სამართალი
მსოფლიო

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია
რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

17 მა­ისს გამ­თე­ნი­ი­სას გო­რის გვი­რაბ­თან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ავა­რი­ის შე­დე­გად 21 წლის ბექა ხა­ხუ­ბია და­ი­ღუ­პა. ახალ­გაზ­რდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ირაკ­ლი ხა­ხუ­ბი­ას ვაჟი იყო.

ავა­რი­ის მე­ო­რე დღეს, ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ზვი­ად კუპ­რა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბექა ხა­ხუ­ბია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას და­ი­ღუ­პა. კუპ­რა­ვა წერ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და მო­საზ­რე­ბა, რომ პატ­რულ­მა, რომ­ლის მო­თხოვ­ნას, გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა, ნას­ვა­მი მძღო­ლი რამ­დენ­ჯერ­მე არ და­ე­მორ­ჩი­ლა, ტრა­ი­ლე­რით გა­და­უ­კე­ტა გზა მძღოლს.

Ambebi.ge ტრა­ი­ლე­რის მძღოლს გი­ორ­გი ღლონტს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც ავა­რი­ის თვითმხილ­ვე­ლია და რო­მელ­საც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გზის გა­და­კეტ­ვა აი­ძუ­ლეს:

- 6 წე­ლია ტრა­ი­ლერ­ზე ვმუ­შა­ობ და ტვირ­თი გა­და­მაქვს. იმ ღა­მეს გო­რის გვი­რაბ­თან მყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი ტრა­ი­ლე­რი და მე­ძი­ნა. და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ათ­ზე გა­მაღ­ვი­ძა ორმა პატ­რულ­მა, მი­თხრეს გზა უნდა გა­დაგ­ვი­კე­ტოო, არც მი­კი­თხავს რა­ტომ მთხოვ­დნენ ამას, და­ვე­მორ­ჩი­ლე პატ­რულს და გვი­რაბ­თან გზა ჩავ­კე­ტე.

- რამ­დენ ხან­ში მოხ­და შე­ჯა­ხე­ბა?

- გზა როცა ჩავ­კე­ტე, ევა­კუ­ა­ტო­რი მო­ვი­და და და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი ჯიპი ჩემს ტრა­ი­ლერს შე­ე­ჯა­ხა. სა­წყა­ლი ბიჭი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. როცა მივ­ხვდი რა გა­ვა­კე­თე, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გა­ვი­თი­შე და რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე აღარ მახ­სოვს რა ხდე­ბო­და. როცა გონ­ზე მო­ვე­დი, ად­გილ­ზე იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბი­სა და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბი, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის მშობ­ლე­ბი. ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებ­და ად­გილ­ზე, ვერ გად­მოვ­ცემ იქ რაც ხდე­ბო­და. ახ­ლაც შოკ­ში ვარ, არას­დროს მსმე­ნია ასე­თი რამ... სა­დღაც მა­ინც რომ და­მეშ­ვა, თუ რა­ტომ გა­და­მა­კე­ტი­ნა გზა პატ­რულ­მა, არ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი.

- იცით იმ პატ­რუ­ლის გვა­რი და სა­ხე­ლი ვისი მო­თხოვ­ნი­თაც გა­და­კე­ტეთ გზა?

- არა­ფე­რი არ ვიცი. გამ­თე­ნი­ი­სას ჩემი ტრა­ი­ლე­რი და ის მან­ქა­ნა სა­ჯა­რი­მო­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. მან­ქა­ნა ახ­ლაც იქ დგას ჩემი, გა­მომ­ძი­ე­ბელს როცა და­ვუ­რე­კე მუ­თხრა ჯერ ვერ გა­იყ­ვანთ თქვენს ტრა­ი­ლერ­სო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ პატ­რულ­მა გზა ტრა­ი­ლე­რით გა­და­კე­ტა მძღო­ლის შე­სა­ჩე­რებ­ლად. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ძი­ე­ბის­თვის გა­და­ე­ცა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ი­სას, მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­თა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს და 4-დან 7-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ფოტო: შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

რას ყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც გორთან მომხდარი ტრაგიკული ავარიის თვითმხილველია

17 მაისს გამთენიისას გორის გვირაბთან მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა. ახალგაზრდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ვაჟი იყო.

ავარიის მეორე დღეს, ყოფილმა პოლიციელმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა. კუპრავა წერდა და საზოგადოებაშიც აქტიურად გავრცელდა მოსაზრება, რომ პატრულმა, რომლის მოთხოვნას, გაეჩერებინა მანქანა, ნასვამი მძღოლი რამდენჯერმე არ დაემორჩილა, ტრაილერით გადაუკეტა გზა მძღოლს.

Ambebi.ge ტრაილერის მძღოლს გიორგი ღლონტს დაუკავშირდა, რომელიც ავარიის თვითმხილველია და რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გადაკეტვა აიძულეს:

- 6 წელია ტრაილერზე ვმუშაობ და ტვირთი გადამაქვს. იმ ღამეს გორის გვირაბთან მყავდა გაჩერებული ტრაილერი და მეძინა. დაახლოებით 4 საათზე გამაღვიძა ორმა პატრულმა, მითხრეს გზა უნდა გადაგვიკეტოო, არც მიკითხავს რატომ მთხოვდნენ ამას, დავემორჩილე პატრულს და გვირაბთან გზა ჩავკეტე.

- რამდენ ხანში მოხდა შეჯახება?

- გზა როცა ჩავკეტე, ევაკუატორი მოვიდა და დაახლოებით 15 წუთში მაღალი სიჩქარით მომავალი ჯიპი ჩემს ტრაილერს შეეჯახა. საწყალი ბიჭი ადგილზე დაიღუპა. როცა მივხვდი რა გავაკეთე, ნერვიულობისგან გავითიშე და რაღაც პერიოდის მანძილზე აღარ მახსოვს რა ხდებოდა. როცა გონზე მოვედი, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები, ასევე გარდაცვლილის მშობლები. ტრაგედია ტრიალებდა ადგილზე, ვერ გადმოვცემ იქ რაც ხდებოდა. ახლაც შოკში ვარ, არასდროს მსმენია ასეთი რამ... სადღაც მაინც რომ დამეშვა, თუ რატომ გადამაკეტინა გზა პატრულმა, არ დავემორჩილებოდი.

- იცით იმ პატრულის გვარი და სახელი ვისი მოთხოვნითაც გადაკეტეთ გზა?

- არაფერი არ ვიცი. გამთენიისას ჩემი ტრაილერი და ის მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს. მანქანა ახლაც იქ დგას ჩემი, გამომძიებელს როცა დავურეკე მუთხრა ჯერ ვერ გაიყვანთ თქვენს ტრაილერსო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატრულმა გზა ტრაილერით გადაკეტა მძღოლის შესაჩერებლად. მათივე ინფორმაციით, საქმე ძიებისთვის გადაეცა მთავარ პროკურატურას. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას, მოძრაობის წესების დარღვევითა და გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ფოტო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ