კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი..." - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს
"არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი..." - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

მე არ გა­მო­მაქვს სა­სა­მარ­თლო­დან ჩემი სარ­ჩე­ლი, გა­ვაგ­რძე­ლებ ჩვე­ნი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბას და მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­ნიშ­ნულ გან­ხილ­ვებ­ში 26 თე­ბერ­ვალს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „თი­ბი­სის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ თა­ვი­დან­ვე არა­სა­მარ­თლი­ა­ნად და და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მი­მაჩ­ნდა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ 2007- 2008 წლის ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის 11 წლის შემ­დეგ წა­მო­წე­ვა და მათ­თვის ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის დარ­ღვე­ვის და და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხა­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ცე­მა. ასე­ვე, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის იგი­ვე ტრან­ზაქ­ცი­ებ­ზე ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მუხ­ლით საქ­მის აღ­ძვრა, იმ დროს როცა მსგავ­სი ეჭ­ვის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მი­მაჩ­ნია, რომ ის რაც გრძელ­დე­ბა ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არის უაღ­რე­სად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ქვეყ­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს და მთლი­ა­ნად სა­ბან­კო სექ­ტო­რის მი­მართ.

„თი­ბი­სი ბან­კი“ არის ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თი თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ნუ­ლი­დან შექ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია გა­ხა­დო მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სა­ფონ­დო ბირ­ჟის პრე­მი­ა­რუ­ლი სეგ­მენ­ტის და ინ­დექ­სის ნა­წი­ლი. ეს არ არის მხო­ლოდ ბან­კის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბა. მე ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა მა­მუ­კას­თან ერ­თად ყვე­ლა ბიზ­ნეს წა­მო­წყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეროვ­ნულ ბანკთან ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შე­სა­ხებ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი იმი­სათ­ვის, რომ უცხო­ელ და ად­გი­ლობ­რივ ინ­ვეს­ტორ­თა უზარ­მა­ზარ ჯგუ­ფის­თვის, ბან­კის 2 მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე მე­ტის­თვის და ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის გვეთ­ქვა, რომ ბანკსა და მის რე­გუ­ლა­ტორს შო­რის კონფრონ­ტა­ცია შე­წყდა და ამით ბან­კი უბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ჩვე­ულ ტემპს და გა­აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ამას­თან, მე, რო­გორც ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, არ გა­მო­მაქვს სა­სა­მარ­თლო­დან ჩემი სარ­ჩე­ლი, გა­ვაგ­რძე­ლებ ჩვე­ნი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბას და მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­ნიშ­ნულ გან­ხილ­ვებ­ში 26 თე­ბერ­ვალს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­მა­ვალს ბან­კში - მე პა­ტივს ვცემ ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მის შე­სა­ბა­მი­სად ვი­მოქ­მე­დებ.

მი­უ­ხე­და­ვად და­გე­მი­ლი რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ი­სა, „თი­ბი­სის“ გუნ­დი რჩე­ბა უაღ­რე­სად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­ყევ ერ­თო­ბად. შე­უც­ვლელ ფაქ­ტად რჩე­ბა ის, რომ „თი­ბი­სი“ და­ფუძ­ნე­ბუ­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ჩემი და ჩვე­ნი სხვა პარტნი­ო­რე­ბის მიერ. ჩვენს შექ­მნილ წარ­მა­ტე­ბას არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა და „თი­ბი­სი“ გა­ნაგ­რძობს მისი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით წარ­მა­ტე­ბულ სვლას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი..." - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

"არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი..." - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს

მე არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს, - ამის შესახებ ნათქვამია „თიბისის“ თანადამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

„მინდა განვაცხადო, რომ თავიდანვე არასამართლიანად და დაუსაბუთებლად მიმაჩნდა ეროვნული ბანკის მიერ 2007- 2008 წლის ტრანზაქციების 11 წლის შემდეგ წამოწევა და მათთვის ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის და დაკავშირებული მხარის კვალიფიკაციის მიცემა. ასევე, სრულიად მიუღებელია ჩემთვის იგივე ტრანზაქციებზე ფულის გათეთრების მუხლით საქმის აღძვრა, იმ დროს როცა მსგავსი ეჭვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მიმაჩნია, რომ ის რაც გრძელდება ბოლო 6 თვის განმავლობაში არის უაღრესად დამაზიანებელი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ.

„თიბისი ბანკი“ არის ბრწყინვალე მაგალითი თუ როგორ შეიძლება ნულიდან შექმნილი ქართული კომპანია გახადო მსოფლიოს წამყვანი საფონდო ბირჟის პრემიარული სეგმენტის და ინდექსის ნაწილი. ეს არ არის მხოლოდ ბანკის დამფუძნებლების, თანამშრომლების არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. მე ძალიან მეამაყება მამუკასთან ერთად ყველა ბიზნეს წამოწყებაში მონაწილეობის მიღება. მიმაჩნია, რომ ბანკის გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკთან ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ იყო აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორთა უზარმაზარ ჯგუფისთვის, ბანკის 2 მილიონ მომხმარებელზე მეტისთვის და ჩვენი ერთგული პარტნიორებისთვის გვეთქვა, რომ ბანკსა და მის რეგულატორს შორის კონფრონტაცია შეწყდა და ამით ბანკი უბრუნდება თავის ჩვეულ ტემპს და გააგრძელებს განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებას. ამასთან, მე, როგორც ბადრი ჯაფარიძე, არ გამომაქვს სასამართლოდან ჩემი სარჩელი, გავაგრძელებ ჩვენი სიმართლის მტკიცებას და მივიღებ მონაწილეობას პარლამენტის მიერ დანიშნულ განხილვებში 26 თებერვალს.

რაც შეეხება ჩემს მომავალს ბანკში - მე პატივს ვცემ ბანკის გადაწყვეტილებას და მის შესაბამისად ვიმოქმედებ.

მიუხედავად დაგემილი რესტრუქტურიზაციისა, „თიბისის“ გუნდი რჩება უაღრესად კვალიფიციური და პატრიოტი ადამიანების ურყევ ერთობად. შეუცვლელ ფაქტად რჩება ის, რომ „თიბისი“ დაფუძნებულია მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ჩვენი სხვა პარტნიორების მიერ. ჩვენს შექმნილ წარმატებას არაფერი ემუქრება და „თიბისი“ განაგრძობს მისი ფასეულობებისა და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით წარმატებულ სვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები