პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია
მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

ის­ტო­რი­კო­სი კოკო გამ­სა­ხურ­დია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის, სა­პატ­რი­არ­ქო­სა და მამა გი­ორ­გი კა­ლან­და­ძის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მო­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ცი­ა­ნი­დის თე­მას­თან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კავ­შირ­ზე წერს:

"სა­პატ­რი­არ­ქოს სკან­და­ლის მსგავ­სე­ბა ბო­რის აკუ­ნი­ნის დე­ტექ­ტივ­თან "პე­ლა­გია და შავი ბერი".

ბო­რის აკუ­ნი­ნის დე­ტექ­ტივ­ში სა­უ­ბა­რია სა­მო­ნას­ტრო კუნ­ძულ­ზე უზარ­მა­ზარ ტბა­ში, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნას აკ­ვირ­დე­ბი­ან: ყო­ველ სა­ღა­მოს ცხად­დე­ბა მოჩ­ვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც წმ. ვა­სი­ლის­კი, ამ მო­ნა­ტერ­თა და­მა­არ­სე­ბე­ლი. ყო­ვე­ლი­ვე ეს ცხა­დია, პა­ნი­კას იწ­ვევს. იმავდრო­უ­ლად ბე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნა­პი­რა გა­მოქ­ვა­ბულ სა­ვა­ნე­ში ცხოვ­რო­ბენ გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზის გამო იხო­ცე­ბი­ან. ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ვი­ღაც იმ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ ურა­ნის მო­პო­ვე­ბას აპი­რებს და ბე­რე­ბი მხო­ლოდ ხელს უშ­ლი­ან. მას­ვე ესა­ჭი­რო­ე­ბა ვა­სი­ლის­კი ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი "გა­მო­ცხა­დე­ბე­ბი" ნამ­დვი­ლი მიზ­ნე­ბის გა­და­სა­ფა­რად.

ჩვენს მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა, რომ მო­ძღვა­რი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის უკან იდ­გეს სა­ხელ­მწი­ფო და ცი­ა­ნი­დის თე­მა­ზე წი­ნას­წარ იყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი მას­თან. ამ ნივ­თი­ე­რე­ბას არა აქვს სუნი, იგი სრუ­ლი­ად ნე­იტ­რა­ლუ­რია, მას ვერ აღ­მო­ა­ჩენს ვერც ძაღ­ლი. მაგ­რამ და­აკ­ვირ­დით: ცი­ა­ნი­დი ის­ტო­რი­ა­ში "პიარ-ეფექ­ტუ­რი" მა­სა­ლაა. მას სხვა დატ­ვირ­თვა არ უნდა ქონ­დეს. იგი ასო­ცი­ა­ტი­უ­რად მო­წამ­ვლას­თან კავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლი კავ­ში­რიც საქ­მი­ა­ნად უფრო არ და­დას­ტურ­დე­ბა.

და თუ ასეა, რის­თვის დგა­ნან სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ე­ბი ამის უკან? ერთი უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო: სა­პატ­რი­არ­ქო უნდა გა­იხ­სნას აუ­დი­ტის­თვის. იგი კა­ნონ­ზე მაღ­ლა არ უნდა იდ­გეს. დღემ­დე ის და­ხუ­რუ­ლი რჩე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, თუნ­დაც იმ 30 მი­ლი­ო­ნის ბედი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად იქ ირი­ცხე­ბა და არა­ვინ არ აყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს კურ­სში, თუ რო­გორ გან­კარ­გა­ვენ თან­ხებს. იგი ასე­ვე გახ­და ელ­დო­რა­დო არა­ერ­თი სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის რე­სურ­სე­ბით მოქ­მე­დი ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის, რომ­ლებ­მაც თავი შე­ა­ფა­რეს იქ. ისი­ნი გა­და­სა­ხადსაც კი არ იხ­დი­ან. ანუ ფული, რო­გორც ჩანს, მარ­ჯვედ ირე­ცხე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო კი ეტყო­ბა არ ფიქ­რობს, ამა­ზე გა­მუდ­მე­ბით და­ხუ­ჭოს თვა­ლი. სა­ხელ­მწი­ფოს­თან უნდა თა­ნამ­შრომ­ლე­ბო­დეს მე­უ­ფე პეტ­რე. მის გა­მოს­ვლა­ში იგი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან მო­ხუ­ცე­ბუ­ლი პატ­რი­არ­ქი არ არის შე­ხე­ბა­ში, არა­მედ გარ­კვე­ულ პერ­სო­ნებ­ზე/ჯგუფ­ზე გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს. (პი­ა­რ­ე­ფექ­ტუ­რია "შო­რე­ნაც".... ) ეს მგო­ნია აქ ძი­რი­თა­დი, და­ნარ­ჩე­ნი უკვე გა­ფორ­მე­ბა და ბე­ლეტ­რის­ტი­კაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმა­დი­დე­ბო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ით­ვლე­ბა "სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად", რო­გორც ეს არის სა­ბერ­ძნეთ­ში. მას­თან სა­ხელ­მწი­ფოს კონ­კორ­და­ტი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მაგ­რამ ესეც სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ის ფორ­მაა. ვინც ცო­ტა­თი მა­ინც იც­ნობს სა­ბერ­ძნე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, მან იცის, რომ იქ ძა­ლი­ან ხში­რია სკან­და­ლე­ბი, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ან არა­სა­თა­ნა­დო გან­კარ­გვა­ზე სამ­ღვდე­ლო პი­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ჩემი შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ვერ­სი­ის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

მიზეზი, რისთვის დგას სახელმწიფო მამა გიორგი მამალაძის უკან: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის - კოკო გამსახურდია

ისტორიკოსი კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე პატრიარქის, საპატრიარქოსა და მამა გიორგი კალანდაძის გარშემო განვითარებულ მოლენებს ეხმაურება და ციანიდის თემასთან ხელისუფლების კავშირზე წერს:

"საპატრიარქოს სკანდალის მსგავსება ბორის აკუნინის დეტექტივთან "პელაგია და შავი ბერი".

ბორის აკუნინის დეტექტივში საუბარია სამონასტრო კუნძულზე უზარმაზარ ტბაში, სადაც უჩვეულო მოვლენას აკვირდებიან: ყოველ საღამოს ცხადდება მოჩვენება, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც წმ. ვასილისკი, ამ მონატერთა დამაარსებელი. ყოველივე ეს ცხადია, პანიკას იწვევს. იმავდროულად ბერები, რომლებიც განაპირა გამოქვაბულ სავანეში ცხოვრობენ გაურკვეველი მიზეზის გამო იხოცებიან. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ვიღაც იმ გამოქვაბულებში ძვირადღირებულ ურანის მოპოვებას აპირებს და ბერები მხოლოდ ხელს უშლიან. მასვე ესაჭიროება ვასილისკი ეს თავზარდამცემი "გამოცხადებები" ნამდვილი მიზნების გადასაფარად.

ჩვენს მოცემულ შემთხვევაში ძალიან მაღალია ალბათობა, რომ მოძღვარი გიორგი მამალაძის უკან იდგეს სახელმწიფო და ციანიდის თემაზე წინასწარ იყოს მოლაპარაკებული მასთან. ამ ნივთიერებას არა აქვს სუნი, იგი სრულიად ნეიტრალურია, მას ვერ აღმოაჩენს ვერც ძაღლი. მაგრამ დააკვირდით: ციანიდი ისტორიაში "პიარ-ეფექტური" მასალაა. მას სხვა დატვირთვა არ უნდა ქონდეს. იგი ასოციატიურად მოწამვლასთან კავშირდება, რომელი კავშირიც საქმიანად უფრო არ დადასტურდება.

და თუ ასეა, რისთვის დგანან სახელმწიფო ორგანოები ამის უკან? ერთი უბრალო მიზეზის გამო: საპატრიარქო უნდა გაიხსნას აუდიტისთვის. იგი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს. დღემდე ის დახურული რჩებოდა. საინტერესოა, თუნდაც იმ 30 მილიონის ბედი, რომელიც ყოველწლიურად იქ ირიცხება და არავინ არ აყენებს სახელმწიფოს კურსში, თუ როგორ განკარგავენ თანხებს. იგი ასევე გახდა ელდორადო არაერთი საეჭვო წარმომავლობის რესურსებით მოქმედი ბიზნესმენისთვის, რომლებმაც თავი შეაფარეს იქ. ისინი გადასახადსაც კი არ იხდიან. ანუ ფული, როგორც ჩანს, მარჯვედ ირეცხება. სახელმწიფო კი ეტყობა არ ფიქრობს, ამაზე გამუდმებით დახუჭოს თვალი. სახელმწიფოსთან უნდა თანამშრომლებოდეს მეუფე პეტრე. მის გამოსვლაში იგი მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერთან მოხუცებული პატრიარქი არ არის შეხებაში, არამედ გარკვეულ პერსონებზე/ჯგუფზე გადაამისამართებს. (პიარეფექტურია "შორენაც".... ) ეს მგონია აქ ძირითადი, დანარჩენი უკვე გაფორმება და ბელეტრისტიკაა.

საქართველოში მართლმადიდებობა ოფიციალურად არ ითვლება "სახელმწიფო რელიგიად", როგორც ეს არის საბერძნეთში. მასთან სახელმწიფოს კონკორდატი აქვს გაფორმებული. მაგრამ ესეც სახელმწიფო რელიგიის ფორმაა. ვინც ცოტათი მაინც იცნობს საბერძნეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრების თავისებურებებს, მან იცის, რომ იქ ძალიან ხშირია სკანდალები, დაკავშირებული სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ან არასათანადო განკარგვაზე სამღვდელო პირებთან მიმართებაში. ჩემი შემოთავაზებული ვერსიის არსი იმაში მდგომარეობას, რომ დიდი ალბათობით ყველაფერი ამ მიმართულებით განვითარდება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს