კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ
რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ

თე­ბერ­ვალ­ში გრი­პის მცი­რე პიკს ვვა­რა­უ­დობთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პა­ში გრი­პით ავა­დო­ბა იზ­რდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მხო­ლოდ ვა­რა­უდს წარ­მო­ად­გენს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, გრი­პით ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა თე­ბერ­ვალ­ში არ და­ფიქ­სირ­დეს.

„გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სე­ზო­ნუ­რი გამ­წვა­ვე­ბე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რი­ა­ნი ხან­გრძლი­ვო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა. და­ი­წყო დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და დი­ნა­მი­კა კლე­ბის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ვფიქ­რობთ, რომ იან­ვრის ბო­ლოს უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეს ჩვე­უ­ლებ­რივ, ფო­ნურ რა­ო­დე­ნო­ბას. თე­ბერ­ვალ­ში მცი­რე პიკს ვვა­რა­უ­დობთ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პა­ში იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა, გრი­პით ავა­დო­ბა იზ­რდე­ბა და ჩვენ მათ გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის ფა­ზა­ში და­ახ­ლო­ე­ბით, სამ­კვი­რი­ა­ნი რა­ო­დე­ნო­ბით ვას­წრებთ. ამი­ტომ ვვა­რა­უ­დობთ, რომ როცა ჩვენ­თან გრი­პის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ფო­ნურ რა­ო­დე­ნო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ის ევ­რო­პი­დან მოგ­ზა­ურ­თა მიერ გავ­რცელ­დეს, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა მცი­რე პიკი არც იყოს, ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია”, - აღ­ნიშ­ნა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 17-ს შე­ად­გენს. გრი­პის ან გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო კი 800-მდე ადა­მი­ა­ნია ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ

რას ამბობს სერგეენკო თებერვალში მოსალოდნელი გრიპის ვირუსის პიკის შესახებ

თებერვალში გრიპის მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში გრიპით ავადობა იზრდება, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს და შესაძლებელია, გრიპით ავადობის მაჩვენებლის ზრდა თებერვალში არ დაფიქსირდეს.

„გრიპთან დაკავშირებული სეზონური გამწვავებები დაახლოებით თვენახევრიანი ხანგრძლივობით ხასიათდება. დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებში და დინამიკა კლებისკენ არის მიმართული. ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლოს უნდა მიუახლოვდეს ჩვეულებრივ, ფონურ რაოდენობას. თებერვალში მცირე პიკს ვვარაუდობთ, იქიდან გამომდინარე, რომ ევროპაში იგივე მდგომარეობაა, გრიპით ავადობა იზრდება და ჩვენ მათ გრიპის გავრცელების ფაზაში დაახლოებით, სამკვირიანი რაოდენობით ვასწრებთ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ როცა ჩვენთან გრიპის მაჩვენებელი ფონურ რაოდენობას დაუბრუნდება, შეიძლება, ის ევროპიდან მოგზაურთა მიერ გავრცელდეს, თუმცა, შეიძლება მცირე პიკი არც იყოს, ეს მხოლოდ ვარაუდია”, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-ს შეადგენს. გრიპის ან გრიპისმაგვარი დაავადების გამო კი 800-მდე ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ