პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციანიდი, დარიშხანი, "კანტარელა"... - შხამების გამოყენებით მტრების თავიდან მოშორების შემზარავი ფაქტები ისტორიაში
ციანიდი, დარიშხანი, "კანტარელა"... - შხამების გამოყენებით მტრების თავიდან მოშორების შემზარავი ფაქტები ისტორიაში

მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის, მტრე­ბი­სა თუ უბ­რა­ლოდ არა­სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. ადა­მი­ა­ნი მათ ან­ტი­კუ­რი დრო­ი­დან იყე­ნებს. ეფექ­ტუ­რო­ბას­თან ერ­თად, შხა­მის გა­მო­ყე­ნე­ბას ერთი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს - ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 55 წელს რო­მის იმ­პე­რა­ტო­რის კლავ­დი­უს ტი­ბე­რი­უ­სის შვი­ლო­ბილ­მა ნე­რონ­მა, კლავ­დი­უ­სის შვი­ლი, ბრი­ტა­ნი­კუ­სი შხა­მის გა­მო­ყე­ნე­ბით მოკ­ლა. იმ­პე­რა­ტო­რის ტახ­ტის­კენ გზა ხსნი­ლი იყო...

ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, იხ­ვე­წე­ბო­და შხა­მე­ბის დამ­ზა­დე­ბის და მათი გა­მო­ყე­ნე­ბის მე­თო­დე­ბიც. სა­კუ­თა­რი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბის ხორ­ცშეს­ხმის­თვის ადა­მი­ან­მა სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ის­წავ­ლა.

შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იტა­ლი­ა­სა და საფ­რან­გეთ­ში, ტახ­ტის არა­სა­სურ­ვე­ლი მემ­კვიდ­რე­ე­ბის სა­ი­ქი­ო­ში გას­ტუმ­რე­ბის ყვე­ლა­ზე "პო­პუ­ლა­რულ" სა­შუ­ა­ლე­ბას სწო­რედ შხა­მე­ბი წარ­მო­ად­გენ­და.

საფ­რან­გე­თის დე­დოფ­ლის ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩის (1547-1559 წლე­ბი) სა­მე­ფო კა­რის ინ­ტრი­გებ­ში შხა­მე­ბი ერთ-ერთ მთა­ვარ როლს თა­მა­შობ­და. მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას "პარ­ფი­უ­მე­რე­ბის" სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ­ლე­ბიც მო­წამ­ლულ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამ­ზა­დებ­დნენ. ეკა­ტე­რი­ნე ფან­ტა­ზი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ო­და - მის "არ­სე­ნალ­ში" შხა­მით და­ფა­რუ­ლი მა­რა­ო­ე­ბი, სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­კე­თო­ბე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბიც შე­დი­ო­და. სწო­რედ ასეთ­მა ხელ­თათ­მა­ნებ­მა შე­ი­წი­რეს ნა­ვა­რი­ის დე­დო­ფა­ლი - ჟანა დ’ალაბ­რე.

ხელ­თათ­მა­ნე­ბი ჰუ­გე­ნო­ტე­ბის მომ­ხრე დ’ალაბ­რეს კა­თო­ლი­კე მე­დიჩ­მა, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში მისი მო­მა­ვა­ლი სარ­ძლოს დედა გახ­ლდათ, პი­რა­დად აჩუ­ქა. 1572 წლის 4 ივ­ნისს გა­მარ­თუ­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ვა­რელ­თა დე­დო­ფალ­მა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. 5 დღის შემ­დეგ ის გარ­და­იც­ვა­ლა. მი­დე­ჩის მიერ ნა­ჩუ­ქარ ხელ­თათ­მა­ნებ­ზე, ისე­ვე რო­გორც დ’ალაბ­რეს კა­ბის მა­ღალ სა­ყე­ლო­ზე შხა­მი იყო დას­ხუ­რე­ბუ­ლი.

იმ­პე­რა­ტორ ნა­პო­ლე­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი დღემ­დე ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის და­ვის საგ­ნად რჩე­ბა. ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ წმინ­და ელე­ნეს კუნ­ძულ­ზე გა­და­სახ­ლე­ბა­ში მყო­ფი ნა­პო­ლე­ო­ნი და­რიშ­ხა­ნით (ხში­რად მას სა­მე­ფო შხამ­საც უწო­დე­ბენ) მო­წამ­ლეს. ვერ­სია გარ­დაც­ვლი­ლი იმ­პე­რა­ტო­რის თმა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის შემ­დეგ გაჩ­ნდა. ის­ტო­რი­კოს ბენ ვა­ი­დე­რის მტკი­ცე­ბით, ნა­პო­ლე­ონს და­რიშ­ხანს ჯამ­რთე­ლო­ბის შე­სუს­ტე­ბის მიზ­ნით, ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აძ­ლევ­დნენ. შხა­მის მცი­რე დო­ზე­ბი იმ­პე­რა­ტო­რის ორ­გა­ნიზმს შიგ­ნი­დან ნელ-ნელა ანად­გუ­რებ­და.

შხა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არც მა­ღა­ლი დო­ნის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი თა­კი­ლობ­დნენ. რო­მის პაპ­მა, ალექ­სან­დრე VI ბორ­ჯი­ამ (1492-1503 წლე­ბი) ის­ტო­რი­ა­ში ად­გი­ლი გარ­ყვნი­ლო­ბი­თა და სი­ხარ­ბით და­იმ­კვიდ­რა. კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვან­ლის ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი გარ­თო­ბა შხა­მე­ბის დამ­ზა­დე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­ზე მათი გა­მოც­და იყო. სა­ში­ში ქი­მი­უ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­თვის პაპს "სა­ტა­ნის აფ­თი­ა­ქა­რი" შე­არ­ქვეს. ბორ­ჯი­ას სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით შექ­მნი­ლი შხა­მი "კან­ტა­რე­ლა" ჰქონ­და.

რო­მის პაპი სა­კუ­თარ­მა "პირ­მ­შომ" შე­ი­წი­რა - მან შეც­დო­მით სხვის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წამ­ლუ­ლი სას­მი­სი შეს­ვა.

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შხა­მი ცი­ა­ნი­დის კა­ლი­უ­მი გახ­და. 1957 წლის 13 ოქ­ტომ­ბრის მი­უ­ნ­ჰე­ნის გა­ზე­თე­ბი ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ან­ტი­საბ­ჭო­თა მოღ­ვა­წის ლევ რე­ბე­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბოდ­ნენ. სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად გუ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და­სა­ხელ­და. ორი წლის შემ­დეგ ამა­ვე ქა­ლაქ­ში, ანა­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნო­ზით უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რი სტე­პან ბან­დერა გარ­და­იც­ვა­ლა.

КГБ-ს ორ­გა­ნი­ზე­ბულ ორი­ვე მკვლე­ლო­ბა­ში, მკვლელ­მა 7 სმ-ის სიგ­რძის ცი­ლინ­დრი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­შიც ცი­ა­ნი­დის შხა­მით სავ­სე ამ­პუ­ლა იყო და­მა­ლუ­ლი. ღი­ლაკ­ზე და­ჭე­რი­სას თხე­ვა­დი შხა­მი გა­რეთ გა­მო­იფ­რქვე­ო­და. ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი­დან სა­ხე­ში მის­ხუ­რე­ბის შემ­დეგ, მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში კვდე­ბო­და.

ბულ­გა­რე­ლი მწერ­ლის გი­ორ­გი მარ­კო­ვის ლიკ­ვი­და­ცია დღემ­დე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო მკვლე­ლო­ბად რჩე­ბა. ბულ­გა­რე­თი­დან გაქ­ცე­ულ­მა მარ­კოვ­მა თავი ლონ­დონს შე­ა­ფა­რა, სა­დაც BBC-ის რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობ­და. 1978 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სუ­ლი მარ­კო­ვი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ გა­ე­მარ­თა. ხალ­ხის ნა­კად­ში მან შემ­თხვე­ვით ვი­ღა­ცის ქოლ­გას ფეხი წა­მოკ­რა და ჩხვლე­ტა იგ­რძნო. გამ­ვლელ­მა მო­ი­ბო­დი­შა და გზა გა­ნაგ­რძო. ოთხი დღის შემ­დეგ მარ­კო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქოლ­გის წვერ­ზე КГБ-ს ხელ­მარ­ჯვე ოს­ტა­ტებ­მა სა­ჩხვლე­ტი და­ა­მონ­ტა­ჟეს. ქოლ­გით ჩხვლე­ტი­სას მსხვერ­პლის სხე­ულ­ში 1,7 მმ-ის დი­ა­მეტ­რის შხა­მით სავ­სე კაფ­სუ­ლა შე­დი­ო­და.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ციანიდი, დარიშხანი, "კანტარელა"... - შხამების გამოყენებით მტრების თავიდან მოშორების შემზარავი ფაქტები ისტორიაში

ციანიდი, დარიშხანი, "კანტარელა"... - შხამების გამოყენებით მტრების თავიდან მოშორების შემზარავი ფაქტები ისტორიაში

მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება - პოლიტიკური ოპონენტების, მტრებისა თუ უბრალოდ არასასურველი ადამიანების თავიდან მოცილების დღემდე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ადამიანი მათ ანტიკური დროიდან იყენებს. ეფექტურობასთან ერთად, შხამის გამოყენებას ერთი დიდი უპირატესობა აქვს - ხშირ შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 წელს რომის იმპერატორის კლავდიუს ტიბერიუსის შვილობილმა ნერონმა, კლავდიუსის შვილი, ბრიტანიკუსი შხამის გამოყენებით მოკლა. იმპერატორის ტახტისკენ გზა ხსნილი იყო...

ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად, იხვეწებოდა შხამების დამზადების და მათი გამოყენების მეთოდებიც. საკუთარი მზაკვრული გეგმების ხორცშესხმისთვის ადამიანმა სხვადასხვა მცენარეებისა და ბუნებრივი საშუალებების გამოყენება ისწავლა.

შუა საუკუნეების ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიასა და საფრანგეთში, ტახტის არასასურველი მემკვიდრეების საიქიოში გასტუმრების ყველაზე "პოპულარულ" საშუალებას სწორედ შხამები წარმოადგენდა.

საფრანგეთის დედოფლის ეკატერინე მედიჩის (1547-1559 წლები) სამეფო კარის ინტრიგებში შხამები ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. მის უდიდებულესობას "პარფიუმერების" სპეციალური ჯგუფი ემსახურებოდა, რომლებიც მოწამლულ კოსმეტიკურ საშუალებებს ამზადებდნენ. ეკატერინე ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა - მის "არსენალში" შხამით დაფარული მარაოები, საიუველირო ნაკეთობები და ხელთათმანებიც შედიოდა. სწორედ ასეთმა ხელთათმანებმა შეიწირეს ნავარიის დედოფალი - ჟანა დ’ალაბრე.

ხელთათმანები ჰუგენოტების მომხრე დ’ალაბრეს კათოლიკე მედიჩმა, რომელიც იმ მომენტში მისი მომავალი სარძლოს დედა გახლდათ, პირადად აჩუქა. 1572 წლის 4 ივნისს გამართული გრანდიოზული წვეულების შემდეგ ნავარელთა დედოფალმა თავი შეუძლოდ იგრძნო. 5 დღის შემდეგ ის გარდაიცვალა. მიდეჩის მიერ ნაჩუქარ ხელთათმანებზე, ისევე როგორც დ’ალაბრეს კაბის მაღალ საყელოზე შხამი იყო დასხურებული.

იმპერატორ ნაპოლეონის გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე ისტორიკოსებისა და სპეციალისტების დავის საგნად რჩება. ნაწილი მიიჩნევს, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებაში მყოფი ნაპოლეონი დარიშხანით (ხშირად მას სამეფო შხამსაც უწოდებენ) მოწამლეს. ვერსია გარდაცვლილი იმპერატორის თმაზე ჩატარებული ანალიზის შემდეგ გაჩნდა. ისტორიკოს ბენ ვაიდერის მტკიცებით, ნაპოლეონს დარიშხანს ჯამრთელობის შესუსტების მიზნით, ხუთი წლის განმავლობაში აძლევდნენ. შხამის მცირე დოზები იმპერატორის ორგანიზმს შიგნიდან ნელ-ნელა ანადგურებდა.

შხამების გამოყენებას არც მაღალი დონის სასულიერო პირები თაკილობდნენ. რომის პაპმა, ალექსანდრე VI ბორჯიამ (1492-1503 წლები) ისტორიაში ადგილი გარყვნილობითა და სიხარბით დაიმკვიდრა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანლის ერთ-ერთი უსაყვარლესი გართობა შხამების დამზადება და  ადამიანებზე მათი გამოცდა იყო. საშიში ქიმიური ექსპერიმენტებისთვის პაპს "სატანის აფთიაქარი" შეარქვეს. ბორჯიას საკუთარი რეცეპტით შექმნილი შხამი "კანტარელა" ჰქონდა.

რომის პაპი საკუთარმა "პირმშომ" შეიწირა - მან შეცდომით სხვისთვის მომზადებული მოწამლული სასმისი შესვა.

გასულ საუკუნეში ყველაზე პოპულარული შხამი ციანიდის კალიუმი გახდა. 1957 წლის 13 ოქტომბრის მიუნჰენის გაზეთები ცნობილი უკრაინელი ანტისაბჭოთა მოღვაწის ლევ რებეტის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ იუწყებოდნენ. სიკვდილის მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა დასახელდა. ორი წლის შემდეგ ამავე ქალაქში, ანალოგიური დიაგნოზით უკრაინის ეროვნული მოძრაობის ლიდერი სტეპან ბანდერა გარდაიცვალა.

КГБ-ს ორგანიზებულ ორივე მკვლელობაში, მკვლელმა 7 სმ-ის სიგრძის ცილინდრი გამოიყენა, რომელშიც ციანიდის შხამით სავსე ამპულა იყო დამალული. ღილაკზე დაჭერისას თხევადი შხამი გარეთ გამოიფრქვეოდა. ნახევარი მეტრიდან სახეში მისხურების შემდეგ, მსხვერპლი რამდენიმე წუთში კვდებოდა.

ბულგარელი მწერლის გიორგი მარკოვის ლიკვიდაცია დღემდე სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ყველაზე უჩვეულო მკვლელობად რჩება. ბულგარეთიდან გაქცეულმა მარკოვმა თავი ლონდონს შეაფარა, სადაც BBC-ის რადიოსადგურში მუშაობდა. 1978 წლის 7 სექტემბერს სამსახურიდან გამოსული მარკოვი საკუთარი ავტომობილისკენ გაემართა. ხალხის ნაკადში მან შემთხვევით ვიღაცის ქოლგას ფეხი წამოკრა და ჩხვლეტა იგრძნო. გამვლელმა მოიბოდიშა და გზა განაგრძო. ოთხი დღის შემდეგ მარკოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქოლგის წვერზე КГБ-ს ხელმარჯვე ოსტატებმა საჩხვლეტი დაამონტაჟეს. ქოლგით ჩხვლეტისას მსხვერპლის სხეულში 1,7 მმ-ის დიამეტრის შხამით სავსე კაფსულა შედიოდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს