პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაგბის გუნდის საშინელი ავიაკატასტროფა ანდებში და ცოცხლად გადარჩენილთა საზარელი კანიბალიზმის ისტორია
რაგბის გუნდის საშინელი ავიაკატასტროფა ანდებში და ცოცხლად გადარჩენილთა საზარელი კანიბალიზმის ისტორია

ალ­ბათ, ურუგ­ვა­ის რაგ­ბის კლუ­ბის Old Christians არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ დღეს მხო­ლოდ სამ­ხრეთ ამე­რი­კელ სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლებს ეცო­დი­ნე­ბო­დათ, რომ არა 1972 წლის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა და ადა­მი­ა­ნე­ბის ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნის სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია.

1972 წლის 12 ოქ­ტომ­ბე­რი

12 ოქ­ტომ­ბერს, ურუგ­ვა­ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ავი­ა­ლა­ი­ნე­რი Fairchild FH-227D, რო­მელ­საც რაგ­ბის გუნ­დი - 40 მო­თა­მა­შის, მწვრთნე­ლის და მათი ნა­თე­სა­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით, ჩი­ლეს და­და­ქა­ლაქ­ში - სან­ტი­ა­გო­ში გა­დაჰ­ყავ­და, მონ­ტე­ვი­დე­ოს კა­რას­კოს აე­რო­პორ­ტი­დან აფ­რინ­და. თუმ­ცა, ან­დებ­ში უა­მინ­დო­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და არ­გენ­ტი­ნის პა­ტა­რა ქალქ მენ­დო­სა­ში დამ­ჯდა­რი­ყო, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვის მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბამ ბოლო ღამე გა­ა­ტა­რა.

ად­რი­ან დი­ლას, ამინ­დის შე­და­რე­ბი­თი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მფრი­ნა­ვე­ბის ხუ­თწევ­რი­ან­მა ეკი­პაჟ­მა კურ­სი ოდ­ნავ შე­იც­ვა­ლა და

მენ­დო­სას მთე­ბის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, პა­ტა­რა და­სახ­ლე­ბის - კუ­რი­კოს თავ­ზე გა­დაფ­რე­ნის შემ­დეგ, სან­ტი­ა­გო­ში დაშ­ვე­ბა მო­ი­თხო­ვა, რა­ზეც ავი­ა­დის­პე­ჩე­რის თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო და სწო­რედ ეს გახ­და ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მის მი­ზე­ზი.

ციკ­ლონ­ში მოხ­ვედ­რილ­მა თვითმფრი­ნავ­მა, პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნი ხილ­ვა­დო­ბის პი­რო­ბებ­ში, მხო­ლოდ დრო­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბით და­ი­წყო დაშ­ვე­ბა, ციკ­ლო­ნის დაძ­ლე­ვის შემ­დეგ კი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა კლდის პი­რის­პირ და ვე­ღარ შეძ­ლო კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა. თვითმფრი­ნა­ვი 4 400 მეტ­რის მთას შე­ე­ჯა­ხა ფრთით, რო­მე­ლიც ფი­უ­ზე­ლაჟს მო­წყდა, კუდს გა­მო­ე­დო და ისიც მოგ­ლი­ჯა, ატ­მოს­ფე­რულ­მა წნე­ვამ კი, ხუთი მგზავ­რი ეკი­პა­ჟის ორ წევრთან ერ­თად სა­ვარ­ძლი­ა­ნად მო­წყვი­ტა ია­ტაკს და ჰა­ერ­ში გა­ი­ტა­ცა. კლდეს­თან შე­ჯხე­ბის და მი­წა­ზე და­ხეთ­ქე­ბის შე­დე­გად ფი­უ­ზი­ლა­ჟი უზარ­მა­ზა­რი სიჩ­ქა­რით და­ეშ­ვა დაღ­მარ­თზე და ცხვი­რით ყი­ნუ­ლის ხორ­გებს შე­ე­ჯა­ხა.

პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი

ბორტზე მყო­ფი 55 ადა­მი­ა­ნი­დან 12 კა­ტას­ტრო­ფის დროს და­ი­ღუ­პა, 5 მე­ო­რე დი­ლას გარ­და­იც­ვა­ლა, ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი 28 მგზავ­რი კი, მკაცრ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ში, და­თოვ­ლი­ლი კლდე­ე­ბის ტყვე­ო­ბა­ში თბი­ლი ტან­საც­მე­ლის და ფეხ­საც­მე­ლის, ალ­პი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­რე­შე აღ­მოჩ­ნდა. მარ­თა­ლია, დაჭ­რი­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად, ორმა მე­დი­კოს­მა სტუ­დენ­ტმა თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბის­გან ჰა­მა­კი და სა­მე­დი­ცი­ნო არ­ტა­ხე­ბი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ყვე­ლა და­შა­ვე­ბუ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მა­ინც შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია

სამი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ და­უ­ყო­ნებ­ლივ და­ი­წყო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია. ჩი­ლეს, ურუგ­ვა­ის და არ­გენ­ტი­ნის ვერ­ტმფრე­ნე­ბი რვა დღე დაფ­რი­ნავ­დნენ კლდე­ე­ბის თავ­ზე, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, რად­გან ერ­თის მხრივ მათ მხო­ლოდ ფრე­ნის სა­ვა­რა­უ­დო მარ­შრუ­ტი იცოდ­ნენ (პი­ლო­ტებ­მა დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­სას, დის­პე­ჩერს არას­წო­რი კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი მი­ა­წო­დეს), მე­ო­რეს მხრივ კი - ქათ­ქა­თა თეთ­რი თვითმფრი­ნა­ვის ნამ­სხვრე­ვე­ბის მიგ­ნე­ბა თოვ­ლით და­ფა­რუ­ლი ვე­ლე­ბის და მყინ­ვა­რის (რო­მელ­მაც მოგ­ვა­ი­ნე­ბით "ცრემ­ლის მყინ­ვა­რის" სა­ხე­ლი მი­ი­ღო) ფონ­ზე, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახალ­გაზ­რდა რაგ­ბის­ტებ­მა თვითმფრი­ნავ­ში რა­დი­ო­მიმ­ღებს მი­აგ­ნეს და

როი ჰარ­ლიმ, კა­ტას­ტრო­ფი­დან მე-11 დღეს პირ­ველ­მა შე­ი­ტყო, რომ "სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, თვითმფრი­ნა­ვი Fairchild მგზავ­რებ­თან ერ­თად კი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და უგ­ზო­უკ­ლოდ და­კარ­გუ­ლად".

კა­ნი­ბა­ლიზ­მი

ახალ­გაზ­რდებს საკ­ვე­ბის მწი­რი მა­რა­გი: რამ­დე­ნი­მე ფილა შო­კო­ლა­დი, კრე­კე­რე­ბი და ლი­ქი­ო­რი ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღე­ზე თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წილ­და, თუმ­ცა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც სწრა­ფად ამო­ი­წუ­რა. შიმ­ში­ლით სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­მა და­უ­პუ­ლი მე­გობ­რე­ბის ხორ­ცის ჭა­მის გა­და­წყვი­ტეს. ბევ­რის­თვის მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ყო­ვე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ღა­ცის მე­გო­ბა­რი ან ნა­თე­სა­ვი იყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში შიმ­ში­ლით ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონ­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, რო­გორ შეძ­ლეს ახალ­გაზ­რდებ­მა ზი­ზღის დაძ­ლე­ვა, გუნ­დის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ნან­დო პა­რა­დომ გა­ნა­ცხა­და: "ვცდი­ლობ­დით არ გვე­ფიქ­რა, რომ ადა­მი­ა­ნის ხორცს ვჭამ­დით. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ ვი­ცო­დი, რომ სიკ­ვდი­ლის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მო­ჩე­ნი­ლი იმის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებ­დი, რა­საც ნორ­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ში ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი".

ზვა­ვი

29 ოქ­ტომ­ბერს, სა­ნამ გუნდს ეძი­ნა, მთი­დან ხე­ო­ბა­ში ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა და ფი­უ­ზე­ლა­ჟიც ჩა­ი­ყო­ლა. და­ი­ღუ­პა კი­დევ რვა ადა­მი­ა­ნი, ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი, თით­ქმის 80 სა­ა­თით აღ­მოჩ­დნენ გარ­დაც­ვლი­ლებ­თან ერ­თად, ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ბო­ლოს, ისევ ნან­დო პა­რა­დომ მო­ა­ხერ­ხა და პი­ლო­ტე­ბის კა­ბი­ნა­ში ფი­უ­ზე­ლა­ჟის კედ­ლის გან­გრე­ვით შეძ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­გუდ­ვის­გან გა­დარ­ჩე­ნა. "ზვა­ვი, რომ არა, ყვე­ლა და­ი­ღუ­პე­ბო­დით, რად­გან მან ერ­თის მხრივ თოვ­ლით და­ფა­რა თვითმფრი­ნა­ვის კორ­პუ­სი - ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რი და ძლი­ე­რი ქარ­ბუ­ქის­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, მე­ო­რეს მხრივ კი, რო­გორ სას­ტი­კა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, რვა ახა­ლი ცხე­და­რი და და­მა­ტე­ბი­თი საკ­ვე­ბი მოგ­ვცა", - გა­ნა­ცხა­და გუნ­დის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა რო­ბერ­ტო კა­ნო­სამ.

პირ­ვე­ლი ექ­სპე­დი­ცია

ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნებ­მა ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლამ­დე გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ დახ­მა­რე­ბას ვე­რა­ვის­გან მი­ი­ღებ­დნენ და გა­დარ­ჩე­ნა­ზე თა­ვად უნდა ეზ­რუ­ნათ. ახალ­გაზ­რდებს გა­ახ­სენ­დათ, რომ დის­პე­ჩე­რე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ უკვე გა­ი­ა­რეს კუ­რი­კო, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ჩი­ლეს ხე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლი­დან და­სავ­ლე­თით, მაქ­სი­მუმ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სპორ­ტსმე­ნებ­მა ექ­სპე­დი­ცი­ზე და­ი­წყეს ფიქ­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი კი, ნან­დო პა­რა­დომ, რო­ბერ­ტო კა­ნეს­მა, ნუმა ტურ­კა­ტიმ და ან­ტო­ნიო ვი­ზინ­ტი­ნიმ გა­მოთ­ქვეს, თუმ­ცა, ტურ­კა­ტი ლაშ­ქრო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გარ­და­იც­ვა­ლა სის­ხლის მო­წამ­ვლით, კა­ნო­სა კი დიდ­ხანს ორ­ჭო­ფობ­და, რად­გან თვლი­და, რომ სა­ხი­ფა­თო მოგ­ზა­უ­რო­ბა ბევ­რად უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, თუ ზამ­თრის დას­რუ­ლე­ბას და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბას და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი კა­მა­თის შემ­დეგ, სა­მე­უ­ლი მა­ინც და­იძ­რა ლაშ­ქრო­ბა­ში. მე­გობ­რებ­მა მათ სა­კუ­თა­რი თბი­ლი ტან­საც­მე­ლი უსახ­სოვ­რეს, საკ­ვე­ბად კი, ადა­მი­ა­ნის ხორ­ცი გა­ა­ტა­ნეს.

სა­ვა­რა­უ­დო გათ­ვლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექ­სპე­დი­ტო­რე­ბი სწრა­ფად მიხ­ვდნენ, რომ არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აი­ღეს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ სად იყ­ვნენ და ჩი­ლეს ხე­ო­ბის ნაც­ვლად, სა­კუ­თა­რი თვითმფრი­ნა­ვის ბა­გა­ჟით სავ­სე კუდს მი­აგ­ნეს. საკ­ვე­ბის და სუფ­თა ტან­საც­მლის პოვ­ნით გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­მე­უ­ლი, მო­რი­გი ცივი ღა­მის გა­თე­ნე­ბის შემ­დეგ იმე­დი­ა­ნად და­იძ­რა ჩი­ლეს­კენ. თუმ­ცა, ტემ­პე­რე­ტუ­რის მკვეთრმა ვარ­დნამ არ მის­ცა გზის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და კა­ტას­ტრო­ფის ად­გილს და­უბ­რუნ­დნენ. ახალ­გაზ­რდებს იმე­დი ჰქონ­დათ, რომ თვითმფრი­ნა­ვის კუდ­ში ნა­პოვ­ნი აკუმ­ლა­ტო­რის და პი­ლოტ­თა რა­ცი­ის წყა­ლო­ბით უბე­დუ­რე­ბის სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნას შეძ­ლებ­დნენ, თუმ­ცა, წა­მო­წყე­ბი­დან არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და ბარ­გში ნა­პოვ­ნი ქსო­ვი­ლით უზარ­მა­ზა­რი სა­ძი­ლე ტომ­რის შე­კერ­ვის შემ­დეგ, სა­მე­უ­ლი უკვე მე­ო­რე ლაშ­ქრო­ბა­ში და­იძ­რა.

სა­ო­ცე­რი გა­დარ­ჩე­ნა

ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე პა­რა­დომ აიღო, რო­მე­ლიც გზა­დაგ­ზა ამ­ხნე­ვებ­და გა­დაღ­ლილ მე­გობ­რებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ლაშ­ქრო­ბა ბევ­რად რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და იმა­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდე­ბი გეგ­მავ­დნენ.

მძი­მე კლი­მა­ტურ პი­რო­ბე­ბის დაძ­ლე­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად ან­ტო­ნიო ვი­ზინ­ტი­ნის გა­უ­ჭირ­და, რო­მე­ლიც მე­სა­მე დღეს ექ­სპე­დი­ცი­ას გა­მო­ე­თი­შა და მე­გობ­რებს კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას და­უბ­რუნ­და. პა­რა­დომ და კა­ნე­სამ კი, გზა გა­აგ­რძე­ლეს. მარ­თა­ლია, რო­ბერ­ტო დი­ზინ­ტე­რი­ით გახ­და ავად და ნან­დუმ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი გზა ზურ­გით ატა­რა, მაგ­რამ ერ­თკვი­რი­ა­ნი ლაშ­ქრო­ბის შემ­დეგ ნა­თე­ლი გახ­და, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­დი­ოდ­ნენ, რად­გან ჯერ თოვ­ლი­ა­ნი ლან­დშაფ­ტი გაქ­რა, მერე ადა­მი­ა­ნის ბი­ნად­რო­ბის კვა­ლი - კონ­სერ­ვის ცა­რი­ე­ლი ქი­ლე­ბი და საკ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი, რამ­დე­ნი­მე ძრო­ხა, ბო­ლოს კი, მდი­ნა­რის გა­დაღ­მა ნა­პირ­ზე სამი მწყემ­სიც გა­მოჩ­ნდა.

პა­რა­დომ მწყემ­სე­ბის­თვის მოკ­ლე წე­რი­ლი და­წე­რა, რო­მელ­შიც უხ­სნა ვინ იყო, დახ­მა­რე­ბა თხო­ვა და მდი­ნა­რის მე­ო­რე ნა­პორ­ზე ქვას­თან ერ­თად გა­და­უგ­დო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მწყემ­სებს გა­გო­ნი­ლი ჰქონ­დათ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სერ­ხიო კა­ტა­ლა­ნამ ახალ­გაზ­რდე­ბამ­დე მიღ­წია და ჯერ სა­კუ­თა­რი ცხე­ნე­ბით ლოს მა­ი­ტე­ნეს­ში რან­ჩო­ზე გა­და­იყ­ვა­ნა, მერე კი, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვითმფრი­ნა­ვის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

მე­ო­რე დი­ლას ორმა ვერ­ტმფრენ­მა რო­გორც იქნა მი­აკ­ვლია კა­ტას­ტრო­ფის ად­გილს და ორ­დღი­ა­ნი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ 14 ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რის ევა­კუ­ა­ცია და სა­ა­ვად­მო­ყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ა­ხერ­ხა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მაშ­ვე­ლე­ბი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გი­ლას დაბ­რუნ­დნენ და ერ­თგვარ მე­მო­რი­ა­ლად ქცე­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ფი­უ­ზე­ლაჟ­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი დაკ­რძა­ლეს, მოგ­ვა­ი­ნე­ბით კი, უზარ­მა­ზა­რი რკი­ნის ჯვა­რიც აღ­მარ­თეს.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ის­ტო­რი­ის სი­უ­ჟე­ტი იხი­ლეთ palitranews.ge-ზე

ნანა ჩხა­ი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რაგბის გუნდის საშინელი ავიაკატასტროფა ანდებში და ცოცხლად გადარჩენილთა საზარელი კანიბალიზმის ისტორია

რაგბის გუნდის საშინელი ავიაკატასტროფა ანდებში და ცოცხლად გადარჩენილთა საზარელი კანიბალიზმის ისტორია

ალბათ, ურუგვაის რაგბის კლუბის Old Christians არსებობის შესახებ დღეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკელ სპორტის მოყვარულებს ეცოდინებოდათ, რომ არა 1972 წლის ტრაგიკული შემთხვევა და ადამიანების ცოცხლად გადარჩენის საოცარი ისტორია.

1972 წლის 12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიალაინერი Fairchild FH-227D, რომელსაც რაგბის გუნდი - 40 მოთამაშის, მწვრთნელის და მათი ნათესავების შემადგენლობით, ჩილეს დადაქალაქში - სანტიაგოში გადაჰყავდა, მონტევიდეოს კარასკოს აეროპორტიდან აფრინდა. თუმცა, ანდებში უამინდობის გამო, იძულებული გახდა არგენტინის პატარა ქალქ მენდოსაში დამჯდარიყო, სადაც თვითმფრინავის მგზავრების უმეტესობამ ბოლო ღამე გაატარა.

ადრიან დილას, ამინდის შედარებითი გაუმჯობესების მიუხედავად, მფრინავების ხუთწევრიანმა ეკიპაჟმა კურსი ოდნავ შეიცვალა და

მენდოსას მთების ჩრდილო-დასავლეთით, პატარა დასახლების - კურიკოს თავზე გადაფრენის შემდეგ, სანტიაგოში დაშვება მოითხოვა, რაზეც ავიადისპეჩერის თანხმობაც მიიღო და სწორედ ეს გახდა ფატალური შეცდომის მიზეზი.

ციკლონში მოხვედრილმა თვითმფრინავმა, პრაქტიკულად ნულოვანი ხილვადობის პირობებში, მხოლოდ დროზე ორიენტირებით დაიწყო დაშვება, ციკლონის დაძლევის შემდეგ კი, მოულოდნელად აღმოჩნდა კლდის პირისპირ და ვეღარ შეძლო კატასტროფის თავიდან აცილება. თვითმფრინავი 4 400 მეტრის მთას შეეჯახა ფრთით, რომელიც ფიუზელაჟს მოწყდა, კუდს გამოედო და ისიც მოგლიჯა, ატმოსფერულმა წნევამ კი, ხუთი მგზავრი ეკიპაჟის ორ წევრთან ერთად სავარძლიანად მოწყვიტა იატაკს და ჰაერში გაიტაცა. კლდესთან შეჯხების და მიწაზე დახეთქების შედეგად ფიუზილაჟი უზარმაზარი სიჩქარით დაეშვა დაღმართზე და ცხვირით ყინულის ხორგებს შეეჯახა.

პირველი დღეები

ბორტზე მყოფი 55 ადამიანიდან 12 კატასტროფის დროს დაიღუპა, 5 მეორე დილას გარდაიცვალა, ცოცხლად გადარჩენილი 28 მგზავრი კი, მკაცრ კლიმატურ პირობებში, დათოვლილი კლდეების ტყვეობაში თბილი ტანსაცმელის და ფეხსაცმელის, ალპიური აღჭურვილობის და მედიკამენტების გარეშე აღმოჩნდა. მართალია, დაჭრილი მეგობრებისთვის თუნდაც მინიმალური დახმარების გასაწევად, ორმა მედიკოსმა სტუდენტმა თვითმფრინავის ნამსხვრევებისგან ჰამაკი და სამედიცინო არტახები გააკეთა, მაგრამ ყველა დაშავებულის გადარჩენა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.

სამაშველო ოპერაცია

სამი ქვეყნის მთავრობამ დაუყონებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია. ჩილეს, ურუგვაის და არგენტინის ვერტმფრენები რვა დღე დაფრინავდნენ კლდეების თავზე, თუმცა უშედეგოდ, რადგან ერთის მხრივ მათ მხოლოდ ფრენის სავარაუდო მარშრუტი იცოდნენ (პილოტებმა დაშვების უფლების მოთხოვნისას, დისპეჩერს არასწორი კოორდინატები მიაწოდეს), მეორეს მხრივ კი - ქათქათა თეთრი თვითმფრინავის ნამსხვრევების მიგნება თოვლით დაფარული ველების და მყინვარის (რომელმაც მოგვაინებით "ცრემლის მყინვარის" სახელი მიიღო) ფონზე, უბრალოდ შეუძლებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში ახალგაზრდა რაგბისტებმა თვითმფრინავში რადიომიმღებს მიაგნეს და

როი ჰარლიმ, კატასტროფიდან მე-11 დღეს პირველმა შეიტყო, რომ "სამაშველო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, თვითმფრინავი Fairchild მგზავრებთან ერთად კი, ოფიციალურად გამოცხადდა უგზოუკლოდ დაკარგულად".

კანიბალიზმი

ახალგაზრდებს საკვების მწირი მარაგი: რამდენიმე ფილა შოკოლადი, კრეკერები და ლიქიორი ჰქონდათ, რომელიც რამდენიმე დღეზე თანაბრად გაანაწილდა, თუმცა, მაქსიმალური ეკონომიის მიუხედავად, მაინც სწრაფად ამოიწურა. შიმშილით სიკვდილისგან თავის დასაღწევად გადარჩენილებმა დაუპული მეგობრების ხორცის ჭამის გადაწყვიტეს. ბევრისთვის მსგავსი გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელი და მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ყოველი გარდაცვლილი ვიღაცის მეგობარი ან ნათესავი იყო, თუმცა, რამდენიმე დღეში შიმშილით ძალაგამოცლილები მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. მოგვიანებით, ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ შეძლეს ახალგაზრდებმა ზიზღის დაძლევა, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა ნანდო პარადომ განაცხადა: "ვცდილობდით არ გვეფიქრა, რომ ადამიანის ხორცს ვჭამდით. უცნაურია, მაგრამ მანამდე არ ვიცოდი, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე აღმოჩენილი იმის გაკეთებას შევძლებდი, რასაც ნორმალურ სიტუაციში ვერც კი წარმოვიდგენდი".

ზვავი

29 ოქტომბერს, სანამ გუნდს ეძინა, მთიდან ხეობაში ზვავი ჩამოწვა და ფიუზელაჟიც ჩაიყოლა. დაიღუპა კიდევ რვა ადამიანი, ცოცხლად გადარჩენილები კი, თითქმის 80 საათით აღმოჩდნენ გარდაცვლილებთან ერთად, ჩაკეტილ სივრცეში გამომწყვდეული. ბოლოს, ისევ ნანდო პარადომ მოახერხა და პილოტების კაბინაში ფიუზელაჟის კედლის განგრევით შეძლო ადამიანების გაგუდვისგან გადარჩენა. "ზვავი, რომ არა, ყველა დაიღუპებოდით, რადგან მან ერთის მხრივ თოვლით დაფარა თვითმფრინავის კორპუსი - ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი და ძლიერი ქარბუქისგან გადაგვარჩინა, მეორეს მხრივ კი, როგორ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს, რვა ახალი ცხედარი და დამატებითი საკვები მოგვცა", - განაცხადა გუნდის კიდევ ერთმა წევრმა რობერტო კანოსამ.

პირველი ექსპედიცია

ახალგაზრდა სპორტსმენებმა ზვავის ჩამოწოლამდე გააცნობიერეს, რომ დახმარებას ვერავისგან მიიღებდნენ და გადარჩენაზე თავად უნდა ეზრუნათ. ახალგაზრდებს გაახსენდათ, რომ დისპეჩერებისთვის მიწოდებული მონაცემებით, მათ უკვე გაიარეს კურიკო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩილეს ხეობა კატასტროფის ადგილიდან დასავლეთით, მაქსიმუმ რამდენიმე კილომეტრში უნდა ყოფილიყო. სპორტსმენებმა ექსპედიციზე დაიწყეს ფიქრი, მონაწილეობის სურვილი კი, ნანდო პარადომ, რობერტო კანესმა, ნუმა ტურკატიმ და ანტონიო ვიზინტინიმ გამოთქვეს, თუმცა, ტურკატი ლაშქრობამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა სისხლის მოწამვლით, კანოსა კი დიდხანს ორჭოფობდა, რადგან თვლიდა, რომ სახიფათო მოგზაურობა ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა, თუ ზამთრის დასრულებას და ტემპერატურის მომატებას დაელოდებოდნენ.

რამდენიმე დღიანი კამათის შემდეგ, სამეული მაინც დაიძრა ლაშქრობაში. მეგობრებმა მათ საკუთარი თბილი ტანსაცმელი უსახსოვრეს, საკვებად კი, ადამიანის ხორცი გაატანეს.

სავარაუდო გათვლების მიუხედავად, ექსპედიტორები სწრაფად მიხვდნენ, რომ არასწორი მიმართულება აიღეს, წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იყვნენ და ჩილეს ხეობის ნაცვლად, საკუთარი თვითმფრინავის ბაგაჟით სავსე კუდს მიაგნეს. საკვების და სუფთა ტანსაცმლის პოვნით გახარებული სამეული, მორიგი ცივი ღამის გათენების შემდეგ იმედიანად დაიძრა ჩილესკენ. თუმცა, ტემპერეტურის მკვეთრმა ვარდნამ არ მისცა გზის გაგრძელების საშუალება და კატასტროფის ადგილს დაუბრუნდნენ. ახალგაზრდებს იმედი ჰქონდათ, რომ თვითმფრინავის კუდში ნაპოვნი აკუმლატორის და პილოტთა რაციის წყალობით უბედურების სიგნალის გაგზავნას შეძლებდნენ, თუმცა, წამოწყებიდან არაფერი გამოვიდა და ბარგში ნაპოვნი ქსოვილით უზარმაზარი საძილე ტომრის შეკერვის შემდეგ, სამეული უკვე მეორე ლაშქრობაში დაიძრა.

საოცერი გადარჩენა

ექსპედიციის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე პარადომ აიღო, რომელიც გზადაგზა ამხნევებდა გადაღლილ მეგობრებს, მითუმეტეს, რომ ლაშქრობა ბევრად რთული აღმოჩნდა და იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე ახალგაზრდები გეგმავდნენ.

მძიმე კლიმატურ პირობების დაძლევა ყველაზე მეტად ანტონიო ვიზინტინის გაუჭირდა, რომელიც მესამე დღეს ექსპედიციას გამოეთიშა და მეგობრებს კატასტროფის ადგილას დაუბრუნდა. პარადომ და კანესამ კი, გზა გააგრძელეს. მართალია, რობერტო დიზინტერიით გახდა ავად და ნანდუმ თითქმის ნახევარი გზა ზურგით ატარა, მაგრამ ერთკვირიანი ლაშქრობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ახალგაზრდები სწორი მიმართულება მიდიოდნენ, რადგან ჯერ თოვლიანი ლანდშაფტი გაქრა, მერე ადამიანის ბინადრობის კვალი - კონსერვის ცარიელი ქილები და საკვების ნარჩენები, რამდენიმე ძროხა, ბოლოს კი, მდინარის გადაღმა ნაპირზე სამი მწყემსიც გამოჩნდა.

პარადომ მწყემსებისთვის მოკლე წერილი დაწერა, რომელშიც უხსნა ვინ იყო, დახმარება თხოვა და მდინარის მეორე ნაპორზე ქვასთან ერთად გადაუგდო. საბედნიეროდ, მწყემსებს გაგონილი ჰქონდათ ავიაკატასტროფის შესახებ. რამდენიმე საათში, სერხიო კატალანამ ახალგაზრდებამდე მიღწია და ჯერ საკუთარი ცხენებით ლოს მაიტენესში რანჩოზე გადაიყვანა, მერე კი, ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმფრინავის გადარჩენილი მგზავრების შესახებ შეატყობინა.

მეორე დილას ორმა ვერტმფრენმა როგორც იქნა მიაკვლია კატასტროფის ადგილს და ორდღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ 14 ცოცხლად გადარჩენილი მგზავრის ევაკუაცია და საავადმოყოფოში გადაყვანა მოახერხა. რამდენიმე დღეში მაშველები ავიაკატასტროფის ადგილას დაბრუნდნენ და ერთგვარ მემორიალად ქცეული თვითმფრინავის ფიუზელაჟში დაღუპულები დაკრძალეს, მოგვაინებით კი, უზარმაზარი რკინის ჯვარიც აღმართეს.

არაჩვეულებრივი ისტორიის სიუჟეტი იხილეთ palitranews.ge-ზე

ნანა ჩხაიძე

ნიკა მელიას "დიეტა" - როგორ იკვებებოდა "ნაცმოძრაობის" ლიდერი 3 თვე ციხეში: "დღეში ერთხელ ვჭამდი და დღისით... "

"ჩემო თბილისო" - შოთა არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ზურაბ დათუნაშვილმა დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა და ტოკიოს საგზური მოიპოვა