კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „პულმანს“ ესტუმრა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „პულმანს“ ესტუმრა

ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, მშე­ნე­ბა­რე „აქ­სის თა­უ­ერსში“ გან­თავ­სე­ბულ­მა სას­ტუმ­რო PULLMAN-მა ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს უმას­პინ­ძლა.

კომ­პა­ნია „აქ­სი­სის“ ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი სა­მარ­გუ­ლი­ან­მა და თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ცოტ­ნე ებ­რა­ლი­ძემ მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი PILLMAN-ის სას­ტუმ­როს სა­დე­მონ­სტრა­ციო ნომ­რე­ბი და მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს.

სას­ტუმ­რო PULLMAN-ი ACCOR ჯგუფ­ში შე­მა­ვა­ლი ბრენ­დია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში „აქ­სის თა­უ­ერ­სის“ მი­ნის კოშკში გან­თავ­სდე­ბა. ის გა­მორ­ჩე­უ­ლია სხვა 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის­გან რო­გორც სივ­რცი­თი მო­წყო­ბით, ისე კრე­ა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით.

გი­ორ­გი სა­მარ­გუ­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 226-ნომ­რი­ან სას­ტუმ­რო­ში სა­ერ­თო სივ­რცე­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა ერთ ნო­მერ­ზე გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა არ­სე­ბულ პრაქ­ტი­კას. ამ სივ­რცე­ე­ბის 20 000 კვ.მ-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია Skybar-ი ულა­მა­ზე­სი ხე­დე­ბით, რომ­ლე­ბიც 140 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან იშ­ლე­ბა, 25-მეტ­რი­ა­ნი სა­ცუ­რაო აუზი მოძ­რა­ვი სა­ხუ­რა­ვი­თა და სპა ცენ­ტრით, რეს­ტო­რა­ნი, ბა­რე­ბი, ასე­ვე, ყვე­ლა­ზე დიდი სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, სა­თათ­ბი­რო ოთა­ხე­ბი და სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სივ­რცე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­როს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

სას­ტუმ­რო „პულ­მან­ში“ და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა.

მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „აქ­სის თა­უ­ერსში“ გან­თავ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო „პულ­მა­ნი“ პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად ეხ­მი­ა­ნე­ბა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ას საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, აქ არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მთლი­ა­ნად პრო­ექ­ტი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ძა­ლაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ცოტ­ნე ებ­რა­ლი­ძემ, თა­ვის მხრივ, ხაზი გა­უს­ვა „აქ­სის თა­უ­ერ­სის“ მნიშ­ვნე­ლო­ბას: „აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „აქ­სის თა­უ­ერ­სი“ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მას­შტა­ბუ­რო­ბით, ისე იმი­თაც, რომ ის მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტია. ინ­ვეს­ტი­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა დღე­ის­თვის 92 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს და ჩვენ ვა­მა­ყობთ მი­სით“, - აღ­ნიშ­ნა ებ­რა­ლი­ძემ.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „პულმანს“ ესტუმრა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი სასტუმრო „პულმანს“ ესტუმრა

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე „აქსის თაუერსში“ განთავსებულმა სასტუმრო PULLMAN-მა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს უმასპინძლა.

კომპანია „აქსისის“ ტურიზმის განვითარების დირექტორმა გიორგი სამარგულიანმა და თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ მარიამ ქვრივიშვილს 5-ვარსკვლავიანი PILLMAN-ის სასტუმროს სადემონსტრაციო ნომრები და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინეს.

სასტუმრო PULLMAN-ი ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდია, რომელიც საქართველოში „აქსის თაუერსის“ მინის კოშკში განთავსდება. ის გამორჩეულია სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებისგან როგორც სივრცითი მოწყობით, ისე კრეატიული გადაწყვეტილებებით.

გიორგი სამარგულიანმა აღნიშნა, რომ 226-ნომრიან სასტუმროში საერთო სივრცეების მოცულობა ერთ ნომერზე გაცილებით აღემატება არსებულ პრაქტიკას. ამ სივრცეების 20 000 კვ.მ-ზე განთავსებულია Skybar-ი ულამაზესი ხედებით, რომლებიც 140 მეტრის სიმაღლიდან იშლება, 25-მეტრიანი საცურაო აუზი მოძრავი სახურავითა და სპა ცენტრით, რესტორანი, ბარები, ასევე, ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი ქალაქის ცენტრში, სათათბირო ოთახები და სხვა მრავალფეროვანი სივრცეები, რომლებიც სასტუმროს განუყოფელი ნაწილია.

სასტუმრო „პულმანში“ დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, „აქსის თაუერსში“ განთავსებული სასტუმრო „პულმანი“ პირდაპირპროპორციულად ეხმიანება ქვეყნის სტრატეგიას საქმიანი ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, აქ არსებული ინფრასტრუქტურა და მთლიანად პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალაა საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის.

თანაინვესტირების ფონდის ტურიზმის განვითარების დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „აქსის თაუერსის“ მნიშვნელობას: „აღსანიშნავია, რომ „აქსის თაუერსი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც მასშტაბურობით, ისე იმითაც, რომ ის მთლიანად ქართული პროექტია. ინვესტიციის მოცულობა დღეისთვის 92 მლნ დოლარს შეადგენს და ჩვენ ვამაყობთ მისით“, - აღნიშნა ებრალიძემ.

NS

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ