მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 20:32-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 20:49-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად
"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად

გი­ოც­ნე­ბი­ათ, ოდეს­მე რა­ი­მე მა­გი­უ­რი ძალა გქო­ნო­დათ? ერთი ხე­ლის აქ­ნე­ვით გა­გეღ­ვი­ძე­ბი­ნათ თქვე­ნი ყვე­ლა­ზე სა­ოც­ნე­ბო შეგ­რძნე­ბე­ბი, ან გა­გე­ჩი­ნათ საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ისურ­ვებ­დით? იქ­ნებ დამ­ხმა­რე ელფ­ზე გი­ოც­ნე­ბი­ათ, რო­მე­ლიც თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის და­ლა­გე­ბა­ში მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას? სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან მაგ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში არც ისე მარ­ტი­ვია მარ­თო სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბად აქ­ციო ისი­ნი. ჩვენ არ გვაქვს ჯა­დოს­ნუ­რი ჯოხი, რომ­ლის ერთი აქ­ნე­ვი­თაც ყვე­ლა სა­სურ­ველ პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებ­დით. არც ჯა­დოს­ნუ­რი ელ­ფე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის და­ლა­გე­ბა­ში.

ახლა და­ფიქ­რდით ვინ­მეს თქვენ­თვის ერთი ჯა­დოს­ნუ­რი შე­ლოც­ვის ფლო­ბის უფ­ლე­ბა რომ მო­ე­ცა, რო­მელს აირ­ჩევ­დით?

მე, მა­გა­ლი­თად, ხში­რად მი­ფიქ­რია, როცა ჩემ­თვის სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან ვზი­ვარ და უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს. რა იქ­ნე­ბო­და ახლა მეთ­ქვა Accio! და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის ად­გი­ლას და­ლა­გე­ბუ­ლი­ყო, ან უბ­რა­ლოდ Riddikulus! და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ხა­ლი­სო საქ­მედ მექ­ცია და არა დამ­ღლელ სა­მუ­შა­ოდ. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ ეში­ნო­და ბევრ მაგს ოფის­ში მუ­შა­ო­ბის. არც ისე მარ­ტი­ვი ამ­ბა­ვია და­ი­მახ­სოვ­რო ყვე­ლა შეხ­ვედ­რა და გა­წე­რი­ლი გეგ­მა, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი რუ­ტი­ნა გთა­ვა­ზობს.

მარ­თა­ლია ეს მაგ­ლე­ბის ხვედ­რია და არა მა­გე­ბის. თუმ­ცა რა იცი, იქ­ნებ მაგ­ლე­ბის სამ­ყა­რო­შიც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ყვე­ლაფ­რის გა­ხა­ლი­სე­ბა? იქ­ნებ ამ სამ­ყა­რო­შიც მო­ი­ძებ­ნე­ბა რა­ი­მე სა­გა­ნი, მაგ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი „ონავ­რე­ბის რუ­კის“ მსგავ­სი, რო­მე­ლიც პა­ტარ-პა­ტა­რა მი­ნიშ­ნე­ბე­ბით და­გეხ­მა­რე­ბა უფრო ხა­ლი­სით და მეტი მო­ტი­ვა­ცი­ით შე­ას­რუ­ლო შენი საქ­მე?

მაშ ასე, მაგ­ლე­ბო, Aparecium! სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თვის მა­გე­ბის სამ­ყა­რო­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ბლოკ­ნო­ტე­ბი უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში. ბლოკ­ნო­ტი შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ ყვე­ლა მაგლს და­ეხ­მა­როს, მარ­ტი­ვად მარ­თოს თა­ვი­სი დღის კა­ლენ­და­რი და ამას­თან, ცოტა მეტი ჯა­დოს­ნო­ბა და სი­ხა­ლი­სე შე­ი­ტა­ნოს მათ ცხოვ­რე­ბა­ში. ბლოკ­ნოტს თან მოყ­ვე­ბა თე­მა­ტუ­რი სტი­კე­რე­ბი და „ონავ­რე­ბის რუკა“, რო­მე­ლიც და­ფა­რუ­ლის გამ­ჟღავ­ნე­ბა­ში და სა­სურ­ვე­ლი გზე­ბის მო­ძებ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მფლო­ბელს.

ბლოკ­ნო­ტი Moleskine-ს ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაა, ასე რომ, თუ გინ­და შენც გქონ­დეს უნი­კა­ლუ­რი შან­სი გახ­დე მა­გე­ბის სამ­ყა­როს წევ­რი, ნამ­დვი­ლად უნდა იჩ­ქა­რო მისი შე­ძე­ნა. ამი­სათ­ვის „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­ში მის­ვლაც კი არ გჭირ­დე­ბა. ახ­ლა­ვე და აქვე სა­იტზე შე­გიძ­ლია ონ­ლა­ინ შე­უკ­ვე­თო და შენს მიერ არ­ჩე­ულ ბლოკ­ნოტს, მარ­თა­ლია ბუ ვერა, მაგ­რამ „ბიბ­ლუ­სის“ კუ­რი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­ტანს სა­სურ­ველ ად­გი­ლას.

თუ შენ „პო­ტერ­ჰე­დი“ არ ხარ და „ჰოგ­ვორ­ტსში“ სწავ­ლა­ზე არას­დროს გი­ოც­ნე­ბია, იქ­ნებ მა­ინც შეძ­ლო შენი სა­სურ­ვე­ლი სა­კო­ლექ­ციო ბლოკ­ნო­ტის აღ­მო­ჩე­ნა „ბიბ­ლუს­ში“. სა­იტ­ზე და მა­ღა­ზი­ა­ში კი­დევ ოთხი დი­ზა­ი­ნის ბლოკ­ნო­ტის დაგ­ხვდე­ბა: ჯე­იმს ბონ­დი, პო­კე­მო­ნი და ბარ­ბი. ყვე­ლა მათ­განს მოყ­ვე­ბა თე­მა­ტუ­რი სტი­კე­რე­ბი. გარ­და ამი­სა, ჯე­იმს ბონ­დის ბლოკ­ნოტ­ში იმ ქვეყ­ნე­ბის სიის ჩა­მოთ­ვლსაც იპო­ვი, სა­დაც ბონდს მი­სი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს უმოგ­ზა­უ­რია, პო­კე­მო­ნის დღი­ურ­ში სა­ნიშ­ნე­ებს, ხოლო ბარ­ბის დღი­ურ­ში კა­ლამს აღ­მო­ა­ჩენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი - ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად

"ონავრების რუკა" მაგლებისთვის- როგორ ვმართოთ სამუშაო გრაფიკი მარტივად და ჯადოსნურად

გიოცნებიათ, ოდესმე რაიმე მაგიური ძალა გქონოდათ? ერთი ხელის აქნევით გაგეღვიძებინათ თქვენი ყველაზე საოცნებო შეგრძნებები, ან გაგეჩინათ საგნები, რომლებსაც ისურვებდით? იქნებ დამხმარე ელფზე გიოცნებიათ, რომელიც თქვენი ყოველდღიური რუტინის დალაგებაში მიიღებდა მონაწილეობას? სამწუხაროდ, ჩვენთან მაგლების სამყაროში არც ისე მარტივია მართო საკუთარი სურვილები და შესაძლებლობებად აქციო ისინი. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი აქნევითაც ყველა სასურველ პრობლემას მოვაგვარებდით. არც ჯადოსნური ელფები გვეხმარებიან ყოველდღიური რუტინის დალაგებაში.

ახლა დაფიქრდით ვინმეს თქვენთვის ერთი ჯადოსნური შელოცვის ფლობის უფლება რომ მოეცა, რომელს აირჩევდით?

მე, მაგალითად, ხშირად მიფიქრია, როცა ჩემთვის სამუშაო მაგიდასთან ვზივარ და უამრავი საქმე მაქვს. რა იქნებოდა ახლა მეთქვა Accio! და ყველაფერი თავის ადგილას დალაგებულიყო, ან უბრალოდ Riddikulus! და ეს ყველაფერი სახალისო საქმედ მექცია და არა დამღლელ სამუშაოდ. ალბათ, სწორედ ამიტომ ეშინოდა ბევრ მაგს ოფისში მუშაობის. არც ისე მარტივი ამბავია დაიმახსოვრო ყველა შეხვედრა და გაწერილი გეგმა, რასაც ყოველდღიური სამსახურეობრივი რუტინა გთავაზობს.

მართალია ეს მაგლების ხვედრია და არა მაგების. თუმცა რა იცი, იქნებ მაგლების სამყაროშიც არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გახალისება? იქნებ ამ სამყაროშიც მოიძებნება რაიმე საგანი, მაგლებისთვის განკუთვნილი „ონავრების რუკის“ მსგავსი, რომელიც პატარ-პატარა მინიშნებებით დაგეხმარება უფრო ხალისით და მეტი მოტივაციით შეასრულო შენი საქმე?

მაშ ასე, მაგლებო, Aparecium! სპეციალურად ჩვენთვის მაგების სამყაროდან გამოგზავნილი ბლოკნოტები უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში. ბლოკნოტი შექმნილია იმისთვის, რომ ყველა მაგლს დაეხმაროს, მარტივად მართოს თავისი დღის კალენდარი და ამასთან, ცოტა მეტი ჯადოსნობა და სიხალისე შეიტანოს მათ ცხოვრებაში. ბლოკნოტს თან მოყვება თემატური სტიკერები და „ონავრების რუკა“, რომელიც დაფარულის გამჟღავნებაში და სასურველი გზების მოძებნაში დაეხმარება მფლობელს.

ბლოკნოტი Moleskine-ს ლიმიტირებული გამოცემაა, ასე რომ, თუ გინდა შენც გქონდეს უნიკალური შანსი გახდე მაგების სამყაროს წევრი, ნამდვილად უნდა იჩქარო მისი შეძენა. ამისათვის „ბიბლუსის“ მაღაზიაში მისვლაც კი არ გჭირდება. ახლავე და აქვე საიტზე შეგიძლია ონლაინ შეუკვეთო და შენს მიერ არჩეულ ბლოკნოტს, მართალია ბუ ვერა, მაგრამ „ბიბლუსის“ კურიერი აუცილებლად მოგიტანს სასურველ ადგილას.

თუ შენ „პოტერჰედი“ არ ხარ და „ჰოგვორტსში“ სწავლაზე არასდროს გიოცნებია, იქნებ მაინც შეძლო შენი სასურველი საკოლექციო ბლოკნოტის აღმოჩენა „ბიბლუსში“. საიტზე და მაღაზიაში კიდევ ოთხი დიზაინის ბლოკნოტის დაგხვდება: ჯეიმს ბონდი, პოკემონი და ბარბი. ყველა მათგანს მოყვება თემატური სტიკერები. გარდა ამისა, ჯეიმს ბონდის ბლოკნოტში იმ ქვეყნების სიის ჩამოთვლსაც იპოვი, სადაც ბონდს მისიების შესრულების დროს უმოგზაურია, პოკემონის დღიურში სანიშნეებს, ხოლო ბარბის დღიურში კალამს აღმოაჩენ.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა