კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია
 კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია

3 მა­ისს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. გე­ნი­ა­ლუ­რი ქარ­თვე­ლი მწერ­ლის და­ბა­დე­ბი­დან 123 წელი გა­ვი­და. გამ­სა­ხურ­დია 1893 წელს სო­ფელ ძველ აბა­შა­ში სი­მონ გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და ელი­სა­ბედ (ლისა) თო­ფუ­რი­ძის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში და­ი­ბა­და. კონ­სტან­ტი­ნე სი­მო­ნის ბოლო, მე­ცხრე შვი­ლი იყო.

ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთი უნი­კა­ლუ­რი ფო­ტოს ის­ტო­რია გვინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც 1975 წლის 17 ივ­ლისს ჯე­მალ კას­რა­ძემ გა­და­ი­ღო. მა­შინ კას­რა­ძე გა­ზეთ "ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ქარ­თვე­ლო­ში" მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, მწე­რალ­თა კავ­ში­რის შე­ნო­ბა­ში იყო მივ­ლე­ნი­ლი, სა­დაც კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ფო­ტოგ­რა­ფი ფო­ტოს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს:

"იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი გა­ზე­თის რე­დაქ­ტო­რი ვახ­ტანგ ჭე­ლი­ძე გახ­ლდათ და სწო­რედ მისი და­ვა­ლე­ბით აღ­მოვ­ჩნდი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე. ცხა­დია, იმ ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტის ფირ­ზე აღ­ბეჭდ­ვა მე­ვა­ლე­ბო­და. იქ იყ­ვნენ მწერ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: ავ­ლიპ ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი, ილია ვე­კუა, გრი­გოლ აბა­ში­ძე... მო­ვი­და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეც, რო­მე­ლიც მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას მდი­ვა­ნი გახ­ლდათ. შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერ­თად, წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი სცა გარ­დაც­ვლი­ლი მწერ­ლის ხსოვ­ნას, რაც ამ ფო­ტო­ზე აღი­ბეჭ­და კი­დეც...

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ფო­ტო­ზე მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ზვი­ად გასა­ხურ­დია, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში დი­სი­დენ­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და... თუ გახ­სოვთ, რო­გორ შეხ­ვდნენ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ერ­თმა­ნეთს?

- რო­დე­საც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე მო­ვი­და, ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის მზე­რა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არა­ვის­თვის ყო­ფი­ლა. მან სა­ო­ცა­რი მზე­რა ეს­რო­ლა ცე­კას მდი­ვანს, მას მერე, რაც ისი­ნი ერ­თმა­ნეთს გა­უს­წორ­დნენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია

 კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია

3 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. გენიალური ქართველი მწერლის დაბადებიდან 123 წელი გავიდა. გამსახურდია 1893 წელს სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო.

ამ დღესთან დაკავშირებით ერთი უნიკალური ფოტოს ისტორია გვინდა გავიხსენოთ, რომელიც 1975 წლის 17 ივლისს ჯემალ კასრაძემ გადაიღო. მაშინ კასრაძე გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მწერალთა კავშირის შენობაში იყო მივლენილი, სადაც კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. "გზასთან" ინტერვიუში ფოტოგრაფი ფოტოს საინტერესო ისტორიას იხსენებს:

"იმ პერიოდში ჩვენი გაზეთის რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ და სწორედ მისი დავალებით აღმოვჩნდი კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე. ცხადია, იმ ისტორიული ფაქტის ფირზე აღბეჭდვა მევალებოდა. იქ იყვნენ მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ავლიპ ზურაბაშვილი, ილია ვეკუა, გრიგოლ აბაშიძე... მოვიდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც მაშინ საქართველოს ცეკას მდივანი გახლდათ. შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად, წუთიერი დუმილით პატივი სცა გარდაცვლილი მწერლის ხსოვნას, რაც ამ ფოტოზე აღიბეჭდა კიდეც...

- ბატონო ჯემალ, ფოტოზე მარჯვენა კუთხეში დაფიქსირებულია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ზვიად გასახურდია, რომელიც იმ პერიოდში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა... თუ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს?

- როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, ბატონი ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. მან საოცარი მზერა ესროლა ცეკას მდივანს, მას მერე, რაც ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ... განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია