კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს
თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს

თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 8-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვე­ლო­ბი­ლი­კი მალე ამოქ­მედ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა სა­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, რო­გორც მე­რი­ა­ში გან­გვი­ცხა­დეს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ნა­წი­ლი მო­ე­წყო, კონ­კრე­ტუ­ლად კი, კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­მა მტკვრის მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს ტრო­ტუ­ა­რებ­ზე ას­ფალ­ტი შე­ა­კე­თა. გა­კეთ­და პან­დუ­სე­ბი და მარ­შრუტ­ზე და­ი­ხა­ზა ვე­ლო­ბი­ლი­კის სა­ნიშ­ნე­ე­ბი. მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და­მონ­ტაჟ­და ორი მო­თხოვ­ნი­თი შუქ­ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც ვე­ლო­ბი­ლი­კის ამოქ­მე­დე­ბის დროს ჩა­ირ­თვე­ბა. იგეგ­მე­ბა, ასე­ვე ორი ვე­ლო­სად­გო­მის მო­წყო­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახა­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კი თბი­ლის­ში

მე­რი­ა­ში AMBEBI.GE-ს ასე­ვე გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ეს არ იქ­ნე­ბა ვე­ლო­ბი­ლი­კი ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­გე­ბით, მა­გა­ლი­თად ისე­თი, რო­გო­რიც ბა­თუმ­შია მო­წყო­ბი­ლი, არც თავ­და­პირ­ვე­ლი გეგ­მით იყო მსგავ­სი პრო­ექ­ტი გან­სა­ზღვრუ­ლი. ეს იქ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­სი­პე­დით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლად გა­და­სა­ად­გი­ლე­ბე­ლი მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც და­ი­წყე­ბა დედა ენის ბა­ღი­დან, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­დან ვა­ხუშ­ტის ხი­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს მო­ი­ცავს, ხოლო მო­თხოვ­ნი­თი შუქ­ნიშ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, ვე­ლო­სი­პე­დით მო­სი­ა­რუ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მოხ­ვდნენ ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე და მშრა­ლი ხი­დით, ისევ დედა ენის ბაღ­ში.

თუმ­ცა, იმ კად­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ, რომ­ლე­ბიც AMBEBI.GE-ს კო­რეს­პონ­დენ­ტმა სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ი­ღო, ვე­ლო­ბი­ლიკს ეს სა­ხე­ლი ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს. ფო­ტო­ებ­ზე ჩანს თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო - და­ი­გო ახა­ლი ას­ფალ­ტი და თეთ­რი სა­ღე­ბა­ვით და­ი­ხა­ტა ვე­ლო­სი­პე­დის­ტის სიმ­ბო­ლო.

თბი­ლი­სის ახა­ლი ვე­ლო­ბი­ლი­კი უკვე იქცა და­ცინ­ვის საგ­ნად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "მა­გა­რი ვე­ლო­ბი­ლი­კია, ამის გა­კე­თე­ბას მო­უნ­და რამ­დე­ნი­მე თვე, ბი­უ­ჯე­ტი­დან უამ­რა­ვი თან­ხა და­ი­ხარ­ჯა და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­საქმდა"; "მეჩ­ვე­ნე­ბა თუ უცენ­ზუ­რო ფორ­მა აქვს?!";

"მი­ლი­ო­ნი ხის პონ­ტშია რა, მწვა­ნი­ლე­ბი და­თე­სეს სა­დღაც და ხო დავრგეთ ხე­ე­ბიო..."; "ვე­ლო­სი­პე­დის­თვის ცალ­კე შუქ­ნიშ­ნებ­საც მი­ა­ხა­ტა­ვენ, ეჭვი მაქვს"; "და­გუ­გლონ მა­ინც და სუ­რა­თე­ბი ნა­ხონ რო­გო­რი კეთ­დე­ბა. მაგ­რამ და­მა­ვი­წყდა, ინ­გლი­სუ­რიც არ იცი­ან..." - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე.

ჩვენც "დავ­გუ­გ­ლეთ" და აქვე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ფო­ტო­ებს, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბი:

ეს­პა­ნე­თი, სან სე­ბას­ტი­ა­ნი, ძვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი დღეს ვე­ლო­ბი­ლი­კია

ვა­შინგტო­ნი

რო­ტერ­და­მი

ლონ­დო­ნი

ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს

თბილისის ახალი ველობილიკი დაცინვის საგანი გახდა - რას პასუხობს მერია კრიტიკოსებს

თბილისის მასშტაბით 8-კილომეტრიანი ველობილიკების მოწყობა თითქმის დასრულებულია. მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, ველობილიკი მალე ამოქმედდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა სახის სამუშაოები ჩატარდა, როგორც მერიაში განგვიცხადეს, ინფრასტრუქტურის ნაწილი მოეწყო, კონკრეტულად კი, კეთილმოწყობის სამსახურმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ტროტუარებზე ასფალტი შეაკეთა. გაკეთდა პანდუსები და მარშრუტზე დაიხაზა ველობილიკის სანიშნეები. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დამონტაჟდა ორი მოთხოვნითი შუქნიშანი, რომელიც ველობილიკის ამოქმედების დროს ჩაირთვება. იგეგმება, ასევე ორი ველოსადგომის მოწყობა.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება ახალი ველობილიკი თბილისში

მერიაში AMBEBI.GE-ს ასევე განუცხადეს, რომ ეს არ იქნება ველობილიკი ტრადიციული გაგებით, მაგალითად ისეთი, როგორიც ბათუმშია მოწყობილი, არც თავდაპირველი გეგმით იყო მსგავსი პროექტი განსაზღვრული. ეს იქნება უბრალოდ, ველოსიპედით მოსიარულეთათვის კომფორტულად გადასაადგილებელი მარშრუტი, რომელიც დაიწყება დედა ენის ბაღიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვახუშტის ხიდის საშუალებით, მარცხენა სანაპიროს მოიცავს, ხოლო მოთხოვნითი შუქნიშნის საშუალებით, ველოსიპედით მოსიარულეებს საშუალება ექნებათ მოხვდნენ ზაარბრიუკენის მოედანზე და მშრალი ხიდით, ისევ დედა ენის ბაღში.

თუმცა, იმ კადრების ნახვის შემდეგ, რომლებიც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტმა სანაპიროზე გადაიღო, ველობილიკს ეს სახელი ნაკლებად შეიძლება ეწოდოს. ფოტოებზე ჩანს თუ როგორ გამოიყურება ჩატარებული სამუშაო - დაიგო ახალი ასფალტი და თეთრი საღებავით დაიხატა ველოსიპედისტის სიმბოლო.

თბილისის ახალი ველობილიკი უკვე იქცა დაცინვის საგნად სოციალურ ქსელში: "მაგარი ველობილიკია, ამის გაკეთებას მოუნდა რამდენიმე თვე, ბიუჯეტიდან უამრავი თანხა დაიხარჯა და უამრავი ადამიანი დასაქმდა"; "მეჩვენება თუ უცენზურო ფორმა აქვს?!";

"მილიონი ხის პონტშია რა, მწვანილები დათესეს სადღაც და ხო დავრგეთ ხეებიო..."; "ველოსიპედისთვის ცალკე შუქნიშნებსაც მიახატავენ, ეჭვი მაქვს"; "დაგუგლონ მაინც და სურათები ნახონ როგორი კეთდება. მაგრამ დამავიწყდა, ინგლისურიც არ იციან..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები გავრცელებულ ფოტოზე.

ჩვენც "დავგუგლეთ" და აქვე შემოგთავაზებთ ფოტოებს, თუ როგორ გამოიყურება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ყველაზე ლამაზი ველობილიკები:

ესპანეთი, სან სებასტიანი, ძველი სარკინიგზო ხაზი დღეს ველობილიკია

ვაშინგტონი

როტერდამი

ლონდონი

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი