საზოგადოება
სამართალი

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
პოლიტიკა
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა, - ამის შე­სა­ხებ “თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

წი­ქა­რიშ­ვილ­მა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შეხ­ვედ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მო­თხოვ­ნე­ბი კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო.

„სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ შო­რის შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა. სა­კი­თხი ეხე­ბო­და იმას, რომ ჩვენ ვი­თხოვთ ქუ­ჩის სრუ­ლად და­კა­ვე­ბას. ხალ­ხის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არის ამის­თვის. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ფიქ­რობს, რომ არა­საკ­მა­რი­სია ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს გვი­ბიძ­გებს, რომ მეტი მო­ვი­დეთ აქ. ჩვე­ნი მე­ო­რე მო­თხოვ­ნა იყო, რომ სპეც­რაზ­მი გა­ვი­დეს ტე­რი­ტო­რი­რი­ი­დან. იქ­ნებ კი­დევ ერთხელ გა­და­ხე­დოთ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბას და იქ­ნებ დაგ­ვით­მოთ ქუჩა. ვე­ლო­დე­ბით თქვენ­გან პო­ზი­ტი­ურ ნა­ბიჯს“, - გა­ნა­ცხა­და წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე უნდა მი­ი­ტა­ნონ ტექ­ნი­კა, რა­საც ასე­ვე დიდი ად­გი­ლი დას­ჭირ­დე­ბა.

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წუ­ხელ კლუბ “ბა­სი­ან­სა” და კლუბ “გა­ლე­რი­ში” ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხო­ვენ ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გა­დად­გო­მას. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შემ­დე­გი 4 მო­თხოვ­ნა აქვთ: პირ­ვე­ლი - თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა; მე­ო­რე - გა­დად­გეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია; მე­სა­მე - და­ი­სა­ჯოს ძა­ლა­დობ­რივ ოპე­რა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პირი; მე­ო­თხე - დად­გეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია “თეთ­რი ხმა­უ­რის მოძ­რა­ო­ბის” ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, - ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

წიქარიშვილმა საპატრულო პოლიციას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააცნო.

„სამწუხაროდ, ჩვენ შორის შეთანხმება ვერ შედგა. საკითხი ეხებოდა იმას, რომ ჩვენ ვითხოვთ ქუჩის სრულად დაკავებას. ხალხის საკმარისი რაოდენობა არის ამისთვის. საპატრულო პოლიცია ფიქრობს, რომ არასაკმარისია ხალხის რაოდენობა. ეს გვიბიძგებს, რომ მეტი მოვიდეთ აქ. ჩვენი მეორე მოთხოვნა იყო, რომ სპეცრაზმი გავიდეს ტერიტორირიიდან. იქნებ კიდევ ერთხელ გადახედოთ ხალხის რაოდენობას და იქნებ დაგვითმოთ ქუჩა. ველოდებით თქვენგან პოზიტიურ ნაბიჯს“, - განაცხადა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, რუსთაველის გამზირზე უნდა მიიტანონ ტექნიკა, რასაც ასევე დიდი ადგილი დასჭირდება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"