კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ შეღავათიან სამგზავრო ბარათებს უკანონოდ იყენებთ, ამიერიდან ის ავტომატურად დაიბლოკება
თუ შეღავათიან სამგზავრო ბარათებს უკანონოდ იყენებთ, ამიერიდან ის ავტომატურად დაიბლოკება

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი მკაცრ­დე­ბა. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მე­რი­ი­დან აც­ნო­ბეს, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს დად­გე­ნი­ლე­ბა­ში N6-25, რო­მე­ლიც მუ­ნი­ცი­პა­ლურ ტრან­სპორ­ტში შე­ღა­ვა­თი­ა­ნი ტა­რი­ფით სარ­გებ­ლო­ბის წე­სებს არე­გუ­ლი­რებს.

“ცვლი­ლე­ბა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბის გახ­ში­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა და შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, სამ­გზავ­რო ბა­რა­თის არა­ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის სატ­რან­პორ­ტო კომ­პა­ნი­ის უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს უფ­ლე­ბა აქვს და­ა­ჯა­რი­მოს დამ­რღვე­ვი და არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ბა­რა­თი ავ­ტო­მა­ტუ­რად დაბ­ლო­კოს 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ბა­რა­თი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ავ­ტო­მა­ტურ, უფა­სო განბ­ლოკ­ვას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჯა­რი­მა გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­უქ­მდე­ბა, ბა­რა­თის კა­ნო­ნი­ერ მფლო­ბელს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს მე­რი­ის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით, მო­ი­თხო­ვოს ბა­რა­თის განბ­ლოკ­ვა და მას­ზე სამ­გზავ­რო ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნა, რაც გან­ცხა­დე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 4 სა­მუ­შაო დღე­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნანა
0

magrebi xarT meti sakotrolo veraferi naxet

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თუ შეღავათიან სამგზავრო ბარათებს უკანონოდ იყენებთ, ამიერიდან ის ავტომატურად დაიბლოკება

თუ შეღავათიან სამგზავრო ბარათებს უკანონოდ იყენებთ, ამიერიდან ის ავტომატურად დაიბლოკება

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყენებაზე კონტროლი მკაცრდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს არეგულირებს.

“ცვლილება შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა განაპირობა და შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას. იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.