მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები
ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

17 მა­ისს, გო­რის გვი­რაბ­თან მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­წყვე­ტას ითხო­ვენ. საქ­მე იმ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ეხე­ბა, რო­მელ­საც დე­პუ­ტატ ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას შვი­ლი, ბექა ხა­ხუ­ბია ემსხვერ­პლა.

ბექა ხა­ხუ­ბია პატ­რუ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დევ­ნის ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. დე­პუ­ტა­ტის შვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას, გო­რის გვი­რაბ­თან სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნით გზა შე­უ­ზღუ­დეს. საქ­მე­ზე ბრა­ლი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს, ზუ­რაბ რუ­სიშ­ვილ­სა და გია სა­და­ღაშ­ვილს და ასე­ვე მათ ათ­მე­თა­ურს, ნუკ­რი ხა­ბე­ლაშ­ვილს აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში დღე­საა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მხა­რე­ებ­მა დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე უნდა იმ­სჯე­ლონ, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვეტს, გა­დას­ცეს თუ არა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ­სე­ბით გან­ხილ­ვა­ზე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ნას­ვამ შვილს სა­სიკ­ვდი­ლოდ რო­მე­ლი ოჯა­ხი გა­უშ­ვებს..." - პარ­ლა­მენ­ტა­რის ვაჟი პო­ლი­ცი­ის დევ­ნი­სას და­ი­ღუ­პა?

"ინ­ტეპ­რეს­ნი­უს­მა" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ბრალ­დე­ბის საქ­მის მა­სა­ლე­ბი, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ერ­თხელ და­ე­მუქ­რა საფრ­თხე. საქ­მე­ში არამ­ხო­ლოდ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, არა­მედ სხვა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც დევ­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ცი­ე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბექა ხა­ხუ­ბია "BMW X5"-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 200 კმ/სთ სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ერთ-ერთი ჩვე­ნე­ბი­დან ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ ხა­ხუ­ბი­ამ ავ­ტო­მან­ქა­ნა მხო­ლოდ ერთხელ გა­ა­ჩე­რა.

"თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 68-ე კი­ლო­მეტრზე შე­ვამ­ჩნიე გა­ჩე­რე­ბუ­ლი შავი ჯიპი. მე­წყვი­ლე­მაც მი­თხრა,"გა­ა­ჩე­რე, ეს არი­სო. მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რე ჯი­პის უკან და­ახ­ლო­ე­ბით 2 მეტ­რის და­შო­რე­ბით. გა­ჩე­რე­ბის­თა­ნა­ვე გა­და­ვე­დი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, ჩავ­რთე ჩემი სამ­ხრე ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რი და მი­ვე­დი BMW X5-ის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან. მან­ქა­ნა და­ქო­ქი­ლი იყო, მძღოლს ფან­ჯრე­ბი აწე­უ­ლი ჰქონ­და და ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კის ხმა გა­მო­დი­ო­და. მოვ­კი­დე კა­რის სა­ხე­ლურს ხელი, თუმ­ცა, კარი და­კე­ტი­ლი იყო. ამის შემ­დეგ შუ­შა­ზე და­ვუ­კა­კუ­ნე მძღოლს, და­კა­კუ­ნე­ბა­ზე მძღოლ­მა ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლით გა­მომ­ხე­და, ხე­ლე­ბი ფე­ხებ­ზე ჰქონ­და და­წყო­ბი­ლი. და­კა­კუ­ნე­ბის შემ­დეგ მარ­ჯვე­ნა ხელი სა­ჭეს მოჰ­კი­და, მარ­ცხე­ნა ხე­ლის შუ­ა­თი­თი მაჩ­ვე­ნა, დიდი სიჩ­ქა­რით დაძ­რა მან­ქა­ნა ად­გი­ლი­დან და წა­ვი­და", - წერს ჩვე­ნე­ბა­ში ერთ-ერთი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი.

წა­ი­კი­თხეთ: რას ყვე­ბა ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი, რო­მე­ლიც გორ­თან მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლია

ბრალ­დე­ბულ ნუკ­რი ხა­ბე­ლაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად ათ­მე­თა­უ­რი იყო, ირ­ვე­ვა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნამ, რო­მელ­საც მის­დევ­დნენ, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვის ერთ-ერთი მცდე­ლო­ბი­სას, გზა­ზე გა­ჩე­რე­ბულ პატ­რუ­ლებს ავ­ტო­მან­ქა­ნა კი­ნა­ღამ და­ა­ჯა­ხა.

"გზა­ზე გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი, თა­ვად კი გად­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ მან­ქა­ნი­დან, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის წინ იდ­გნენ და ხე­ლით ანიშ­ნებ­დნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა. მძღო­ლი ისევ არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, პირ­და­პირ პატ­რუ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გვერ­დზე რომ არ გა­დამხტა­რიყ­ვნენ," ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ე­ჯა­ხე­ბო­და მათ. რა­ცი­ა­ზე მეს­მო­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი: "გვე­ჯა­ხე­ბა", "გვხო­ცავს", "მო­ე­რი­დეთ, არ დაგ­ვინ­დობს". სი­ტუ­ა­ცია უმარ­თა­ვი იყო", - აცხა­დებს ხა­ბე­ლაშ­ვი­ლი.

პო­ლი­ცი­ე­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ გო­რის გვი­რაბ­თან, სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ო­ბა ისე იყო შე­ზღუ­დუ­ლი, რომ მან­ქა­ნის გა­სავ­ლე­ლი გზა და­ტო­ვე­ბუ­ლი იყო. ამას­თან, საქ­მე­ში დევს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც პატ­რუ­ლე­ბის სამ­ხრე ვი­დეო რე­გის­ტრა­ტო­რე­ბი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ბექა ხა­ხუ­ბია შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე თბი­ლის­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შსს-დან გა­მო­თხო­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბექა ხა­ხუ­ბია თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 2 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები: რაზე ალაპარაკდნენ დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელები

17 მაისს, გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის საქმეზე ბრალდებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვენ. საქმე იმ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რომელსაც დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ემსხვერპლა.

ბექა ხახუბია პატრულის მიერ განხორციელებული დევნის ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. დეპუტატის შვილის ავტომანქანას, გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა შეუზღუდეს. საქმეზე ბრალი პატრულ-ინსპექტორებს, ზურაბ რუსიშვილსა და გია სადაღაშვილს და ასევე მათ ათმეთაურს, ნუკრი ხაბელაშვილს აქვთ წაყენებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.

წინასასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში დღესაა ჩანიშნული. მხარეებმა დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტს, გადასცეს თუ არა სისხლის სამართლის საქმე არსებით განხილვაზე.

ასევე წაიკითხეთ: "ნასვამ შვილს სასიკვდილოდ რომელი ოჯახი გაუშვებს..." - პარლამენტარის ვაჟი პოლიციის დევნისას დაიღუპა?

"ინტეპრესნიუსმა" ექსკლუზიურად მოიპოვა პოლიციელების ბრალდების საქმის მასალები, მათ შორის პოლიციელების ჩვენებები, სადაც ჩანს, რომ დევნის ოპერაციისას, პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაერთხელ დაემუქრა საფრთხე. საქმეში არამხოლოდ ბრალდებულების, არამედ სხვა პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებია, რომლებიც დევნას ახორციელებდნენ. თითქმის ყველა პოლიციელი აღნიშნავს, რომ ბექა ხახუბია "BMW X5"-ის მარკის ავტომანქანით ავტომაგისტრალზე დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ ხახუბიამ ავტომანქანა მხოლოდ ერთხელ გააჩერა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 68-ე კილომეტრზე შევამჩნიე გაჩერებული შავი ჯიპი. მეწყვილემაც მითხრა,"გააჩერე, ეს არისო. მანქანა გავაჩერე ჯიპის უკან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით. გაჩერებისთანავე გადავედი ავტომანქანიდან, ჩავრთე ჩემი სამხრე ვიდეორეგისტრატორი და მივედი BMW X5-ის მარკის ავტომანქანასთან. მანქანა დაქოქილი იყო, მძღოლს ფანჯრები აწეული ჰქონდა და ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა. მოვკიდე კარის სახელურს ხელი, თუმცა, კარი დაკეტილი იყო. ამის შემდეგ შუშაზე დავუკაკუნე მძღოლს, დაკაკუნებაზე მძღოლმა ირონიული ღიმილით გამომხედა, ხელები ფეხებზე ჰქონდა დაწყობილი. დაკაკუნების შემდეგ მარჯვენა ხელი საჭეს მოჰკიდა, მარცხენა ხელის შუათითი მაჩვენა, დიდი სიჩქარით დაძრა მანქანა ადგილიდან და წავიდა", - წერს ჩვენებაში ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი.

წაიკითხეთ: რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

ბრალდებულ ნუკრი ხაბელაშვილის ჩვენებით, რომელიც იმჟამად ათმეთაური იყო, ირვევა, რომ ავტომანქანამ, რომელსაც მისდევდნენ, მოძრაობის შეზღუდვის ერთ-ერთი მცდელობისას, გზაზე გაჩერებულ პატრულებს ავტომანქანა კინაღამ დააჯახა.

"გზაზე გაჩერებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები, თავად კი გადმოსულები იყვნენ მანქანიდან, საპატრულო ეკიპაჟების წინ იდგნენ და ხელით ანიშნებდნენ BMW X5-ის მძღოლს, რომ გაეჩერებინა მანქანა. მძღოლი ისევ არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, პირდაპირ პატრულების მიმართულებით წავიდა და თანამშრომლები გვერდზე რომ არ გადამხტარიყვნენ," ფაქტობრივად, დაეჯახებოდა მათ. რაციაზე მესმოდა თანამშრომლების შეძახილები: "გვეჯახება", "გვხოცავს", "მოერიდეთ, არ დაგვინდობს". სიტუაცია უმართავი იყო", - აცხადებს ხაბელაშვილი.

პოლიციელის ჩვენებიდან ირკვევა, რომ გორის გვირაბთან, სატვირთო ავტომობილით მოძრაობა ისე იყო შეზღუდული, რომ მანქანის გასავლელი გზა დატოვებული იყო. ამასთან, საქმეში დევს ვიდეოჩანაწერები, რომელიც პატრულების სამხრე ვიდეო რეგისტრატორებითაა გაკეთებული. აღნიშნული ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბექა ხახუბია შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში იყო დაკავებული, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. თუმცა პროკურატურის მიერ შსს-დან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბექა ხახუბია თბილისში დაკავებული არ ყოფილა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 2 ოქტომბრის ნომერში

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც, რამიშვილის მტკიცებით, ბაჩალიაშვილს "ფლეშკებს" გადასცემდა და მითითებებს აძლევდა, ამას უარყოფს - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა

"მოლოდინი გვაქვს, რომ იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმეზე 6-ვე ბრალდებულის მამხილებელ ჩვენებას მისცემს" - პროკურორი

"ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას?" - რას პასუხობს ბაჩალიაშვილის დედას საქმის პროკურორი