მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ტყუვდებიან მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადახდისას - "პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები"
როგორ ტყუვდებიან მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადახდისას - "პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები"

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მადგ­ენე­ლი აცხა­დებს, რომ "თე­ლა­სის" კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დის ქვით­რებ­ში, მოხ­მა­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბი­სას, ცდო­მი­ლე­ბებს აწყდე­ბა. "კვი­რის პა­ლიტ­რა" ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს გა­ე­სა­უბ­რა და მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი მო­ის­მი­ნა.

გ.რ.: - ყო­ველ­თვის არა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად "თე­ლა­სის" ქვით­რებ­ში ცდო­მი­ლე­ბებს ვა­წყდე­ბი. შარ­შან "ფე­ის­ბუკ­ზე" შემ­თხვე­ვით ვნა­ხე ქვით­რის ფოტო და პოს­ტი,­ რომ­ლის ავ­ტო­რიც დარ­ღვე­ვებ­ზე წერ­და. მა­ნამ­დე ამას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი და როცა ჩემი ქვი­თა­რი გა­და­ვა­მოწ­მე, აღ­მოჩ­ნდა, რომ მეც იგი­ვე პრობ­ლე­მა მქო­ნია - გა­და­სა­ხა­დი არ იყო და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი და­ხარ­ჯუ­ლი კი­ლო­ვა­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ტა­რი­ფით.

- რას გუ­ლის­ხმობთ?- ხომ არის და­წე­სე­ბუ­ლი და­ხარ­ჯუ­ლი­ კი­ლო­ვა­ტე­ბის მი­ხედ­ვით 3 სა­ხის ტა­რი­ფი? ქვით­რის უკა­ნა მხა­რე­საც და­ტა­ნი­ლია გან­მარ­ტე­ბა წვრი­ლი, ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნე­ვი შრიფ­ტით: "101 კვტსთ-ის ჩათ­ვლით - 12,98 თეთ­რი/კვტსთ; 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათ­ვლით - 16,992 თეთ­რი/კვტსთ; 301-დან და მეტი - 21,4760 თეთ­რი/კვტსთ". მე და­ხარ­ჯუ­ლი მქონ­და 285 კვტსთ, ანუ მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ის ტა­რი­ფის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა "თე­ლასს" გა­და­სა­ხა­დი უმაღ­ლე­სი ტა­რი­ფით ჰქონ­და და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი. მი­ზე­ზის მო­სას­მე­ნად კომ­პა­ნი­ა­ში დავ­რე­კე. მათ ამიხ­სნეს: მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს დად­გე­ნი­ლი აქვს ტა­რი­ფი, 30 დღე­ში რამ­დენ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­საც და­ხარ­ჯავთ, გა­და­სა­ხა­დი იმის მი­ხედ­ვით უნდა და­ვი­ან­გა­რი­შო­თო. ჩემს ქვი­თარ­ზე 29 დღის ანათ­ვა­ლი იყო. ამი­ტომ, რო­გორც ჩანს, ზე­პი­რად და­უ­მა­ტეს, სა­კუ­თა­რი ვა­რა­უ­დით, რომ 30-ე დღეს ჩემ მიერ და­ხარ­ჯუ­ლი კი­ლო­ვა­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და და­ნა­ხარ­ჯის მა­ღა­ლი ტა­რი­ფით და­სათ­ვლე­ლად. რომ ვი­კი­თხე, რა­ტომ არ მო­ვი­და თქვე­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი 30-ე დღეს მო­ნა­ცე­მე­ბის ჩა­სა­წე­რად-მეთ­ქი, პა­სუ­ხი არ გამ­ცეს. მოკ­ლედ, სა­მარ­თლის ძი­ე­ბა­ში თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ლა­ბი­რინ­თებ­ში სი­ა­რულ­მა "თე­ლას­სა" და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ას შო­რის. სა­ბო­ლო­ოდ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა, მარ­თა­ლი ხარ­თო! და­ახ­ლო­ე­ბით 15-ლა­რი­ა­ნი ცდო­მი­ლე­ბა მე­ო­რე თვის გა­და­სა­ხად­ში გაას­წო­რეს და შემ­დე­გი თვის თან­ხა სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­მახ­დე­ვი­ნეს. ასე დას­რულ­და პირ­ვე­ლი გა­უ­გებ­რო­ბა.

2017 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში კი­ ზუს­ტად იგი­ვე გან­მე­ორ­და. ისევ 29 დღის ანათ­ვა­ლი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი "თე­ლა­სის" წარ­მო­მად­გე­ნელს. და­ხარ­ჯუ­ლი მქონ­და 295 კვტსთ და მი­ან­გა­რი­შეს მე­სა­მე ტა­რი­ფით (301 კი­ლო­ვა­ტი­დან ზე­მოთ). დავ­რე­კე კვლავ კომ­პა­ნი­ა­ში და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში გა­და­მა­მის­ამარ­თეს, კვლავ ვი­ა­რე წინ და უკან. სა­ბო­ლო­ოდ ისევ მი­თხრეს, მარ­თა­ლი ხარ­თო. ამ­ჯე­რად გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ არ­ჩე­ვა­ნი შე­მომ­თა­ვა­ზეს - თუ გნე­ბავთ, კო­მუ­ნა­ლუ­რის გა­დახ­და და­აგ­ვი­ა­ნეთ, "თე­ლასს" ჩვენ ვაც­ნო­ბებთ, რომ ზედ­მე­ტი თან­ხა გა­მოგ­დით გა­დახ­დი­ლი და დენი არ ჩა­გიჭ­რა­ნო. პირ­ვე­ლად თუ თვე-ნა­ხე­ვა­რი დამ­ჭირ­და, ამ­ჯე­რად მა­ლე­ვე ვი­პო­ვე სა­მარ­თა­ლი. თუმ­ცა მა­ლე­ვე, 2017 წლის დე­კემ­ბერ-2018 წლის იან­ვრის ქვი­თა­რი რომ მო­მი­ვი­და, ისევ ცდო­მი­ლე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე. ამ­ჯე­რად 34 დღე­ზე იყო თან­ხა და­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­ნა­ხარ­ჯი მეტი გა­მო­დი­ო­და - უმაღ­ლე­სი ტა­რი­ფის შე­სა­ბა­მი­სი. ისევ დავ­რე­კე "თე­ლას­ში"... თუმ­ცა ამ ქვი­თარ­მა სხვა შე­კი­თხვაც გა­ა­ჩი­ნა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როგორ ტყუვდებიან მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადახდისას - "პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები"

როგორ ტყუვდებიან მოქალაქეები კომუნალური გადასახადების გადახდისას - "პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები"

საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ "თელასის" კომუნალური გადასახადის ქვითრებში, მოხმარებული ელექტროენერგიის გამოანგარიშებისას, ცდომილებებს აწყდება. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მოქალაქეს გაესაუბრა და მისი არგუმენტები მოისმინა.

გ.რ.: - ყოველთვის არა, მაგრამ პერიოდულად "თელასის" ქვითრებში ცდომილებებს ვაწყდები. შარშან "ფეისბუკზე" შემთხვევით ვნახე ქვითრის ფოტო და პოსტი, რომლის ავტორიც დარღვევებზე წერდა. მანამდე ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ შემდეგ დავინტერესდი და როცა ჩემი ქვითარი გადავამოწმე, აღმოჩნდა, რომ მეც იგივე პრობლემა მქონია - გადასახადი არ იყო დაანგარიშებული დახარჯული კილოვატების შესაბამისი ტარიფით. 

- რას გულისხმობთ?- ხომ არის დაწესებული დახარჯული კილოვატების მიხედვით 3 სახის ტარიფი? ქვითრის უკანა მხარესაც დატანილია განმარტება წვრილი, ნაკლებად შესამჩნევი შრიფტით: "101 კვტსთ-ის ჩათვლით - 12,98 თეთრი/კვტსთ; 101-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 16,992 თეთრი/კვტსთ; 301-დან და მეტი - 21,4760 თეთრი/კვტსთ". მე დახარჯული მქონდა 285 კვტსთ, ანუ მეორე კატეგორიის ტარიფის შესაბამისი რაოდენობა, თუმცა "თელასს" გადასახადი უმაღლესი ტარიფით ჰქონდა დაანგარიშებული. მიზეზის მოსასმენად კომპანიაში დავრეკე. მათ ამიხსნეს: მარეგულირებელს დადგენილი აქვს ტარიფი, 30 დღეში რამდენ ელექტროენერგიასაც დახარჯავთ, გადასახადი იმის მიხედვით უნდა დავიანგარიშოთო. ჩემს ქვითარზე 29 დღის ანათვალი იყო. ამიტომ, როგორც ჩანს, ზეპირად დაუმატეს, საკუთარი ვარაუდით, რომ 30-ე დღეს ჩემ მიერ დახარჯული კილოვატების რაოდენობა საკმარისი იქნებოდა დანახარჯის მაღალი ტარიფით დასათვლელად. რომ ვიკითხე, რატომ არ მოვიდა თქვენი წარმომადგენელი 30-ე დღეს მონაცემების ჩასაწერად-მეთქი, პასუხი არ გამცეს. მოკლედ, სამართლის ძიებაში თვე-ნახევრის განმავლობაში მომიწია ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულმა "თელასსა" და მარეგულირებელ კომისიას შორის. საბოლოოდ მარეგულირებელმა, მართალი ხართო! დაახლოებით 15-ლარიანი ცდომილება მეორე თვის გადასახადში გაასწორეს და შემდეგი თვის თანხა სამართლიანად გადამახდევინეს. ასე დასრულდა პირველი გაუგებრობა.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი ზუსტად იგივე განმეორდა. ისევ 29 დღის ანათვალი ჰქონდა აღებული "თელასის" წარმომადგენელს. დახარჯული მქონდა 295 კვტსთ და მიანგარიშეს მესამე ტარიფით (301 კილოვატიდან ზემოთ). დავრეკე კვლავ კომპანიაში და მარეგულირებელში გადამამისამართეს, კვლავ ვიარე წინ და უკან. საბოლოოდ ისევ მითხრეს, მართალი ხართო. ამჯერად განსხვავება ის იყო, რომ არჩევანი შემომთავაზეს - თუ გნებავთ, კომუნალურის გადახდა დააგვიანეთ, "თელასს" ჩვენ ვაცნობებთ, რომ ზედმეტი თანხა გამოგდით გადახდილი და დენი არ ჩაგიჭრანო. პირველად თუ თვე-ნახევარი დამჭირდა, ამჯერად მალევე ვიპოვე სამართალი. თუმცა მალევე, 2017 წლის დეკემბერ-2018 წლის იანვრის ქვითარი რომ მომივიდა, ისევ ცდომილება აღმოვაჩინე. ამჯერად 34 დღეზე იყო თანხა დაანგარიშებული, შესაბამისად, დანახარჯი მეტი გამოდიოდა - უმაღლესი ტარიფის შესაბამისი. ისევ დავრეკე "თელასში"... თუმცა ამ ქვითარმა სხვა შეკითხვაც გააჩინა. განაგრძეთ კითხვა

ბათუმში კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა - "მშობელთან ერთად გადმოჰყავთ თბილისში"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

"მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის გადასახადი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ" - "თბილისი ენერჯის" განცხადება