პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" ინფორმაციით, გორში, ქუთაისსა და რუსთავში საარჩევნო უბნებთან სპორტსმენები იკრიბებიან
"ნაციონალების" ინფორმაციით, გორში, ქუთაისსა და რუსთავში საარჩევნო უბნებთან სპორტსმენები იკრიბებიან

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სპორ­ტსმე­ნე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­და, რომ მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რათა არ მოხ­დეს გარ­კვე­უ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი.

"რამ­დე­ნი­მე ოლ­ქში არის და­პი­რის­პი­რე­ბის საფრ­თხე. ჩვენ ვხე­დავთ დიდი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით სპორ­ტსმე­ნებს, რომ­ლე­ბიც იკ­რი­ბე­ბი­ან მა­გა­ლი­თად, გორ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში. გორ­ში გან­სა­კუთ­რე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცი­ია სო­ფელ გა­რეჯ­ვარ­ში, 50-ე უბან­თან, სა­დაც ამ ყვე­ლაფ­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას ახ­დენს ზუ­რაბ მუ­რა­დაშ­ვი­ლი. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ზო­მე­ბი ახ­ლა­ვე მი­ი­ღოს, რათა არ მოხ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ამ უბ­ნებ­თან. დათ­ვლის დროს არ იყოს ისე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი, რო­გო­რიც ჩვენ 8 ოქ­ტომ­ბერს ვი­ხი­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოქ­რო­ყა­ნა, სა­დაც კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­დო დიდი ჯგუ­ფი იკ­რი­ბე­ბა.

ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი იღე­ბენ ალ­კოჰოლს და აში­ნე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას. "აქაც მივ­მარ­თავთ შსს-ს, რომ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ავ­ლი­ნონ, რათა არ მოხ­დეს რა­ი­მე ძა­ლა­დობ­რი­ვი ან სხვა ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ვა­ზი­სუ­ბან­ში, ისე­ვე რო­გორც დი­ღომ­ში რამ­დე­ნი­მე დამ­კვირ­ვე­ბელს გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. რუს­თავ­ში და­ფიქ­სირ­და მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტი. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე უბა­ნია, სა­დაც და­ფიქ­სირ­და მარ­კი­რე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის შეს­ვლა უბ­ნებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე, კერ­ძოდ, მთაწ­მინ­და­ზე რამ­დე­ნი­მე უბან­ზე, ისან­სა და მარ­ნე­ულ­ში.

"არის და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხდე­ბა უშუ­ა­ლოდ უბ­ნის გა­რეთ. აქ ძი­რი­თა­დად ეს ხდე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვით, რომ ადა­მი­ა­ნებს არ შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი ნება", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

"მო­ვუ­წო­დებთ შსს-ს, ასე­თი ტი­პის ჯგუ­ფე­ბის დაშ­ლა უზ­რუნ­ველ­ყოს, რათა ადა­მი­ა­ნებ­მა თა­ვი­სუ­ფა­ლად შეძ­ლონ უბ­ნებ­ზე მის­ვლა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, გორ­ში აქ­ტი­ვისტ ალ­ბერტ მე­რე­ბაშ­ვილს ცე­მეს და სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნი - კობა ბე­რი­ა­ნი­ძე, რო­მე­ლიც მე­რე­ბაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან სპორ­ტსმე­ნე­ბის შე­გო­რო­ვე­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას უწევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ნაციონალების" ინფორმაციით, გორში, ქუთაისსა და რუსთავში საარჩევნო უბნებთან სპორტსმენები იკრიბებიან

"ნაციონალების" ინფორმაციით, გორში, ქუთაისსა და რუსთავში საარჩევნო უბნებთან სპორტსმენები იკრიბებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, გორში, ქუთაისში, რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენები იკრიბებიან.

თინათინ ბოკუჩავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა არ მოხდეს გარკვეული პროვოკაციები.

"რამდენიმე ოლქში არის დაპირისპირების საფრთხე. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში განსაკუთრების დიდი კონცენტრაციია სოფელ გარეჯვარში, 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი. ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზომები ახლავე მიიღოს, რათა არ მოხდეს პროვოკაციები ამ უბნებთან. დათვლის დროს არ იყოს ისეთი ინციდენტები, როგორიც ჩვენ 8 ოქტომბერს ვიხილეთ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ოქროყანა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანების საკმადო დიდი ჯგუფი იკრიბება.

ბოკუჩავას განცხადებით, ისინი იღებენ ალკოჰოლს და აშინებენ მოსახლეობას. "აქაც მივმართავთ შსს-ს, რომ წარმომადგენლები მიავლინონ, რათა არ მოხდეს რაიმე ძალადობრივი ან სხვა ტიპის დაპირისპირება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ვაზისუბანში, ისევე როგორც დიღომში რამდენიმე დამკვირვებელს გადაღების საშუალება არ მიეცათ. რუსთავში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი. ასევე რამდენიმე უბანია, სადაც დაფიქსირდა მარკირებიანი ადამიანების შესვლა უბნებზე რამდენჯერმე, კერძოდ, მთაწმინდაზე რამდენიმე უბანზე, ისანსა და მარნეულში.

"არის დაშინების მცდელობები, რომელიც ხდება უშუალოდ უბნის გარეთ. აქ ძირითადად ეს ხდება კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანების ჩარევით, რომ ადამიანებს არ შეეძლოთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

"მოვუწოდებთ შსს-ს, ასეთი ტიპის ჯგუფების დაშლა უზრუნველყოს, რათა ადამიანებმა თავისუფალად შეძლონ უბნებზე მისვლა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, გორში აქტივისტ ალბერტ მერებაშვილს ცემეს და სწორედ ის ადამიანი - კობა ბერიანიძე, რომელიც მერებაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, "ქართული ოცნების" ოფისთან და საარჩევნო უბანთან სპორტსმენების შეგოროვებას კოორდინაციას უწევს.

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი?

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან