კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ
დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან "რუს­თა­ვი 2"-ის მო­სა­მარ­თლე ნატა ნა­ზღა­ი­ძის ოჯა­ხი­სათ­ვის გა­და­ცე­მულ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ქო­ნე­ბას.

პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დერ ნიკა მე­ლი­ა­სა და მე­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. მე­ლია შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას მო­ი­თხოვ­და, რისი უფ­ლე­ბაც დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა არ მის­ცა.

ნიკა მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სცა­დეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა, რა­საც მე­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

"თუ და­ვით ნარ­მა­ნია დღეს არ გა­მო­ვა, ეს ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში ვე­ღარ შევა, - ამის შე­სა­ხებ ნიკა მე­ლი­ამ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ : "გა­და­დე­ქი"! "გა­მო­დით"! ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის მერს უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მე­რი­ის წინ მთე­ლი სუს-ი არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

"მე­რი­ას­თან არის მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი გო­მე­ლა­უ­რის მთე­ლი სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლი­ცი­ის მთე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, ჩა­კე­ტეს მთე­ლი მე­რი­ის შე­ნო­ბა, არ უშ­ვე­ბენ არა­ვის იმ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს აქვს შეს­ვლის უფ­ლე­ბა, მი­თუფ­რო პარ­ლა­მენ­ტის და საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტებს. ნარ­მა­ნია იმა­ლე­ბა. თუ იგი არ გა­მო­ვა დღეს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს ადა­მი­ა­ნი ამ შე­ნო­ბა­ში ვე­ღარ შევა", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

დაპირისპირება მერიასთან: მელია და მხარდამჭერები ნარმანიას გადადგომას მოითხოვენ

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქალაქის ბიუჯეტიდან "რუსთავი 2"-ის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის გადაცემულ რამდენიმე მილიონი ლარის ქონებას.

პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და მერიის უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება მოხდა. მელია შენობაში შესვლას მოითხოვდა, რისი უფლებაც დაცვის სამსახურმა არ მისცა.

ნიკა მელიას მხარდამჭერებმა და აქციის მონაწილეებმა ერთობლივი ძალის გამოყენებით სცადეს შენობაში შესვლა, რასაც მერიის უსაფრთხოების სამსახური შეეწინააღმდეგა.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

"თუ დავით ნარმანია დღეს არ გამოვა, ეს ადამიანი რამდენიმე დღეში მერიის შენობაში ვეღარ შევა, - ამის შესახებ ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : "გადადექი"! "გამოდით"! ასევე, დედაქალაქის მერს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მერიის წინ მთელი სუს-ი არის მობილიზებული.

"მერიასთან არის მობილიზებული გომელაურის მთელი სამსახური, პოლიტიკური პოლიციის მთელი შემადგენლობა, ჩაკეტეს მთელი მერიის შენობა, არ უშვებენ არავის იმ საჯარო სივრცეში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება, მითუფრო პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატებს. ნარმანია იმალება. თუ იგი არ გამოვა დღეს, რამდენიმე დღეში ეს ადამიანი ამ შენობაში ვეღარ შევა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."