სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რესპირაციული ინფექციები და მათთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები
რესპირაციული ინფექციები და მათთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში უდი­დეს პრობ­ლე­მად იქცა. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი და ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მქო­ნე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში ფარ­თოდ გა­მო­ყე­ნე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ან­ტო­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ მი­მართ რე­ზის­ტენ­ტო­ბა არ ვი­თარ­დე­ბა. სწო­რედ ასეთ ფი­ტო­ბი­ო­ტიკს - "უმ­კა­ლორს" მი­ე­ძღვნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "ალ­პენ ფარ­მას" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ის თემა მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვა იყო.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რია სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლი "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლი", რო­მე­ლიც, ასე­ვე, სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა თუ სხვა მე­თო­დე­ბით აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ზე. ჟურ­ნა­ლი მი­ე­სალ­მე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბას პრაქ­ტი­კა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­საც თე­რა­პევ­ტე­ბი, ოჯა­ხის ექი­მე­ბი და პე­დი­ატ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, უცხო­ელ­მა და ქარ­თველ­მა სპი­კე­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის აქ­ტუ­ა­ლო­ბა და მარ­თვის ზო­გა­დი პრინ­ცი­პე­ბი.

"რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა. გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩნდე­ბა პან­დე­მი­ე­ბი, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ბავ­შვებ­ში დგას. ჩემ­თვის, რო­გორც პე­დი­ატ­რის­თვის, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ვირუ­სე­ბის­გან და­ვიც­ვა პა­ტა­რა, რო­მელ­საც იმუ­ნუ­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი სრუ­ლად არ აქვს ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­სე­ნა­ლი უფრო იხ­ვე­წე­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა. აქ­ტი­უ­რად ჩნდე­ბა ახა­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი. პე­დი­ატ­რე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებთ კომ­პლექ­სუ­რი ქმე­დე­ბის მქო­ნე მე­დი­კა­მენ­ტებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ პო­ლიპ­რაგ­მა­ზი­ას ავა­რი­დოთ თავი,"- გან­მარ­ტავს უკ­რა­ი­ნის მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ელე­ნე კო­ლოს­კო­ვა.

გერ­მა­ნი­ი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის ან­დრე­ას შა­პო­ვა­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის დამ­სწრე 300 ქარ­თველს ექიმს ესა­უბ­რა, რეს­პი­რა­ცი­ულ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, ფი­ტო­ბი­ო­ტიკ "უმ­კა­ლორ­ზე" და მისი მოქ­მე­დე­ბის სამ­მაგ მე­ქა­ნიზ­მზე. "უმაკ­ლო­რის" გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ცი­ე­ბის და­სა­წყი­სი­დან­ვე და გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა­საც. მას ნიშ­ნა­ვენ ლა­რინ­გი­ტის, ფა­რინ­გი­ტის, ტონ­ზი­ლი­ტის, რი­ნი­ტის, ჰა­ი­მო­რი­ტის და ბრონ­ქი­ტის დროს.

"დღეს მცე­ნა­რე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი "უმაკ­ლო­რი" მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის კლი­ნი­კურ და ფარ­მა­ცევ­ტულ პრაქ­ტი­კა­ში ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა ის ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტი არაა და მას ჯერ კი­დევ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ აფ­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა ძლი­ე­რი ხვე­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყე­ნებ­და. მე­დი­კა­მენ­ტის შე­მად­გე­ნელ მთა­ვარ მცე­ნა­რეს მათ ენა­ზე უმ­კა­ლო­ა­ბო ქვია. სწო­რედ აქე­დან მო­დის პრე­პა­რა­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე და­სა­ხე­ლე­ბაც. თუმ­ცა, "უმაკ­ლორ­მა", რო­მელ­საც ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი კუ­თხით ხში­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მრა­ვა­ლი ეტა­პი გა­ი­ა­რა, ვიდ­რე ასეთ ფორ­მას მი­ი­ღებ­და. ის არ არის მხო­ლოდ და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი მცე­ნა­რე, რო­მელ­საც აფ­რი­კე­ლე­ბი გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ," - გან­მარ­ტავს ან­დრე­ას შა­პო­ვა­ლი.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე "უმაკ­ლო­რი" შვე­ი­ცა­რი­ულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ამ "ალ­პენ ფარ­მამ" შე­მო­ი­ტა­ნა. კომ­პა­ნია გერ­მა­ნულ პრო­დუქ­ცი­ის დის­ტრი­ბუ­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს. "ალ­პენ ფარ­მას" პრე­პა­რა­ტე­ბი ძი­რი­თა­დად მცე­ნა­რე­ულ, ნა­ტუ­რა­ლურ, ბუ­ნებ­რივ ექ­სტრაქ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

"ალ­პენ ფარ­მა" ქარ­თულ ფარ­მა­ცევ­ტულ ბა­ზარ­ზე ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პა­ნი­აა. მისი მთა­ვა­რი ნიშა ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს კომ­პა­ნია ძი­რი­თად აქ­ცენტს მცე­ნა­რე­ულ პრე­პა­რა­ტებ­ზე აკე­თებს. მათი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. "ალ­პენ ფარ­მას" არ აქვს ანი­ბი­ო­ტი­კე­ბი, თუმ­ცა აქვს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ეფექ­ტი აქვს. ისი­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბრონ­ქი­ტის, სი­ნუ­სი­ტის, ფა­რინ­გი­ტის - ყვე­ლა იმ და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, რო­მე­ლიც ექიმს პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგოლ­ში ხვდე­ბა. მე­ო­რე მხრივ, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, კომ­პა­ნი­ის სა­განმნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა. "ალ­პენ ფარ­მა" აწყობს უამ­რავ კონ­ფე­რენ­ცი­ას, სა­დაც მა­ღა­ლი დო­ნის უცხო­ე­ლი სპი­კე­რე­ბი ჩა­მო­ყავთ ხოლ­მე. კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა არა კომ­პა­ნი­ის კონ­კრე­ტულ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, არა­მედ პრობ­ლე­მა­სა და მას­თან ბრძო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე," - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ივა­ნე ჩხა­ი­ძე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

რესპირაციული ინფექციები და მათთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები

რესპირაციული ინფექციები და მათთან ბრძოლის თანამედროვე საშუალებები

ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება მსოფლიოში უდიდეს პრობლემად იქცა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განმარტებით, ბუნებრივი ანტივირუსული და ანტიმიკრობული მოქმედების მქონე საშუალებების პრაქტიკაში ფართოდ გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია. ანტობიოტიკებისგან განსხვავებით, მათ მიმართ რეზისტენტობა არ ვითარდება. სწორედ ასეთ ფიტობიოტიკს - ”უმკალორს” მიეძღვნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში, რომელიც კომპანია ”ალპენ ფარმას” წარმომადგენლობამ საქართველოში გამართა. კონფერენციის თემა მწვავე რესპირაციული ინფექციების მართვა იყო.

კონფერენციის მხარდამჭერია სამედიცინო ჟურნალი ”ოჯახის მკურნალი”, რომელიც, ასევე, სამედიცინო კონფერენციებში მონაწილეობითა თუ სხვა მეთოდებით აქტიურად ზრუნავს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ჟურნალი მიესალმება ბუნებრივი და ნატურალური მედიკამენტების ფართო გამოყენებას პრაქტიკაში.

ღონისძიებაზე, რომელსაც თერაპევტები, ოჯახის ექიმები და პედიატრები ესწრებოდნენ, უცხოელმა და ქართველმა სპიკერებმა განიხილეს მწვავე რესპირატორული ინფექციების აქტუალობა და მართვის ზოგადი პრინციპები.

”რესპირაციული ინფექციები გლობალური პრობლემაა. გრიპის შემთხვევაში პერიოდულად ჩნდება პანდემიები, რაც, სამწუხაროდ, ხშირად სიკვდილით მთავრდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ბავშვებში დგას. ჩემთვის, როგორც პედიატრისთვის, მთავარი ამოცანაა ვირუსებისგან დავიცვა პატარა, რომელსაც იმუნური დაცვის მექანიზმი სრულად არ აქვს ფორმირებული. ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული სამკურნალო საშუალებების არსენალი უფრო იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. აქტიურად ჩნდება ახალი პრეპარატები. პედიატრები უპირატესობას ვანიჭებთ კომპლექსური ქმედების მქონე მედიკამენტებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პოლიპრაგმაზიას ავარიდოთ თავი,”- განმარტავს უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელენე კოლოსკოვა.

გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საპატიო დოქტორის ანდრეას შაპოვალი კონფერენციის დამსწრე 300 ქართველს ექიმს ესაუბრა, რესპირაციულ დაავადებებზე, ფიტობიოტიკ ”უმკალორზე” და მისი მოქმედების სამმაგ მექანიზმზე. ”უმაკლორის” გამოყენება შესაძლებელია გაციების დასაწყისიდანვე და გართულებების გამოვლენისასაც. მას ნიშნავენ ლარინგიტის, ფარინგიტის, ტონზილიტის, რინიტის, ჰაიმორიტის და ბრონქიტის დროს.

”დღეს მცენარეული მედიკამენტი ”უმაკლორი” მრავალი ქვეყნის კლინიკურ და ფარმაცევტულ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება. თუმცა ის ახალი მედიკამენტი არაა და მას ჯერ კიდევ საუკუნეების წინ აფრიკის მოსახლეობა ძლიერი ხველის საწინააღმდეგოდ იყენებდა. მედიკამენტის შემადგენელ მთავარ მცენარეს მათ ენაზე უმკალოაბო ქვია. სწორედ აქედან მოდის პრეპარატის თანამედროვე დასახელებაც. თუმცა, ”უმაკლორმა”, რომელსაც ანტიბაქტერიული კუთხით ხშირად გამოვიყენებთ, მრავალი ეტაპი გაიარა, ვიდრე ასეთ ფორმას მიიღებდა. ის არ არის მხოლოდ დაუმუშავებელი მცენარე, რომელსაც აფრიკელები გამოიყენებდნენ,” - განმარტავს ანდრეას შაპოვალი.

ქართულ ბაზარზე ”უმაკლორი” შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ”ალპენ ფარმამ” შემოიტანა. კომპანია გერმანულ პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს. „ალპენ ფარმას“ პრეპარატები ძირითადად მცენარეულ, ნატურალურ, ბუნებრივ ექსტრაქტებზეა დამზადებული.

”ალპენ ფარმა” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა. მისი მთავარი ნიშა ხარისხიანი მედიკამენტებია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ძირითად აქცენტს მცენარეულ პრეპარატებზე აკეთებს. მათი მედიკამენტების უმეტესობა სიმპტომური მკურნალობისთვის გამოიყენება. ”ალპენ ფარმას” არ აქვს ანიბიოტიკები, თუმცა აქვს პრეპარატები, რომლებსაც ადგილობრივი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს. ისინი გამოიყენება ბრონქიტის, სინუსიტის, ფარინგიტის - ყველა იმ დაავადების სამკურნალოდ, რომელიც ექიმს პირველადი ჯანდაცვის რგოლში ხვდება. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, კომპანიის საგანმნათლებლო საქმიანობა. ”ალპენ ფარმა” აწყობს უამრავ კონფერენციას, სადაც მაღალი დონის უცხოელი სპიკერები ჩამოყავთ ხოლმე. კონფერენციებზე აქცენტი კეთდება არა კომპანიის კონკრეტულ მედიკამენტებზე, არამედ პრობლემასა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე,” - ამბობს საქართველოს რესპირაციული ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ივანე ჩხაიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი