პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება 25 წლის ქართველი გოგონა კუბაში ცხოვრებაზე: "ქარიშხალ "ირმას" შემდეგ, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ..."
რას ყვება 25 წლის ქართველი გოგონა კუბაში ცხოვრებაზე: "ქარიშხალ "ირმას" შემდეგ, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ..."

25 წლის ანა დე არსე ლო­მი­ძე მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მა­ტია. ის ამ­ჟა­მად კუ­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. ახალ­გაზ­რდა, მი­ზან­და­სა­ხულ ქარ­თველ გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ ჟურ­ნა­ლი "გზა" ინ­ტერ­ნე­ტით და­უ­კავ­შირ­და.

ანა და­ი­ბა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­ი­ზარ­და ეს­პა­ნეთ­ში. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა მად­რი­დის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით ერთი წელი სწავ­ლობ­და და­ნი­ა­ში, კო­პე­ნ­ჰა­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. 2014 წელს მოხ­ვდა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა­ში და შე­სა­ბა­მი­სი კურ­სი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კურ დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­ი­ა­რა, სა­დაც პირ­ვე­ლად ჰქონ­და პრაქ­ტი­კუ­ლი შე­ხე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ას­თან.

"2015 წელს, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში სწავ­ლის დროს გა­ვი­ა­რე სტა­ჟი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში და­ნი­ა­ში. სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, კუ­ბა­ზე ახალ­გახ­სნილ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რია, ზუს­ტად იმ გან­ხრით, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და. რა თქმა უნდა, ეს­პა­ნუ­რის ცოდ­ნა­მაც დიდი როლი ითა­მა­შა" - გვიყ­ვე­ბა ანა.

ცხოვ­რე­ბა კუ­ბა­ზე

"რო­გო­რია კუბა? სა­ინ­ტე­რე­სო! ალ­ბათ, ასეთ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ და პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვერც ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვერ მი­ვი­ღებ­დი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და კუ­ბის ნახ­ვა, ჰა­ვა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა და ვიდ­რე აე­რო­პორ­ტში არ ჩა­მოვფრინ­დი, არ მჯე­რო­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ხდე­ბო­და ჩემს თავს. სა­ერ­თოდ, კუ­ბა­ზე ცხოვ­რე­ბა რთუ­ლია, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ცი­ტია. მა­გა­ლი­თად, შე­ზღუ­დუ­ლია ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტი აქვთ მხო­ლოდ დიდ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებს და უცხო­ელ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ქა­ლაქ­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი ად­გი­ლია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის შემ­დეგ ინერ­ნე­ტით ისარ­გებ­ლო. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს აქვს და­დე­ბი­თი მხა­რე, თუნ­დაც, უინ­ტერ­ნე­ტოდ ყოფ­ნა­საც... მაქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­ი­მი­სოდ, რომ ვი­კი­თხო წიგ­ნე­ბი, ვი­ა­რო ჩოგ­ბურ­თი­სა და ცეკ­ვის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე...

...არ მყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე, ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი კა­რი­ე­რაა. მყავს ძა­ლი­ან კარ­გი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ვა­ნა­ში შე­ვი­ძი­ნე. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტია. სხვა­თა შო­რის, ბევ­რს ვსწავ­ლობ მათთ­გან, ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობთ ერ­თად, ვათ­ვა­ლი­ე­რებთ კუ­ბის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქს.

...კუ­ბა­ზე არის ცეკ­ვი­სა და მუ­სი­კის კულ­ტი. ადრე კლი­შე მე­გო­ნა, აქ ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ კი მივ­ხვდი, რომ ეს სი­მარ­თლეა, ყვე­ლა კუ­ბე­ლი კარ­გად ცეკ­ვავს! ბავ­შვე­ბი სი­ა­რულ­თან ერ­თად, ცეკ­ვას სწავ­ლო­ბენ. მეც, უკვე ერთი წე­ლია, რაც "სალ­სას" და "ბა­ჩა­ტის" გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დავ­დი­ვარ. ეს ნამ­დვი­ლად და­მეხ­მა­რა უკეთ გა­მეც­ნო კუ­ბუ­რი კულ­ტუ­რა. ძვე­ლი ჰა­ვა­ნის ქუ­ჩებ­ში ყო­ველ­თვის ის­მის მუ­სი­კის ხმა. ქა­რიშ­ხალ­მა "ირ­მამ" ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­ა­ნად­გუ­რა, მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ქა­ლა­ქის ქუ­ჩე­ბი წყლით იყო დატ­ბო­რი­ლი, ჰა­ვა­ნე­ლე­ბი წე­ლამ­დე წყალ­ში იდ­გნენ და ცეკ­ვავ­დნენ, სვამ­დნენ რომს, თა­მა­შობ­დნენ დო­მი­ნოს, რა თქმა უნდა, სი­გა­რით ხელ­ში. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა ნამ­დვი­ლად მი­სა­ბა­ძია.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი საკ­მა­ოდ გან­ვი­თარ­და. 2016 წელს კუ­ბა­ში შე­მო­ვი­და ოთხი მი­ლი­ო­ნი ტუ­რის­ტი. ტუ­რის­ტუ­ლი თვალ­საზ­რი­სით კუბა უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა, პირ­ველ რიგ­ში, მისი ის­ტო­რი­ი­თა და კულ­ტუ­რით. 2017 წელს ნახო ქვე­ყა­ნა, სა­დაც ქუ­ჩებ­ში და­დი­ან 20-50-იანი წლე­ბის ამე­რი­კუ­ლი მან­ქა­ნე­ბი, რუ­სუ­ლი "მოსკვი­ჩე­ბი" და ჩი­ნუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - ეს მხო­ლოდ აქ შე­იძ­ლე­ბა. ქა­ლა­ქე­ბი სავ­სეა ჩე გე­ვა­რას, ფი­დე­ლის, მარ­ქსის, ლე­ნი­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ბა­ნე­რე­ბით და ეს ყვე­ლა­ფე­რი კო­ლო­ნი­უ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფონ­ზე...

აქ ამე­რი­კე­ლი მა­ფი­ო­ზე­ბის კვალ­საც შეხ­ვდე­ბით, მათ მიერ აშე­ნე­ბულ უდი­დეს სას­ტუმ­რო­ებ­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­ში. ქუ­ჩებ­ში ის­მის ლა­თი­ნუ­რი მუ­სი­კა და ამ ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ცხე­ლი ტრო­პი­კუ­ლი ჰავა, ულა­მა­ზე­სი პლა­ჟე­ბი. ასე­თი მდი­და­რი კულ­ტუ­რა და ამას­თა­ნა­ვე, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პლა­ჟე­ბი, ტუ­რიზ­მის­თვის ნამ­დვი­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია. თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა.... წა­ი­კი­თხეთ მეტი

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას ყვება 25 წლის ქართველი გოგონა კუბაში ცხოვრებაზე: "ქარიშხალ "ირმას" შემდეგ, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ..."

რას ყვება 25 წლის ქართველი გოგონა კუბაში ცხოვრებაზე: "ქარიშხალ "ირმას" შემდეგ, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ..."

25 წლის ანა დე არსე ლომიძე მომავალი დიპლომატია. ის ამჟამად კუბაზე, საქართველოს საელჩოში მუშაობს. ახალგაზრდა, მიზანდასახულ ქართველ გოგონას წარმატებულ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე სასაუბროდ ჟურნალი "გზა" ინტერნეტით დაუკავშირდა.

ანა დაიბადა საქართველოში და გაიზარდა ესპანეთში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მადრიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, გაცვლითი პროგრამით ერთი წელი სწავლობდა დანიაში, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. 2014 წელს მოხვდა ქართული დიასპორის სტაჟირების პროგრამაში და შესაბამისი კურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დეპარტამენტში გაიარა, სადაც პირველად ჰქონდა პრაქტიკული შეხება დიპლომატიასთან.

"2015 წელს, კოპენჰაგენში სწავლის დროს გავიარე სტაჟირება საქართველოს საელჩოში დანიაში. სწავლის დასრულების შემდეგ მივიღე შემოთავაზება, კუბაზე ახალგახსნილ საქართველოს საელჩოში ხელშეკრულებით მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირველი სამსახურია, ზუსტად იმ განხრით, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ესპანურის ცოდნამაც დიდი როლი ითამაშა" - გვიყვება ანა.

ცხოვრება კუბაზე

"როგორია კუბა? საინტერესო! ალბათ, ასეთ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას ვერც ერთ სხვა ქვეყანაში ვერ მივიღებდი. ყოველთვის მინდოდა კუბის ნახვა, ჰავანაში ცხოვრება და ვიდრე აეროპორტში არ ჩამოვფრინდი, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლაც ხდებოდა ჩემს თავს. საერთოდ, კუბაზე ცხოვრება რთულია, ქვეყანაში ყველაფრის დეფიციტია. მაგალითად, შეზღუდულია ინტერნეტის მოხმარება. ინტერნეტი აქვთ მხოლოდ დიდ სახელმწიფო უწყებებს და უცხოელ წარმომადგენლებს.

ქალაქში თითზე ჩამოსათვლელი ადგილია, სადაც შეიძლება შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ინერნეტით ისარგებლო. თუმცა, ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, თუნდაც, უინტერნეტოდ ყოფნასაც... მაქვს თავისუფალი დრო საიმისოდ, რომ ვიკითხო წიგნები, ვიარო ჩოგბურთისა და ცეკვის გაკვეთილებზე...

...არ მყავს შეყვარებული. ამ ეტაპზე, ჩემთვის პრიორიტეტული კარიერაა. მყავს ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ჰავანაში შევიძინე. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დიპლომატია. სხვათა შორის, ბევრს ვსწავლობ მათთგან, ხშირად ვმოგზაურობთ ერთად, ვათვალიერებთ კუბის სხვადასხვა ქალაქს.

...კუბაზე არის ცეკვისა და მუსიკის კულტი. ადრე კლიშე მეგონა, აქ ცხოვრების შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს სიმართლეა, ყველა კუბელი კარგად ცეკვავს! ბავშვები სიარულთან ერთად, ცეკვას სწავლობენ. მეც, უკვე ერთი წელია, რაც "სალსას" და "ბაჩატის" გაკვეთილებზე დავდივარ. ეს ნამდვილად დამეხმარა უკეთ გამეცნო კუბური კულტურა. ძველი ჰავანის ქუჩებში ყოველთვის ისმის მუსიკის ხმა. ქარიშხალმა "ირმამ" ირგვლივ ყველაფერი რომ გაანადგურა, მეორე დღეს, როდესაც ქალაქის ქუჩები წყლით იყო დატბორილი, ჰავანელები წელამდე წყალში იდგნენ და ცეკვავდნენ, სვამდნენ რომს, თამაშობდნენ დომინოს, რა თქმა უნდა, სიგარით ხელში. ამ ადამიანების პოზიტიური განწყობა ნამდვილად მისაბაძია.

ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმის სექტორი საკმაოდ განვითარდა. 2016 წელს კუბაში შემოვიდა ოთხი მილიონი ტურისტი. ტურისტული თვალსაზრისით კუბა უნიკალური ქვეყანაა, პირველ რიგში, მისი ისტორიითა და კულტურით. 2017 წელს ნახო ქვეყანა, სადაც ქუჩებში დადიან 20-50-იანი წლების ამერიკული მანქანები, რუსული "მოსკვიჩები" და ჩინური თანამედროვე ავტომობილები - ეს მხოლოდ აქ შეიძლება. ქალაქები სავსეა ჩე გევარას, ფიდელის, მარქსის, ლენინის გამოსახულებიანი ბანერებით და ეს ყველაფერი კოლონიური არქიტექტურის ფონზე...

აქ ამერიკელი მაფიოზების კვალსაც შეხვდებით, მათ მიერ აშენებულ უდიდეს სასტუმროებსა და საცხოვრებელ სახლებში. ქუჩებში ისმის ლათინური მუსიკა და ამ ყველაფერს ემატება ცხელი ტროპიკული ჰავა, ულამაზესი პლაჟები. ასეთი მდიდარი კულტურა და ამასთანავე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟები, ტურიზმისთვის ნამდვილად მიმზიდველია. თუმცა, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.... წაიკითხეთ მეტი

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი "გზა"

ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

"თუ უფალი ინებებს, არჩევნები ვადამდეც ჩატარდება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებსა და ქუჩებში, მაინც არაფერი არ მოხდება" - მეუფე იაკობი

"გამოდის ქალბატონი და ამბობს, ქმარი ცუდად მომეპყრო 10-11 წლის წინო...ატყდა ერთი ამბავი" - მეუფე იაკობი ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შესახებ