კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი - წარმატების გზა ქუთაისიდან ვაშინგტონამდე
სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი - წარმატების გზა ქუთაისიდან ვაშინგტონამდე

ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რე­ბის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად იან­ვარ­ში იმარ­თე­ბა ე.წ. Job Market, სა­დაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჩა­დი­ან და ხვდე­ბი­ან დოქ­ტო­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც სწავ­ლას რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ამ­თავ­რე­ბენ. ეკო­ნო­მის­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბა 2016 წლის იან­ვარ­ში ჩი­კა­გო­ში ჩა­ტარ­და და მისი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი და­ვით ცი­რე­კი­ძე იყო.

და­ვითს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია და­უ­კავ­შირ­და და რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა მუ­შა­ო­ბა და­ე­წყო ვა­შინგტონ­ში, ეკო­ნო­მი­კურ ფირ­მა­ში, რო­მე­ლიც კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს ეკო­ნო­მი­კურ კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით მინ­და ამე­რი­კა­ში ვი­მუ­შაო და ძლი­ერ ეკო­ნო­მის­ტად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე, პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღო," - ამ­ბობს ცი­რე­კი­ძე. რო­გორც დათო გვე­უბ­ნე­ბა, მას სხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მა­გა­ლით­მა მის­ცა ბიძ­გი, რომ ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა ჯერ ISET-ში და შემ­დეგ ეტაპ­ზე სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ე­ღო.

"პირ­ვე­ლი რვა კლა­სი ქუ­თა­ის­ში ვის­წავ­ლე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში და წარ­მა­ტე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი სა­ქარ­თვე­ლოს მა­თე­მა­ტი­კურ ოლიმ­პი­ა­დებ­ში. სწო­რედ ამ დრო­ი­დან და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, რომ მე ამე­რი­კის დიდ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა მეს­წავ­ლა. მა­მა­ჩემ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ თბი­ლი­სის მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა­ში, კო­მა­როვ­ში, მეტი ცოდ­ნის მი­ღე­ბა შე­მეძ­ლო, ამი­ტომ და­ტო­ვა თა­ვი­სი პრო­ფე­სო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ჩემ­თან ერ­თად გად­მო­ვი­და თბი­ლის­ში. მე ამ დროს 13 წლის ვი­ყა­ვი," - იხ­სე­ნებს და­ვი­თი.

მომ­დევ­ნო წლებ­ში ახალ­გაზ­რდამ არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია სას­კო­ლო თუ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ოლიმ­პი­ა­და­ში. თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში უკვე აქ­ვეყ­ნებ­და სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ებ­საც. თუმ­ცა, მისი მი­ზა­ნი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა იყო და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ამის­თვის.

"სწო­რედ ამ დროს გა­ვი­გე, რომ თბი­ლის­ში არ­სე­ბობ­და ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა (ISET), რომ­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ამე­რი­კის სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მოხ­ვდნენ სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ზე. ეკო­ნო­მი­კა იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტი ჩან­და, რად­გა­ნაც ჩემი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ცოდ­ნის უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­და. მარ­თლაც, 2-წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გად, გავ­ხდი ISET-ის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნე მა­გის­ტრი (Valedictorian). ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­მექ­ცია, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში 2-3 თვით ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ლექ­ცი­ებს მი­კი­თხავ­დნენ," - ამ­ბობს სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რი.

მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბი­სას და­ვით ცი­რე­კი­ძემ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­ზე ეკო­ნო­მი­კა­ში აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი შე­ავ­სო. შე­დე­გად კი მი­ი­ღეს ამე­რი­კის რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მათ შო­რის, სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ნიუ იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში.

"რა თქმა უნდა, სტენ­ფორ­დი ავირ­ჩიე, ვი­ნა­ი­და­ინ ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გში მუდ­მი­ვად ხვდე­ბა მსოფ­ლი­ოს სამ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის. სტენ­ფორდში ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა და სწავ­ლე­ბის დონე გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე იქამ­დე წარ­მო­მედ­გი­ნა.

სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სის­ტე­მა ისე­თია, რომ პირ­ვე­ლი წლის ბო­ლოს, რთუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, კვლე­ვას და დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბას იწყებ. ამ ყვე­ლა­ფერს კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად აკე­თებ.

მუ­შა­ო­ბა ხელ­მძღვა­ნე­ლის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ მი­დის, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ეს სწო­რი პრობ­ლე­მის სწრა­ფად დას­მას არ­თუ­ლებს. ამ დროს შენ ჯერ გა­მო­უც­დე­ლი მკვლე­ვა­რი ხარ და ბევრ მარ­ცხს გა­ნიც­დი, სა­ნამ წარ­მა­ტე­ბულ იდე­ებს მი­აგ­ნებ.

6 წელი ვის­წავ­ლე და ვი­მუ­შა­ვე სტენ­ფორდში ჩემს დი­სერ­ტა­ცი­ა­ზე. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, რომ გა­მე­გო და ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა უმაღ­ლე­სი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბა, მაგ­რამ თუკი 28 წლის ასაკ­ში სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის დოქ­ტო­რი გავ­ხდე­ბო­დი, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი," - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა დოქ­ტო­რი.

და­ვი­თი მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბას ოჯახს, მე­გობ­რებს და ხელ­მძღვა­ნე­ლებს უკავ­ში­რებს. ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად კი ის მი­აჩ­ნია, რომ ამ ხალ­ხის შრო­მა და­ფას­და და მან წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და მათი გა­ხა­რე­ბა შეძ­ლო. წარ­მა­ტე­ბამ­დე გზა არც ისე ად­ვი­ლი იყო.

"ამე­რი­კა­ში არა­ვის აინ­ტე­რე­სებს ქარ­თვე­ლი ხარ, თუ სხვა ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტი. მთა­ვა­რია, იყო ძლი­ე­რი, ნი­ჭი­ე­რი და ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მო. ასე რომ, ყვე­ლას­თვის თა­ნაბ­რად რთუ­ლია ამე­რი­კა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა. პრეს­ტი­ჟულ კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბაც ძა­ლი­ან რთუ­ლია. აბა წარ­მო­იდ­გი­ნეთ, Job Market-ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­თან გი­წევს კონ­კუ­რენ­ცია, კარ­გი სამ­სა­ხუ­რი კი არც ისე ბევ­რია, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს. მთა­ვა­რია, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნი­სას დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნო. არა­ვინ აგიყ­ვანს კარგ სამ­სა­ხურ­ში მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რე. მთა­ვა­რია ის, თუ რა შექ­მე­ნი, რა გა­მო­ი­გო­ნე და რას მი­აღ­წიე სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში," - ამ­ბობს და­ვით ცი­რე­კი­ძე.

ახალ­გაზ­რდა დოქ­ტო­რი ყვე­ლას ურ­ჩევს, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­ტი­ვა­ცია აი­ღონ და თა­ვა­დაც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­საძ­ლოა, არ იყოს იმ­დე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მდი­დარ და გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შია. თუმ­ცა, თუკი 10-15 წლის წინ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა შევ­ძე­ლი ერ­თმა ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ქარ­თველ­მა, რა­ტომ ვერ უნდა მი­აღ­წი­ონ თა­ვი­ანთ მიზ­ნებს დღე­ვან­დელ დღეს?! მთა­ვა­რია მიზ­ნის და­სახ­ვა და არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.

ნუ და­ე­ლო­დე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის უნაკ­ლოდ დახ­ვე­წას, რო­მე­ლიც მო­ერ­გე­ბა 50,000 სტუ­დენ­ტის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. თქვენ თვი­თონ ეცა­დეთ, დღეს­ვე მო­ნა­ხოთ პროგ­რა­მე­ბი, კურ­სე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გზას გა­გიხ­სნი­ან უფრო მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის­კენ. ეს იოლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არ არის და სათ­ქმე­ლად უფრო ად­ვი­ლია, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად შე­სას­რუ­ლებ­ლად. არ ვიცი სხვა დარ­გებ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუმ­ცა მა­თე­მა­ტი­კა­ში, ეკო­ნო­მი­კა­სა და პროგ­რა­მი­რე­ბა­ში ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბით," - აღ­ნიშ­ნავს და­ვი­თი.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ი­მარ­თე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, რო­მელ­შიც და­ვით ცი­რე­კი­ძე იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შემ­დეგ კი მის ცხოვ­რე­ბა­ში და­ი­წყე­ბა ახა­ლი ეტა­პი - ცხოვ­რე­ბა ვა­შინგტონ­ში და ახა­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი სამ­სა­ხუ­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი - წარმატების გზა ქუთაისიდან ვაშინგტონამდე

სტენფორდის უნივერსიტეტის პირველი ქართველი დოქტორი - წარმატების გზა ქუთაისიდან ვაშინგტონამდე

ეკონომიკის დოქტორებისთვის ყოველწლიურად იანვარში იმართება ე.წ. Job Market, სადაც მთელი მსოფლიოს დამსაქმებლები ჩადიან და ხვდებიან დოქტორანტებს, რომლებიც სწავლას რამდენიმე თვეში დაამთავრებენ. ეკონომისტების ყველაზე მასობრივი შეკრება 2016 წლის იანვარში ჩიკაგოში ჩატარდა და მისი ერთ-ერთი მონაწილე სტენფორდის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი დავით ცირეკიძე იყო.

დავითს ღონისძიებაზე რამდენიმე კომპანია დაუკავშირდა და რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო ვაშინგტონში, ეკონომიკურ ფირმაში, რომელიც კერძო კომპანიებს ეკონომიკურ კონსულტაციებს უწევს.

"ჯერჯერობით მინდა ამერიკაში ვიმუშაო და ძლიერ ეკონომისტად ჩამოვყალიბდე, პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მივიღო," - ამბობს ცირეკიძე. როგორც დათო გვეუბნება, მას სხვა წარმატებული ქართველების მაგალითმა მისცა ბიძგი, რომ ჩაებარებინა ჯერ ISET-ში და შემდეგ ეტაპზე სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი მიეღო.

"პირველი რვა კლასი ქუთაისში ვისწავლე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში და წარმატებით გამოვდიოდი საქართველოს მათემატიკურ ოლიმპიადებში. სწორედ ამ დროიდან დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მე ამერიკის დიდ უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. მამაჩემმა ჩათვალა, რომ თბილისის მათემატიკურ სკოლაში, კომაროვში, მეტი ცოდნის მიღება შემეძლო, ამიტომ დატოვა თავისი პროფესორის თანამდებობა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში და ჩემთან ერთად გადმოვიდა თბილისში. მე ამ დროს 13 წლის ვიყავი," - იხსენებს დავითი.

მომდევნო წლებში ახალგაზრდამ არაერთ წარმატებას მიაღწია სასკოლო თუ საუნივერსიტეტო ოლიმპიადაში. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების პერიოდში უკვე აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებსაც. თუმცა, მისი მიზანი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში სწავლა იყო და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის.

"სწორედ ამ დროს გავიგე, რომ თბილისში არსებობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), რომლის წარმატებული კურსდამთავრებულები ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოხვდნენ სადოქტორო პროგრამებზე. ეკონომიკა იდეალური ვარიანტი ჩანდა, რადგანაც ჩემი მათემატიკური ცოდნის უფრო პრაქტიკული გამოყენება მაინტერესებდა. მართლაც, 2-წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, გავხდი ISET-ის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მაგისტრი (Valedictorian). ამან საშუალება მომცა, მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების ყურადღება მიმექცია, რომლებიც ეკონომიკის სკოლაში 2-3 თვით ჩამოდიოდნენ და ლექციებს მიკითხავდნენ," - ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორი.

მაგისტრატურის დამთავრებისას დავით ცირეკიძემ მსოფლიოს საუკეთესო სადოქტორო პროგრამებზე ეკონომიკაში აპლიკაციები შეავსო. შედეგად კი მიიღეს ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის, სტენფორდის უნივერსიტეტში, ნიუ იორკის უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

"რა თქმა უნდა, სტენფორდი ავირჩიე, ვინაიდაინ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი უნივერსიტეტია. უნივერსიტეტების რეიტინგში მუდმივად ხვდება მსოფლიოს სამ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. სტენფორდში ძალიან კონკურენტული გარემო დამხვდა და სწავლების დონე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე იქამდე წარმომედგინა.

სადოქტორო პროგრამის სისტემა ისეთია, რომ პირველი წლის ბოლოს, რთული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, კვლევას და დისერტაციაზე მუშაობას იწყებ. ამ ყველაფერს კი, ფაქტობრივად, სრულიად დამოუკიდებლად აკეთებ.

მუშაობა ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ მიდის, მაგრამ დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ეს სწორი პრობლემის სწრაფად დასმას ართულებს. ამ დროს შენ ჯერ გამოუცდელი მკვლევარი ხარ და ბევრ მარცხს განიცდი, სანამ წარმატებულ იდეებს მიაგნებ.

6 წელი ვისწავლე და ვიმუშავე სტენფორდში ჩემს დისერტაციაზე. ყოველთვის მინდოდა, რომ გამეგო და ჩემი თვალით მენახა უმაღლესი კლასის განათლება, მაგრამ თუკი 28 წლის ასაკში სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი გავხდებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი," - ამბობს ახალგაზრდა დოქტორი.

დავითი მიღწეულ წარმატებას ოჯახს, მეგობრებს და ხელმძღვანელებს უკავშირებს. ყველაზე დიდ მიღწევად კი ის მიაჩნია, რომ ამ ხალხის შრომა დაფასდა და მან წარმატების მიღწევა და მათი გახარება შეძლო. წარმატებამდე გზა არც ისე ადვილი იყო.

"ამერიკაში არავის აინტერესებს ქართველი ხარ, თუ სხვა ეროვნების სტუდენტი. მთავარია, იყო ძლიერი, ნიჭიერი და ძალიან ბევრი იშრომო. ასე რომ, ყველასთვის თანაბრად რთულია ამერიკაში, განსაკუთრებით წამყვან უნივერსიტეტში სწავლა. პრესტიჟულ კომპანიაში დასაქმებაც ძალიან რთულია. აბა წარმოიდგინეთ, Job Market-ზე მთელი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან გიწევს კონკურენცია, კარგი სამსახური კი არც ისე ბევრია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. მთავარია, ამერიკულ უნივერსიტეტში ყოფნისას დრო მაქსიმალურად გამოიყენო. არავინ აგიყვანს კარგ სამსახურში მხოლოდ იმიტომ, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრე. მთავარია ის, თუ რა შექმენი, რა გამოიგონე და რას მიაღწიე სწავლის პერიოდში," - ამბობს დავით ცირეკიძე.

ახალგაზრდა დოქტორი ყველას ურჩევს, რომ წარმატებული ადამიანებისგან მოტივაცია აიღონ და თავადაც წარმატებას მიაღწიონ.

"საქართველოში, შესაძლოა, არ იყოს იმდენი შესაძლებლობა, რაც მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებშია. თუმცა, თუკი 10-15 წლის წინ დასახული მიზნის მიღწევა შევძელი ერთმა ჩვეულებრივმა ქართველმა, რატომ ვერ უნდა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს დღევანდელ დღეს?! მთავარია მიზნის დასახვა და არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.

ნუ დაელოდებით განათლების სისტემის უნაკლოდ დახვეწას, რომელიც მოერგება 50,000 სტუდენტის მოთხოვნილებას. თქვენ თვითონ ეცადეთ, დღესვე მონახოთ პროგრამები, კურსები და პროფესორები, რომლებიც გზას გაგიხსნიან უფრო მაღალი საფეხურებისკენ. ეს იოლი საქმე ნამდვილად არ არის და სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე რეალურად შესასრულებლად. არ ვიცი სხვა დარგებში რა მდგომარეობაა, თუმცა მათემატიკაში, ეკონომიკასა და პროგრამირებაში ამ ყველაფრის მიღწევა სავსებით შესაძლებელია საქართველოში არსებული რესურსებით," - აღნიშნავს დავითი.

რამდენიმე დღეში გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი, რომელშიც დავით ცირეკიძე იღებს მონაწილეობას. შემდეგ კი მის ცხოვრებაში დაიწყება ახალი ეტაპი - ცხოვრება ვაშინგტონში და ახალი პრესტიჟული სამსახური.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება: საქართველოში "ფაიზერით" აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

წვიმა, ელჭექი, ქარი - სინოპტიკოსები 21 ივლისის საღამოდან საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

"ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი... ამერიკაში ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან" - რას ყვება სოფო ჭყონია საკუთარ ბავშვობასა და შვილებზე