სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება
გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება

მაგ­და ანი­კაშ­ვი­ლი

კი­ნო­წარ­მო­ე­ბის საბ­ჭო­თა სის­ტე­მა სა­ხელ­მწი­ფოს იდე­ო­ლო­გი­უ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი იყო. მის მთა­ვარ ფუნ­ქცი­ას საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პრო­პა­გან­და წარ­მო­ად­გენ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის სა­მოც­და­ა­თწ­ლი­ა­ნი ის­ტო­რია მსოფ­ლიო კი­ნოპ­რო­ცე­სე­ბის­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად, ცენ­ზუ­რის ძლი­ე­რი წნე­ხის ქვეშ გან­ვი­თარ­და.

პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის კი­ნოპ­რო­პა­გან­და ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენ­და. დეკ­რე­ტი კი­ნო­წარ­მო­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ, სა­ხალ­ხო კო­მი­სარ­თა საბ­ჭომ ჯერ კი­დევ 1919 წლის 27 აგ­ვის­ტოს გა­მოს­ცა. მას შემ­დეგ კი­ნო­წარ­მო­ე­ბი­სა და გა­ქი­რა­ვე­ბის სი­ტე­მებს, კი­ნო­გა­ნათ­ლე­ბა­სა თუ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფო აკონ­ტრო­ლებ­და, ხოლო 27 აგ­ვის­ტოს კი­ნოს დღე აღი­ნიშ­ნე­ბო­და. მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დარ­გზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ერთი უწყე­ბა - კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტი იყო. მას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და 40-მდე კი­ნოს­ტუ­დია რუ­სე­თი­სა და სხვა საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბის მას­შტა­ბით, მათ შო­რის, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მი". 20-30-იან წლებ­ში წე­ლი­წად­ში 50-100 ფილ­მი იქ­მნე­ბო­და. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ წარ­მო­ე­ბამ 500 ფილ­მს მი­აღ­წია, 100-მდე იდე­ო­ლო­გი­უ­რად მი­სა­ღებ კი­ნო­სუ­რათს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­გა­რეთ ყი­დუ­ლობ­და.

საბ­ჭო­თა კი­ნოს "ოქ­როს ხა­ნად" 60-იანი წლე­ბი მი­იჩ­ნე­ვა. მუდ­მივ­მოქ­მე­დი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 5 ათასს მი­აღ­წია. შე­ზღუ­დუ­ლი რე­ჟი­მით კი­დევ 7 ათას­ზე მეტი მოქ­მე­დებ­და, რა­საც ემა­ტე­ბო­და სა­ზა­ფხუ­ლო (2 000), რა­ი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრე­ბის (1100), პროფ­კავ­ში­რე­ბი­სა და უწყებ­რი­ვი ჩვე­ნე­ბის აპა­რა­ტე­ბი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 100 000-ზე მეტი, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის კი­ნო­საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ნად­გა­რი არ­სე­ბობ­და.

გა­ქი­რა­ვე­ბის რე­კორ­დიც 60-იან წლებ­ში დამ­ყარ­და. სე­ან­სებ­ზე დას­წრე­ბამ 4,5 მი­ლი­არდს მი­აღ­წია, რაც ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე კი­ნო­ში წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ 20-ჯერ მი­დი­ო­და. 70-იანი წლე­ბი­დან, ტე­ლე­ვი­ზი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­და და 1987 წლის­თვის, წე­ლი­წად­ში 12-13 დას­წრე­ბა შე­ად­გი­ნა.

ას­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი ფილ­მის იდე­ო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იღებ­დნენ. სა­შუ­ა­ლო ტი­რა­ჟი 600-700 ასლი იყო. თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად "სა­სარ­გებ­ლო" ფილ­მის შემ­თხვე­ვა­ში, 1500-2000 აღ­წევ­და. პო­ლი­ტი­კუ­რად ნაკ­ლე­ბად სა­სურ­ვე­ლი ფილ­მე­ბის ტი­რა­ჟი რამ­დე­ნი­მე ათე­ულს არ აღე­მა­ტე­ბო­და. საბ­ჭო­თა კი­ნოს­თვის ორ­გა­ნუ­ლი იყო ე.წ. თა­როს ცნე­ბა. ცენ­ზუ­რა ფილმწარ­მო­ე­ბის სრულ პრო­ცესს - იდე­ი­დან მონ­ტა­ჟამ­დე, ფხიზ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და. დას­რუ­ლე­ბუ­ლი კი­ნო­სუ­რა­თი ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავ­და, რომ მას მა­ყუ­რე­ბე­ლი ნა­ხავ­და. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი "ჩა­ბა­რე­ბის" შემ­თხვე­ვა­ში, ფილ­მი უბ­რა­ლოდ "თა­რო­ზე იდე­ბო­და". არა­ერ­თი კი­ნო­შე­დევ­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ ნახა. არა­ნაკ­ლებ მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბო­და სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი პრო­დუქ­ცია. საბ­ჭო­თა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მსოფ­ლიო კი­ნო­ჰი­ტებს პრაქ­ტი­კუ­ლად ხე­ლახ­ლა ამონ­ტა­ჟებ­დნენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება

გამოთხოვება კინოწარმოების საბჭოთა სისტემასთან და ახლის ძიება

მაგდა ანიკაშვილი

კინოწარმოების საბჭოთა სისტემა სახელმწიფოს იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო. მის მთავარ ფუნქციას საბჭოთა ხელისუფლებისთვის სასურველი ღირებულებების პროპაგანდა წარმოადგენდა. შესაბამისად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კინემატოგრაფის სამოცდაათწლიანი ისტორია მსოფლიო კინოპროცესებისგან იზოლირებულად, ცენზურის ძლიერი წნეხის ქვეშ განვითარდა.

პარტიული ხელმძღვანელობისთვის კინოპროპაგანდა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. დეკრეტი კინოწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, სახალხო კომისართა საბჭომ ჯერ კიდევ 1919 წლის 27 აგვისტოს გამოსცა. მას შემდეგ კინოწარმოებისა და გაქირავების სიტემებს, კინოგანათლებასა თუ ინფრასტრუქტურას სრულად სახელმწიფო აკონტროლებდა, ხოლო 27 აგვისტოს კინოს დღე აღინიშნებოდა. მთელ საბჭოთა კავშირში დარგზე პასუხისმგებელი ერთი უწყება - კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი იყო. მას ექვემდებარებოდა 40-მდე კინოსტუდია რუსეთისა და სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მასშტაბით, მათ შორის, კინოსტუდია "ქართული ფილმი". 20-30-იან წლებში წელიწადში 50-100 ფილმი იქმნებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოებამ 500 ფილმს მიაღწია, 100-მდე იდეოლოგიურად მისაღებ კინოსურათს სახელმწიფო საზღვარგარეთ ყიდულობდა.

საბჭოთა კინოს "ოქროს ხანად" 60-იანი წლები მიიჩნევა. მუდმივმოქმედი სტაციონარული კინოთეატრების რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია. შეზღუდული რეჟიმით კიდევ 7 ათასზე მეტი მოქმედებდა, რასაც ემატებოდა საზაფხულო (2 000), რაიონული ცენტრების (1100), პროფკავშირებისა და უწყებრივი ჩვენების აპარატები. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, 100 000-ზე მეტი, სხვადასხვა დანიშნულებისა და აღჭურვილობის კინოსაჩვენებელი დანადგარი არსებობდა.

გაქირავების რეკორდიც 60-იან წლებში დამყარდა. სეანსებზე დასწრებამ 4,5 მილიარდს მიაღწია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი საბჭოთა მოქალაქე კინოში წელიწადში საშუალოდ 20-ჯერ მიდიოდა. 70-იანი წლებიდან, ტელევიზიის ხელმისაწვდომობისა და პოპულარობის ზრდასთან ერთად, ეს მაჩვენებელი შემცირდა და 1987 წლისთვის, წელიწადში 12-13 დასწრება შეადგინა.

ასლების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ჩინოვნიკები ყოველი ცალკეული ფილმის იდეოლოგიური მნიშვნელობიდან გამომდინარე იღებდნენ. საშუალო ტირაჟი 600-700 ასლი იყო. თუმცა, განსაკუთრებულად ,,სასარგებლო" ფილმის შემთხვევაში, 1500-2000 აღწევდა. პოლიტიკურად ნაკლებად სასურველი ფილმების ტირაჟი რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. საბჭოთა კინოსთვის ორგანული იყო ე.წ. თაროს ცნება. ცენზურა ფილმწარმოების სრულ პროცესს - იდეიდან მონტაჟამდე, ფხიზლად აკონტროლებდა. დასრულებული კინოსურათი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ მას მაყურებელი ნახავდა. წარუმატებელი ,,ჩაბარების" შემთხვევაში, ფილმი უბრალოდ "თაროზე იდებოდა". არაერთი კინოშედევრი მაყურებელმა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ნახა. არანაკლებ მკაცრად კონტროლდებოდა საზღვარგარეთული პროდუქცია. საბჭოთა ჩინოვნიკები მსოფლიო კინოჰიტებს პრაქტიკულად ხელახლა ამონტაჟებდნენ.

იხილეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი