მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს
ცნობილი ქართველების შვილები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს

ბოლო ზარი სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში უკვე და­ი­რე­კა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია და ამ დღის­თვის მშო­ბე­ლიც და შვი­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. წელს სკო­ლა არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვილ­მა და­ამ­თავ­რა. იყ­ვნენ ისე­თი ცნო­ბი­ლე­ბიც, რომ­ლებ­მაც სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რეს.

ქეთო თო­ფუ­რი­ძე

ეკა კა­ხი­ა­ნის უმ­ცროს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ქეთო თო­ფუ­რი­ძემ სკო­ლა წელს და­ამ­თავ­რა. 53-ე სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე, ქე­თოს დედა და და ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლიც ახ­ლდნენ. ქეთო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე აპი­რებს ჩა­ბა­რე­ბას და ახლა გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ანა­ნო ლე­ვი­ძე

53-ე სკო­ლა და­ამ­თავ­რა ჟურ­ნა­ლისტ ეკა ხო­ფე­რი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა ანა­ნო ლე­ვი­ძემ. ბოლო ზარ­ზე ანა­ნოს სკო­ლა­ში დედა და ძმა ახ­ლდნენ. ანა­ნო ლე­ვი­ძე ცოტა ხნის წინ, სას­წავ­ლებ­ლად ინ­გლის­ში გა­ემ­გზავ­რა, თუმ­ცა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას თბი­ლის­ში კლა­სე­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდა. ანა­ნო ლე­ვი­ძემ და მის­მა კლას­მა სკო­ლის ეზო­ში წარ­მოდ­გე­ნა გა­მარ­თეს.

ნა­ტაშ­კა კი­კა­ბი­ძე

გუ­შინ და­ამ­თავ­რა სკო­ლა ტე­ლე­წამ­ყვან ნინო არა­ზაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა ნა­ტაშ­კა კი­კა­ბი­ძემ. "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის აღ­სა­ნიშ­ნად ქა­ლიშ­ვილს მხატ­ვარ ზუ­რაბ გო­მე­ლა­უ­რის ნა­მუ­შე­ვა­რი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შეს­რულ­და და სა­დაც ფე­რა­დი, უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბაა ასა­ხუ­ლი.

გი­ორ­გი ღოთ­ვა­ძე

გუ­შინ და­ამ­თავ­რა სკო­ლა ლალი მო­როშ­კი­ნას უმ­ცროს­მა შვილ­მა. გი­ორ­გი ღოთ­ვა­ძეს ბოლო ზარ­ზე სკო­ლა­ში დე­დაც ახ­ლდა. ლალი მო­როშ­კი­ნა სას­წავ­ლე­ბელ­ში წი­თელ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მო­ცხად­და და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა შვილ­თან ერ­თად იზე­ი­მა.

ანა შე­ლია

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას და ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილ­მა სკო­ლა გუ­შინ და­ამ­თავ­რა. ანა შე­ლია მე­ექ­ვსე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. ანა თა­ვა­დაც მო­დე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო დროს საფ­რან­გეთ­ში უწევ­და ყოფ­ნა, მან "ეტა­მის" ჩვე­ნე­ბა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა ბოლო ზა­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და ამ დღის­თვის დად­გმულ წარ­მოდ­გე­ნა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­თა სი­ა­ში მოხ­ვდა წელს ასე­ვე სან­დრო კურ­ცხა­ლი­ძე, რო­მე­ლიც ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "X-ფაქ­ტო­რი­დან" გა­იც­ნო.ის სო­ფოს გუნ­დის წევ­რია. სან­დროს სკო­ლა­ში ბოლო ზარი გუ­შინ­წინ და­ი­რე­კა. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა და სურს, მე­ზღვა­უ­რი გახ­დეს.

გუ­შინ და­ამ­თავ­რა სკო­ლა ასე­ვე ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილ­მა. ნი­ნი­კო ნა­ად­რევ ასაკ­ში ორ­ჯერ გა­თხოვ­და და შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის ბო­ლომ­დე დამ­თავ­რე­ბა ვერ მო­ას­წრო. მსა­ხი­ო­ბის ცოლს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ულო­ცა­ვენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს

ბოლო ზარი საქართველოს სკოლებში უკვე დაირეკა. სკოლის დამთავრება ყველა ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია და ამ დღისთვის მშობელიც და შვილიც განსაკუთრებულად ემზადება. წელს სკოლა არაერთი ცნობილი ადამიანის შვილმა დაამთავრა. იყვნენ ისეთი ცნობილებიც, რომლებმაც სკოლა წელს დაამთავრეს.

ქეთო თოფურიძე

ეკა კახიანის უმცროსმა ქალიშვილმა ქეთო თოფურიძემ სკოლა წელს დაამთავრა. 53-ე სკოლაში ბოლო ზარზე, ქეთოს დედა და და ნინი ბადურაშვილიც ახლდნენ. ქეთო ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, ბიზნესის ფაკულტეტზე აპირებს ჩაბარებას და ახლა გამოცდებისთვის ემზადება.

ანანო ლევიძე

53-ე სკოლა დაამთავრა ჟურნალისტ ეკა ხოფერიას ქალიშვილმა ანანო ლევიძემ. ბოლო ზარზე ანანოს სკოლაში დედა და ძმა ახლდნენ. ანანო ლევიძე ცოტა ხნის წინ, სასწავლებლად ინგლისში გაემგზავრა, თუმცა სკოლის დამთავრებას თბილისში კლასელებთან ერთად შეხვდა. ანანო ლევიძემ და მისმა კლასმა სკოლის ეზოში წარმოდგენა გამართეს.

ნატაშკა კიკაბიძე

გუშინ დაამთავრა სკოლა ტელეწამყვან ნინო არაზაშვილის ქალიშვილმა ნატაშკა კიკაბიძემ. "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის პროდიუსერმა სკოლის დამთავრების აღსანიშნად ქალიშვილს მხატვარ ზურაბ გომელაურის ნამუშევარი აჩუქა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შესრულდა და სადაც ფერადი, უდარდელი ბავშვობაა ასახული.

გიორგი ღოთვაძე

გუშინ დაამთავრა სკოლა ლალი მოროშკინას უმცროსმა შვილმა. გიორგი ღოთვაძეს ბოლო ზარზე სკოლაში დედაც ახლდა. ლალი მოროშკინა სასწავლებელში წითელ კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა და სკოლის დამთავრება შვილთან ერთად იზეიმა.

ანა შელია

ცნობილი ქართველი მოდელის ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას ქალიშვილმა სკოლა გუშინ დაამთავრა. ანა შელია მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლე იყო. ანა თავადაც მოდელია, შესაბამისად, ბოლო დროს საფრანგეთში უწევდა ყოფნა, მან "ეტამის" ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა ბოლო ზარისთვის საქართველოში ჩამოვიდა და ამ დღისთვის დადგმულ წარმოდგენაშიც მიიღო მონაწილეობა.

სკოლადამთავრებულთა სიაში მოხვდა წელს ასევე სანდრო კურცხალიძე, რომელიც ფართო აუდიტორიამ მუსიკალურ პროექტ "X-ფაქტორიდან" გაიცნო. ის სოფოს გუნდის წევრია. სანდროს სკოლაში ბოლო ზარი გუშინწინ დაირეკა. ახალგაზრდა მომღერალი გამოცდებისთვის ემზადება და სურს, მეზღვაური გახდეს.

გუშინ დაამთავრა სკოლა ასევე ლევან ჯიბღაშვილის მეუღლემ ნინიკო ნაცარაშვილმა. ნინიკო ნაადრევ ასაკში ორჯერ გათხოვდა და შესაბამისად, სკოლის ბოლომდე დამთავრება ვერ მოასწრო. მსახიობის ცოლს სკოლის დამთავრებას სოციალურ ქსელში ულოცავენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ძლიერი კონკურენტები გვჭირდება, რომ უძლიერესები გავხდეთ... მათი ნებისმიერი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს" - 2 წყვილი "სამზარეულოს ომების" საუკეთესო ათეულიდან

"3 დაკარგულია, 4 გატანილია ჩეხეთში საქართველოს საელჩოში" - მუზეუმებიდან კულტურის სამინისტროში გატანილ ექსპონატებში დანაკლისი აღმოჩნდა: რას გეგმავს თეა წულუკიანი?

"რატომღაც თავს დამესხნენ... იმედგაცრუებული დავრჩი ქართველი ჟურნალისტების საქციელით" - რას წერს მსახიობი, რომელმაც House of Gucci-ში ეპიზოდური როლი შეასრულა