კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი
არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი

რო­დე­საც გა­მოვ­ლინ­და და აღიკ­ვე­თა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ერ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას: პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ იგეგ­მე­ბო­და მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­წამ­ვლა და ამავდრო­უ­ლად პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, იძ­ლე­ვა თუ არა იმის თქმით სა­ფუძ­ველს, რომ თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტი იყო უშუ­ა­ლოდ პატ­რი­არ­ქი, თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, "ამის თქმის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა".

"არ გვაძ­ლევს ამის თქმის სა­ფუძ­ველს. რო­დე­საც გა­მოვ­ლინ­და და აღიკ­ვე­თა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლი, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი გაძ­ლი­ერ­და. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი სწრა­ფად ჩაფ­რინ­და ბერ­ლინ­ში პატ­რი­არ­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა იმ­დენ ხანს, რამ­დენ ხან­საც იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო - ამას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი გა­და­წყვე­ტენ. თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ჩვენს გარ­და და დაც­ვის წევ­რე­ბის გარ­და, პატ­რი­არ­ქს იცავს ღმერ­თი", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა იმუ­შა­ვეს ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად.

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ქი­რურ­გი­ულ­მა ჩა­რე­ვამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა იმუ­შა­ვეს ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გას­ცემს პა­სუ­ხებს ყვე­ლა იმ შე­კი­თხვას, რაც ამ ეტაპ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს და გა­ირ­კვე­ვა უფრო მეტი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, იყო თუ არა ეს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი

არჩილ თალაკვაძე – ჩვენი და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი

როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას: პროკურატურის განცხადება, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლა და ამავდროულად პატრიარქის უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, იძლევა თუ არა იმის თქმით საფუძველს, რომ თავდაცვის ობიექტი იყო უშუალოდ პატრიარქი, თალაკვაძის თქმით, „ამის თქმის საფუძველს არ იძლევა“.

„არ გვაძლევს ამის თქმის საფუძველს. როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო - ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება გასცემს პასუხებს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს და გაირკვევა უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."