სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ
კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

ჩემს მრჩევ­ლებს ჩემ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი არ აქვთ, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კახა კა­ლა­ძემ მე­რი­ა­ში აიყ­ვა­ნა მრჩევ­ლე­ბი, რო­მელ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა 4 000-5 600 ლა­რია, 60 ათა­სი დო­ლა­რი კი რეკ­ლა­მა­ზე იხარ­ჯე­ბა.

კა­ლა­ძის თქმით, ვინ იქ­ნე­ბა მისი მრჩე­ვე­ლი, ამას თა­ვად წყვეტს და არა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია.

„ჩემს მრჩევ­ლებს ჩემ­ზე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი არ აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩე­ვას, მრჩე­ველს მე ვწყვეტ ვინ იქ­ნე­ბა და არა კონ­კურ­სი. ეს არის ჩემი პა­სუ­ხი. რო­გორც იცით, ჩემი ანა­ზღა­უ­რე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. ამას­თან, რო­დე­საც მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რომ მომ­ხდა­რი­ყო ხელ­ფა­სის და და­ნა­მა­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რაც მო­ად­გი­ლე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ მე­რის ხელ­ფა­სი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ის, რაც იყო, მე ამ თან­ხას არ ვი­ღებ “, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „ფე­ის­ბუქ“ რეკ­ლა­მა­ზე და­ხარ­ჯულ თან­ხებს ,კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ „ალ­ბათ, ამ თან­ხის და­ხარ­ჯვის სა­ჭი­რო­ე­ბა იყო“.

„მე­რი­ის გვერ­დზე და­ი­ხარ­ჯა და არა ჩემს პი­რად გვერ­დზე. ჩემს პი­რად გვერ­დზე თან­ხას მე ვხარ­ჯავ, მე­რი­ის „ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე კი, მე­რი­ის თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა. ეს ნორ­მა­ლუ­რია, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია თუ რა კეთ­დე­ბა მე­რი­ა­ში, რა იგეგ­მე­ბა. ჩვენ ვართ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­უ­ლი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბიც ვართ ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

კახა კალაძე - ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ

ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა კალაძემ მერიაში აიყვანა მრჩევლები, რომელთა ანაზღაურება 4 000-5 600 ლარია, 60 ათასი დოლარი კი რეკლამაზე იხარჯება.

კალაძის თქმით, ვინ იქნება მისი მრჩეველი, ამას თავად წყვეტს და არა საკონკურსო კომისია.

„ჩემს მრჩევლებს ჩემზე მაღალი ხელფასი არ აქვთ. რაც შეეხება არჩევას, მრჩეველს მე ვწყვეტ ვინ იქნება და არა კონკურსი. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც იცით, ჩემი ანაზღაურება სხვა მიმართულებით მიდის. ამასთან, როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა რომ მომხდარიყო ხელფასის და დანამატის გაერთიანება, რაც მოადგილეების შემთხვევაში მოხდა, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ მერის ხელფასი დარჩენილიყო ის, რაც იყო, მე ამ თანხას არ ვიღებ “, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება „ფეისბუქ“ რეკლამაზე დახარჯულ თანხებს ,კალაძე აცხადებს, რომ „ალბათ, ამ თანხის დახარჯვის საჭიროება იყო“.

„მერიის გვერდზე დაიხარჯა და არა ჩემს პირად გვერდზე. ჩემს პირად გვერდზე თანხას მე ვხარჯავ, მერიის „ფეისბუქის“ გვერდზე კი, მერიის თანხები იხარჯება. ეს ნორმალურია, რადგან საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა კეთდება მერიაში, რა იგეგმება. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული და ვალდებულებიც ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ დედაქალაქის მოსახლეობას",- განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები