სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით
თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით

თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის პრო­ექ­ტში არ გვხვდე­ბა უფ­ლებ­რი­ვი ზო­ნი­რე­ბის რუ­კა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ზო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ­თუ­ლებს დო­კუ­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცესს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის პრო­ექ­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის შე­ფა­სე­ბა­ში, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის სა­იტ­ზე დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც მე­რი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, გენ­გეგ­მის პრო­ექ­ტში არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, კონ­კრე­ტუ­ლად რის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ზო­ნის ცვლი­ლე­ბა ან არ­სე­ბუ­ლი ზო­ნის და­ტო­ვე­ბა.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტის ტექ­სტურ ნა­წილ­ში არ გვხვდე­ბა უფ­ლებ­რი­ვი ზო­ნი­რე­ბის რუ­კა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ზო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ­თუ­ლებს დო­კუ­მენ­ტის ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცესს. გარ­და ამი­სა, არ არის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლად რის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ზო­ნის ცვლი­ლე­ბა ან არ­სე­ბუ­ლი ზო­ნის და­ტო­ვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი უნდა იყოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­უ­რი ზო­ნე­ბი. საკ­რე­ბუ­ლოს მიერ შე­თან­ხმე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გეგ­მე­ბი სრუ­ლად არ არის ასა­ხუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ადევს არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ზონა, რაც გა­არ­თუ­ლებს მო­მა­ვალ­ში კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სამ­შე­ნებ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს.

მგგ-ს ფარ­გლებ­ში სა­ჭი­როა გა­ი­წე­როს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რა ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა იქ­ნას გა­ა­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი ცალ­კე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და­სად­გე­ნად, რო­მე­ლიც უკვე ჩა­მო­ყალ­ბე­ბუ­ლია და არ სა­ჭი­რო­ებს გრგ-ს და­მუ­შა­ვე­ბას", - ნათ­ქვა­მია შე­ფა­სე­ბა­ში.

მე­რია მი­იჩ­ნევს, რომ გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის პრო­ექ­ტში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია მწვა­ნე ქა­ლა­ქის კონ­ცეფ­ცი­ით გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი - სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი: ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი და სა­უბ­ნო მწვა­ნე კო­რი­დო­რე­ბი.

"გენ­გეგ­მის ჯგუ­ფის პო­ზი­ცია, რომ იმ არე­ა­ლებ­ზე, რომ­ლებ­ზეც მოქ­მედ გენ­გეგ­მა­ში სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის ასახ­ვა გა­მორ­ჩე­ნი­ლია, მათი ასახ­ვის, არ­სე­ბუ­ლის და­ზუს­ტე­ბის და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ნაც­ვლად უმ­ჯო­ბე­სია მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ეხ­სნას ეს სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა და გა­ნე­სა­ზღვროს სხვა­დას­ხვა სამ­შე­ნებ­ლო ზონა. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი მიდ­გო­მა მი­უ­ღე­ბე­ლია და მი­აჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სკვე­რი მისი ფარ­თო­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ჭი­რო­ებს სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნის გან­სა­ზღვრას. სა­ჭი­როა მწვა­ნე კო­რი­დო­რე­ბის გა­ჩე­ნა და ასახ­ვა. ზო­ნი­რე­ბის ნა­წილ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და ასა­ხუ­ლი უნდა იქ­ნას, არ­სე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი სატ­რან­სპორ­ტო ქსე­ლი და გზის შე­მად­გე­ნე­ლი ელე­მენ­ტე­ბი", - აცხა­დე­ბენ მე­რი­ა­ში.

თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­ნიშ­ვნე­ბის თა­ნახ­მად, გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ის თავი, რო­მე­ლიც სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ეხე­ბა, არა­ნა­ირ მო­ნა­ცე­მებს და და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ფუძ­ვლებს არ იშ­ვე­ლი­ებს, გა­ურ­კვე­ვე­ლია რა პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კეთ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი.

თბი­ლი­სის მე­რია შე­ნიშ­ვნებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ტრან­სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ტექ­სტში არ არის რე­ფე­რენ­სი­რე­ბუ­ლი არც ერთი მოქ­მე­დი პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი ან ევ­რო­კავ­შრის დი­რექ­ტი­ვა და სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ასე­ვე არ არის ნახ­სე­ნე­ბი თბი­ლის­ზე არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი და მო­ნა­ცე­მე­ბი. ტექ­სტი უნდა ეყ­რდნო­ბო­დეს თბი­ლი­სის მდგრა­დი ურ­ბა­ნუ­ლი ტრან­სპორ­ტის სტრა­ტე­გი­ას (2015), რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის მიერ არის მო­წო­ნე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს ამ სტრა­ტე­გი­ის გა­ნახ­ლე­ბა­ზე, რაც ასე­ვე უნდა იქ­ნას ნახ­სე­ნე­ბი ტექ­სტში. გა­ურ­კვე­ვე­ლია რა პრინ­ცი­პე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კეთ­და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი და სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი.

გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ეს თავი (ტომი 5. ნა­წი­ლი 1. სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის

გან­ვი­თა­რე­ბა) არა­ნა­ირ მო­ნა­ცე­მებს და და­მამ­ტკი­ცე­ბელ სა­ფუძ­ვლებს არ იშ­ვე­ლი­ებს, რო­გორც ჩანს, არც ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მო­ნა­ცე­მე­ბის გა­რე­შე.

ნე­ბის­მი­ე­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ნა­წილს, რო­მელ­თა შო­რის კავ­ში­რე­ბი უნდა იყოს ნა­თე­ლი: მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა (მო­ნა­ცე­მე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია), ანა­ლი­ზი, პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, პრინ­ცი­პე­ბის გან­სა­ზღვრა, გა­დაჭ­რის გზე­ბი და სხვა. ამ ნა­წი­ლებს შო­რის პირ­და­პი­რი კავ­ში­რი, არის ის, რაც დო­კუ­მენტს აძ­ლევს ვა­ლი­დუ­რო­ბას და სან­დო­ო­ბას. მო­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში ეს სტრუქ­ტუ­რა და მე­თო­დო­ლო­გია აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არის და­ცუ­ლი. სწო­რედ ამას ვგუ­ლის­მობ­დით, კვლე­ვე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის რე­ფე­რენ­სი­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში, რაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა იყოს", - ნათ­ქვა­მია შე­ნიშ­ვნებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით

თბილისის მერიის შენიშვნები გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებაში, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საიტზე დღეს გამოქვეყნდა.

როგორც მერიაში მიიჩნევენ, გენგეგმის პროექტში არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება.

”წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს. გარდა ამისა, არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება. შესაბამისად, მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს შემოთავაზებული ფუნქციური ზონები. საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები სრულად არ არის ასახული და შესაბამისად, ადევს არაადექვატური ზონა, რაც გაართულებს მომავალში კონკრეტულ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მგგ-ს ფარგლებში საჭიროა გაიწეროს რეკომენდაციები, თუ რა ძირითადი პრინციპების

გათვალისწინებით უნდა იქნას გაანალიზირებული საკითხები ცალკეული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების დასადგენად, რომელიც უკვე ჩამოყალბებულია და არ საჭიროებს გრგ-ს დამუშავებას”, - ნათქვამია შეფასებაში.

მერია მიიჩნევს, რომ გენერალური გეგმის პროექტში უგულებელყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებული პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

”გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტების და შენარჩუნების ნაცვლად უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა. მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას, არსებული და დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემენტები”, - აცხადებენ მერიაში.

თბილისის მერიის შენიშვნების თანახმად, გენერალური გეგმის ის თავი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება, არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები.

თბილისის მერია შენიშვნებს აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის მიმართულებით ტექსტში არ არის რეფერენსირებული არც ერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშრის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით.

”ასევე არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები. ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული. ამჟამად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუშაობს ამ სტრატეგიის განახლებაზე, რაც ასევე უნდა იქნას ნახსენები ტექსტში. გაურკვეველია რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები და სხვა შემოთავაზებები.

გენერალური გეგმის ეს თავი (ტომი 5. ნაწილი 1. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის

განვითარება) არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, როგორც ჩანს, არც ყოფილა გამოყენებული წინადადებების მომზადებისას. გენერალური გეგმა არ შეიძლება განვითარდეს მონაცემების გარეშე.

ნებისმიერი სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს რამდენიმე ნაწილს, რომელთა შორის კავშირები უნდა იყოს ნათელი: მდგომარეობის შესწავლა (მონაცემები და მეთოდოლოგია), ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, პრინციპების განსაზღვრა, გადაჭრის გზები და სხვა. ამ ნაწილებს შორის პირდაპირი კავშირი, არის ის, რაც დოკუმენტს აძლევს ვალიდურობას და სანდოობას. მოცემულ დოკუმენტში ეს სტრუქტურა და მეთოდოლოგია აბსოლუტურად არ არის დაცული. სწორედ ამას ვგულისმობდით, კვლევებისა და სტრატეგიების რეფერენსირების ნაკლებობაში, რაც შემოთავაზებული მიდგომების საფუძველი უნდა იყოს”, - ნათქვამია შენიშვნებში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."