კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში
საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში

გალა კონ­ცერ­ტში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის, იუ­ნეს­კოს მშვი­დო­ბის არ­ტის­ტის - ელი­სო ბოლ­ქვა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ხელ­შე­წყო­ბით, 4 ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. წელს კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ნა­პარ­ტე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი სა­სახ­ლის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში. კონ­ცერტს ტრა­დი­ცი­უ­ლად და­ეს­წრე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. ასე­ვე, სტუმ­რებს შო­რის იქ­ნე­ბი­ან ელი­ზეს კულ­ტუ­რის კა­ბი­ნე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რად­გან ფონ­დის შემ­დე­გი წლის კონ­ცერ­ტი პრე­ზი­დენტ მაკ­რონ­თან იგეგ­მე­ბა.

ბო­ნა­პარ­ტის სა­სახ­ლე­ში 200-მდე სტუ­მარს ელო­დე­ბი­ან. მათ შო­რის - ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს: მუ­სი­კო­სებს, მსა­ხი­ო­ბებს და ფრან­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ფონ­დი "SOS Talents" პა­რი­ზის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში წელს მო­ნა­წი­ლო­ე­ბას ფონ­დის რვა სტი­პენ­დი­ან­ტი მი­ი­ღებს - ოთხი სა­ქარ­თვე­ლო­დან, სამი ლიტ­ვი­დან და ერთი რუ­სე­თი­დან. სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან: 11 წლის ანა­ჰიტ სტელ­მა­შო­ვა - ახალ­ქა­ლა­ქი­დან, 12 წლის ბარ­ბა­რე ჩხა­ი­ძე - ბა­თუ­მი­დან, 14 წლის - ილია ლომ­თა­თი­ძე თბი­ლი­სი­დან და 14 წლის ბარ­ბა­რე თა­თა­რა­ძე ასე­ვე თბი­ლი­სი­დან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონ­დი "SOS Talents" 2000 წელს ცნო­ბილ­მა ფრან­გმა მუ­სი­კოს­მა და მე­თო­დო­ლოგ­მა - მი­შელ სო­ნიმ და­ა­არ­სა. ფონ­დის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა­ზე წარ­მო­ჩე­ნა, მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა მუ­სი­კა­ლუ­რი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ფონ­დის მიერ შერ­ჩე­უ­ლი ბავ­შვე­ბი, სკო­ლის პროგ­რა­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მა­ტე­ბით ით­ვი­სე­ბენ მი­შელ სო­ნის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ მე­თო­დი­კას, რო­მე­ლიც მათ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად გა­ნა­ვი­თა­რონ ტექ­ნი­კუ­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა სწო­რედ ამ ფონ­დის დახ­მა­რე­ბით გა­იკ­ვა­ლა გზა სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნის­კენ.

ფონ­დის "SOS Talents" ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში იყ­ვნენ პი­ა­ნის­ტე­ბი: ხა­ტია და გვან­ცა ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლე­ბი, ნა­თია და თა­მარ ბე­რა­ი­ე­ბი, ანა გო­გა­ვა, ანა ყი­ფი­ა­ნი, თედო დი­ა­კო­ნი­ძე. უკვე 6 წე­ლია ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტე­ბი არი­ან ბარ­ბა­რე თა­თა­რა­ძე და ილია ლომ­თა­თი­ძე. ფონ­დი რე­გუ­ლა­რუ­ლად აწყობს კონ­ცერ­ტებს ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, რომ­ლე­ბიც ხში­რად შუქ­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ: Mezzo, Euronews, TV5 Monde, Direct 8, Radio Classique. ასე­ვე გავ­ლე­ნი­ან გა­ზეთ­ში - Figaro და ცნო­ბილ მუ­სი­კა­ლურ ჟურ­ნა­ლებ­ში Classica და Pianist.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?

საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში

საერთაშორისო ფონდ “SOS Talents” საფორტეპიანო კონცერტი პარიზში

გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. წელს კონცერტი იმართება მე-19 საუკუნის ბონაპარტების ისტორიული სასახლის საკონცერტო დარბაზში. კონცერტს ტრადიციულად დაესწრება დიპლომატიური კორპუსი სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, სტუმრებს შორის იქნებიან ელიზეს კულტურის კაბინეტის წარმომადგენლები, რადგან ფონდის შემდეგი წლის კონცერტი პრეზიდენტ მაკრონთან იგეგმება.

ბონაპარტის სასახლეში 200-მდე სტუმარს ელოდებიან. მათ შორის - ცნობილ ადამიანებს: მუსიკოსებს, მსახიობებს და ფრანგული საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ფონდი "SOS Talents" პარიზის საახალწლო კონცერტში წელს მონაწილოებას ფონდის რვა სტიპენდიანტი მიიღებს - ოთხი საქართველოდან, სამი ლიტვიდან და ერთი რუსეთიდან. საქართველოდან მონაწილეები არიან: 11 წლის ანაჰიტ სტელმაშოვა - ახალქალაქიდან, 12 წლის ბარბარე ჩხაიძე - ბათუმიდან, 14 წლის - ილია ლომთათიძე თბილისიდან და 14 წლის ბარბარე თათარაძე ასევე თბილისიდან.

საერთაშორისო ფონდი "SOS Talents" 2000 წელს ცნობილმა ფრანგმა მუსიკოსმა და მეთოდოლოგმა - მიშელ სონიმ დააარსა. ფონდის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა და საერთაშორისო სცენაზე წარმოჩენა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა მუსიკალური კრეატიულობისა და წარმოსახვის განვითარებისათვის. ფონდის მიერ შერჩეული ბავშვები, სკოლის პროგრამის პარალელურად, დამატებით ითვისებენ მიშელ სონის მიერ შექმნილ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც მათ აძლევს საშუალებას მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განავითარონ ტექნიკური და მუსიკალური შესაძლებლობები. ბევრმა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა სწორედ ამ ფონდის დახმარებით გაიკვალა გზა საერთაშორისო სცენისკენ.

ფონდის "SOS Talents" ერთ-ერთი პირველი ლაურეატები საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში იყვნენ პიანისტები: ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, ნათია და თამარ ბერაიები, ანა გოგავა, ანა ყიფიანი, თედო დიაკონიძე. უკვე 6 წელია ფონდის სტიპენდიანტები არიან ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე. ფონდი რეგულარულად აწყობს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რომლებიც ხშირად შუქდება საერთაშორისო ტელევიზიების მიერ: Mezzo, Euronews, TV5 Monde, Direct 8, Radio Classique. ასევე გავლენიან გაზეთში - Figaro და ცნობილ მუსიკალურ ჟურნალებში Classica და Pianist.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"