კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან: როგორ "არედაქტირებდა" ბელადი გამსახურდიას "დავით აღმაშენებელს"
დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან: როგორ "არედაქტირებდა" ბელადი გამსახურდიას "დავით აღმაშენებელს"

სტა­ლი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ბევ­რი, აქამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ათა­სო­ბით დო­კუ­მენ­ტი კარ­გა ხნის მან­ძილ­ზე რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვის ვებგ­ვერ­დზე РГАСПИ. Ф 558. СТАЛИН И. В. ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო, სა­დაც 11 თე­მა­ტუ­რი ერ­თე­უ­ლი 18 809 ერ­თე­ულ დო­კუ­მენტს მო­ი­ცავ­და.

დღე­ის­თვის კი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ნო­ბა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია, რად­გა­ნაც რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ზე წვდო­მა მხო­ლოდ რუ­სე­თი­სა და ბე­ლო­რუ­სი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს აქვთ. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სტა­ლი­ნის არ­ქი­ვის ას­ლე­ბი იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­საც გა­დას­ცა (უფრო სწო­რად, მიჰ­ყი­და), თუმ­ცა იქი­დან დო­კუ­მენ­ტე­ბის წა­სა­კი­თხად გა­მო­თხო­ვაც კი ფუჭი ოც­ნე­ბაა. თა­ვის დრო­ზე ჩვენ შევ­ძე­ლით სტა­ლი­ნის პი­რა­დი არ­ქი­ვის ნა­წილს გავ­ცნო­ბო­დით.

პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნე­ბის ფურ­ცლებ­ზე სტა­ლი­ნის ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი და კო­მენ­ტა­რე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ის ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და, და­წყე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ა­ზე და­წე­რი­ლი მცი­რე ბრო­შუ­რით და დამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლით".

სტა­ლი­ნი, რო­გორც რე­დაქ­ტო­რი, კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი მე­მუ­ა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­და­ნაც, თუნ­დაც შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძის მო­გო­ნე­ბე­ბით "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" რუ­სუ­ლი თარ­გმა­ნის შე­სა­ხებ. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ანა ან­ტო­ნოვ­სკა­ი­ას "დიდი მო­უ­რა­ვის" ხელ­ნა­წე­რის რე­დაქ­ტი­რე­ბა-გა­მო­ცე­მა­ში.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი" მკი­თხველს სთა­ვა­ზობს სტა­ლი­ნის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კო­მენ­ტა­რებს და მი­ნა­წე­რებს "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" 1942 წლის ქარ­თუ­ლი გა­მო­ცე­მის პირ­ვე­ლი წიგ­ნი­დან, რო­მელ­საც, სტა­ლი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, ომის შემ­დგომ წლებ­ში უნდა გას­ცნო­ბო­და.

სტა­ლი­ნის შე­ნიშ­ვნე­ბი ორ ძი­რი­თად ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ: ერთი მარ­თლაც ობი­ექ­ტუ­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი, ხოლო მე­ო­რე - ღვარ­ძლი­ა­ნი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი. თუმ­ცა მკი­თხვე­ლი ამას თა­ვად­ვე შე­ა­ფა­სებს. შე­ნიშ­ვნე­ბი, ძი­რი­თა­დად, ქარ­თულ ენა­ზეა. ალაგ-ალაგ მის­თვის ჩვე­ულ, ცი­ნი­კურ შე­ნიშ­ვნას Ха-ха-ха კი რუ­სუ­ლად წერ­და. კი­თხვი­სას წი­თელ და ლურჯ ფან­ქარს იყე­ნებ­და. გვხვდე­ბა მუქი ლურ­ჯი კა­ლა­მიც. ჩანს, რომ შე­ნიშ­ვნებს სხვა­დას­ხვა დროს აკე­თებ­და ბე­ლა­დი.

წიგ­ნის 252-ე და 260-ე გვერ­დებ­ზე კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "ჭივ­ჭავს" წერს, სტა­ლი­ნი კი "ჭილყვა­ვად" უს­წო­რებს. 290-ე გვერ­დზე ორ­ჯერ გა­და­უ­ხა­ზია დიდი პრო­ზა­ი­კო­სის ფრა­ზა - "ვერ შე­ე­ხი­დე­ბა საქ­მეს" და "შეგ­ბე­და", თა­ნაც გვერ­დით კი­თხვის ნი­შა­ნიც და­უს­ვამს. აქ, ალ­ბათ, სი­ტყვის ფორ­მა და­უ­წუ­ნა დიდ­მა დიქ­ტა­ტორ­მა დიდ მწე­რალს.

304-ე გვერ­დზე - "გა­აწ­ვი­ეს" არ მო­ე­წო­ნა და კი­თხვის ნი­შა­ნი დას­ვა. 305-ე გვერ­დი - "წა­მო­ი­წია სე­ლი­დან და­ვით" - ეს ფრა­ზაც და­უ­წუ­ნა, ალ­ბათ, სი­ტყვა­თა წყო­ბა იყო მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო. 347-ე გვერ­დი. გამ­სა­ხურ­დია წერს: "ხერ­ხე­მა­ლი გა­და­უ­ტე­ხეს უხ­სე­ნე­ბელს", სტა­ლინს ბოლო სი­ტყვა შე­უც­ვლია და "უსა­ხე­ლო" ჩა­უ­წე­რია. 411-ე გვერ­დი "ჰავ­ჭა­ლის" - აქ ასო "ჰ" არ მო­ე­წო­ნა ბე­ლადს, ლურ­ჯი ფან­ქრით მსუ­ყედ გა­და­ხა­ზა და კი­თხვის ნი­შა­ნიც და­უს­ვა.

H459-ე გვერ­დი "ზა­რე­ბი და­უ­ცხრომ­ლად ჟღა­რუ­ნებ­დნენ" და­უ­წუ­ნა სტა­ლინ­მა პრო­ზა­ი­კოსს, უკე­თეს ფორ­მად "ჟღა­რუ­ნობ­და" მი­იჩ­ნია და ლურ­ჯი ფან­ქრით ქარ­თუ­ლად მი­ა­წე­რა. 463-ე გვერ­დი - "ლაშ­ქა­რის­თვის" - "ჯა­რის­თვის", "ლაშ­ქარ­ნი" - "ჯა­რის­კა­ცე­ბით" ჩა­ა­ნაც­ვლა, ხოლო "კოჰორ­ტე­ბი" - "გუნ­დე­ბით".

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო სტა­ლი­ნის ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტერ­მინ "მსტოვ­რებს" ეხე­ბა. გამ­სა­ხურ­დია ნა­წარ­მო­ე­ბის 461-ე გვერ­დზე პირ­ვე­ლად იყე­ნებს ამ უძ­ვე­ლეს ქარ­თულ სი­ტყვას, ბე­ლა­დი კი რა­ტომ­ღაც ძალ­ზე მკაც­რია, წი­თე­ლი ფე­რის ფან­ქრით გა­უ­ხა­ზავს "მსტო­ვარ­ნი" და წიგ­ნის კი­დე­ზე ქარ­თუ­ლად, დიდი ასო­ე­ბით მი­უ­წე­რია - "მზვე­რავ­ნი". იგი­ვე შე­ნიშ­ვნა აქვს 469-ე გვერ­დზეც.

გა­ვიხ­სე­ნოთ სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "ლექ­სი­კო­ნი ქარ­თუ­ლი" და იქ მო­ცე­მუ­ლი გან­მარ­ტე­ბა: მსტო­ვა­რი - ესე არს აე­შა­გი მომ­ხილ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა­სა, გინა მტერ­თა ლაშ­ქარ­თა და ეგე­ვი­თარ­ცა უც­ნა­უ­რად. აე­შა­გი ესე არს, რა კაცი ვინ­მე გაგ­ზავ­ნო ქვე­ყა­ნა­თა გა­ს­ა­სინ­ჯვე­ლად, ანუ მტერ­თა ლაშ­ქარ­თა და ეგე­ვი­თარ­ცა უც­ნა­უ­რად". "მზი­რი - ყა­ზა­ხი, გინა მსტო­ვა­რი... გინა ჯა­შუ­ში". "ჯა­შუ­ში სხვა­თა ენაა, ქარ­თუ­ლად მსტო­ვა­რი და აე­შა­გი ჰქვი­ან".

და­ვი­ჯე­როთ, სტა­ლი­ნი არ იც­ნობ­და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "ლექ­სი­კონ­ში" მო­ცე­მულ ამ გან­მარ­ტე­ბებს?

დიდი ქარ­თვე­ლი პრო­ზა­ი­კო­სი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" ტრი­ლო­გი­ის პირ­ველ წიგნს რვაგ­ვერ­დი­ა­ნი ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბით ას­რუ­ლებს (ხელ­მე­ო­რედ გა­მო­ცე­მის გამო), სა­დაც მწე­რა­ლი ცდი­ლობს, აუხ­სნას მკი­თხველს, რა სიძ­ნე­ლე­ებს წა­ა­წყდა ამ მო­ნუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნის შექ­მნი­სას. ბო­ლო­სი­ტყვა­ო­ბის თი­თო­ე­უ­ლი გვერ­დი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია წი­თე­ლი და ლურ­ჯი ფე­რით. სტა­ლი­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მწერ­ლის მი­მართ სწო­რედ აქ ჩანს. შე­ნიშ­ვნე­ბის და კო­მენ­ტა­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­უნ­დო­ბე­ლი სარ­კაზ­მი­თა და ღვარ­ძლი­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი. წი­თე­ლი ფან­ქრით რუ­სუ­ლად მი­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი კარ­გად აჩ­ვე­ნებს სტა­ლი­ნის ში­ნა­გან ბუ­ნე­ბას. Ха-Ха, Черуха, Глупостъ, Ха-ха-ха - აი, ამ­გვა­რი "ეპი­თე­ტე­ბით" ამ­კობს საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტო­რი დიდ პრო­ზა­ი­კო­სის დღე­საც სა­ჭირ­ბო­რო­ტო მო­საზ­რე­ბებს.

გამ­სა­ხურ­დია: "რო­მა­ნი უძ­ლი­ე­რე­სი და ყვე­ლა­ზე ტე­ვა­დი ჟან­რია... სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად სთვლიდ­ნენ მას ჰე­გე­ლი და ბალ­ზა­კი პო­ე­ზი­ის უმაღ­ლეს მწვერ­ვა­ლად".

სტა­ლი­ნის კო­მენ­ტა­რი - Ха-Ха (465-ე გვ.). იქვე: "სა­ერ­თოდ წარ­სუ­ლის ასახ­ვა­ში დიდი ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო, ყო­ველ ერს უთუ­ოდ ფრი­ად ვნებს, რო­გორც გუ­ლისყრა და ნი­ჰი­ლიზ­მი წარ­სუ­ლის მი­მართ, აგ­რეთ­ვე მონ­სტრუ­ლო­ბის, ბუმ­ბე­რა­ზო­ბის მა­ნია". სტა­ლი­ნის კო­მენ­ტა­რი - Черуха.

მწე­რა­ლი იქვე აღ­ნიშ­ნავს: "მონ­სტრუ­ლო­ბის, გა­და­ჭარ­ბე­ბის და შინზრდი­ლი პატ­რი­ო­ტუ­ლი ის­ტო­რი­ის გზით რომ ვი­ა­როთ, შე­საძ­ლო იქ­ნე­ბა ყო­ვე­ლი ფი­რა­ლი­დან ნა­პო­ლე­ო­ნი ან გარ­და­ქე­შა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ". ეს მო­საზ­რე­ბა, რა­ტომ­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბით არ მო­ე­წო­ნა საბ­ჭო­თა დიქ­ტა­ტორს, წი­ნა­და­დე­ბა გა­და­ხა­ზა, ხოლო კი­დე­ზე მი­ა­წე­რა - Глупостъ.

გამ­სა­ხურ­დია: "ცნო­ბი­ლია: ორი სი­ტყვით ერთი ცნე­ბის გა­მო­ხატ­ვა ენობ­რი­ვი სი­ღა­ტა­კის ნი­შა­ნია უთუ­ოდ". ამ წი­ნა­და­დე­ბის ქვეშ სტა­ლინ­მა ლურ­ჯი ფან­ქრით მი­ა­წე­რა - Неправда!

სტა­ლი­ნის ტი­რა­ნულ ბუ­ნე­ბას კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს მისი კო­მენ­ტა­რი გამ­სა­ხურ­დი­ას ერთ, გუ­ლი­დან წა­მო­სულ ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ მო­გო­ნე­ბა­ზე: "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძვირ­ფა­სი სახე მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მხიბ­ლავ­და... მერ­მე ის იყო "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში" ამო­ვი­კი­თხე ბალღმა და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი მოკ­ვდაო, მწა­რედ, მწა­რედ ვი­ტი­რე და ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში: წიგნ­ში და­წე­რილ­მა ამ­ბავ­მა რომ ამა­ტი­რა" (გვ. 466).

სტა­ლი­ნის და­უნ­დო­ბე­ლი ხელი და უგ­რძნო­ბი გული აქაც ჩანს. Ха-Ха - მი­უ­წე­რია წი­თე­ლი ფან­ქრით. ამის შემ­დეგ ვინ­მეს კი­დევ შე­ე­პა­რე­ბა ეჭვი დიდი დიქ­ტა­ტო­რის ცოდ­ვებ­ში?

შემ­დეგ­შიც მრავ­ლად გვხვდე­ბა სტა­ლი­ნის ღვარ­ძლი­ა­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი. მისი ერ­თა­დერ­თი და­დე­ბი­თი რეპ­ლი­კა გამ­სა­ხურ­დი­ას შემ­დეგ­მა მო­საზ­რე­ბამ და­იმ­სა­ხუ­რა - "მე არ მი­მაჩ­ნია მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად ცნო­ბი­ლი რო­მა­ნის­ტის ფო­იხტვან­გე­რის მა­გა­ლი­თი, როცა იუ­დე­ველ­თა ომე­ბის აღ­წე­რი­სას თა­ნად­რო­ულ ტერ­მი­ნებს "გე­ნე­რალს" და "ოფი­ცერს" ხმა­რობს. ეს არის უთუ­ოდ გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი გზით სი­ა­რუ­ლი" (გვ. 468). ბე­ლადს წი­ნა­და­დე­ბის ქვეშ წი­თე­ლი ფან­ქრით მი­უ­წე­რია - "მარ­თა­ლია".

"რე­დაქ­ტო­რის" სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი 1938-1952 წლებ­ში კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი მო­გო­ნე­ბებ­ში იხ­სე­ნებს, რომ ბე­ლადს მოს­კოვ­ში უგ­ზავ­ნიდ­ნენ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში იბეჭ­დე­ბო­და. ჩარ­კვი­ა­ნი, რო­მე­ლიც ე.წ. მეგ­რე­ლე­ბის საქ­მეს გა­და­ა­ყო­ლეს, აკა­კი მგე­ლა­ძემ შეც­ვა­ლა.

2001 წელს რუ­სულ ენა­ზე გა­მო­ცე­მულ მო­გო­ნე­ბებ­ში მგე­ლა­ძე სტა­ლი­ნის შე­სა­ხებ წერს: - "ქარ­თვე­ლი პო­ე­ტე­ბი­დან გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძეს გა­მო­ყოფ­და... კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე კარ­გი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა იყო. ძალ­ზე აფა­სებ­და მის პრო­ზას, გან­სა­კუთ­რე­ბით "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნას". ეს სხვა წყა­რო­ე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა. თუმ­ცა ამას ხელი არ შე­უშ­ლია მგე­ლა­ძი­სათ­ვის, და­უნ­დობ­ლად გა­ეკ­რი­ტი­კე­ბი­ნა გამ­სა­ხურ­დი­ას შე­მოქ­მე­დე­ბა 1952 წელს.

"ბე­რი­ას საქ­მე­ზე" და­კა­ვე­ბუ­ლი ავ­ქსენ­ტი რა­ფა­ვა, რო­მე­ლიც 1941-1948 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის ორ­გა­ნო­ებს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 1954 წლის 26 მა­ისს და­კი­თხვი­სას შემ­დეგ ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს: "ერთხელ ბე­რი­ამ 1953 წლის მა­ის­ში თუ ივ­ნის­ში, სხვა­თა შო­რის თქვა, რომ 40-იანი წლე­ბის ბო­ლოს ყი­რიმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მყოფ სტა­ლინს, რო­მე­ლიც უძი­ლო­ბას უჩი­ო­და, წა­სა­კი­თხად გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" გა­დას­ცა. სტა­ლინს შუ­ა­ღა­მი­სას ბე­რი­ას­თვის და­უ­რე­კავს და უთ­ქვამს - მე არ ვი­ცო­დი გამ­სა­ხურ­დია რა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მწე­რა­ლი ყო­ფი­ლაო".

გამ­სა­ხურ­დია წერ­და: "ჩემი სურ­ვი­ლი და წა­დი­ლი იყო მარ­თა­ლი სი­ტყვა მეთ­ქვა გან­წი­რუ­ლი ხე­ლო­ვა­ნის ბედ­ზე მეფე გი­ორ­გი პირ­ვე­ლის ტი­რა­ნულ სა­ხელ­მწი­ფო­ში". ამ ის­ტო­რი­უ­ლი რო­მა­ნის და­ბეჭდ­ვის­თა­ნა­ვე ცხა­დი გახ­და მწერ­ლის პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბა საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­ა­ში გა­მე­ფე­ბულ ტი­რა­ნი­ა­ზე. ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია სტა­ლი­ნი ამას ვერ მიმხვდა­რი­ყო, თუმ­ცა ამის­და მი­უ­ხე­და­ვად, სტა­ლინს ეს ნა­წარ­მო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მოს­წონ­და.

სა­მა­გი­ე­როდ არ გა­უ­მარ­თლა "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს". ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით დიდ­მა დიქ­ტა­ტორ­მა ჯერ ეს ნა­წარ­მო­ე­ბი წა­ი­კი­თხა, ხოლო შემ­დეგ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა".

ზე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი და შე­ნიშ­ვნე­ბი, რო­გორც ჩანს, გას­ცდა სტა­ლი­ნის კა­ბი­ნეტს და ბე­ლა­დის და­ვა­ლე­ბით ამოქ­მედ­და საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნა. სა­კავ­ში­რო Yჟურ­ნალ "ზნა­მი­ას" 1945 წლის მე­ცხრე ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა კრი­ტი­კოს ვიქ­ტორ შკლოვ­სკის წე­რი­ლი "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­სა" და "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" შე­სა­ხებ, სა­დაც და­გე­ში­ლი კრი­ტი­კო­სი გამ­სა­ხურ­დი­ას ათას­ნა­ირ ცოდ­ვა­ში სდებ­და ბრალს.

თით­ქოს მსხვერ­პლის გეში აი­ღე­სო, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­შირ­შიც უმალ გა­ნახ­ლდა მწერ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნია. ხაზს უს­ვამ­დნენ, რომ "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" გა­უ­გე­ბა­რი ენით იყო და­წე­რი­ლი და ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენას ამა­ხინ­ჯებ­და. გამ­სა­ხურ­დია სა­დად არ წერს და ხე­ლოვ­ნუ­რი სინ­ტაქ­სით, არ­ქა­უ­ლი სი­ტყვე­ბით ანაგ­ვი­ა­ნებს მე­ტყვე­ლე­ბას და ამით საფრ­თხეს უქ­მნის ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სო. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1950 წელს უკვე და­ბეჭ­დი­ლი "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" მე­სა­მე წიგ­ნის მთე­ლი ტი­რა­ჟი დაჭ­რეს და დაწ­ვეს.

პარ­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტთა XV ყრი­ლო­ბა­ზე, 1952 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, აკა­კი მგე­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავ­და, გამ­სა­ხურ­დია ენას ანაგ­ვი­ა­ნებს არ­ქა­იზ­მი­თა და მო­გო­ნი­ლი სი­ტყვე­ბით და დროა, წე­როს ხალ­ხის­თვის გა­სა­გე­ბი ენი­თო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის" მე­სა­მე წიგ­ნი მკი­თხველ­მა მხო­ლოდ სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო, ხე­ლო­ვან­მა მა­ინც გა­ი­მარ­ჯვა ტი­რა­ნი­ა­ზე.

ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან: როგორ "არედაქტირებდა" ბელადი გამსახურდიას "დავით აღმაშენებელს"

დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან: როგორ "არედაქტირებდა" ბელადი გამსახურდიას "დავით აღმაშენებელს"

სტალინის პოლიტიკური მოღვაწეობისა და პირადი ცხოვრების ბევრი, აქამდე გასაიდუმლოებული ათასობით დოკუმენტი კარგა ხნის მანძილზე რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე РГАСПИ. Ф 558. СТАЛИН И. В. ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, სადაც 11 თემატური ერთეული 18 809 ერთეულ დოკუმენტს მოიცავდა.

დღეისთვის კი ქართველი მკითხველისთვის ამ დოკუმენტების გაცნობა გართულებულია, რადგანაც რუსეთის სახელმწიფო არქივის ვებგვერდზე განთავსებულ საარქივო დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ რუსეთისა და ბელორუსიის მოქალაქეებს აქვთ. რუსეთის ხელისუფლებამ სტალინის არქივის ასლები იელის უნივერსიტეტსაც გადასცა (უფრო სწორად, მიჰყიდა), თუმცა იქიდან დოკუმენტების წასაკითხად გამოთხოვაც კი ფუჭი ოცნებაა. თავის დროზე ჩვენ შევძელით სტალინის პირადი არქივის ნაწილს გავცნობოდით.

პირადი ბიბლიოთეკის წიგნების ფურცლებზე სტალინის ხელით გაკეთებული შენიშვნები და კომენტარები ადასტურებენ, რომ ის ბევრს კითხულობდა, დაწყებული სამხედრო სტრატეგიაზე დაწერილი მცირე ბროშურით და დამთავრებული კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლით".

სტალინი, როგორც რედაქტორი, კარგადაა ცნობილი მემუარული ლიტერატურიდანაც, თუნდაც შალვა ნუცუბიძის მოგონებებით "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანის შესახებ. ასევე აქტიურად მონაწილეობდა ანა ანტონოვსკაიას "დიდი მოურავის" ხელნაწერის რედაქტირება-გამოცემაში.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" მკითხველს სთავაზობს სტალინის ყველაზე საინტერესო კომენტარებს და მინაწერებს "დავით აღმაშენებლის" 1942 წლის ქართული გამოცემის პირველი წიგნიდან, რომელსაც, სტალინი სავარაუდოდ, ომის შემდგომ წლებში უნდა გასცნობოდა.

სტალინის შენიშვნები ორ ძირითად ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ერთი მართლაც ობიექტური და სამართლიანი, ხოლო მეორე - ღვარძლიანი და სუბიექტური. თუმცა მკითხველი ამას თავადვე შეაფასებს. შენიშვნები, ძირითადად, ქართულ ენაზეა. ალაგ-ალაგ მისთვის ჩვეულ, ცინიკურ შენიშვნას Ха-ха-ха კი რუსულად წერდა. კითხვისას წითელ და ლურჯ ფანქარს იყენებდა. გვხვდება მუქი ლურჯი კალამიც. ჩანს, რომ შენიშვნებს სხვადასხვა დროს აკეთებდა ბელადი.

წიგნის 252-ე და 260-ე გვერდებზე კონსტანტინე გამსახურდია "ჭივჭავს" წერს, სტალინი კი "ჭილყვავად" უსწორებს. 290-ე გვერდზე ორჯერ გადაუხაზია დიდი პროზაიკოსის ფრაზა - "ვერ შეეხიდება საქმეს" და "შეგბედა", თანაც გვერდით კითხვის ნიშანიც დაუსვამს. აქ, ალბათ, სიტყვის ფორმა დაუწუნა დიდმა დიქტატორმა დიდ მწერალს.

304-ე გვერდზე - "გააწვიეს" არ მოეწონა და კითხვის ნიშანი დასვა. 305-ე გვერდი - "წამოიწია სელიდან დავით" - ეს ფრაზაც დაუწუნა, ალბათ, სიტყვათა წყობა იყო მისთვის უჩვეულო. 347-ე გვერდი. გამსახურდია წერს: "ხერხემალი გადაუტეხეს უხსენებელს", სტალინს ბოლო სიტყვა შეუცვლია და "უსახელო" ჩაუწერია. 411-ე გვერდი "ჰავჭალის" - აქ ასო "ჰ" არ მოეწონა ბელადს, ლურჯი ფანქრით მსუყედ გადახაზა და კითხვის ნიშანიც დაუსვა.

H459-ე გვერდი "ზარები დაუცხრომლად ჟღარუნებდნენ" დაუწუნა სტალინმა პროზაიკოსს, უკეთეს ფორმად "ჟღარუნობდა" მიიჩნია და ლურჯი ფანქრით ქართულად მიაწერა. 463-ე გვერდი - "ლაშქარისთვის" - "ჯარისთვის", "ლაშქარნი" - "ჯარისკაცებით" ჩაანაცვლა, ხოლო "კოჰორტები" - "გუნდებით".

განსაკუთრებით საინტერესო იყო სტალინის ის შენიშვნები, რომლებიც ტერმინ "მსტოვრებს" ეხება. გამსახურდია ნაწარმოების 461-ე გვერდზე პირველად იყენებს ამ უძველეს ქართულ სიტყვას, ბელადი კი რატომღაც ძალზე მკაცრია, წითელი ფერის ფანქრით გაუხაზავს "მსტოვარნი" და წიგნის კიდეზე ქართულად, დიდი ასოებით მიუწერია - "მზვერავნი". იგივე შენიშვნა აქვს 469-ე გვერდზეც.

გავიხსენოთ სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი ქართული" და იქ მოცემული განმარტება: მსტოვარი - ესე არს აეშაგი მომხილველი ქვეყანასა, გინა მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად. აეშაგი ესე არს, რა კაცი ვინმე გაგზავნო ქვეყანათა გასასინჯველად, ანუ მტერთა ლაშქართა და ეგევითარცა უცნაურად". "მზირი - ყაზახი, გინა მსტოვარი... გინა ჯაშუში". "ჯაშუში სხვათა ენაა, ქართულად მსტოვარი და აეშაგი ჰქვიან".

დავიჯეროთ, სტალინი არ იცნობდა სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონში" მოცემულ ამ განმარტებებს?

დიდი ქართველი პროზაიკოსი კონსტანტინე გამსახურდია "დავით აღმაშენებლის" ტრილოგიის პირველ წიგნს რვაგვერდიანი ბოლოსიტყვაობით ასრულებს (ხელმეორედ გამოცემის გამო), სადაც მწერალი ცდილობს, აუხსნას მკითხველს, რა სიძნელეებს წააწყდა ამ მონუმენტური ისტორიული რომანის შექმნისას. ბოლოსიტყვაობის თითოეული გვერდი აჭრელებულია წითელი და ლურჯი ფერით. სტალინის დამოკიდებულება მწერლის მიმართ სწორედ აქ ჩანს. შენიშვნების და კომენტარების უმეტესობა დაუნდობელი სარკაზმითა და ღვარძლითაა გაჟღენთილი. წითელი ფანქრით რუსულად მიწერილი კომენტარები კარგად აჩვენებს სტალინის შინაგან ბუნებას. Ха-Ха, Черуха, Глупостъ, Ха-ха-ха - აი, ამგვარი "ეპითეტებით" ამკობს საბჭოთა დიქტატორი დიდ პროზაიკოსის დღესაც საჭირბოროტო მოსაზრებებს.

გამსახურდია: "რომანი უძლიერესი და ყველაზე ტევადი ჟანრია... სავსებით მართებულად სთვლიდნენ მას ჰეგელი და ბალზაკი პოეზიის უმაღლეს მწვერვალად".

სტალინის კომენტარი - Ха-Ха (465-ე გვ.). იქვე: "საერთოდ წარსულის ასახვაში დიდი ზომიერებაა საჭირო, ყოველ ერს უთუოდ ფრიად ვნებს, როგორც გულისყრა და ნიჰილიზმი წარსულის მიმართ, აგრეთვე მონსტრულობის, ბუმბერაზობის მანია". სტალინის კომენტარი - Черуха.

მწერალი იქვე აღნიშნავს: "მონსტრულობის, გადაჭარბების და შინზრდილი პატრიოტული ისტორიის გზით რომ ვიაროთ, შესაძლო იქნება ყოველი ფირალიდან ნაპოლეონი ან გარდაქეშანი გამოვიყვანოთ". ეს მოსაზრება, რატომღაც განსაკუთრებით არ მოეწონა საბჭოთა დიქტატორს, წინადადება გადახაზა, ხოლო კიდეზე მიაწერა - Глупостъ.

გამსახურდია: "ცნობილია: ორი სიტყვით ერთი ცნების გამოხატვა ენობრივი სიღატაკის ნიშანია უთუოდ". ამ წინადადების ქვეშ სტალინმა ლურჯი ფანქრით მიაწერა - Неправда!

სტალინის ტირანულ ბუნებას კარგად წარმოაჩენს მისი კომენტარი გამსახურდიას ერთ, გულიდან წამოსულ ბავშვობის დროინდელ მოგონებაზე: "დავით აღმაშენებლის ძვირფასი სახე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხიბლავდა... მერმე ის იყო "ქართლის ცხოვრებაში" ამოვიკითხე ბალღმა დავით აღმაშენებელი მოკვდაო, მწარედ, მწარედ ვიტირე და ეს იყო პირველი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში: წიგნში დაწერილმა ამბავმა რომ ამატირა" (გვ. 466).

სტალინის დაუნდობელი ხელი და უგრძნობი გული აქაც ჩანს. Ха-Ха - მიუწერია წითელი ფანქრით. ამის შემდეგ ვინმეს კიდევ შეეპარება ეჭვი დიდი დიქტატორის ცოდვებში?

შემდეგშიც მრავლად გვხვდება სტალინის ღვარძლიანი კომენტარები. მისი ერთადერთი დადებითი რეპლიკა გამსახურდიას შემდეგმა მოსაზრებამ დაიმსახურა - "მე არ მიმაჩნია მისაბაძ მაგალითად ცნობილი რომანისტის ფოიხტვანგერის მაგალითი, როცა იუდეველთა ომების აღწერისას თანადროულ ტერმინებს "გენერალს" და "ოფიცერს" ხმარობს. ეს არის უთუოდ გაიოლებული გზით სიარული" (გვ. 468). ბელადს წინადადების ქვეშ წითელი ფანქრით მიუწერია - "მართალია".

"რედაქტორის" სადამსჯელო ღონისძიებები

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1938-1952 წლებში კანდიდ ჩარკვიანი მოგონებებში იხსენებს, რომ ბელადს მოსკოვში უგზავნიდნენ ყველა მნიშვნელოვან ლიტერატურულ გამოცემას, რომელიც თბილისში იბეჭდებოდა. ჩარკვიანი, რომელიც ე.წ. მეგრელების საქმეს გადააყოლეს, აკაკი მგელაძემ შეცვალა.

2001 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ მოგონებებში მგელაძე სტალინის შესახებ წერს: - "ქართველი პოეტებიდან გალაკტიონ ტაბიძეს გამოყოფდა... კონსტანტინე გამსახურდიაზე კარგი შეხედულებისა იყო. ძალზე აფასებდა მის პროზას, განსაკუთრებით "დიდოსტატის მარჯვენას". ეს სხვა წყაროებითაც დასტურდება. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მგელაძისათვის, დაუნდობლად გაეკრიტიკებინა გამსახურდიას შემოქმედება 1952 წელს.

"ბერიას საქმეზე" დაკავებული ავქსენტი რაფავა, რომელიც 1941-1948 წლებში საქართველოს უშიშროების ორგანოებს ხელმძღვანელობდა, 1954 წლის 26 მაისს დაკითხვისას შემდეგ ჩვენებას აძლევს: "ერთხელ ბერიამ 1953 წლის მაისში თუ ივნისში, სხვათა შორის თქვა, რომ 40-იანი წლების ბოლოს ყირიმში დასასვენებლად მყოფ სტალინს, რომელიც უძილობას უჩიოდა, წასაკითხად გამსახურდიას რომანი "დიდოსტატის მარჯვენა" გადასცა. სტალინს შუაღამისას ბერიასთვის დაურეკავს და უთქვამს - მე არ ვიცოდი გამსახურდია რა შესანიშნავი მწერალი ყოფილაო".

გამსახურდია წერდა: "ჩემი სურვილი და წადილი იყო მართალი სიტყვა მეთქვა განწირული ხელოვანის ბედზე მეფე გიორგი პირველის ტირანულ სახელმწიფოში". ამ ისტორიული რომანის დაბეჭდვისთანავე ცხადი გახდა მწერლის პირდაპირი მინიშნება საბჭოთა იმპერიაში გამეფებულ ტირანიაზე. ძნელი დასაჯერებელია სტალინი ამას ვერ მიმხვდარიყო, თუმცა ამისდა მიუხედავად, სტალინს ეს ნაწარმოები განსაკუთრებით მოსწონდა.

სამაგიეროდ არ გაუმართლა "დავით აღმაშენებელს". ჩვენი ვარაუდით დიდმა დიქტატორმა ჯერ ეს ნაწარმოები წაიკითხა, ხოლო შემდეგ "დიდოსტატის მარჯვენა".

ზემოთ მოყვანილი კომენტარები და შენიშვნები, როგორც ჩანს, გასცდა სტალინის კაბინეტს და ბელადის დავალებით ამოქმედდა საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. საკავშირო Yჟურნალ "ზნამიას" 1945 წლის მეცხრე ნომერში გამოქვეყნდა კრიტიკოს ვიქტორ შკლოვსკის წერილი "დიდოსტატის მარჯვენასა" და "დავით აღმაშენებლის" შესახებ, სადაც დაგეშილი კრიტიკოსი გამსახურდიას ათასნაირ ცოდვაში სდებდა ბრალს.

თითქოს მსხვერპლის გეში აიღესო, საქართველოს მწერალთა კავშირშიც უმალ განახლდა მწერლის საწინააღმდეგო კამპანია. ხაზს უსვამდნენ, რომ "დავით აღმაშენებელი" გაუგებარი ენით იყო დაწერილი და ქართული სალიტერატურო ენას ამახინჯებდა. გამსახურდია სადად არ წერს და ხელოვნური სინტაქსით, არქაული სიტყვებით ანაგვიანებს მეტყველებას და ამით საფრთხეს უქმნის ენის განვითარებასო. გავრცელებული ინფორმაციით, 1950 წელს უკვე დაბეჭდილი "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნის მთელი ტირაჟი დაჭრეს და დაწვეს.

პარტიული ფუნქციონერები განსაკუთრებით აქტიურობდნენ. საქართველოს კომუნისტთა XV ყრილობაზე, 1952 წლის 15 სექტემბერს, აკაკი მგელაძე აღნიშნავდა, გამსახურდია ენას ანაგვიანებს არქაიზმითა და მოგონილი სიტყვებით და დროა, წეროს ხალხისთვის გასაგები ენითო. მიუხედავად იმისა, რომ "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნი მკითხველმა მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, ხელოვანმა მაინც გაიმარჯვა ტირანიაზე.

ბესიკ ალადაშვილი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ზოგი გაქცევის მცდელობისას დახვრიტეს ან წამებაში შემოაკვდათ - მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ახალი სიები