარ ჭაბუკაიძე, სამსახიობო კარიერა საფრანგეთში

თამარ ჭაბუკაიძემ 22 წლის ასაკში დატოვა საქართველო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, საყვარელ ადამიანთან, ასევე, ქართველ ემიგრანტთან ოჯახი რომ შეექმნა. ოჯახისა და მეგობრების დატოვება ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერას იწყებდა, რთული იყო, მაგრამ მისი მომავალი მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობდა და ეს ცვლილებაც გარდაუვალი იყო.


თამარმა უცხო საზოგადოებაში ინტეგრაცია მალევე მოახერხა და ახლა 30 წლის მსახიობი, პარიზში 4 თეატრალური კომპანიის წევრია, ხშირად თამაშობს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, იღებენ რეკლამებსა და ფილმებშიც.



თამარი მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის ქალიშვილია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით გაითქვა სახელი. "ქართველმა ჯო კოკერმა" სცენაზე გამოსვლისას პირველი ნომერი სწორედ მის ქალიშვილს - თამარს მიუძღვნა, რომელიც მაშინ უკვე ემიგრანტი იყო.


"პარიზში ჩამოსვლისთანავე ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული და დაახლოებით 6 თვეში ჩემი ძველი პროფესიით, მოცეკვავედ ვმუშაობდი. ინტეგრაცია საკმაოდ მალე მოვახერხე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, გიორგი დავითაშვილს. უკვე შვილიც გვყავს...


ჩემი სამუშაოს 90% უკავშირდება თეატრს, ვთამაშობ 4 თეატრალურ კომპანიაში და, ასევე, თეატრის პედაგოგად, მაგრამ თავს მხოლოდ თეატრის მსახიობად არ მოვისაზრებ. გავდივარ ბევრ კინოკასტინგს და უკვე მქონდა საკმაოდ საინტერესო გადაღებები პატარა როლებით. ვთანამშრომლობდი ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიცაა: ალან შაბა, ნიკოლა ვანიე, ზიად დუეირი. ვმონაწილეობ რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში.



რაც შეეხება თეატრს, საფრანგეთში არ არის ცნება "თეატრი თავისი დასით". აქ თეატრი არის შენობა, რომელიც სცენას უთმობს სხვადასხვა თეატრალურ კომპანიას. ამიტომ დღეს "ჩემი თეატრი" არის მუდმივი ცვლა თეატრალური კომპანიების, მუდმივი ცვლა რეჟისორების და მუდმივი კასტინგები და ძიება ახალი პროექტების. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავდროულად, არანორმალურად საინტერესოა. სხვადასხვა ხედვისა და თეატრალური მიმართულების უამრავ ადამიანთან მიწევს მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი კომპანია კიდევ სხვა, ახალი თეატრის კარს მიხსნის.



- რას ურჩევთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე ოცნებობენ?


- ვურჩევდი, იყვნენ, რაც შეიძლება, ცნობისმოყვარენი, გაბედულები და აქტიურები. შეძლებისდაგვარად იმოგზაურონ, რაც შეიძლება ბევრი, ნახონ სხვა კულტურა, სხვა ხალხი, დაინტერესდნენ ადამიანებით და მათი მრავალფეროვნებით, საკუთარი თავი გამოკვებონ ხარისხიანი ხელოვნებით, რათა მათ მიერ გადმოცემული ხელოვნებაც იყოს ხარისხიანი. არასდროს შეწყვიტონ სწავლა. აქ 60 წლის მსახიობებიც კი ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ დანებდნენ! წაიკითხეთ ვრცლად თამარ ჭაბუკაიძესთან ინტერვიუ



31 წლის ანა ტრაპაიძე, მუშაობს გერმანიაში სამეცნიერო პროექტებზე

31 წლის ანა ტრაპაიძის წარმატებულ სამეცნიერო კარიერას, ბავშვობიდან დედის გავლებით ჩაეყარა საფუძველი. ახლა ახალგაზრდა დედა გერმანიაში წარმატებულ სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს.


"ე.წ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლა პირველი ნაბიჯი იყო ჩემი ოცნების ახდენისაკენ. მასწავლებლის, ბატონ რამინ ჭელიძის წყალობით ფიზიკა ჩემი საყვარელი საგანი გახდა და ჯავახიშვილში ფიზიკის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა იმ იმედით, რომ თუკი სურვილი მექნებოდა, ყოველთვის შემეძლო მოგვიანებით სასურველი სპეციალიზაციის არჩევა. თავიდან კოსმოლოგიამ გამიტაცა, მოგვიანებით კი ისევ სიცოცხლის მეცნიერებებით დაინტერესებამ და ექსპერიმეტების ჩატარების სიყვარულმა გადასძალა და ბიოფიზიკის მიმართულებით წასვლა გადამაწყვეტინა.



...ბიომასალების სფერომ დოქტორანტურის შემდეგ დამინტერესა - თუ რა გასაოცარი მასალებისგან შედგება ცოცხალი სამყარო და როგორ შეიძლება ბუნების მიბაძვით უნიკალური თვისებების მქონე ახალი ხელოვნური მასალა შეიქმნას. ჩემი პოსტ დოქტორანტული კვლევა, პოცდამის კოლოიდების და ზედაპირების კვლევის მაქს პლანკის ინტიტუტში (MPIKG), ბიომასალების განყოფილებაში პროფესორ პიტერ ფრაცლთან მიმდინარეობს.


მთავარ საწყის კომპონენტად ვიყენებ ცილების მიმდევრობას, გამოყოფილს ზღვის მიდიების ძაფებისგან, რომლებითაც მიდია სხვადასხვა ზედაპირზე დასამაგრებლად იყენებს. ცილის ამ საოცარ მიმდევრობას შეუძლია გარემოს ზემოქმედებით შესატყვისად გადაეწყოს მოწესრიგებულ სტრუქტურად, რომელსაც თვითაღდგენადი მექანიკური თვისებები გააჩნია. სწორედ ამ მიმდევრობას და ბიო-შეთავსებად პოლიმერულ ბლოკებს ვიყენებთ, რომ შევქმნათ ისეთი მასალა, რომელიც გარკვეულ პირობებში სითხეა, მაგრამ პატარა ქიმიური ბიძგით მყარ ჟელედ გადაიქცევა, სადაც უჯრედების დანერგვა და სხვადასხვა დანიშნულების უჯრედული ქსოვილების გაზრდა შეიძლება, მაგალითად დაზიანებული ხრტილის, ძვლის აღდგენა, ანდაც 3-განზომილებიანი ბიო-ბეჭდვა...


...მე, როგორც დედა, მეუღლე, მეგობარი, ჩემს პროფესიაზე შეყვარებული და ადამიანი მრავალი ინტერესით, ვცდილობ ოპტიმალურად გავანაწილო დრო ჩემი პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოვახერხო ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან დავტკბე სიცოცხლით "აქ და ახლა". თავისუფალ დროს მიყვარს ცეკვა, ცურვა, და ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, არ მენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის წაიკითხეთ ვრცლად ანა ტრაპაიძესთან ინტერვიუ



28 წლის თეონა ლავრელაშვილი, ევროკომისიის პირველი ქართველი თანამშრომელი

ევროკომისიას, ისტორიაში პირველად, ქართველი თანამშრომელი ყავს - პოლიტიკის ოფიცერი 28 წლის თეონა ლავრელაშვილი დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის საკითხებს კურირებს. მისი ყოველდღიური ცხოვრება ძალიან დატვირთულია, ბევრს მუშაობს, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ხშირად იღლება კიდეც, თუმცა არასდროს ნებდება.


ევროკომისიამდე მისასვლელი გზა არც მოკლე ყოფილა და არც იოლი - ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბელგიაში, ევროპის კოლეჯში მეორე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა. საქართველოს თუნდაც ერთი წლით დატოვება უჭირდა, თუმცა იმ პერიოდში ახალგაზრდულ პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და ქვეყნიდან წასვლა და მალევე დაბრუნება გადაწყვიტა...



"სწავლის პერიოდში მალე გავაცნობიერე, რომ ბრიუსელში საქმიანობის გაგრძელებით გაცილებით უფრო დიდი გამოცდილების მიღება შემეძლო. სწავლის დასრულების შემდეგ ევროპის პარლამენტში დავიწყე სტაჟირება, შემდეგ ევროდეპუტატის ასისტენტი გავხდი, ახლა კი ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხების გენერალურ დირექტორატში ვარ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და პირადად მინისტრიდან მქონდა მხარდაჭერა, ბრიუსელშიც ბევრი პოლიტიკოსი თუ სახელმწიფო მოღვაწე დამეხმარა, რისიც ძალიან მადლიერი ვარ...


კოორდინაციას ვუწევ ჩვენი გენერალური დირექტორატის ურთიერთობებს დასავლეთ ბალკანეთის და თურქეთის მიმართულებით. ასევე ვხელმძღვანელობ ევროკავშირის რამდენიმე ინსტრუმენტის განხორციელებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მაქვს ყოველკვირეული შეხვედრები გაფართოების ევროკომისარ ჰანის კაბინეტის წევრებთან და ერთობლივად ვგეგმავთ საქმიანობას წაიკითხეთ ვრცლად თეონა ლავრელაშვილთან ინტერვიუ



28 წლის ანა ყალიჩავა, მუშაობს ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

28 წლის ქართველი გოგონა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ბიოფიზიკის მიმართულებით საქმიანობს. პროექტი, რომელზეც ანა ჰოლანდიაში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს, სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს - უჯრედების გაყოფის ციკლს შეისწავლის.


"თავიდან თეორიული ფიზიკით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ექსპერიმენტები უფრო მიზიდავდა. ბაკალავრიატის ბოლო კურსზე შვეციარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გავიარე პრაქტიკები ექსპერიმენტული ფიზიკის მიმართულებით. თბილისში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა. იძულებული გავხდი ლიტერატურული კვლევა ჩამეტარებინა, თუ რასთან გვქონდა საქმე. დედაჩემის იმუნოჰისტოქიმიურ ანალიზებში თვალში საცემი იყო ცილა - HER2. ზოგი ექიმი ამ ცილის დადებითობას გვილოცავდა. მე კი ვერაფერს ვიგებდი გარდა ერთისა - დედაჩემს სიმსივნე ქონდა...



გამიჩნდა კითხვები, თუ რისგან შევდგებოდით, რა მართავდა ჩვენი სიცოცხლის ფორმას? რისგან შედგებოდა სამყარო და ვინ ვიყავით ამ სამყაროში ჩვენ? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ფიზიკა აღარ იყო საკმარისი, დავიწყე ბიოლოგიის, ბიოქიმიის სწავლა. მინდოდა უფრო ფუნდამენტურად გამეგო და შემესწვალა უჯრედები, ცილები, დნმ, მათი მექანიზმები, მუტაციები და ბიოფიზიკის მიმართულებით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.


...ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს ცხოვრებაში მივიჩნევ ქეის დეკერის (2017 წლის ნობელის პრემიაზე წარდგენილ - Dr. Cees Dekker) ლაბორატორიაში მოხვედრას. დღეს ვმუშაობ მსოფლიოში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთ ყველაზე კარგ ლაბორატორიაში, სადაც გასხვავებული მიმართულების კვლევები მიმდინარეობს. გარემო საოცრად ამბიციურია და იდეის განსახორციელებლად ყველა შესაძლებლობას გვთავაზობს. ძირითადი პროექტის გარდა, ვმუშაობ სამეცნიერო სტარტაპზე, რომელიც ალკოჰოლური სასმელების გამოხდის ახალ მეთოდს გვთავაზობს წაიკითხეთ ვრცლად ანა ყალიჩავასთან ინტერვიუ



33 წლის მარიამ ბარბო-ჯავახიშვილი, მუშაობს გერმანიაში, გოთინგენის უნივერსიტეტში გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე

ანტიბიოტიკებისადმი ინფექციების გამო მსოფლიოში უამრავი ადამიანი იღუპება. სწორედ ამიტომ, მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების წარმოქმნასა და გავრცელების წინააღმდეგ სტრატეგიების შემუშავებაა საჭირო. ამ სტრატეგიის შექმნას ემსახურებოდა ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის მარიამ ბარბო-ჯავახიშვილის სამაგისტრო ნაშრომი გერმანიაში, ბრემენის იაკობსის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მისი სამაგისტრო თემის მიზანი იყო მედიცინაში ბაქტერიული ინფექციების მკურნალობაში გამოყენებული სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკების ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევის მექანზმების ბიოფიზიკური მეთოდებით შესწავლა.



33 წლის მარიამის ფიზიკასთან კავშირი ბავშვობიდან დაიწყო.


"სამყარო, ფიზიკა, ბუნების კანონზომიერება - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სახლში ღრმა ბავშვობიდან მესმოდა, მამაჩემის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯიმშერ ჯავახიშვილის წყალობით, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრაზე. სწორედ მან შემაყვარა სამყაროს წარმოშობასა და ცოცხალი ორგანიზმების აგებულებაზე ფიქრი და ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა საბოლოოდ დამეკავშირებინა ჩემი ბედი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან...


მგონია, რომ წარმატების მისაღწევად ყველაზე მძლავრი იარაღი არის ინტერესი და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობა იმ სფეროსი, რომელშიც ვმოღვაწეობთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას უნდა იხელმძღვანელონ იმის მიხედვით, თუ რა სურს და აინტერესებს ჭეშმარიდატად. ამით პირველი ნაბიჯი კარიერული წარმატებისკენ უკვე გადადგმულია. ასევე, დაუღალავი შრომა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა და საჭირო კონტაქტების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია შემდგომი კარიერული განვითარებისთვისა და საბოლოო წარმატებისთვის... წაიკითხეთ ვრცლად მარიამ ბარბო-ჯავახიშვილის ინტერვიუ



ლევან რატიანის ინფორმაციით, კახი კავსაძე მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

ბათუმში ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს, მაგრამ მუშაობას მაინც არ აჩერებს - "უსამართლოა, ადამიანს აუკრძალო ვარჯიში"

"კავსაძეების მთელი ოჯახი დავინფიცირდით... ინფორმაცია, რომ კახი ძალიან მძიმედ არის, ტყუილია" - რას ამბობს მსახიობის მდგომარეობაზე მისი ძმა