კონფლიქტები
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კო­ჯორ­ში, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ არ ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი შემ­თხვე­ვის სა­ზა­რელ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

რო­გორც "იმედ­თან" სა­უ­ბარ­ში კო­ჯრის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, 27 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი მი­წა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 მეტ­რის სიღ­რმე­ზე კას­რით იყო ჩაფ­ლუ­ლი. მა­თი­ვე თქმით, სახ­ლის ეზო­ში, სა­დაც ცხე­და­რი იყო და­მარ­ხუ­ლი, პო­ლი­ცია თა­ვად დამ­ნა­შა­ვემ მი­იყ­ვა­ნა. გვა­მი კას­რში იყო და­მა­ლუ­ლი და კვა­ლის გაქ­რო­ბის მიზ­ნით მჟა­ვა ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი, შემ­დეგ კი მი­წა­ში იყო და­მარ­ხუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იხ­სე­ნე­ბენ 2014 წელს მომ­ხდარ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქტს და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გა­და­მა­ლუ­ლი ცხე­და­რი სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვის გაგ­რძე­ლე­ბაა. 2014 წელს თბი­ლი­სის ზღვა­ზე მდე­ბა­რე დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში 55 წლის ქალი ყელ­გა­მოჭ­რი­ლი იპო­ვეს, მისი 27 წლის ვაჟი კი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და.

"ტრაქ­ტო­რით მო­ვიდ­ნენ და ამო­თხა­რეს, კას­რი ჩა­მარ­ხუ­ლი იყო მი­წა­ში, ზე­მო­დან ქვი­შა ეყა­რა. თა­ვით იყო ცხე­და­რი ჩა­ყუ­დე­ბუ­ლი რკი­ნის კას­რში და ზე­მო­დან მჟა­ვა ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი მოხ­და და შემ­დეგ მოკ­ლეს" - სა­უბ­რო­ბენ "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

"თავით იყო ჩაყუდებული რკინის კასრში" - კოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ადგილობრივები შემთხვევის საზარელ დეტალებს ყვებიან.

როგორც "იმედთან" საუბარში კოჯრის მაცხოვრებლები ყვებიან, 27 წლის მამაკაცის ცხედარი მიწაში დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე კასრით იყო ჩაფლული. მათივე თქმით, სახლის ეზოში, სადაც ცხედარი იყო დამარხული, პოლიცია თავად დამნაშავემ მიიყვანა. გვამი კასრში იყო დამალული და კვალის გაქრობის მიზნით მჟავა ჰქონდა გადასხმული, შემდეგ კი მიწაში იყო დამარხული. ადგილობრივები იხსენებენ 2014 წელს მომხდარ ყაჩაღობის ფაქტს და ვარაუდობენ, რომ გადამალული ცხედარი სწორედ ამ შემთხვევის გაგრძელებაა. 2014 წელს თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 55 წლის ქალი ყელგამოჭრილი იპოვეს, მისი 27 წლის ვაჟი კი შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა.

"ტრაქტორით მოვიდნენ და ამოთხარეს, კასრი ჩამარხული იყო მიწაში, ზემოდან ქვიშა ეყარა. თავით იყო ცხედარი ჩაყუდებული რკინის კასრში და ზემოდან მჟავა ჰქონდა გადასხმული. ამბობენ, რომ ყაჩაღობის ფაქტი მოხდა და შემდეგ მოკლეს" - საუბრობენ "იმედთან" ინტერვიუში თვითმხილველები.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ