"მის სამყარო 2017" 22 წლის სამხრეთ აფრიკელი დემი-ლი ნელ-პიტერსი გახდა, კონკურსი ლოს-ანჯელესში გუშინ გაიმართა.
მეორე ადგილის მფლობელი კოლუმბიელი ლორა გონსალესი გახდა, მესამე კი - იამაიკელი დავინა ბენეტმა დაიკავა.
"მის სამყაროს" წოდებისთვის 92 გოგონა იბრძოდა. საქართველოს წარმომადგენელმა, 21 წლის მარიამ გოგოძემ, სამწუხაროდ, კონკურსზე წარმატებას ვერ მიაღწია.
საფირონებითა და ბრილიანტებით მორთული თეთრი ოქროსგან დამზადებული გვირგვინი გამარჯვებულს თავზე გასული წლის "მის სამყარომ", ფრანგმა ირის მიტერანმა დაადგა.