პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან
"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან

2017 წლის 10 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე და­ა­კა­ვეს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცით, დე­კა­ნო­ზი ცი­ა­ნი­დის მეშ­ვე­ო­ბით, მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფას გეგ­მავ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

პრო­კუ­ე­ა­ტუ­რამ ბრი­ფინ­გი ჩა­ა­ტა­რა და კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი გაჩ­ნდა და არა პი­რი­ქით.... ეს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის კარ­გად და­გეგ­მილ გრძელ­ვა­დი­ან სპე­ცო­პე­რა­ცი­ას გავს! თუ სა­ჭი­როა და­ვა­კონ­კრე­ტებ...

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

მა­მა­ოს რომ ია­რა­ღი აღ­მო­აჩ­ნდა სახ­ლში არ გამ­კვირ­ვე­ბია. რამ­დე­ნი­მეს რი­ტო­რი­კას თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, სა­ხე­ზეც თუ შევ­ხე­დავთ, ჩხრე­კის გა­რე­შე მივ­ხვდე­ბით, რომ მი­ნი­მუმ ცივი ია­რა­ღი სა­ხე­ზეა. მაგ­რამ ცი­ა­ნი­დის ამ­ბა­ვი ცოტა უც­ნა­უ­რია.

ვერ გა­ვი­გე, ეს ცი­ა­ნი­დი ამ­ხე­ლა გზა­ზე რა­ტომ უნდა ეტა­რე­ბი­ნა მა­მა­ოს..

სა­ზღვა­რი,

შე­მოწ­მე­ბა,

მეტი რის­კი...

ანუ, იმ სა­სუ­ლი­ე­რო პირს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ნა­ხავ­და, ვის­თვი­საც მიჰ­ქონ­და?

და იმე­დია მა­მა­ოს, რო­მე­ლიც ცი­ა­ნი­დით და­ა­კა­ვეს საპ­რო­ცე­სო არ გა­უ­ფორმ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად. პატ­რი­არ­ქს ეხე­ბა საქ­მე. ეს კას­რე­ბის თემა არ გე­გო­ნოთ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი გა­რეთ რომ არი­ან დღეს. ამ საქ­მე­ზე მეტი კი­თხვა იქ­ნე­ბა, მეტი ადა­მი­ა­ნის­გან.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

აი, ძა­მაო, შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ობ­რი­ვი დრა­მა!

ვა­სილ დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

რამ­დე­ნი რამე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ფიქ­რო ავად­მყოფ ტვინ­ში...

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

ადა­მი­ა­ნის ბერ­ლინ­ში მო­წამ­ვლა რომ გინ­და და თბი­ლის­ში რომ და­ი­წყებ სა­წამ­ლა­ვის ძებ­ნას. თან, ათა­სო­ბით გა­და­სა­ტა­ნად ლე­გა­ლუ­რი ლე­ტა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბი­დან (სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი რომ ხარ და სე­იფ­ში გი­წყვია) მა­ინ­ცდა­მა­ინც ბრუნ­ვი­დან ამო­ღე­ბულ კა­ლი­უმ ცი­ა­ნიდს რომ მო­ინ­დო­მებ.

ჯე­იმს ბონ­დის სცე­ნა­რი­და­ნაა, აგა­ტა კრის­ტის რო­მა­ნი­დან თუ 21ე სა­უ­კუ­ნის გა­მო­ძი­ე­ბი­დან ეს სა­ოც­რე­ბა?

p.s. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს: კა­ლი­უმ ცი­ა­ნი­დი ბო­ლოს მა­ინც მო­ი­პო­ვა და გამ­ყიდ­ველს წვრი­ლად მო­უყ­ვა, პატ­რი­არ­ქი უნდა მოვ­წამ­ლო ამი­თო.

ლე­ვან სუ­თი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე ორ­ჯვრი­ა­ნი დე­კა­ნო­ზი ყო­ფი­ლა. ესეც, მისი ფოტო მიტ­რო­პო­ლიტ დი­მიტ­რის­თან.

პ.ს პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სია, ამ ეტაპ­ზე, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რებ­ლად მი­მაჩ­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ერ­ხა, იმი­ტომ, რომ პატ­რი­არ­ქი ამ ვერ­სი­ას არ და­ი­ჯე­რებს. ძა­ლი­ან ცუ­დად და­არ­ტყით იმას, ვისი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბაც გსურ­დათ. და­ა­ცა­დეთ, მომ­ჯო­ბინ­დეს.

***

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ლო­გი­კუ­რად, არც ერთ მღვდელმთა­ვარს არ უნდა აწყობ­დეს სა­პატ­რი­არ­ქო კა­თედ­რის დაქვრი­ვე­ბა. პატ­რი­არ­ქად არ­ჩე­ვის­თვის სა­ჭი­რო, ეპის­კო­პოს­თა ხმე­ბის საკ­მა­რის რა­ო­დე­ნო­ბას, ამ მო­მენ­ტის­თვის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად ვე­რა­ვინ მო­აგ­რო­ვებს. მაქ­სი­მუმ, პირ­ვე­ლი ტუ­რის სამ კან­დი­დატ­ში მოხ­ვედ­რის­თვის სა­ჭი­რო მარ­ტი­ვი უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­აგ­რო­ვონ. ხმე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტის მო­საგ­რო­ვებ­ლად სხვა ჯგუ­ფე­ბის მიმხრო­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო, ამი­ტომ, პატ­რი­არ­ქის სი­ცო­ცხლე­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ახა­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის და­მა­ტე­ბაც, პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სა­მაგ­რებ­ლად.

შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ებს არ და­უ­ჯე­როთ. რო­გორც ვხე­დავთ, არც პატ­რი­არ­ქს სჯე­რა.

პ.ს მიტ­რო­პო­ლი­ტი სე­რა­ფი­მეს პო­ზი­ცი­ე­ბი პატ­რი­არ­ქა­ბი­ლო­ბის­თვის არას­დროს ყო­ფი­ლა ძლი­ე­რი. არც ამ სი­სუ­ლე­ლეს და­უ­ჯე­როთ.

ნა­თია ინა­უ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

დროა, სა­თა­ნა­დოდ და­ვინ­ტე­რეს­დეთ რა ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში და რა ხალ­ხი და­დის ანა­ფო­რა­ში გა­დაც­მუ­ლი - მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბამ­დეც დიდი ხა­ნია ბევრ სა­კი­თხზე ჩნდე­ბა კი­თხვე­ბი და ეჭ­ვე­ბი.

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

მა­ფია "ბეზსმერტნა"

ინგა გრი­გო­ლია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

მე უფრო მეტი კი­თხვა ეხლა გა­მიჩ­ნდა,მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრი­ფინ­გის მერე.ხოდა ასე ჩა­მო­რაკ­რა­კე­ბუ­ლად არაა ეგ საქ­მე,მგო­ნი.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე, "ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის" ავ­ტო­რი:

შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მა­მა­ლა­ძე, დამ­კვე­თი? ვფიქ­რობ, არ უნდა იყოს ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი! ვვა­რა­უ­დობ, რომ ეს არ იყო, მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნის თა­ვი­დან მო­შო­რე­ბის "სპე­ცო­პე­რა­ცია"...

ვინც ერ­კვე­ვით ამ სა­კი­თხში, ვის­თან ინა­ხე­ბა უწ­მინ­დე­სის მემ­კვიდ­რის ან­დერ­ძი?! მე, ვიცი მხო­ლოდ ერთი რამ, რომ ეს ბო­რო­ტი სუ­ლის არ­სე­ბე­ბი უწ­მინდსის გა­დარ­ჩე­ნას არ ელოდ­ნენ... ამი­ტომ დავ­სვი ეს კი­თხვა. ნე­ბის­მი­ერ­მა დამ­წყებ­მა ში­ნა­ურ­მა თუ გა­რე­ულ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, იცის, რომ თუ ვინ­მეს აქვს რე­ი­ტინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ესაა უწ­მინ­დე­სი. თუ რამ და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას, ესაა ნე­ბის­მე­რი ფორ­მით ამ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბა.

გრი­გოლ გე­გე­ლია, პო­ლი­ტო­ლო­გი:

აფ­სუს, სად იყო შო­თა­ძე, 1918 წლის ივ­ნი­სის დი­ლას, როცა კი­რი­ო­ნი ძილ­ში მოკ­ლეს...

მალ­ხაზ ჭკა­დუა, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ადე­ქით ახლა და და­ი­ცა­ვით მაგ კა­ცის მშობ­ლე­ბი ქო­ბუ­ლეთ­ში რე­ლი­გი­უ­რი ფა­ნა­ტი­კო­სე­ბის­გან და ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბის მომ­ხრე­ე­ბის­გან!

ლიკა ყაზ­ბე­გი, დი­ზა­ი­ნე­რი:

პატ­რი­არ­ქი მო­წამ­ლე­სო, ამ­ბო­ბენ და კონ­კრე­ტულ სა­ხელს ასა­ხე­ლებს. არც გული და არც გო­ნე­ბა არ მე­მორ­ჩი­ლე­ბა ეს ინ­ფორ­მა­ცია ბო­ლომ­დე მი­ვი­ღო. თავი მე­ნა­ნა­ნე­ბა ამის­თვის... ამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლის­თვის. ის ადა­მი­ა­ნიც მე­ნა­ნე­ბა, ვი­საც გან­სჯი­ან. ერთი ვიცი, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის ცოდ­ვა­ში არ უნდა ჩავ­ვარ­დეთ! სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი არ გა­იკრვე­ვა. თავი შე­ვი­კა­ვოთ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან და ნურც ქვებს ავი­ღებთ ჯერ ჩა­სა­ქო­ლად. დავ­ცხრეთ, და­ვოკ­დეთ. იქ­ნებ ეს ჩვე­ნი 100% მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ის­ტო­რი­ამ შეც­ვა­ლოს და სხვა ნა­თე­ლი მოჰ­ფი­ნოს (რაც არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა) მომ­ხდარს?

მე მო­ხე­ვე ვარ! ჩემი წი­ნაპ­რე­ბი იც­ნობ­დნენ უწ­მინ­დე­სის წი­ნაპ­რებს. ერთი ძირი გვაქვს, ერთი კუ­თხის შვი­ლე­ბი ვართ და მგო­ნია რომ ჩვენ (მო­ხე­ვე­ებს) მე­ტად გვმარ­თებს მისი სიყ­ვა­რუ­ლი. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ შემ­ტკი­ვა გული. (თუ მე­ტად არა) ამ ამ­ბავ­ზე, მაგ­რამ... გთხოვთ, რა ინ­ფორ­მა­ცი­აც არ უნდა მოგ­ვა­წო­დონ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­მა, ვინც არ უნდა და­კი­თხონ თავი შე­ვი­კა­ვოთ გან­კი­თხვის­გან, ეს ჯერ არ ნიშ­ნავს სრულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას! ეს არ მი­უ­თი­თებს იმას, რომ და­კი­თხუ­ლი რა­მე­შია გა­რე­უ­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს ცოდ­ვის სი­დი­დე მა­ლა­პა­რა­კებს. ვაი და ცილი დას­წა­მეს ადა­მი­ანს, ინ­ტრი­გის მსხვერ­პლი გახ­და, რა­ტომ უნდა ავ­კი­დოთ მთელ მის ოჯახს სა­უ­კუ­ნის ცოდ­ვა? მერე რას შვრე­ბით.? ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ მოვ­ლე­ნებს, პატ­რი­არ­ქის სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას. ღმერ­თმა დიდ­ხანს გვი­ცო­ცხლოს უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან

"ფეისბუქზე" მამა გიორგის დაკავებასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას ეხმაურებიან

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, დეკანოზი ციანიდის მეშვეობით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას გეგმავდა. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას "ფეისბუქზე" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

გია როინიშვილი, მსახიობი:

პროკუეატურამ ბრიფინგი ჩაატარა და კიდევ უფრო სერიოზული კითხვის ნიშნები გაჩნდა და არა პირიქით.... ეს სპეცსამსახურების კარგად დაგეგმილ გრძელვადიან სპეცოპერაციას გავს! თუ საჭიროა დავაკონკრეტებ...

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

მამაოს რომ იარაღი აღმოაჩნდა სახლში არ გამკვირვებია. რამდენიმეს რიტორიკას თუ დავაკვირდებით, სახეზეც თუ შევხედავთ, ჩხრეკის გარეშე მივხვდებით, რომ მინიმუმ ცივი იარაღი სახეზეა. მაგრამ ციანიდის ამბავი ცოტა უცნაურია.

ვერ გავიგე, ეს ციანიდი ამხელა გზაზე რატომ უნდა ეტარებინა მამაოს..

საზღვარი,

შემოწმება,

მეტი რისკი...

ანუ, იმ სასულიერო პირს საქართველოში ვერ ნახავდა, ვისთვისაც მიჰქონდა?

და იმედია მამაოს, რომელიც ციანიდით დააკავეს საპროცესო არ გაუფორმდება, სასურველი ჩვენების მისაღებად. პატრიარქს ეხება საქმე. ეს კასრების თემა არ გეგონოთ. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლები გარეთ რომ არიან დღეს. ამ საქმეზე მეტი კითხვა იქნება, მეტი ადამიანისგან.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

აი, ძამაო, შუასაუკუნეობრივი დრამა!

ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი:

რამდენი რამე შეიძლება გაიფიქრო ავადმყოფ ტვინში...

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ადამიანის ბერლინში მოწამვლა რომ გინდა და თბილისში რომ დაიწყებ საწამლავის ძებნას. თან, ათასობით გადასატანად ლეგალური ლეტალური ნივთიერებიდან (საავადმყოფოს დირექტორი რომ ხარ და სეიფში გიწყვია) მაინცდამაინც ბრუნვიდან ამოღებულ კალიუმ ციანიდს რომ მოინდომებ.

ჯეიმს ბონდის სცენარიდანაა, აგატა კრისტის რომანიდან თუ 21ე საუკუნის გამოძიებიდან ეს საოცრება?

p.s. არ დაგვავიწყდეს: კალიუმ ციანიდი ბოლოს მაინც მოიპოვა და გამყიდველს წვრილად მოუყვა, პატრიარქი უნდა მოვწამლო ამითო.

ლევან სუთიძე, ტელეწამყვანი:

დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯვრიანი დეკანოზი ყოფილა. ესეც, მისი ფოტო მიტროპოლიტ დიმიტრისთან.

პ.ს პროკურატურის ვერსია, ამ ეტაპზე, მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, სრულიად დაუჯერებლად მიმაჩნია.

პროკურატურას დაერხა, იმიტომ, რომ პატრიარქი ამ ვერსიას არ დაიჯერებს. ძალიან ცუდად დაარტყით იმას, ვისი განეიტრალებაც გსურდათ. დააცადეთ, მომჯობინდეს.

***

სინამდვილეში, ლოგიკურად, არც ერთ მღვდელმთავარს არ უნდა აწყობდეს საპატრიარქო კათედრის დაქვრივება. პატრიარქად არჩევისთვის საჭირო, ეპისკოპოსთა ხმების საკმარის რაოდენობას, ამ მომენტისთვის გარანტირებულად ვერავინ მოაგროვებს. მაქსიმუმ, პირველი ტურის სამ კანდიდატში მოხვედრისთვის საჭირო მარტივი უმრავლესობა მოაგროვონ. ხმების ნახევარზე მეტის მოსაგროვებლად სხვა ჯგუფების მიმხრობა გახდება საჭირო, ამიტომ, პატრიარქის სიცოცხლეში შესაძლებელია ახალი ეპისკოპოსების დამატებაც, პოზიციების გასამაგრებლად.

შეთქმულების თეორიებს არ დაუჯეროთ. როგორც ვხედავთ, არც პატრიარქს სჯერა.

პ.ს მიტროპოლიტი სერაფიმეს პოზიციები პატრიარქაბილობისთვის არასდროს ყოფილა ძლიერი. არც ამ სისულელეს დაუჯეროთ.

ნათია ინაური, ჟურნალისტი:

დროა, სათანადოდ დავინტერესდეთ რა ხდება ეკლესიაში და რა ხალხი დადის ანაფორაში გადაცმული - მაღალი რანგის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობამდეც დიდი ხანია ბევრ საკითხზე ჩნდება კითხვები და ეჭვები.

შოთა დიღმელაშვილი, ტელეწამყვანი:

მაფია "ბეზსმერტნა"

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

მე უფრო მეტი კითხვა ეხლა გამიჩნდა,მთავარი პროკურატურის ბრიფინგის მერე.ხოდა ასე ჩამორაკრაკებულად არაა ეგ საქმე,მგონი.

ვლადიმერ ბედუკაძე, "ციხის სკანდალური კადრების" ავტორი:

შემსრულებელი მამალაძე, დამკვეთი?  ვფიქრობ, არ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი! ვვარაუდობ, რომ ეს არ იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის თავიდან მოშორების "სპეცოპერაცია"...

ვინც ერკვევით ამ საკითხში, ვისთან ინახება უწმინდესის მემკვიდრის ანდერძი?!  მე, ვიცი მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს ბოროტი სულის არსებები უწმინდსის გადარჩენას არ ელოდნენ... ამიტომ დავსვი ეს კითხვა. ნებისმიერმა დამწყებმა შინაურმა თუ გარეულმა პოლიტიკოსმა, იცის, რომ თუ ვინმეს აქვს რეიტინგი საქართველოში, ესაა უწმინდესი. თუ რამ დაძაბავს სიტუაციას, ესაა ნებისმერი ფორმით ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება.

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი:

აფსუს, სად იყო შოთაძე, 1918 წლის ივნისის დილას, როცა კირიონი ძილში მოკლეს...

მალხაზ ჭკადუა, ჟურნალისტი:

ადექით ახლა და დაიცავით მაგ კაცის მშობლები ქობულეთში რელიგიური ფანატიკოსებისგან და ლინჩის წესით გასამართლების მომხრეებისგან!

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

პატრიარქი მოწამლესო, ამბობენ და კონკრეტულ სახელს ასახელებს. არც გული და არც გონება არ მემორჩილება ეს ინფორმაცია ბოლომდე მივიღო. თავი მენანანება ამისთვის... ამხელა ტკივილისთვის. ის ადამიანიც მენანება, ვისაც განსჯიან. ერთი ვიცი, რომ ცილისწამების ცოდვაში არ უნდა ჩავვარდეთ! სანამ ყველაფერი არ გაიკრვევა. თავი შევიკავოთ ხმამაღალი განცხადებებისგან და ნურც ქვებს ავიღებთ ჯერ ჩასაქოლად. დავცხრეთ, დავოკდეთ. იქნებ ეს ჩვენი 100% მტკიცებულება ისტორიამ შეცვალოს და სხვა ნათელი მოჰფინოს (რაც არაერთხელ მომხდარა) მომხდარს?

მე მოხევე ვარ! ჩემი წინაპრები იცნობდნენ უწმინდესის წინაპრებს. ერთი ძირი გვაქვს, ერთი კუთხის შვილები ვართ და მგონია რომ ჩვენ (მოხევეებს) მეტად გვმართებს მისი სიყვარული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავისზე ნაკლებად არ შემტკივა გული. (თუ მეტად არა) ამ ამბავზე, მაგრამ... გთხოვთ, რა ინფორმაციაც არ უნდა მოგვაწოდონ საინფორმაციო გამოშვებებმა, ვინც არ უნდა დაკითხონ თავი შევიკავოთ განკითხვისგან, ეს ჯერ არ ნიშნავს სრულ ჭეშმარიტებას! ეს არ მიუთითებს იმას, რომ დაკითხული რამეშია გარეული. ამ ყველაფერს ცოდვის სიდიდე მალაპარაკებს. ვაი და ცილი დასწამეს ადამიანს, ინტრიგის მსხვერპლი გახდა, რატომ უნდა ავკიდოთ მთელ მის ოჯახს საუკუნის ცოდვა? მერე რას შვრებით.? ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, პატრიარქის სრულ გამოჯანმრთელებას. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს უწმინდესი და უნეტარესი!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს