სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკო გამსახურდია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა
კოკო გამსახურდია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შვი­ლი, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია, რო­მე­ლიც ძმას­თან ერ­თად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მე-11 დღეა შიმ­ში­ლობს, ალა­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მას ამ წუ­თებ­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გამ­სა­ხურ­დი­ას მე­გო­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და, პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, რად­გან მას თავ­ბრუს­ხვე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შიმ­ში­ლო­ბას გა­ნაგ­რძობს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 31 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე 25-წლი­ა­ნი ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა იწუ­რე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ცოტ­ნე და კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ე­ბი. საქ­მის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტი თა­ნახ­მაა და სა­კი­თხზე დღე­ი­დან დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად იმ­სჯე­ლებს, თუმ­ცა პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის შექ­მნა­საც ითხოვს.

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 1993 წლის 31 დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას, სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ ხი­ბუ­ლა­ში გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

კოკო გამსახურდია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა

კოკო გამსახურდია სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც ძმასთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მე-11 დღეა შიმშილობს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამსახურდიას მეგობარმა განუცხადა, პირველი პრეზიდენტის შვილის კლინიკაში გადაყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაწყვიტა, რადგან მას თავბრუსხვევა აღენიშნებოდა.

პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა იწურება. სწორედ აღნიშნული ვადის გახანგრძლივების მოთხოვნით შიმშილობენ პროკურატურასთან ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები. საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებაზე პარლამენტი თანახმაა და საკითხზე დღეიდან დაჩქარებულად იმსჯელებს, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნასაც ითხოვს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა