პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა
ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა

სა­უ­ბარ­ში ხში­რად ვი­ყე­ნებთ ფრა­ზებს, რო­მე­ლიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გად­მო­ე­ცე­მა, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვინ­ტე­რეს­დე­ბით ამ ფრა­ზე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბით. მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა - "შენც ახლა ყა­რა­მან ყან­თე­ლი არ მყავ­დე".

ცხა­დია, რომ აქ ყა­რა­მა­ნი ძლი­ერ, რა­ღა­ცით გა­მორ­ჩე­ულ, ყოვ­ლის­შემ­ძლედ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

რო­დე­საც ფრა­ზის წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში გა­მო­კი­თხვაც ჩა­ვა­ტა­რე, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბამ არ იცის, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს გა­მოთ­ქმა, ხოლო ნა­წილს კი მი­აჩ­ნია, რომ მას სა­ფუძ­ვლად უდევს აკა­კი გე­წა­ძის მიერ შექ­მნი­ლი იუ­მო­რი­სუტლ-სა­თავ­გადსავ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბი, "არ მოკ­ვდე სიკ­ვდი­ლამ­დე, ანუ წუ­თი­სოფ­ლის შავ-თეთ­რი კრი­ა­ლო­სა­ნი", რომ­ლის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სწო­რედ ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძეა. 1968 წელს ეს პი­ე­სა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ორ­მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დი­ად, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ყა­რა­მან ყან­თე­ლა­ძე" რე­ჟი­სორ­მა ან­ზორ ქუთ­თე­ლა­ძემ დად­გა.

ამ მო­საზ­რე­ბას დი­დად ვერ და­ვე­თან­ხმე, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ "ყა­რა­მან ყან­თე­ლი" ქარ­თვე­ლე­ბის მე­ტყვე­ლე­ბა­ში XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბამ­დეც არ­სე­ბობ­და, ფეს­ვე­ბი უფრო შორს ჰქონ­და და სა­თა­ვეს ჩვენს ფოლკ­ლორ­ში იღებ­და.

და სწო­რედ ამ მიზ­ნით მივ­მარ­თე ფოლკ­ლო­რისტს, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფოლკ­ლო­რის­ტი­კის კა­თედ­რის გამ­გე­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორს ქე­თე­ვან სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი ამ­ბობს, ყა­რა­მა­ნი, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი, ფოლკ­ლორ­ში არ გვხვდე­ბა. გა­მო­დის, რომ ხალ­ხში ეს გა­მოთ­ქმა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ძეგლის გავ­ლე­ნით დამ­კვიდ­რდა. "ყა­რა­მა­ნი­ა­ნი" ხომ სა­ფა­ლავ­ნო რო­მა­ნია (მთა­ვა­რი გმი­რის სა­ხე­ლის მი­ხედ­ვით), რო­მე­ლიც სპარ­სუ­ლი­დან თარ­გმნა (1762-1774 წლე­ბი) ერეკ­ლე მე­ო­რის სი­ძემ და­ვით ორ­ბე­ლი­ან­მა (თა­ვად­ვე ჩა­მო­ი­ტა­ნა სპარ­სე­თი­დან). სა­რა­ინ­დო-სა­ფა­ლავ­ნო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გმი­რე­ბი ხომ ბუმ­ბე­რა­ზუ­ლი აღ­ნა­გო­ბი­თა და ძა­ლით ("ამი­რან­და­რე­ჯა­ნი­ა­ნის" პერ­სო­ნა­ჟე­ბის მსგავ­სად. ყა­რა­მა­ნიც ასე­თი­ვე მებ­რძო­ლი იყო) გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

"ყა­რა­მა­ნი­ა­ნი" XIX სა­უ­კუ­ნე­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და ხმა­მაღ­ლაც იკი­თხე­ბო­და. ამას ადას­ტუ­რებს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლიც, რო­დე­საც წერს, რომ "ყა­რა­მა­ნი­ა­ნის" თბი­ლი­სის მკვიდრთათ­ვის კი­თხვა ყვე­ლა­ზე დიდი გა­სარ­თო­ბი იყო.

გა­მო­დის, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი "ყა­რა­მა­ნიც" სწო­რედ აქე­დან დამ­კვიდ­რდა ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბა­ში, რო­გორც ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი.

თა­ვად სა­ხე­ლი სპარ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და თარ­გმან­ში ნიშ­ნავს გმირს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უშანგი
5

არსებობს წიგნი, ყარამანიანი. მოიძიეთ და წაიკითხეთ, ერთ დროს ეს წიგნიც სხვა ცნობილ წიგნებთან ერთად ითვლებოდა სამზითვო წიგნად. ყარამანი იყო უშანგ-შას ყმა-მეომარი და მისი მეომარი-ფალავანი. თავად უშანგ-შაც უბადლო მეომარი იყო რომელიც იყო ერაყის მმართველი შაჰი და ადიდებდა და ავრცელებდა საბაოთ ღმერთს. (ეს ასე მოკლედ ).

mamuka
4

ყარამანიანი სპარსულ-ირანული არის და არა თურქული

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა

ვინ იყო სინამდვილეში ყარამან ყანთელი და საიდან იღებს სათავეს მასთან დაკავშირებული ცნობილი ფრაზა

საუბარში ხშირად ვიყენებთ ფრაზებს, რომელიც თაობიდან თაობას ზეპირად გადმოეცემა, მაგრამ იშვიათად ვინტერესდებით ამ ფრაზების წარმომავლობით. მაგალითად, არსებობს ასეთი გამოთქმა - "შენც ახლა ყარამან ყანთელი არ მყავდე".

ცხადია, რომ აქ ყარამანი ძლიერ, რაღაცით გამორჩეულ, ყოვლისშემძლედ არის წარმოდგენილი.

როდესაც ფრაზის წარმომავლობით დავინტერესდი, გარკვეულ ჯგუფში გამოკითხვაც ჩავატარე, ადამიანების უმეტესობამ არ იცის, საიდან იღებს სათავეს გამოთქმა, ხოლო ნაწილს კი მიაჩნია, რომ მას საფუძვლად უდევს აკაკი გეწაძის მიერ შექმნილი იუმორისუტლ-სათავგადსავლო ნაწარმოები, "არ მოკვდე სიკვდილამდე, ანუ წუთისოფლის შავ-თეთრი კრიალოსანი", რომლის მთავარი პერსონაჟი სწორედ ყარამან ყანთელაძეა. 1968 წელს ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრში ორმოქმედებიან კომედიად, სახელწოდებით - "ყარამან ყანთელაძე" რეჟისორმა ანზორ ქუთთელაძემ დადგა.

ამ მოსაზრებას დიდად ვერ დავეთანხმე, რადგანაც მიმაჩნია, რომ "ყარამან ყანთელი" ქართველების მეტყველებაში XX საუკუნის 60-იან წლებამდეც არსებობდა, ფესვები უფრო შორს ჰქონდა და სათავეს ჩვენს ფოლკლორში იღებდა.

და სწორედ ამ მიზნით მივმართე ფოლკლორისტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგესა და ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორს ქეთევან სიხარულიძეს.

როგორც ქალბატონი ქეთევანი ამბობს, ყარამანი, როგორც პერსონაჟი, ფოლკლორში არ გვხვდება. გამოდის, რომ ხალხში ეს გამოთქმა ლიტერატურული ძეგლის გავლენით დამკვიდრდა. "ყარამანიანი" ხომ საფალავნო რომანია (მთავარი გმირის სახელის მიხედვით), რომელიც სპარსულიდან თარგმნა (1762-1774 წლები) ერეკლე მეორის სიძემ დავით ორბელიანმა (თავადვე ჩამოიტანა სპარსეთიდან). სარაინდო-საფალავნო ნაწარმოებების გმირები ხომ ბუმბერაზული აღნაგობითა და ძალით ("ამირანდარეჯანიანის" პერსონაჟების მსგავსად. ყარამანიც ასეთივე მებრძოლი იყო) გამოირჩევიან.

"ყარამანიანი" XIX საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო და ხმამაღლაც იკითხებოდა. ამას ადასტურებს იოსებ გრიშაშვილიც, როდესაც წერს, რომ "ყარამანიანის" თბილისის მკვიდრთათვის კითხვა ყველაზე დიდი გასართობი იყო.

გამოდის, ყველასთვის ცნობილი ''ყარამანიც'' სწორედ აქედან დამკვიდრდა ზეპირსიტყვიერებაში, როგორც ძლიერი პიროვნების აღმნიშვნელი.

თავად სახელი სპარსული წარმოშობისაა და თარგმანში ნიშნავს გმირს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE