პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ
"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ

პე­ტერ­ბურ­გში, მა­ღა­ზია Перекрёсток -ში გუ­შინ სა­ღა­მოს მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ტე­რაქ­ტის შე­ფა­სე­ბა მის­ცა. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თქმით, გუ­შინ პე­ტერ­ბურ­გში მომ­ხდა­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შემ­დეგ, ძა­ლი­ან მალე, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­მა მე­ო­რე ტე­რაქ­ტიც აღ­კვე­თეს.

"გუ­შინ­ვე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა ამ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ... ჩვე­ნი­ვე ძა­ლოვ­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, ოფიც­რებს ნაბ­რძა­ნე­ბი აქვთ, რომ ტყვედ არა­ვინ აიყ­ვა­ნონ. ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მე­დის ად­გილ­ზე ლიკ­ვი­და­ცია უნდა მოხ­დეს "- აცხა­დებს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი.

პე­ტერ­ბურ­გის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რის ანა მი­ტი­ა­ნი­ნას გან­ცხა­დე­ბით, 6 და­შა­ვე­ბუ­ლი ამ დრომ­დე მე­დი­კო­სე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბა. X5 Retail Grou- ის თქმით, რო­მე­ლიც სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელს მარ­თავს, ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა მი­ი­ღო, და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 13-მდე გა­ი­ზარ­და.

"ეს ტე­რო­როს­ტე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო სიგ­ნა­ლი იყო, ჩვენ აქ ვართ, თქვენს გვერ­დით და ვერც ამ ახალ წელს შეხ­ვდე­ბით ბედ­ნი­ე­რად და მშვი­და­დო..." - წერს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

რო­გორც მა­ღა­ზია Перекрёстка-ს მო­ლა­რე იხ­სე­ნებს, აფეთ­ქე­ბის ეპი­ცენ­ტრი სა­ლა­როს­თან იყო. ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ეროვ­ნუ­ლი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტის მიერ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ნათ­ლად ჩანს დარ­ტყმის წნე­ვის­გან ჩა­მონ­გრე­ე­უ­ლი მა­ღა­ზი­ის ვეს­ტი­ბი­უ­ლი. ასე­ვე, ჩამ­სხვრე­უ­ლია მა­ღა­ზი­ის შუ­შის კარი და ჩა­მონ­გრე­უ­ლია ჭერი. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით 200 გრა­მი ტრო­ტი­ლი გა­მო­ი­ყე­ნეს.

მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­საც რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სვა­მენ ასე­თია - რო­გორ შე­აღ­წია ტე­რო­რის­ტმა და­ცულ და სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვილ მა­ღა­ზი­ა­ში და რო­გორ შეძ­ლო საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სის, ასა­ფეთ­ქებ­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბა შე­უმ­ჩნევ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბა?

თვითმხილ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბას შე­ეს­წრნენ, დე­ტა­ლებს იხ­სე­ნე­ბენ.

"აფეთ­ქე­ბის ხმამ, მთე­ლი შე­ნო­ბა შე­ა­ზან­ზა­რა. თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი რა მოხ­და. ყუ­რებ­ში და­მი­გუბ­და, წნე­ვის­გან წა­ვი­ქე­ცი. გარ­შე­მო სა­ში­ნე­ლი შავი კვამ­ლი და დამ­წვრის სუნი იდგა. რა­ღაც მცი­რე მე­ტა­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი ცვი­ო­და, რო­მე­ლიც შემ­დეგ ქი­რურ­გებ­მა სხე­უ­ლი­დან ამო­მა­ცა­ლეს. მთე­ლი სხე­უ­ლი ამ ფრაგ­მენ­ტე­ბით მაქვს და­სე­რი­ლი... მე­გო­ნა, სა­ლა­რო აპა­რა­ტი აფეთ­ქდა. რამ­დე­ნი­მე წუთი სა­ერ­თოდ არ მახ­სოვს რა ხდე­ბო­და გარ­შე­მო, შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღა­ცას მიყ­ვი­რო­და. რას ამ­ბობ­და, ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ორი­ვე გა­დავ­რჩით... მერე ვი­ღაც მომ­ვარ­და და ზურ­გზე ხე­ლებს მირ­ტყამ­და, ვერ მივ­ხვდი რა­ტომ, თურ­მე პალ­ტო­ზე ცე­ცხლი მე­კი­და და იმას აქ­რობ­და..." - იხ­სე­ნებს თვითმხილ­ვე­ლი.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ტე­რაქ­ტის დროს, და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 13-მდე გა­ი­ზარ­და. რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ტე­რაქ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი აზი­ე­ლე­ბის­თვის რუ­სე­თის სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვაა.

მე­ო­რე ნა­წი­ლი წერს, რომ "რუ­სე­თის არ­მი­ის სი­რი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, არ არის გა­საკ­ვი­რი რა­ტომ მო­ვი­და ISIS რუ­სეთ­ში" - წე­რენ ისი­ნი. კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტორ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის პუ­ტი­ნის მკაც­რი ბრძა­ნე­ბა, ტე­რო­როსტთა ად­გილ­ზე ლიკ­ვი­და­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია.

"ყო­ჩაღ, ვოვა... მათი დან­დო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მათი მი­მართ ჰუ­მა­ნუ­რი მიდ­გო­მა უკვე ცუ­დად მოგ­ვიბ­რუნ­და. თა­ვი­დან­ვე ასე­თი მკაც­რი ბრძა­ნე­ბა გა­გე­ცა" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ

"წნევისგან წავიქეცი, გარშემო შავი კვამლი იდგა... ვიღაც მირტყამდა, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა" - პეტერბურგელები ტერაქტს იხსენებენ

პეტერბურგში, მაღაზია Перекрёсток -ში გუშინ საღამოს მომხდარ აფეთქებას რუსეთის პრეზიდენტმა ტერაქტის შეფასება მისცა. ვლადიმერ პუტინის თქმით, გუშინ პეტერბურგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, ძალიან მალე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მეორე ტერაქტიც აღკვეთეს.

"გუშინვე გავეცი ბრძანება ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ... ჩვენივე ძალოვნების უსაფრთხოებისთვის, ოფიცრებს ნაბრძანები აქვთ, რომ ტყვედ არავინ აიყვანონ. ყველა ბოროტმოქმედის ადგილზე ლიკვიდაცია უნდა მოხდეს "- აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორის ანა მიტიანინას განცხადებით, 6 დაშავებული ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. X5 Retail Grou- ის თქმით, რომელიც სუპერმარკეტების ქსელს მართავს, ყველა დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, დაეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

"ეს ტეროროსტებისგან მიღებული წინასაახალწლო სიგნალი იყო, ჩვენ აქ ვართ, თქვენს გვერდით და ვერც ამ ახალ წელს შეხვდებით ბედნიერად და მშვიდადო..." - წერს რუსეთის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში.

როგორც მაღაზია Перекрёстка-ს მოლარე იხსენებს, აფეთქების ეპიცენტრი სალაროსთან იყო. ფოტოზე, რომელიც რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ არის გამოქვეყნებული, ნათლად ჩანს დარტყმის წნევისგან ჩამონგრეეული მაღაზიის ვესტიბიული. ასევე, ჩამსხვრეულია მაღაზიის შუშის კარი და ჩამონგრეულია ჭერი. სპეციალისტების თქმით, აფეთქებისთვის, დაახლოებით 200 გრამი ტროტილი გამოიყენეს.

მთავარი კითხვა, რასაც რუსი ინტერნეტმომხმარებლები სვამენ ასეთია - როგორ შეაღწია ტერორისტმა დაცულ და სათვალთვალო კამერებით აღჭურვილ მაღაზიაში და როგორ შეძლო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის, ასაფეთქებლის დამონტაჟება შეუმჩნევლად დამონტაჟება?

თვითმხილველები, რომლებიც მაღაზიაში მომხდარი აფეთქებას შეესწრნენ, დეტალებს იხსენებენ.

"აფეთქების ხმამ, მთელი შენობა შეაზანზარა. თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა. ყურებში დამიგუბდა, წნევისგან წავიქეცი. გარშემო საშინელი შავი კვამლი და დამწვრის სუნი იდგა. რაღაც მცირე მეტალის ფრაგმენტები ცვიოდა, რომელიც შემდეგ ქირურგებმა სხეულიდან ამომაცალეს. მთელი სხეული ამ ფრაგმენტებით მაქვს დასერილი... მეგონა, სალარო აპარატი აფეთქდა. რამდენიმე წუთი საერთოდ არ მახსოვს რა ხდებოდა გარშემო, შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილი რაღაცას მიყვიროდა. რას ამბობდა, ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი, რომ ორივე გადავრჩით... მერე ვიღაც მომვარდა და ზურგზე ხელებს მირტყამდა, ვერ მივხვდი რატომ, თურმე პალტოზე ცეცხლი მეკიდა და იმას აქრობდა..." - იხსენებს თვითმხილველი.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის დროს, დაშავებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. რუსი ინტერნეტმომხმარებლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერაქტების პრევენციისთვის საუკეთესო გამოსავალი აზიელებისთვის რუსეთის საზღვრის ჩაკეტვაა.

მეორე ნაწილი წერს, რომ "რუსეთის არმიის სირიაში განხორციელებული პროცესების შემდეგ, არ არის გასაკვირი რატომ მოვიდა ISIS რუსეთში" - წერენ ისინი. კომენტარების ავტორთა უმეტესობისთვის პუტინის მკაცრი ბრძანება, ტეროროსტთა ადგილზე ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სრულიად მისაღებია.

"ყოჩაღ, ვოვა... მათი დანდობა არ შეიძლება. მათი მიმართ ჰუმანური მიდგომა უკვე ცუდად მოგვიბრუნდა. თავიდანვე ასეთი მკაცრი ბრძანება გაგეცა" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"