"ეხო მოსკვის" ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე აღმოჩნდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.
"თავდამსხმელი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ისრაელში ცხოვრობს", - განუცხადა წყარომ სააგენტოს და დასძინა, რომ მამაკაცს ისრაელის მოქალაქეობა აქვს.
რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იური ტიტოვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელს თან არანაირი საბუთები არ ჰქონდა.
"ჩვენ თავდამსხმელის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას გადავამოწმებთ. საბუთები მას არ აქვს, მის სახელსა და გვარს ახლა ვაზუსტებთ", - განაცხადა ტიტოვმა.
რუსული რადიო "ეხო მოსკვის" ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი პირადი კონფლიქტი გახდა.