საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"
როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რი­გი სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რს შო­რის დი­ა­ლო­გია ასა­ხუ­ლი. ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რი აკა­კი მი­ნაშ­ვილს, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს, ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­სა და გიგი წე­რე­თელს ესა­უბ­რე­ბა "რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ზე". უც­ნო­ბია, ავ­თენ­ტუ­რია თუ არა ჩა­ნა­წე­რი და სად ან რო­დი­საა ის ჩა­წე­რი­ლი (იხი­ლეთ ვი­დეო)

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ნინო და­ნე­ლია, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი:

ეს რომ წა­ვი­დეს და ის დარ­ჩეს სა­დაც არის, არაფ­რით გა­მო­ვა? მივ­ხე­დავ­დით თავს მშვი­დად

ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძე, პარ­ლა­მენ­ტა­რი:

უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზღვრავს საით მივ­დი­ვართ. მივ­დი­ვართ სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მოკ­რა­ტი­ის­კენ, თუ ვუბ­რუნ­დე­ბით ავ­ტო­რი­ტა­რულ, ნა­ცის­ტურ მმარ­თვე­ლო­ბას, სა­დაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი სა­ერ­თოდ აღარ ექ­ნე­ბა!!!

თუ ამას სწო­რად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი, მხო­ლოდ მა­შინ გა­და­ვარ­ჩენთ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს!

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

პო­ლი­ტი­კო­სის (ან, რო­გორც მას უწო­დე­ბენ, "რე­გი­ო­ნუ­ლი მას­შტა­ბის ლი­დე­რის") დეგ­რა­და­ცია ნე­ტა­ვი უსას­რუ­ლო პრო­ცე­სია, უფსკრულს ფსკე­რი არ აქვს თუ სა­დღაც, ოდეს­ღაც შე­იძ­ლე­ბა რომ შე­ჩერ­დეს? თე­ო­რი­უ­ლი კი­თხვაა, ზო­გა­დი. თუმ­ცა ახა­ლი "ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რით" მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

ნიკა გვა­რა­მია, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

ამ "ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან", რო­მელ­თა არც კა­ნო­ნი­ე­რე­ბა დას­ტურ­დე­ბა და არც ავ­თენ­ტუ­რო­ბა, მხო­ლოდ ის დას­ტურ­დე­ბა, რომ მისი სა­ჯა­როდ გამ­რჩევ-გან­მხილ­ვე­ლე­ბი გო­ნებ­რი­ვად არ­ცთუ უნაკ­ლო და მო­რა­ლუ­რად სრუ­ლი­ად ნაკ­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან და ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, თა­მა­შო­ბენ მა­ნი­აკ ივა­ნიშ­ვი­ლის ბინ­ძურ თა­მაშს და მიყ­ვე­ბი­ან მის გეგ­მას.

p.s. და ეს ის სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, რო­მე­ლიც 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მო­რალს მი­კი­თხავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კა­ნო­ნი­ე­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რად გავ­რცე­ლე­ბის გამო. ის მძი­მე შეც­დო­მა იყო, ვა­ღი­ა­რებ. ეს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლია.

თა­მარ ჩერ­გოლეიშვი­ლი, "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი:

აუ ჯერ ის "სის­ხლისღვრა" გვა­ნა­ხეთ რა - რუს­თა­ვი ორის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად რომ უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე, ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რი:

მარ­თლა გა­სა­ო­ცა­რი დე­მოკ­რა­ტია გაქვთ, გე­ფი­ცე­ბით!

მეტი რა ქნან ამ კე­თილ­შო­ბი­ლებ­მა, მა­ინ­ცდა­მა­ინც სის­რუ­ლე­ში უნდა მო­იყ­ვა­ნონ გეგ­მა?

ხომ ხე­დავთ, ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი ეს შეშ­ლი­ლი ნა­ბიჭ­ვა­რი, შლე­გა­დაა ქცე­უ­ლი!

იმოქ­მე­დეთ, სა­ნამ დროა!

ეკა ბე­რი­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ამის "გაპ­რა­ვე­ბა" ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა სცა­დოს?

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

"ესე­ნი მო­ი­გე­ბენ და იქ­ნე­ბა რე­ვო­ლუ­ცია და დე­დისტ..." - ვრცელ­დე­ბა ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე "ნა­ცი­ო­ნალს" ესა­უბ­რე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან ახალ ფარულ ჩანაწერს "ფეისბუქში"

სოციალურ ქსელში მორიგი სკანდალური ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული. ოდესის გუბერნატორი აკაკი მინაშვილს, პეტრე ცისკარიშვილს, ნუგზარ წიკლაურსა და გიგი წერეთელს ესაუბრება "რევოლუციურ სცენარზე". უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერი და სად ან როდისაა ის ჩაწერილი (იხილეთ ვიდეო)

აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან:

ნინო დანელია, მედიაექსპერტი:

ეს რომ წავიდეს და ის დარჩეს სადაც არის, არაფრით გამოვა? მივხედავდით თავს მშვიდად

ზვიად კვაჭანტირაძე, პარლამენტარი:

უნდა გავაცნობიეროთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა საბოლოოდ განსაზღვრავს საით მივდივართ. მივდივართ სწრაფი განვითარებისკენ, თავისუფლებისა და დამოკრატიისკენ, თუ ვუბრუნდებით ავტორიტარულ, ნაცისტურ მმართველობას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს ფასი საერთოდ აღარ ექნება!!!

თუ ამას სწორად გავაცნობიერებთ თითოეული ჩვენთაგანი, მხოლოდ მაშინ გადავარჩენთ ქართულ სახელმწიფოს!

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

პოლიტიკოსის (ან, როგორც მას უწოდებენ, "რეგიონული მასშტაბის ლიდერის") დეგრადაცია ნეტავი უსასრულო პროცესია, უფსკრულს ფსკერი არ აქვს თუ სადღაც, ოდესღაც შეიძლება რომ შეჩერდეს? თეორიული კითხვაა, ზოგადი. თუმცა ახალი "ფარული ჩანაწერით" მოტივირებული.

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

ამ "ჩანაწერებიდან", რომელთა არც კანონიერება დასტურდება და არც ავთენტურობა, მხოლოდ ის დასტურდება, რომ მისი საჯაროდ გამრჩევ-განმხილველები გონებრივად არცთუ უნაკლო და მორალურად სრულიად ნაკლოვანები არიან და ნებსით თუ უნებლიეთ, თამაშობენ მანიაკ ივანიშვილის ბინძურ თამაშს და მიყვებიან მის გეგმას.

p.s. და ეს ის საზოგადოებაა, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული მორალს მიკითხავს ხელისუფლების მიერ კანონიერად მოპოვებული ჩანაწერების კანონიერად გავრცელების გამო. ის მძიმე შეცდომა იყო, ვაღიარებ. ეს მძიმე დანაშაულია.

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:

აუ ჯერ ის "სისხლისღვრა" გვანახეთ რა - რუსთავი ორის შესანარჩუნებლად რომ უნდა გამართულიყო.

ვლადიმერ ბედუკაძე, ციხის სკანდალური კადრების ავტორი:

მართლა გასაოცარი დემოკრატია გაქვთ, გეფიცებით!

მეტი რა ქნან ამ კეთილშობილებმა, მაინცდამაინც სისრულეში უნდა მოიყვანონ გეგმა?

ხომ ხედავთ, ყველაფერზეა წამსვლელი ეს შეშლილი ნაბიჭვარი, შლეგადაა ქცეული!

იმოქმედეთ, სანამ დროა!

ეკა ბერიძე, ჟურნალისტი:

ამის "გაპრავება" ვინმემ შეიძლება სცადოს?

წაიკითხეთ ასევე:

"ესენი მოიგებენ და იქნება რევოლუცია და დედისტ..." - ვრცელდება ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ სააკაშვილი რამდენიმე "ნაციონალს" ესაუბრება

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს" - ლანა ღოღობერიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე