საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
მსოფლიო
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვასიამოვნოთ და რით გავაოცოთ უცხოელი სტუმრები?
როგორ ვასიამოვნოთ და რით გავაოცოთ უცხოელი სტუმრები?

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო და უფრო და უფრო მეტი უცხო­ე­ლი ჩა­მო­დის და ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი მათ­გა­ნი რო­მე­ლი­მე აქა­უ­რი ოჯა­ხის პი­რა­დი სტუ­მა­რია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­მა ოჯახ­მა ახ­ლა­ხან 2 უცხო­ელს გა­უ­წია მას­პინ­ძლო­ბა. ერთი შე­ხედ­ვით ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია, სტუ­მა­რი ვის არ ჰყო­ლია, მაგ­რამ საქ­მე იმა­შია, რომ უცხო­ე­ლი მხო­ლოდ შენი სტუ­მა­რი არ არის, ის ქვეყ­ნის სტუ­მა­რია და შენ­გან გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რა­დღე­ბით ექ­მნე­ბა წარ­მოდ­გე­ნა მთელ ქვე­ყა­ნა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თვე­ლე­ბი უცხოს­თვის უფრო ვი­წუ­ხებთ თავს, ვიდ­რე ში­ნა­უ­რის­თვის და ჩემი ოჯა­ხიც თავს არ და­ზო­გავ­და მათ პა­ტივ­სა­ცე­მად, მაგ­რამ აე­რო­პორ­ტში გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ჩვენს სტუ­მარს სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სი სჭირ­დე­ბო­და, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად პრობ­ლე­მაა. მოკ­ლედ, გერ­მა­ნი­ი­დან სტუმ­რად ჩა­მო­დი­ო­და ცოლ-ქმა­რი, რომ­ლებ­თა­ნაც წლე­ბის წინ სტუ­დენ­ტუ­რი პროგ­რა­მით წა­სუ­ლი ჩემი ძმა ცხოვ­რობ­და. ამ ოჯახ­თან ონ­ლა­ინ ურ­თი­ერ­თო­ბა არც მერე შე­უ­წყვე­ტია და რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­პა­ტი­ჟა. ამის მერე თა­ვად საფ­რან­გეთს მი­ა­შუ­რა და როცა ამ სათ­ნო ცოლ-ქმარ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მო­ი­სურ­ვა, მას­პინ­ძლე­ბად მე და ჩემი მშობ­ლე­ბი დავ­ხვდით.

უკან არ დაგ­ვი­ხე­ვია. გა­ვარ­კვი­ეთ ჩა­მოს­ვლის დრო და აე­რო­პორ­ტშიც გა­მოვ­ცხად­დით და­სახ­ვედ­რად. მალე მა­მა­კა­ცი და ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ქალ­ბა­ტო­ნი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და... იმ დღე­ებ­ში ვიგ­რძე­ნი, რომ მი­უ­ხე­და­ვად გარ­კვე­უ­ლი წინსვლი­სა, მა­ინც რა რთუ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე­თა ცხოვ­რო­ბა, თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ეს ხალ­ხი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობს თავს. ძნე­ლია, შე­არ­ჩიო მათ­თვის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი და გან­ტვირ­თვის ად­გი­ლი. უამ­რა­ვი კა­ფეა ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის პირ­ველ სარ­თულ­ზეც, მაგ­რამ თუ ორი სა­ფე­ხუ­რი მა­ინც აქვს ეს იგი­ვეა მათ­თვის, რაც ჩვენ­თვის მა­გა­ლი­თად, კლდე­ზე ას­ვლა. მაგ­რამ თბი­ლი­სის ცენ­ტრში, კარ­გად მი­სად­გომ ად­გი­ლას მა­ინც ვი­პო­ვეთ ჩვენ­თვის შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი. თა­ნაც სულ შემ­თხვე­ვით. ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" შე­ვიყ­ვა­ნე, წიგ­ნე­ბი უნ­დო­და სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ებ­ზე. იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ სრუ­ლი­ად ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოა შშმ პირ­თათ­ვის და იქ­ვეა კაფე "პი­ა­ტო", სა­დაც გა­და­ად­გი­ლე­ბის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია. კერ­ძე­ბიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი აქვთ და რაც მთა­ვა­რია, "პი­ა­ტომ" ყვე­ლა­ფერ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­უც­ვა­ლა ჩვენს სტუმ­რებს.

მარ­თა­ლი გი­თხრათ, რა­ღაც­ნა­ი­რი სი­ა­მა­ყე ვიგ­რძე­ნი. რო­გორც იქნა, გაჩ­ნდა თბი­ლის­ში ისე­თი ად­გი­ლე­ბი, რო­გო­რიც"პი­ა­ტოა" და აქ შშმ პი­რიც კი თავს სრულ­ყო­ფი­ლად გრძნობს. მი­თუ­მე­ტეს, როცა ინ­ტე­რი­ე­რი ასე დახ­ვე­წი­ლია, სა­ოც­რად მყუდ­როდ გრძნობ თავს, მუ­სი­კაც ყო­ველ­თვის ზო­მი­ე­რი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, არც გა­ღი­ზი­ა­ნებს და არც სა­უ­ბარ­ში გიშ­ლის ხელს. კერ­ძე­ბი­თაც ნამ­დვი­ლად გვა­სი­ა­მოვ­ნეს. ჩვენს სტუმ­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ კა­ფე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი დე­სერ­ტე­ბი. სად აღარ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ასე­თი გემ­რი­ე­ლი დე­სერ­ტე­ბი არ­სად გაგ­ვი­სინ­ჯავ­სო. პი­ა­ტოს ჩი­ზ­ქე­იქ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჩი­ზ­ქე­ი­ქი კი არა, სა­მე­ფო ჩი­ზ­ქე­ი­ქი­აო ხუმ­რობ­დნენ ჩემი სტუმ­რე­ბი, რომ­ლებ­საც სი­ხა­რუ­ლის­გან სახე უნა­თებ­დათ. ისე კი, უნდა აღი­ნიშ­ნოს პი­ა­ტო­ში სას­მე­ლე­ბის კარ­გი არ­ჩე­ვა­ნიც შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. გუ­რაშ­ვი­ლის სა­ფე­რა­ვი და ორ­გოს რქა­წი­თე­ლი გა­სინ­ჯეს და კერ­ძებ­საც შე­უ­ხა­მეს ისი­ნი. "პი­ა­ტომ" ამ მხრი­ვაც გაგ­ვა­ო­ცა, ის იყო რომ ღვი­ნო ავარ­ჩი­ეთ, სო­მე­ლიე გვე­ახ­ლა და გვირ­ჩია რო­მე­ლი კერ­ძი უნდა დაგ­ვე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა ამ ღვი­ნოს­თან ერ­თად. რჩე­ვა­მაც გა­ა­მარ­თლა. ამის შემ­დეგ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი კი­დევ უფრო აღ­ფრთო­ვან­დნენ. სა­ო­ცა­რი დღე იყო, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა, ამ კა­ფის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩემ სტუმ­რებს დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, რო­გორც ჩვენ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ერ­თო­დაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ხომ თა­ვი­სი ქვეყ­ნის დეს­პა­ნია, რო­მელ­მაც ზუს­ტად უნდა იცო­დეს რო­გორ გა­უ­მას­პინ­ძლდეს შორი გზი­დან ჩა­მო­სულ სტუ­მარს, სად წა­იყ­ვა­ნოს და რო­გორ მო­ემ­სა­ხუ­როს. კა­ფემ რო­მე­ლიც მე შე­ვარ­ჩიე, ნამ­დვი­ლად გა­ა­მარ­თლა. აქ ჩემ­მა სტუმ­რებ­მა სრულ­ყო­ფილ და პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნე­ბად იგ­რძნეს თავი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

როგორ ვასიამოვნოთ და რით გავაოცოთ უცხოელი სტუმრები?

როგორ ვასიამოვნოთ და რით გავაოცოთ უცხოელი სტუმრები?

ბოლო წლებში საქართველოში უფრო და უფრო და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის და ბუნებრივია, ბევრი მათგანი რომელიმე აქაური ოჯახის პირადი სტუმარია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა ოჯახმა ახლახან 2 უცხოელს გაუწია მასპინძლობა. ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია, სტუმარი ვის არ ჰყოლია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უცხოელი მხოლოდ შენი სტუმარი არ არის, ის ქვეყნის სტუმარია და შენგან გამოჩენილი ყურადღებით ექმნება წარმოდგენა მთელ ქვეყანაზე. მოგეხსენებათ, ქართველები უცხოსთვის უფრო ვიწუხებთ თავს, ვიდრე შინაურისთვის და ჩემი ოჯახიც თავს არ დაზოგავდა მათ პატივსაცემად, მაგრამ აეროპორტში გავარკვიეთ, რომ ჩვენს სტუმარს სპეციალური სერვისი სჭირდებოდა, რაც საქართველოში ხშირად პრობლემაა. მოკლედ, გერმანიიდან სტუმრად ჩამოდიოდა ცოლ-ქმარი, რომლებთანაც წლების წინ სტუდენტური პროგრამით წასული ჩემი ძმა ცხოვრობდა. ამ ოჯახთან ონლაინ ურთიერთობა არც მერე შეუწყვეტია და როგორც ჩანს, საქართველოშიც დაპატიჟა. ამის მერე თავად საფრანგეთს მიაშურა და როცა ამ სათნო ცოლ-ქმარმა საქართველოში ჩამოსვლა მოისურვა, მასპინძლებად მე და ჩემი მშობლები დავხვდით.

უკან არ დაგვიხევია. გავარკვიეთ ჩამოსვლის დრო და აეროპორტშიც გამოვცხადდით დასახვედრად. მალე მამაკაცი და ეტლით მოსარგებლე ქალბატონი მოგვიახლოვდა... იმ დღეებში ვიგრძენი, რომ მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, მაინც რა რთულია ჩვენს ქვეყანაში ეტლით მოსარგებლეთა ცხოვრობა, თითზე ჩამოსათვლელია ადგილები, სადაც ეს ხალხი კომფორტულად იგრძნობს თავს. ძნელია, შეარჩიო მათთვის მოსასვენებელი და განტვირთვის ადგილი. უამრავი კაფეა ქალაქში, მათ შორის პირველ სართულზეც, მაგრამ თუ ორი საფეხური მაინც აქვს ეს იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის მაგალითად, კლდეზე ასვლა. მაგრამ თბილისის ცენტრში, კარგად მისადგომ ადგილას მაინც ვიპოვეთ ჩვენთვის შესაფერისი ადგილი. თანაც სულ შემთხვევით. ჭავჭავაძეზე "ბიბლუსი გალერეაში" შევიყვანე, წიგნები უნდოდა საქართველოს კუთხეებზე. იქ აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად ადაპტირებული გარემოა შშმ პირთათვის და იქვეა კაფე "პიატო", სადაც გადაადგილების არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. კერძებიც ძალიან გემრიელი აქვთ და რაც მთავარია, "პიატომ" ყველაფერზე წარმოდგენა შეუცვალა ჩვენს სტუმრებს.

მართალი გითხრათ, რაღაცნაირი სიამაყე ვიგრძენი. როგორც იქნა, გაჩნდა თბილისში ისეთი ადგილები, როგორიც"პიატოა" და აქ შშმ პირიც კი თავს სრულყოფილად გრძნობს. მითუმეტეს, როცა ინტერიერი ასე დახვეწილია, საოცრად მყუდროდ გრძნობ თავს, მუსიკაც ყოველთვის ზომიერი და სასიამოვნოა, არც გაღიზიანებს და არც საუბარში გიშლის ხელს. კერძებითაც ნამდვილად გვასიამოვნეს. ჩვენს სტუმრებს განსაკუთრებით მოეწონათ კაფეში წარმოდგენილი დესერტები. სად აღარ ვყოფილვართ, მაგრამ ასეთი გემრიელი დესერტები არსად გაგვისინჯავსო. პიატოს ჩიზქეიქმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ეს ჩვეულებრივი ჩიზქეიქი კი არა, სამეფო ჩიზქეიქიაო ხუმრობდნენ ჩემი სტუმრები, რომლებსაც სიხარულისგან სახე უნათებდათ. ისე კი, უნდა აღინიშნოს პიატოში სასმელების კარგი არჩევანიც შემოგვთავაზეს. გურაშვილის საფერავი და ორგოს რქაწითელი გასინჯეს და კერძებსაც შეუხამეს ისინი. "პიატომ" ამ მხრივაც გაგვაოცა, ის იყო რომ ღვინო ავარჩიეთ, სომელიე გვეახლა და გვირჩია რომელი კერძი უნდა დაგვეგემოვნებინა ამ ღვინოსთან ერთად. რჩევამაც გაამართლა. ამის შემდეგ ჩვენი სტუმრები კიდევ უფრო აღფრთოვანდნენ. საოცარი დღე იყო, რომელიც ყოველთვის დამამახსოვრდება, ამ კაფის დიდი დამსახურებაა, რომ ჩემ სტუმრებს დღეს საქართველოზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორც ჩვენ პატარა ქვეყანას შეეფერება. საერთოდაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხომ თავისი ქვეყნის დესპანია, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს როგორ გაუმასპინძლდეს შორი გზიდან ჩამოსულ სტუმარს, სად წაიყვანოს და როგორ მოემსახუროს. კაფემ რომელიც მე შევარჩიე, ნამდვილად გაამართლა. აქ ჩემმა სტუმრებმა სრულყოფილ და პატივსაცემ ადამიანებად იგრძნეს თავი.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის