სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს პატრიარქის მდივანი უწმინდესის მიმართვიდან ამოჭრილი ფრაზის შესახებ
რას ამბობს პატრიარქის მდივანი უწმინდესის მიმართვიდან ამოჭრილი ფრაზის შესახებ

ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად, ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს იქ და ვინ ცდი­ლობ­და, რომ პატ­რი­არ­ქის ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი ასე­თი მონ­ტა­ჟით შე­მო­სუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პატ­რი­არ­ქის მდი­ვან­მა, დე­კა­ნოზ­მა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მამა მი­ქა­ელ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა 16 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო მი­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მამა მი­ქა­ე­ლის თქმით, ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ დღეს შე­ი­ტყო. დე­კა­ნო­ზი მი­იჩ­ნევს, რომ ვი­დეო გარ­კვე­ულ­მა პირ­მა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­მონ­ტა­ჟა.

"ამ წუთ­ში ვე­რა­ფერს ვერ გე­ტყვით, სა­ნამ დე­ლე­გა­ცია არ დაბ­რუნ­დე­ბა და არ შე­ვი­ტყობთ, ვინ მო­ახ­დი­ნა ამ ჩა­ნა­წე­რის მონ­ტა­ჟი. რა­ტომ მოხ­და ისე, რომ ვი­ღაც, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, მისი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ასე­თი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი გა­მო­უშ­ვა ეს ფირი იქე­დან. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად, ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს იქ და ვინ ცდი­ლობ­და, რომ პატ­რი­არ­ქის ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი აქ ასე­თი მონ­ტა­ჟით შე­მო­სუ­ლი­ყო და სა­ჯა­რო სივ­რცე­ში ასე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქის მიერ ნათ­ქვა­მი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით 16 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში არ არის, ცვლის კონ­ტექსტს.

"პატ­რი­არ­ქის მიერ ნათ­ქვა­მი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა ცვლის კონ­ტექსტს და რო­გორც ჩანს, უწ­მინ­დესს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვა. ის რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა, რა­შია საქ­მე, რა­ტომ მოხ­და ასე. რო­გორც ჩანს, რო­დე­საც დაბ­რუნ­დე­ბი­ან ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი გახ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მამა მი­ქა­ელ­მა.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვი" სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის 16 თე­ბერ­ვლის მი­მარ­თვის სრულ ვერ­სი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მტკი­ცე­ბით, თვი­თონ მო­ი­პო­ვეს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, 16 თე­ბერ­ვალს მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია. დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პატ­რი­არ­ქი ასე­ვე, ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბებ­ზე. ილია მე­ო­რის პირ­ვე­ლი მი­მარ­თვი­დან, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის გვერ­დზე გავ­რცელ­და, ამოჭ­რი­ლია შემ­დე­გი ნა­წი­ლი:

"რა მოხ­და, რა­ტომ მოხ­და, რომ მამა გი­ორ­გი ლა­პა­რა­კობს ხან ერთს, ხან - მე­ო­რეს, ვისი და­ვა­ლე­ბით ხდე­ბა ეს? - ამ­ბობს პატ­რი­არ­ქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რას ამბობს პატრიარქის მდივანი უწმინდესის მიმართვიდან ამოჭრილი ფრაზის შესახებ

რას ამბობს პატრიარქის მდივანი უწმინდესის მიმართვიდან ამოჭრილი ფრაზის შესახებ

ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები ასეთი მონტაჟით შემოსულიყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

მამა მიქაელმა კომენტარი გააკეთა 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით.

მამა მიქაელის თქმით, ამ ფაქტის შესახებ დღეს შეიტყო. დეკანოზი მიიჩნევს, რომ ვიდეო გარკვეულმა პირმა მიზანმიმართულად დაამონტაჟა.

"ამ წუთში ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ დელეგაცია არ დაბრუნდება და არ შევიტყობთ, ვინ მოახდინა ამ ჩანაწერის მონტაჟი. რატომ მოხდა ისე, რომ ვიღაც, ყოველ შემთხვევაში, ალბათ, მისი ინტერესების სასარგებლოდ, ასეთი დამონტაჟებული გამოუშვა ეს ფირი იქედან. ჩვენ დავინტერესდებით სერიოზულად, ვინ იმყოფებოდა იმ დროს იქ და ვინ ცდილობდა, რომ პატრიარქის ნათქვამი სიტყვები აქ ასეთი მონტაჟით შემოსულიყო და საჯარო სივრცეში ასე გავრცელებულიყო", - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება, რომელიც სოციალური ქსელით 16 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში არ არის, ცვლის კონტექსტს.

"პატრიარქის მიერ ნათქვამი რამდენიმე წინადადება ცვლის კონტექსტს და როგორც ჩანს, უწმინდესს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა. ის რაც პროკურატურამ გაავრცელა, რაშია საქმე, რატომ მოხდა ასე. როგორც ჩანს, როდესაც დაბრუნდებიან ეს საკითხი ძალიან სერიოზული დისკუსიის საგანი გახდება", - განაცხადა მამა მიქაელმა.

ტელეკომპანია "ობიექტივი" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს. მათივე განცხადებით, 16 თებერვალს მედიით გავრცელებული პატრიარქის ვიდეომიმართვა დამონტაჟებულია. დღეს გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის განცხადებებზე. ილია მეორის პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა, ამოჭრილია შემდეგი ნაწილი:

"რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან - მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს? - ამბობს პატრიარქი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი