მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილისთვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ის ხშირად უსვამს ხაზს ინტერვიუებში და მისი "ინსტაგრამიც" მოწმობს - პიანისტი ხშირად ათავსებს სოციალურ ქსელში დის და მშობლების ფოტოებს.
ოჯახს პიანისტის კარიერაში ძალიან დიდი წვლილი აქვს - დაკვრა ხატიას დედამ, ნატალია ბუნიათიშვილმა ასწავლა და როგორც ხატია ამბობს, "დედის ენერგიას და "ზურგს" ყოველთვის გრძნობს". მისი და - გვანცა ბუნიათიშვილი ასევე პიანისტია და ცნობილი დის პროდიუსერი. გვანცა მუდამ თან ახლავს ხატიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კონცერტების დროს და ბუნიათიშვილები ერთადაც უკრავენ ხოლმე.
რაც შეეხება მამას - გიორგი ბუნიათიშვილს, ხატია მას ყველაზე "მოსიყვარულეს და მეგობრულს" უწოდებს.
"შენს მუცელში შიშველი მაქვს ტანი, შიშველი მაქვს თავი და არ მრცხვენია ამ სიშიშვლის. შენს მუცელში ვგრძნობ სითბოს, რომელსაც შემდეგ მიწა გამახსენებს - ნოტიო და თბილი. შენს მუცელში სხვა არ მჭირდება - შენ ხარ ერთადერთი სამყარო, რომელშიც მხოლოდ მე ვარსებობ. შენს მუცელში გარეთ გამოსვლა არ მინდა - მეშინია, რომ ვეღარ დავბრუნდები" - წერს ხატია "ინსტაგრამის" გვერდზე დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.
გვანცას შესახებ კი წერს: "მხოლოდ მასზე შემიძლია ვთქვა - ერთნაირად ვფიქრობთ და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის"
ხატია ბუნიათიშვილმა ახალ წელს პირველი კონცერტი შვეიცარიის ქალაქ ლუცერნში, 4 იანვარს გამართა.
სააკაშვილის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის სასახლესთან მისულ ხალხს ასე მოგვმართა ძალიან დიდ მადლობას გიხდით,რომ ჩემთან ერთად აქ ხართ-პატივს მიაგებთ ჩვენ პრეზიდენტ!,როგორც ყოველთვის იყო -გულახდილი-მომხიბვლელი.... პ.ს.,მაგრამ ამას ვერ გაიგებს ის ვინც იტანს დღევანდელ კულტურის მინისტრს......