საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველები, რომლებიც "მეორადებში" იმოსებიან
ცნობილი ქართველები, რომლებიც "მეორადებში" იმოსებიან

თბი­ლის­ში მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის უამ­რა­ვი მა­ღა­ზი­აა, რომ­ლებ­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. აქ შე­გიძ­ლია მსოფ­ლიო ბრენ­დის, ხა­რის­ხი­ა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­მო­სი ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად შე­ი­ძი­ნო. "ამ­ბე­ბი.გე" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სტუმ­რო­ბენ მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ებს.

თიკა ჯამ­ბუ­რია

ვერ ვი­ტყვი, რომ ხში­რად დავ­დი­ვარ მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ებ­ში ან ბაზ­რო­ბებ­ზე, მაგ­რამ მეც შე­მი­ძე­ნია იქ ტა­ნი­სა­მო­სი. როცა სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, ყო­ველ­თვის ვსტუმ­რობ "აუ­თლეტ" მა­ღა­ზი­ებს და რამე თუ მო­მე­წო­ნე­ბა, ვყი­დუ­ლობ.

მაკა ცინ­ცა­ძე

რამ­დენ­ჯერ­მე შე­მი­ძე­ნია მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი. მო­მე­წო­ნა და ვი­ყი­დე, ტან­საც­მლის ძებ­ნა ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა. ვნა­ხე, მო­მე­წო­ნა და ვი­ყი­დე. არ "ტე­ხავს" მე­ო­რად­ში ტან­საც­მლის ყიდ­ვა, "ლაქ­შე­რი" რომ არ უტყდე­ბათ, ეგ ისე­დაც ვი­ცით. მთა­ვა­რი გან­წყო­ბაა და ვინ, სად, რას იყი­დის, ეს მე­ა­თასე ხა­რის­ხო­ვა­ნია. სა­მო­სის ყიდ­ვი­სას ამ­დენს არ ვფიქ­რობ, სხვა, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბე­ბი ხდე­ბა ჩვენს გარ­შე­მო.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე

ტან­საც­მე­ლი თუ მო­მე­წო­ნე­ბა, ჩემ­თვის სუ­ლერ­თია, სად ვი­ყი­დი. მე­ო­რა­დებ­შიც ხში­რად შე­მი­ძე­ნია და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიც­ვამ იქ შე­ძე­ნილ სა­მოსს. ე.წ. დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე იყი­დე­ბა კარ­გი მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი.

ნინო ორ­დე­ნი­ძე

ჩემი ოფი­სის ქვე­მოთ არის მე­ო­რა­დი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია, ძა­ლი­ან ბევ­რი და კარ­გი რა­ღა­ცე­ბი იყი­დე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე მეც შე­ვე­დი და ვი­ყი­დე ტან­საც­მე­ლი. ხა­რის­ხი­ა­ნია და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი აქვს. სა­მო­სი თუ მო­მე­წო­ნე­ბა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სად ვი­ყი­დი?

გუ­რამ შე­რო­ზია

მე­ო­რა­დებ­ში ტან­საც­მელს ჩემი არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი ყი­დუ­ლობს და მინ­და გი­თხრათ, რომ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ტან­საც­მლით შე­მო­სილ ბევრ ადა­მი­ან­ზე გა­ცი­ლე­ბით გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. რამ­დენ­ჯერ­მე მეც მი­ყი­დია მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი, ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი

ძა­ლი­ან მომ­წონს "აუ­თლეტ" ტან­საც­მე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში სად იყი­დე­ბა კარ­გი მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი არ ვიცი, მაგ­რამ ლიტ­ვა­ში, კერ­ძოდ ვილ­ნი­უს­ში არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი "აუ­თლეტ" მა­ღა­ზია, სა­დაც არა­ერ­თხელ მაქვს შე­ძე­ნი­ლი სა­მო­სი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ცნობილი ქართველები, რომლებიც "მეორადებში" იმოსებიან

ცნობილი ქართველები, რომლებიც "მეორადებში" იმოსებიან

თბილისში მეორადი ტანსაცმლის უამრავი მაღაზიაა, რომლებსაც ბევრი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლია მსოფლიო ბრენდის, ხარისხიანი და ორიგინალური სამოსი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო. "ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რომელი ცნობილი ადამიანები სტუმრობენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს.

თიკა ჯამბურია

ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ან ბაზრობებზე, მაგრამ მეც შემიძენია იქ ტანისამოსი. როცა საზღვარგარეთ ვარ, ყოველთვის ვსტუმრობ "აუთლეტ" მაღაზიებს და რამე თუ მომეწონება, ვყიდულობ.

მაკა ცინცაძე

რამდენჯერმე შემიძენია მეორადი ტანსაცმელი. მომეწონა და ვიყიდე, ტანსაცმლის ძებნა ძალიან მეზარება. ვნახე, მომეწონა და ვიყიდე. არ "ტეხავს" მეორადში ტანსაცმლის ყიდვა, "ლაქშერი" რომ არ უტყდებათ, ეგ ისედაც ვიცით. მთავარი განწყობაა და ვინ, სად, რას იყიდის, ეს მეათასე ხარისხოვანია. სამოსის ყიდვისას ამდენს არ ვფიქრობ, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს გარშემო.

თამუნა მუსერიძე

ტანსაცმელი თუ მომეწონება, ჩემთვის სულერთია, სად ვიყიდი. მეორადებშიც ხშირად შემიძენია და სიამოვნებით ვიცვამ იქ შეძენილ სამოსს. ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე იყიდება კარგი მეორადი ტანსაცმელი.

ნინო ორდენიძე

ჩემი ოფისის ქვემოთ არის მეორადი ტანსაცმლის მაღაზია, ძალიან ბევრი და კარგი რაღაცები იყიდება. რამდენჯერმე მეც შევედი და ვიყიდე ტანსაცმელი. ხარისხიანია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სამოსი თუ მომეწონება, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიყიდი?

გურამ შეროზია

მეორადებში ტანსაცმელს ჩემი არაერთი მეგობარი ყიდულობს და მინდა გითხრათ, რომ  ბრენდირებული ტანსაცმლით შემოსილ ბევრ ადამიანზე გაცილებით გემოვნებიანები არიან. რამდენჯერმე მეც მიყიდია მოგზაურობის დროს მეორადი ტანსაცმელი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ნინა წკრიალაშვილი

ძალიან მომწონს "აუთლეტ" ტანსაცმელი. საქართველოში სად იყიდება კარგი მეორადი ტანსაცმელი არ ვიცი, მაგრამ ლიტვაში, კერძოდ ვილნიუსში არის არაჩვეულებრივი "აუთლეტ" მაღაზია, სადაც არაერთხელ მაქვს შეძენილი სამოსი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი