სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:10-ზე, მთვარე ქალწულშია ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან
იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან

"სავ­სე მაქვს გული თქვე­ნი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით! დიდი მად­ლო­ბა ამ სა­ო­ცა­რი ენერ­გი­ის­თვის, ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის და მხარ­და­ჭე­რის­თვის! მე თუ ფეხ­ზე დად­გო­მა და ჩემი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბა შევ­ძე­ლი, ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. მად­ლო­ბა ამის­თვის!", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაია ასა­თი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ეთერს პირ­ვე­ლად უბ­რუნ­დე­ბა. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დღეს იუ­ბი­ლა­რია. მაია ასა­თი­ანს კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი "ფე­ის­ბუ­ქი­ზე" ემო­ცი­ურ პოს­ტებს უძღვნი­ან:

გოგა ჩა­ნა­დი­რი, ფო­ტოგ­რა­ფი:

"ვა­მა­ყობ, რომ არ­სე­ბობს მაია ასა­თი­ა­ნი. ტკი­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ბრუნ­დე­ბა ეთერ­ში. სიმ­ბო­ლუ­რად და­ემ­თხვა, რომ დღეს, 4 მა­ისს მისი და­ბა­დე­ბის დღეც არის.

მან უდი­დეს ტკი­ვილს აჯო­ბა და ათა­სო­ბით მშო­ბელს და­ა­ნა­ხა, რომ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც შე­იძ­ლე­ბა ისევ ფეხ­ზე დად­გე, შე­იძ­ლე­ბა, ისევ აკე­თო საქ­მე და თა­ნაც, გა­ას­მა­გე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ ვიდ­რე ცო­ცხლობ, უამ­რავ ადა­მი­ანს გა­მო­ად­გე, შვი­ლის სულს გა­მო­ად­გე.

გუ­ლით ვე­ლო­დი მა­ი­ას ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ის დღეს კვლავ "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლით" გავა ეთერ­ში.

გმად­ლობ მაია, რომ აჯო­ბე შენს თავს, გმად­ლობ, რომ უამ­რავ ადა­მი­ანს და­ა­ნა­ხე ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აზრი და მნიშ­ვნე­ლო­ბა, გმად­ლობ, რომ შენი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აქეთ გაგ­ვამ­ხნე­ვე.

შენი ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ყვე­ლა­ზე უფრო კი მა­ინც შენს ნუ­ცას უხა­რია.

წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს"

ეკა ხო­ფე­რია:

"ეს ფოტო იმ დღე­ებ­ში და­ვი­ყე­ნე და ჩემს თავს სი­ტყვა მი­ვე­ცი, ვიდ­რე მაია ეთერ­ში არ დაბ­რუნ­დე­ბო­და, ჩემ­თან იქ­ნე­ბო­და.

მე ვფიქ­რობ ასე, ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბულს ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მათ­თვის რთულ დღე­ებ­ში ვერ გა­ვა­კე­თებთ გარ­და ორი­სა, გიყ­ვარ­დეს ეს ადა­მი­ა­ნი და გულ­წრფე­ლად გი­ხა­რო­დეს მისი პა­ტარ-პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბე­ბი.

დღეს მა­ი­კოს და­ბა­დე­ბის დღეა და დღეს ის ეთერ­ში ბრუნ­დე­ბა. მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს გოგო და მარ­თლა მთე­ლი გუ­ლით მი­ხა­რია მისი სიძ­ლი­ე­რე. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მას ათას­ჯერ გა­აძ­ლი­ე­რებს. გი­ლო­ცავ მა­ი­კო"

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი:

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს! ძა­ლი­ან გა­ფა­სებ და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ! შენ ხარ ჩემ­თვის სა­მა­გა­ლი­თო, სუ­პერ ადა­მი­ა­ნი, მე­ა­მა­ყე­ბა რომ გიც­ნობ და ჩემი მე­გო­ბა­რი ხარ, ყო­ველ­თვის გვერ­დში მი­გუ­ლე!!!

მთე­ლი ოჯა­ხი გი­ლო­ცავთ, გვინ­და იყო ბედ­ნი­ე­რი!!!"

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

"წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე ყვე­ლას და გან­სა­კუთ­რე­ბით იუ­ბი­ლარ გო­გოს, რო­მე­ლიც დღეს დაგ­ვიბ­რუნ­და ყვე­ლას. მაია ასა­თი­ა­ნი 17 წე­ლია ერ­თად მოვ­დი­ვართ და იმე­დია შე­ვა­ბერ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს"

ნა­ხეთ ასე­ვე: ნუცა მახ­ვი­ლა­ძის სამ­კი­თხვე­ლო და და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი ფოტო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?

იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან

იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან

"სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაცაა. მადლობა ამისთვის!", - წერს სოციალურ ქსელში მაია ასათიანი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს პირველად უბრუნდება. ტელეწამყვანი დღეს იუბილარია. მაია ასათიანს კოლეგები და მეგობრები "ფეისბუქიზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან:

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი:

"ვამაყობ, რომ არსებობს მაია ასათიანი. ტკივილის მიუხედავად, მაინც ბრუნდება ეთერში. სიმბოლურად დაემთხვა, რომ დღეს, 4 მაისს მისი დაბადების დღეც არის.

მან უდიდეს ტკივილს აჯობა და ათასობით მშობელს დაანახა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგაც შეიძლება ისევ ფეხზე დადგე, შეიძლება, ისევ აკეთო საქმე და თანაც, გაასმაგებულად იმიტომ, რომ ვიდრე ცოცხლობ, უამრავ ადამიანს გამოადგე, შვილის სულს გამოადგე.

გულით ველოდი მაიას ეთერში დაბრუნებას. ის დღეს კვლავ "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "პროფილით" გავა ეთერში.

გმადლობ მაია, რომ აჯობე შენს თავს, გმადლობ, რომ უამრავ ადამიანს დაანახე ცხოვრების გაგრძელების აზრი და მნიშვნელობა, გმადლობ, რომ შენი გულშემატკივრები აქეთ გაგვამხნევე.

შენი ეთერში დაბრუნება ძალიან მიხარია. ყველაზე უფრო კი მაინც შენს ნუცას უხარია.

წარმატებებს გისურვებ. გილოცავ დაბადების დღეს"

ეკა ხოფერია:

"ეს ფოტო იმ დღეებში დავიყენე და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ვიდრე მაია ეთერში არ დაბრუნდებოდა, ჩემთან იქნებოდა.

მე ვფიქრობ ასე, ვერაფერს განსაკუთრებულს ჩვენ ადამიანებისთვის მათთვის რთულ დღეებში ვერ გავაკეთებთ გარდა ორისა, გიყვარდეს ეს ადამიანი და გულწრფელად გიხაროდეს მისი პატარ-პატარა წარმატებები.

დღეს მაიკოს დაბადების დღეა და დღეს ის ეთერში ბრუნდება. მართლა ძალიან მიყვარს ეს გოგო და მართლა მთელი გულით მიხარია მისი სიძლიერე. ეს სიყვარული მას ათასჯერ გააძლიერებს. გილოცავ მაიკო"

ნუკი კოშკელიშვილი:

"გილოცავ დაბადების დღეს! ძალიან გაფასებ და ძალიან მიყვარხარ! შენ ხარ ჩემთვის სამაგალითო, სუპერ ადამიანი, მეამაყება რომ გიცნობ და ჩემი მეგობარი ხარ, ყოველთვის გვერდში მიგულე!!!

მთელი ოჯახი გილოცავთ, გვინდა იყო ბედნიერი!!!"

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"წარმატებული დღე ყველას და განსაკუთრებით იუბილარ გოგოს, რომელიც დღეს დაგვიბრუნდა ყველას. მაია ასათიანი 17 წელია ერთად მოვდივართ და იმედია შევაბერდებით ერთმანეთს. გილოცავ დაბადების დღეს"

ნახეთ ასევე: ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს